განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №18002249973-1/010-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
09 თებერვალი 2018 წელი ქ. ახალციხე
ა---––---- რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – ო--------------------
დაცვის მხარე: ბრალდებული – დ-----------------------------, დაბადებული 1----–-–------------, პირადი #4----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:ა---––---- რაიონი, სოფელი უ------–-;
ადვოკატი - ე--------------–---
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
დ-------------- ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ უ------––ი მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას, დამცირებას ძმას ბ---------------. 2017 წლის 24 ნოემბერს დაახლოებით 22:00 საათზე, ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ უ------––ი მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა დ--------------მ საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით, კვლავ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმას ბ----------------, რა დროსაც მან ჯერ ხელი და ფეხი დაარტყა მას სახისა და ტანის არეში, ხოლო შემდეგ კი შეშის ნაპობი დაარტყა მას რამოდენიმეჯერ ტანისა და სახის არეში, რითაც დაზარალებულ მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და რამაც გამოიწვია ბ---------------- ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა;
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციად მიჩნეულმტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დ--------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ბ---------------- ჩვენება, რომლის თანახმად იგი ცხოვრობს ა---––---- რაიონ, სოფელ უ------––ი დედასთან და ძმასთან ერთად, ძმა დ-------------- მას ხშირად უმიზეზოდ ეკამათება, აყენებს სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფას. 2017 წლის 24 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში და ეძინა, გააღვიძა მისი ძმის დ--------------- საუბარმა რომელიც იჯდა მისი საწოლის მოპირდაპირე მაგიდასთან და მარტო სვავდა სასმელს. მას დაუწყო კამათი და უცენზურო სიტყვებით ლანძღვა გინება, წავიდა მისკენ დასარტყმელად, სახის და ტანის არეში დაუწყო ხელებით გამეტებით ცემა, აიღო იქვე არსებული შეშის ნაპობი და დაუწყო როგორც ნაპობით ასევე ხელებით და ფეხებით დარტყმა, როგორც მარჯვენა თეძოს ასევე და სახის არეში, შეშის ნაპობი რამოდენიმეჯერ დაარტყა მარჯვენა თეძოს არეში, სახეზე იფარებდა ხელებს რომ თავში არ დაერტყა,მაგრამ მაინც მოახერხა მისთვის ხელის სახეში დარტყმა და დაუზიანა ცხვირი, მან დარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
იხ. ს.ფ.21-23;
თ------------ს ჩვენება რომლის თანახმად 2017 წლის 24 ნოემბერს სახლში მივიდა უმცროსი შვილი ბ--------------- ნასვამ მდგომარეობაში, დაახლოებით 2 საათში მეორე შვილი დ--------------ც მივიდა, რომელიც არ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ძმები წაკამათდნენ და გაიწიეს ერთმანეთისაკენ დასარტყმელად, რა დროსაც დ--------------მ ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა ბ---------------ს, როგორც სახის ასევე ტანის არეში, გარეთ გამოვიდა რომ დაეძახა მეზობლისათვის რათა ისინი გაეშველებინათ, ხუთ წუთში უკან შებრუნდა დაინახა, რომ დ-------------- იჯდა მაგიდასთან, ხოლო ბ--------------- იჯდა საწოლზე რომელსაც ცხვირზე ეტყობოდა დაზიანება.
იხ. ს.ფ.6-8;
დ--------------- ჩვენება რომლის თანახმად 2017 წლის 24 ნოემბერს მივიდა სახლში ფხიზელ მდგომარეობაში, ამ დროს სახლში იმყოფებოდა დედა და ძმა ბ--------------- რომელსაც ეძინა, მისმა ძმამ ბ---------------მ გაიღვიძა და მას უმიზეზოდ დაუწყო აშარება, გაბრაზდა მივიდა მასთან და დაუწყო ცემა, დაარტყა სახისა და ტანის არეში, თუმცა შეშის ნაპობი დაარტყა თუ არა ვერ იხსენებს.
იხ. ს.ფ.26-28;
2017 წლის 29 ნოემბრის N---------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად შპს ა---––---- კლინიკა ,,ი------’’ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის მიხედვით ბ---------------- სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები, ექსკორაციები და ზედაპირული ჭრილობები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხის ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
იხ. ს.ფ.82-85;
დ--------------- მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით,საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, დ--------------- ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ დ--------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ--------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
დ--------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული სასამართლო თვლის, რომ დ--------------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს დ--------------- მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.დ-------------- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი;
2.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ დ--------------- ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.დ--------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო რომელიც უზრუნველყოფილი არ არის გაუქმდეს;
4. სისხლის სამართლის N------------ საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შეშის ნაპობი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე