განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №182241249-1/002-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
09 თებერვალი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
ბრალდების მხარე: პროკურორი – გი-----------–---–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული – სუ-–-----------------------–--ე, დაბადებული 19-- წლის 1- ი--–---, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ად------------------------–---------ი;
ადვოკატი - ნო-------------–---–ი
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126--ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქ/პუნქტები;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
სუ-–----------–---მ 2017 წლის 2-----------ს ად-------------------------–--------–ი თავის საცხოვრებელ სახლში მეუღლეს და მეუღლის დედას საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების მოტივით არასრულწლოვან ნი--- და და---- მს----–------- თანდასწრებით მათ დედას მა------------–---–ს და ბებიას ლა-–----------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მა------------–---–ი თმებიდან მოქაჩა, ასევე ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში და ძლიერად მოუჭირა ხელი კისრის არეში, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ლა-–----------–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი ტანის არეში, რის გამოც ლა-–----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სუ-–----------–---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ორი პირის მიმართ.
მა------------–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად იგი იმყოფებოდა იტ--–--–- სამუშაოდ, 2017 წლის 2-----------ს ჩამოვიდა საქართველოში, მივიდა თავის საცხოვრებელ სახლში ად------------------------–---------–ი, რომელსაც თან ახლდა სტუმრები, გარკვეული ხნის შემდეგ გაიშალა სუფრა, მეუღლემ მიიღო ალკოჰოლური სასმელი და იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში. ამ დროს მას დაურეკა ტელეფონმა, რაზეც მეუღლემ იეჭვიანა და უთხრა ეჩვენებინა ტელეფონი, თუ ვინ ურეკავდა, გაღიზიანდა, დაუწყო უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინება, ამ სიტყვიერი შეურაცხყოფის მომენტში ერთი ხელი მოკიდა თმაში და დაუწყო თმებიდან ქაჩვა, ხოლო მეორე ხელი წაუჭირა ყელში ძლიერად და თან დაარტყა სახის არეში ხელი რამოდენიმეჯერ, შემდეგ ძლიერად კრა ხელი, წაბორძიკდა, მაგრამ არ წაქცეულა, მეუღლის მხრიდან ხელის ყელში წაჭერის და დარტყმის შედეგად ყელის არეში მიიღო დაზიანებები და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, იქვე იმყოფებოდა მისი ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც ხედავდნენ ყველაფერს, მალევე სახლში მოვიდა დედა ლა-–----------–---–ი, რა დროსაც მთელი აგრესია სუ-–----ა დედამისზე გადაიტანა, დაუწყო უცენზურო სიტყვებით ლანძღვა გინება და მასაც რამოდენიმერჯერ დაარტყა ხელი ტანის არეში.
იხ. ს.ფ.17-20;
ლა-–----------–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 2-----------ს მისი შვილის მა-----------–---–-ს ოჯახში მისვლისას მან დაინახა, რომ მისი სიძე სუ-–-----------–--ე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ეჩხუბებოდა, აგინებდა და უწმაწური სიტყვებით მიმართავდა მა------------–---–ს, იწევდა მასზე დასარტყმელად, სიძეს სუ-–----------–---ს უთხრა გაჩერებულიყო, რაზეც გაღიზიანდა სუ-–----------–--- და დაუწყო ლანძღვა-გინება, შემდეგ გამოიწია მისკენ, მოუქნია მუჭი და რამოდენიმეჯერ დაარტყა მარცხენა ხელი ტანის არეში, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი
იხ. ს.ფ.23-26;
ნა-----–--–-------ს ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 2-----------ს იმყოფებოდა სტუმრად მა-----------–---–---ნ, რომელსაც მეუღლე სუ-–-----------–--ე მიმართავდა უხეში სიტყვებით, აგინებდა და ლანძღავდა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ასევე დაინახა, რომ ხელით მოქაჩა თმებიდან, მეორე ხელი წაუჭირა ყელში და ყელიდან ხელის გაშვების შემდეგ რამოდენიმეჯერ მუჭი მოუქნია მა--ს და მოარტყა სახის არეში. ამ ჩხუბის მ ომენტში შემოვიდა მა--ს დედა ლა-–----------–---–ი, რომელმაც დაუძახა სუ-–----ს ნუ ურტყავდა მის შვილს, რაზედაც მთელი აგრესია სუ-–----------–---მ გადაიტანა მა--ს დედაზე და მასაც დაუწყო უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინება და რამოდენიმეჯერ მასაც დაარტყა ხელი ტანის არეში.
იხ. ს.ფ.29-30;
ნი--- მ-----–---- და და---- მ-----–---- ჩვენებები,რომლის თანახმად 2017 წლის 2-----------ს დედა მა-----------–---–-ს იტ--–----ან ჩამოსვლას აღნიშნავდნენ სახლში ად-----------------------–--------–ი. მამა სუ-–----------–--- იმყოფებოდა ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ, სწორედ ამ დროს დედას მა-- ნა------–---–ს დაურეკა ტელეფონმა, რაზეც მამამ სუ-–----------–---მ იეჭვიანა და უთხრა დედას ეჩვენებინა ტელეფონი, გაღიზიანებულმა დაუწყო უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინება, ამ სიტყვიერი შეურაცხყოფის მომენტში ერთი ხელი მოკიდა თმაში და დაუწყო თმებიდან ქაჩვა, ხოლო მეორე ხელი წაუჭირა ყელში ძლიერად და თან დაარტყა სახის არეში ხელი რამოდენიმეჯერ, მალევე სახლში შემოვიდა ბებია ლა-–----------–---–ი, რა დროსაც მთელი აგრესია სუ-–----ა ლა-–----------–---–ზე გადაიტანა, დაუწყო უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინება და მასაც რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი ტანის არეში.
იხ. ს.ფ.65-66;
სუ-–-----------–--ემ სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2017 წლის 2------------ N6--------- სასამართლო-სამედიცი--- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად მა-----------–---–-ს ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში, კერძოდ კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირზე და მარცხენა ლავიწის პროქსიმალურ არეში არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე, ასევე ორივე ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
იხ. ს.ფ.41-43;
2017 წლის 2------------ N6--------- სასამართლო-სამედიცი--- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ლა-–----------–---–ის ორივე ზემო კიდურების არეში და ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება;
იხ. ს.ფ.47-49;
სუ-–--- მ-----–---- მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - ნი----–-------–----------ს, თა---------------–---–-ს, სო-------–-------–---–-ს დაკითხვის ოქმებით, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებით, სუ-–-----------–--ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, ნი--- და და---- მს----–------- დაბადების მოწმობებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ სუ-–----------–---მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126--ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სუ-–----------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სუ-–--- მ-----–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლო მიიჩნევს, რომ სუ-–----------–---ს საქართველოს სსკ-ის 126--ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი და 06 თვე, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს სუ-–--- მ-----–---- მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სუ-–----------–--- (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126--ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი და 06 თვე;
2.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ სუ-–--- მ-----–---- ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.სუ-–----------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 2--------------- 2017 წლის 2------------ ჩათვლით;
4.სუ-–--- მ-----–---- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ავ--------– მ-----–---- (პ/ნ 0----------), მა----- მ-----–---- (პირადი N0----------) და ფრ------ მ-----–---- (პ/ნ 0----------) თანასაკუთრებაში არსებულ 46 000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, კერძოდ მიწის ნაკვეთს და შენობა-ნაგებობებს, მდებარე: ად----------------- სო----–----------ი, სარეგისტრაციო ზონა - ად-----, კოდი - 6-, სექტორი - ვა------ - 1-- კვარტალი - 2-- ნაკვეთი - 0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება, დაზუსტებული ფართობი: 24--.00 კვ.მ - 6 000 ლარის ფარგლებში;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი