განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
`
საქმე №1/917-16 წ.
გამოძიების N0041040716002
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 აპრილი 2017 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი - ზი--------–-----ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნა-------------ი
ბრალდებული - მა-–---- შა------ე
პირადი N6----------
მამის სახელი: იო----
დაბადებული: 23.11.1976 წელი
დაბადების ადგილი: საქართველო,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
განათლება: საშუალო;
ოჯახური მდგომარეობა: დაუოჯახებელი;
ნასამართლეობა: არმქონე;
საცხოვრებელი ადგილი: ქ.ქუთაისი, ბუ----ის მე-2 მკ/რ N24/49-50
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ მე-3 ,,ა“ ,,ე“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ბრალდებულმა მა-–---- შა------ემ და გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა, 2016 წლის 4 ივლისს, პისტოლეტებით შეიარაღებულებმა, დილის საათებში, წყალტუბოს რაიონის სოფელ გუ----აში მდებარე, ე.წ. ,,იმ-------- და----ს’’ ტერიტორიაზე, დაზარალებულ ჯე---–---------ეს, ყაჩაღური თავდასხმის გზით გასტაცეს მისი მართვის ქვეშ მყოფი, იმე------------ის კუთვნილი, 3600 ლარად ღირებული ავტომანქანა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, დაზარალებულ ჯე---–---------ეს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ მოათავსეს ავტომანქანის უკანა სალონში, წაიყვანეს ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული ავტომანქანით რამოდენიმე მეტრში, თავზე ჩამოაფარეს სპორტული ზედა და ასეთ მდგომარეობაში, ამ ადგილზე გააჩერეს დაახლოებით ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში, რის შემდეგაც, ავტომანქანის უკანა სავარძელზე მყოფი, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთილი დაზარალებული, ჯე---–---------ესთან ერთად, მივიდნენ ქ. ქუთაისში, ბუ----ის ქუჩა #20ა-ში მდებარე, სს ,,ლიბერთი ბანკის’’ #24-ე სერვის ცენტრთან, სადაც, ავტომანქანის უკანა მარჯვენა მხრიდან გადმოვიდა ბრალდებული მა-–---- შა------ე და ჩაამსხვრია სერვის ცენტრის 87.28 ლარად ღირებული შესასვლელი მინის კარები, რის შემდეგაც, დაზარალებული ჯე---–---------ე მიიყვანეს ქ.ქუთაისში ჯავახიშვილის პირველი შესახვევი #21-ის წინამდებარე ტერიტორიაზე და ავტომანქანაშივე მიატოვეს და თავად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
2. ბრალდებული მა-–---- შა------ე, 2016 წლის 13 ივლისს, წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანების #23-ე ქუჩაზე, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს- თავდაცვითი დანიშნულების აირის, ხმოვანი, (ფუჭი) ტრავმატური-რეზინის ბურთულებისა და საფანტის ვაზნებისათვის განკუთვნილ ,,GOLD STAR 2002’’ მოდელის პისტოლეტს, მჭიდით და საბრძოლო მასალას- 2 ცალ ვაზნას, რაც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკისას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
1. იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომელიც, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა მა-–---- შა------ემ, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“და ,,გ“ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ჯე---–---------ეზე თავდასხმის ფაქტი), სსკ-ის143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება, ასევე, ბრალდებულმა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.
აღნიშნული დასკვნის საფუძველია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
1. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
2. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულმა ჯე---–---------ემ აჩვენა, რომ შემთხვევის დღეს, 2016 წლის 4 ივლისს, დილის საათებში, სახლიდან გამოვიდა, მისი შვილის კუთვნილი ავტომანქანით, ,,ოპელ ასტრა’’909-ით, რომელსაც იყენებს მგზავრების გადასაყვანად, ანუ, ტაქსად. მისი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 50 მეტრში იგი გააჩერა მისთვის უცნობმა დაახლოებით 25-ი წლის ახალგაზრდა ბიჭმა, ჩაუჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე და უთხრა, რომ წაეყვანა წყალტუბოს გზაზე არსებულ ,,დაჩებზე“ სადაც სახლს აშენებდა მისი მამა და უნდა მიხმარებოდა მას. წყალტუბოს მიმართულებით მოძრაობისას მგზავრის მითითებით შეუხვია გრუნტიან გზაზე, სადაც ადრე ჩაის ბუჩქები იყო, შეხვევიდან მალევე, მგზავრმა გააჩერებინა ავტომანქანა, ჩადო ავტომანქანაში ორი ლარი და უთხრა, რომ დალოდებოდა და კიდევ მიუტანდა სამ ლარს და წავიდა, დაზარალებულის განმარტებით, მისი წასვლიდან რამდენიმე წუთში, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანასთან მივიდა სამი შავებში ჩაცმული ნიღბიანი პიროვნება, რომელთაც სამივეს ხელში ეკავათ მოკლე პისტოლეტები, ამათგან ერთი მივიდა მასთან, ავტომანქანის მარცხენა მხრიდან, ხოლო დანარჩენებმა კი გამოაღეს ავტომანქანის კარები, უთხრეს რომ ხმა არ ამოეღო და რადგანაც არ იცოდნენ თუ ვინ იყო, ამიტომ უნდა ყოფილიყო მათთან ერთად, დაზარალებულის განმარტებით, უთხრა მათ , რომ იყო ავადმყოფი პიროვნება, დაეტოვებინათ ავტომანქანა და გაეშვათ იგი, რაზედაც უპასუხეს, რომ მას არაფერი დაემართებოდა და გადამჯდარიყო ავტომანქანის უკანა სავარძელზე, იმის გამო, რომ თავდამსხმელებს ხელთ ქონდათ პისტოლეტები, დაზარალებული განმარტებით ძალიან შეეშინდა, დაემორჩილა მათ მოთხოვნას და გადაჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე, თავდამსხმელებმა რამოდენიმე მეტრში გადაიყვანეს ავტომანქანა, სადაც თავზე გადააფარეს სპორტული მაისური და უთხრეს თავი დაეხარა და ისე ყოფილიყო ავტომანქანაში, იგი დაემორჩილა მათ მოთხოვნას, ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა ავტომანქანაში დაახლოებით ერთი საათი ან საათნახევარი დროის განმავლობაში, დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელები ალბათ რაღაცას ელოდებოდნენ, ამ პერიოდში მოწიეს სიგარეტი ,,კენტი“, რომელიც მას ქონდა ავტომანქანაში და თვითონ მასაც მოაწევინეს, ამ ხნის განმავლობაში იგი იმყოფებოდა ავტომანქანის უკანა მარცხენა მხარეს არსებულ სავარძელზე, თავდახრილი და თავზე გადაფარებული ქონდა სპორტული მაისური, შემდეგ წაიყვანეს ავტომანქანა მასთან ერთად, მაგრამ არ იცის თუ რა მიმართულებით მოძრაობდნენ, რადგანაც იგი გზას ვერ ხედავდა, იმის გამო, რომ ავტომანქანაში იმყოფებოდა თავდახრილი და თავზე გადაფარებული ქონდა. განმარტავს, რომ ერთ ადგილას გააჩერეს ავტომანქანა, იგრძნო რომ მის გვერდით მჯდომი პიროვნება ჩავიდა ავტომანქანიდან გაიგონა მინის მსხვრევის ხმა და ქალის კივილი, პიროვნება , რომელიც მის გვერდით იჯდა მალე დაბრუნდა ავტომანქანაში და ისევ განაგრძეს გზა, დაზარალებულის განმარტებით, იგი ასრულებდა თავდამსხმელების მითითებას და ამ ხნის მანძილზე თავდახრილი იჯდა ავტომანქანის უკანა სალონში, ამის შემდეგ გააჩერეს ავტომანქანა და უთხრეს, რომ ხუთი წუთის განმავლობაში ყოფილიყო თავდახრილი და შემდგომ წასულიყო, თავდამსხმელები კი წავიდნენ, როდესაც ისინი წავიდნენ, იგი ჩამოვიდა ავტომანქანიდან და ნახა, რომ იმყოფებოდა ცხინვალის ქუჩაზე, სადაც თვითონ დაჯდა ავტომანქანის საჭესთან და წავიდა შემთხვევის ადგილიდან, განმარტავს, რომ იგი თავდამსხმელების მითითებას ასრულებდა იმის გამო, რომ ისინი შეიარაღებულნი იყვნენ პისტოლეტებით და ეკეთათ ნიღბები, თავდამსხმელებთან ყოფნის პერიოდში იგი იყო ძალიან შეშინებული, მან ამ ფაქტის შემდეგ თავი დაანება ტაქსზე მუშაობას, დაზარალებულმა დაადასტურა მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოქვეყნებული, მისი ჩვენების ის ნაწილი, სადაც მიუთითებს, რომ სამმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა პიროვნებამ ყაჩაღური გზით გასტაცეს ავტომანქანა, მიიჩნევს, რომ თავდამსხმელებს მისი ავტომანქანა სჭირდებოდათ გადაადგილების მიზნით, მისთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, არც ფული წაურთმევიათ, დაადასტურა, რომ თავდამსხმელებმა მას შეუზღუდეს თავისუფალი გადაადგილების საშუალება, რადგანაც, მათი შიშით იგი ვერ ტოვებდა ავტომანქანას და ემორჩილებოდა მათ მოთხოვნას.
3.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობას და მასში მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს. საგამოძიებო ექსპერიმენტი რომელიც არ ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას, ტარდება მოსამართლის განჩინების გარეშე, ამ შემთხვევაში გამომძიებელი ადგენს მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს.
4.სსსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი და ჩვენების ადგილზე შემოწმება ერთ საგამოძიებო მოქმედებად არის გაერთიანებული, რის გამოც, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას საგამოძიებო მოქმედების ადგილზე აღმოჩენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ამოღებული, დათვალიერებული და დალუქული უნდა იქნეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, გამომძიებლის მიერ. როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება, დაზარალებულის, მოწმის ბრალდებულის ჩვენების(ინფორმაციის) შემოწმების მიზნით, იგი ჩატარებული უნდა იქნეს შესამოწმებელ ჩვენებაში მითითებულ ადგილზე და საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე იმ პირს ვისი ჩვენებაც მოწმდება უნდა მიეცეს შესაძლებლობა სრულად აღიდგინოს შემთხვევის ვითარება, რომლის მონაწილეც თავად იყო, ყოველგვარი ჩარევის გარეშე.
5. დაზარალებულ ჯე---–---------ის ჩვენების შემოწმების მიზნით, შემთხვევის დღეს, 2016 წლის 4 ივლისს, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც დაზარალებულის გარდა მონაწილეობას იღებდა ექსპერტი და პოლიციის მეხუთე განყოფილების ორი გამომძიებელი. დაზარალებულმა, ოქმზე ხელისმოწერით დაადასტურა თანხმობა, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებაზე, რის შემდეგაც, მიეცა წინადადება, მისივე ჩვენებიდან გამომდინარე, მიეთითებინა კონკრეტული ადგილები, რომლებზედაც თავის ჩვენებებში მიუთითებდა. ოქმის თანახმად, დაზარალებულმა განმარტა, რომ 2016 წლის 4 ივლისს დაახლოებით 7 საათსა და 30 წუთზე, მისივე საცხოვრებელი სახლიდან გამოვიდა ,,ოპელ ასტრას’’ მარკის ავტომანქანით-სამუშაოდ, რა დროსაც, მისი საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე გააჩერა მისთვის უცნობმა ახალგაზრდა პიროვნებამ, რომელიც ჩაუჯდა ავტომანქანის უკანა სალონში და სთხოვა წყალტუბოს ,,დაჩებზე“ წაყვანა, დაზარალებულმა მიუთითა ის ადგილები, სადაც მგზავრთან ერთად მოუხდა შემთხვევის ადგილამდე მისვლა, დაზარალებულის მითითებით მივიდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ გუ----ის ე.წ. ,,იმ-------- და----ს’’ ტერიტორიაზე, სადაც გადასახვევიდან არის ტყის მასივი, მან ექსპერიმენტში მონაწილე პირებს მიუთითა ადგილზე, სადაც მისთვის უცნობმა მგზავრმა გააჩერებინა ავტომანქანა და გადავიდა იგი, დაზარალებული იქვე განმარტავს, რომ მისი გადასვლიდან მალევე, მითითებულ ადგილზე სამმა ნიღბიანმა პისტოლეტით შეიარაღებულმა მამაკაცმა მოახდინეს მისი დაყაჩაღება, ჩასვეს იგი ავტომანქანის უკანა სალონში და ჩაიყვანეს ქვედა გზით,, მინდვრიან“ ადგილზე, როგორც ოქმშია მითითებული, იმ ადგილის დათვალიერებისას, ექსპერტის მონაწილეობით ნაპოვნი და ამოღებული იქნა ორი ცალი ნახევარი ლიტრის ტევადობის ცარიელი ბოთლი, რომლებიდანაც ერთს აღენიშნებოდა წარწერა ,,ბაკურიანი’’, ხოლო მეორე ბოთლი იყო წარწერის გარეშე, დეფორმირებული. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულმა მიუთითა, რომ ამ ადგილას, აღნიშნულმა პირებმა, იგი გადაიყანეს ავტომანქანიდან, წაართვეს სიგარეტი ,,კენტი’’ და მოწიეს რამდენიმე ღერი, რომლის ნამწვავებიც იქვე დაყარეს, შემდეგ ავტომანქანის საბარგულიდან ამოიღეს სპორტული მოსაცმელი და დააფარეს თავზე, შემდეგ ისევ ჩასვეს ავტომანქანის უკანა სალონში, ოქმის თანახმად, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ექსპერტების მონაწილეობით, ნაპოვნი და ამოღებული იქნა, მითითებული ადგილიდან 5 ცალი სიგარეტის ,,კენტის’’ ნამწვი, ამოღებული იქნა ორი ცალი პოლიეთილენის შავი ფერის ფრაგმენტი, დაზარალებულის განმარტებით, ამის შემდეგ მისთვის უცნობმა პირებმა მისივე კუთვნილი ავტომანქანით თუ სად წაიყვანეს არ იცის, რადგანაც შეზღუდული ქონდა მხედველობა, თუმცა ერთ ადგილზე გაჩერების დროს გაიგონა მინის ნამსხვრევების ხმა, შემდეგ ავტომანქანა დაიძრა და როდესაც გაჩერდა თავდამსხმელები წავიდნენ, მოიხსნა თავზე გადაფარებული სპორტული მოსაცმელი, იმყოფებოდა ერთ-ერთი ბინის წინ. დაზარალებულმა ექსპერიმენტში მონაწილე პირებს მიუთითა ის ადგილი, სადაც დატოვეს იგი თავდამსხმელებმა და მოიხსნა თავზე გადაფარებული სპორტული მაისური, მაგრამ განმარტა, რომ თუ რა მიმართულებით გაიქცნენ ისინი მისთვის უცნობია. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, წყალტუბოს რაიონის სოფელ გუ----აში, ე.წ ,,იმ-------- და----ს’’ ტერიტორიაზე ამოღებული იქნა 5 ცალი სიგარეტ ,,კენტის’’ ნამწვი, რომელიც დაილუქა FCI 367199, FCI 367195, FCI 367197, FCI 367156 და FCI 381350 პაკეტებში, ამოღებული იქნა ასევე ორი ცალი პოლიეთილენის ცარიელი ბოთლი, რომლებიც დაილუქა FCI 910310 და FCI 910022 პაკეტებში, ამოღებული იქნა, ასევე, ორი ცალი შავი ფერის პოლიეთილენის ფრაგმენტი, რომლებიც დაილუქა FCI 367193 და FCI 367196 პაკეტებში, ასევე ამოღებული იქნა ქაღალდის მცირე ზომის ფრაგმენტი, რომელიც დაილუქა FCI 367155 პაკეტში.
6. მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის მეხუთე განყოფილების დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებელმა, გიო---------------ემ დაადასტურა, რომ გამომძიებელ ნია--------ესა და ექსპერტ გი-----------------სთან ერთად, მონაწილეობას იღებდა დაზარალებულ ჯე---–---------ის მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც, დაზარალებულის მითითებით მივიდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ გუ----აში მდებარე ე.წ. ,,იმ-------- და----ს’’ ტერიტორიაზე, სადაც დაზარალებულის განმარტებით, ყაჩაღურად თავს დაესხა სამი ნიღბიანი პისტოლეტებით შეიარაღებული პირი, გადასვეს იგი ავტომანქანის უკანა სალონში, თავზე გადააფარეს მაისური და გასტაცეს ავტომანქანა. დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე ამოღებული და დალუქული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებზედაც ჩატარებული იქნა ექსპერტიზა, დაზარალებულმა თავად მიუთითა იმ ადგილზე, სადაც დატოვეს იგი ავტომანქანასთან ერთად. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, რაიმე სახის შენიშვნა მონაწილე პირების მიმართ არ განცხადებულა, ოქმი შედგენილი იქნა მის მიერ და დადასტურებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირების მიერ.
7. ანალოგიურად აჩვენა, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პოლიციის მეხუთე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა ნია--------ემ და განმარტა, რომ წყალტუბოს გზაზე არსებულ ,,იმ-------- და----ს’’ ტერიტორიაზე მივიდნენ დაზარალებულ ჯე---–---------ის მითითებით, შემთხვევის ადგილზე დაზარალებულმა უჩვენა მათ ის ადგილი, სადაც თავს დაესხნენ შეიარაღებული ნიღბიანი პირები, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადასვეს იგი ავტომანქანის უკანა სალონში და თავზე გადააფარეს მაისური. დაზარალებულმა, ასევე, უჩვენა მათ ის ადგილი, სადაც ბოლოს დატოვეს თავდამსხმელებმა და მიიმალეს, მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე ამოღებული და დალუქული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები და ოქმის სისწორე დადასტურეს დამსწრე პირებმა ხელისმოწერით.
8.დაზარალებულ ჯე---–---------ესთან ერთად ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტმა გი-----------------მ, მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ ოპერატიულ ჯგუფთან ერთად მონაწილეობას იღებდა საგამოძიებო ექსპერიმენტში, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ დაზარალებულის მითითებით, სადაც მის მიერ გამომძიებლის მითითებით ამოღებული იქნა სიგარეტის ნამწვები, მუქი ფერის ცელოფნის ფრაგმენტები, ორი ცალი ცარიელი ბოთლი, ამოღებული ნივთები და საგნები დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მოწმის განმარტებით, დაზარალებულმა ჯე---–---------ემ, შემთხვევის ადგილზე განაცხადა, რომ თავს დაესხნენ ნიღბიანი პიროვნებები და გადასვეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ასევე, მიუთითა იმ ადგილზე, სადაც დატოვეს იგი, ოქმის სისწორე დადასტურებული იქნა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ, ხელისმოწერით.
9. დაზარალებულ ჯე---–---------ის ჩვენებაში მითითებული გარემოებები, მთლიანად დადასტურებულია, საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხული ჟო----–---------ის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით, სადაც ეს უკანასკნელი განმარტავს, რომ 2016 წლის ივნისის თუ ივლისის თვეში (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს) დილის საათებში იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის აივანზე, რომელიც მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, რა დროსაც, ჯავახიშვილის ქუჩიდან დიდი სიჩქარით შევიდა მუქი ფერი ავტომანქანა ტაქსის ტრაფარეტით და გაჩერდა მისი აივნის წინ, რადგანაც იმ მიმართულებით გასასვლელი არ არის, ავტომანქანა გაჩერდა მისი აივნიდან რამდენიმე მეტრში, საიდანაც დაახლოებით ერთ წუთში, პირველად ჩამოვიდა ავტომანქანის წინა მარცხენა მხრიდან პიროვნება, ხოლო შემდგომ ჩამოვიდა მეორე პიროვნება ავტომანქანის წინა მარჯვენა მხრიდან, ხოლო მესამე პიროვნება კი ჩამოვიდა ავტომანქანის უკანა მარჯვენა მხრიდან, ამ პიროვნებებს ეცვათ მუქი ფერის ტანსაცმელი და თავზე ზემოდან ჩამოფარებული ქონდათ შავი ნაჭრები, ისინი წავიდნენ აბაშიძის ქუჩის მიმართულებით, მათი წასვლიდან დაახლოებით ორ წუთში, ავტომანქანის უკანა მარცხენა მხრიდან-მძღოლის უკანა მხრიდან გადმოვიდა პიროვნება, რომელსაც ეცვა წითელი ფერის პერანგი, როდესაც იგი გადმოვიდა ავტომანქანიდან ამ დროს ნიღბიანები უკვე წასული იყვნენ, ამ პიროვნებამ გადმოსვლის შემდეგ მიიხედ-მოიხედა, იყო გათეთრებული, ჩაჯდა ავტომანქანაში მძღოლის მხარეს და ავტომანქანაში იმყოფებოდა დაახლოებით ორი წუთი, შემდეგ დაქოქა ავტომანქანა, შემოაბრუნა იგი და წავიდა, მისი წასვლიდან დაახლოებით ათ წუთში ეზოში შევიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დაიწყეს ეზოსა და სარდაფების დათვალიერება, იგი თავისი ნებით მივიდა მათთან და უთხრა, რომ ცოტა ადრე რომ მისულიყვნენ უკეთესი იქნებოდა და მოუყვა მათ ეზოში განვითარებული ფაქტის შესახებ, პოლიციის თანამშრომლებმა დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში და დაკითხეს იგი.
10. დაზარალებულმა იმე------------ემ, მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ მუშაობს რკინის საამქროში, სადაც შემთხვევის დღეს ავტომანქანით მივიდა მისი მამა ჯე---–---------ე, რომელმაც განაცხადა, რომ სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს, იყო ცუდად და წავიდა სახლში, იგი იყო ძალიან შეშინებული და დაბნეული, მისი მონაყოლიდან იცის, რომ სამ ნიღბიან პიროვნებას იგი წაუყვანიათ წყალტუბოს მიმართულებით, გადაუფარებიათ თავზე და ისე წაუყვანიათ, უთხრა, რომ იგი იძულებით იქნა წაყვანილი ამ პირების მიერ, ასევე იძულებით იქნა წაყვანილი ავტომანქანაც, ამ ფაქტის შემდგომ, მისმა მამამ ჯე---–---------ემ, თავი დაანება ტაქსზე მუშაობას, დაზარალებულის განმარტებით, იგი მონაწილეობას იღებდა დათვალიერებაში, რა დროსაც, ექსპერტების მიერ, ამოღებული იქნა სხვადასხვა კვლები ავტომანქანიდან, მათ შორის ამოიღეს ერთი ცალი თმა, რომელიც მოათავსეს ცელოფანში, დათვალიერებაში მისი მონაწილეობის ფაქტი დაადასტურა ოქმზე ხელის მოწერით. მამის ჯე---–---------ის განმარტებით იცის, რომ ეს უკანასკნელი იჯდა ავტომანქანაში და ასრულებდა თავდამსხმელების მითითებებს, რომლებსაც თავიდან უთქვამთ, რომ ,,ბაგაჟნიკში ჩავსვათო’’, მაგრამ მამამისის გამარტებით მას ,,ბაგაჟნიკში’’ რაღაც ნივთები ქონდა და ამიტომ არ ჩაუსვამთ, ამ ფაქტის შემდგომ მამამისი გახდა ავად და ყოველდღიურად ასი ლარის ღირებულების წამლებს ყიდულობს, ასევე, მორალური ზიანიც მიადგა მას, ნიღბიანებს უთქვამთ მისთვის, რომ მისგან არაფერი არ უნდოდათ და როცა ჩათვლიდნენ საჭიროდ მაშინ გაუშვებდნენ, რაც გაუკეთებიათ კიდეც.
11.შემთხვევის დღეს, 2016 წლის 4 ივლისს, ჩატარებული ადგილმდებარეობისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულ ჯე---–---------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ,,ოპელ ასტრა’’ HEH 909-ის დათვალიერება დაიწყო 11:15 წუთზე და დამთავრდა 12:45 წუთზე, ავტომანქანის დათვალიერებაზე წერილობითი თანხმობა განაცხადა, მისმა მესაკუთრემ დაზარალებულ ჯე---–---------ის შვილმა იმე------------ემ, ავტომანქანის დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტები, დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა: ,,მიკრონაწილაკი წინა მარცხენა სავარძლიდან FCI 593780 პაკეტი #1; მიკრონაწილაკი წინა მარჯვენა სავარძლიდან FCI 593781 პაკეტი #2, მიკრონაწილაკი უკანა მარცხენა სავარძლიდან FCI 593782 პაკეტი #3 ; მიკრონაწილაკები უკანა მარჯვენა სავარძლიდან FCI 591031 პაკეტი #4 ; საჭიდან ანაწმენდი FCI 367158 პაკეტი #5 ; ანაწმენდი სიჩქარეების სახელურიდან FCI 367157 პაკეტი #6; სპორტული მაისური FCI 425249 პაკეტი #7; 8) სიგარეტის ნამწვი უკანა მარცხენა FCI 381953 პაკეტი #8; 9) სიგარეტის ნამწვი უკანა მარჯვენა იატაკიდან FCI 381953 პაკეტი #9; 10) მუქი წებოვანი ლენტი FCI 425251 პაკეტი #10; 11) წებოვანი ლენტი FCI 425248 პაკეტი #11; 12) წებოვანი ლენტი მინიდან FCI 425250 პაკეტი #12)“ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე შენიშვნა, შესწორება, დამატება არ განცხადებულა. ოქმის სისწორე დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ.
12.ადგილმდებარეობისა და ავტომანქანის დათვალიერებაში მონაწილე და ოქმის შემდგენმა, მოწმის სახით დაკითხულმა, პოლიციის მეხუთე განყოფილების დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებელმა ილ------------ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურა, რომ მისი უშუალოდ ხელმძღვანელობით, შემთხვევის დღეს, 2016 წლის 4 ივლისს, ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებული იქნა ქ. ქუთაისში შარტავას ქუჩა #4-ში არსებული რკინის საამქროს მიმდებარე ტერიტორიის და ამ ტერიტორიაზე არსებული იმე------------ის კუთვნილი ,,ოპელ ასტრა’’ HEH 909 ავტომანქანის დათვალიერება. ავტომანქანის დათვალიერებაზე თანხმობა განაცხადა მისმა მფლობელმა იმე------------ემ, დათვალიერებაში ასევე მონაწილეობას იღებდა რკინის საამქროს თანამშრომელი გიორგი ფანცხავა და თავად ავტომანქანის მფლობელი იმე------------ეს, მოწმის განმარტებით, დათვალიერების შედეგად ამოღებული და დალუქული იქნა, გამოძიებისათვის საინტერესო ობიექტები, რომლის შესახებაც მითითებული არის დათვალიერების ოქმში, საგამოძიებო მოქმედებისას ჩატარდა ფოტოგადაღება, დათვალიერებაში მონაწილე პირმა, ავტომანქანის მფლობელმა იმე------------ემ განუცხადა მათ, რომ ავტომანქანა საამქროში მიიყვანა მისმა მამა, ჯე---–---------ემ, რომელსაც იგი ამუშავებს როგორც ტაქსი და უთხრა მათ, რომ დილის საათებში დააყაჩაღეს უცნობმა პირებმა , რის გამოც, იყო ცუდად და წავიდა სახლში, დათვალიერების ოქმის სისწორე დადასტურებული იქნა დამსწრე პირების მიერ ოქმზე ხელისმოწერით.
13. მოწმის სახით დაკითხულმა, დათვალიერებაში მონაწილე რკინის საამქროს თანამშრომელმა გიორგი ფანცხავამ დაადასტურა, რომ მონაწილეობას იღებდა საამქროს ტერიტორიისა და ავტომანქანის დათვალიერებაში, რა დროსაც, ამოღებული და დალუქული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო საგნები და ნივთები, ამასთან განმარტა, რომ 2016 წლის 4 ივლისს იმე------------ესთან ერთად მუშაობდა საამქროში, რა დროსაც, საამქროში ავტომანქანით მივიდა ამ უკანასკნელის მამა ჯე---–---------ე, რომელმაც განუცხადა მათ, რომ დააყაჩაღეს სამმა ნიღბიანმა პირმა, გადასვეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე და თავზე გადააფარეს სპორტული მაისური, ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა საათნახევარი. ჯე---–---------ე იყო ცუდად, დატოვა ავტომანქანა და სახლში წავიდა, მისი წასვლის შემდგომ მალევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ჩაატარეს დათვალიერება, მოწმე სრულად ადასტურებს დათვალიერების ოქმში მითითებულ ნივთების ამოღებისა და დალუქვის ფაქტს და განმარტავს, რომ ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს მასში მონაწილე დამსწრე პირებმა.
14.ადგილმდებარეობისა და ავტომანქანის დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტმა კახაბერ ცერცვაძემ დაადასტურა, რომ ექსპერტ შა-–------------ესთან ერთად, გამომძიებელ ილ------------ის მითითებით, შემთხვევის ადგილიდან და ავტომანქანიდან მათ პიერ ამოღებული იქნა მიკრონაწილაკები, ნიმუშები, ანაწმენდები, ავტომანქანის უკანა მარჯვენა მხარეს იატაკიდან ამოღებული იქნა სიგარეტის ნამწვავები, წებოვანი ლენტები, ავტომანქანის მინიდან წებოვანი ლენტის ნარჩენები, ასევე, მიწაზე დაყრილი წებოვანი ლენტები, ამოღებული ნივთები და საგნები, დალუქული იქნა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ოქმის სისწორე დაადასტურეს მონაწილე პირებმა ხელისმოწერით, ანალოგიურად აჩვენა, მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შა-–------------ემ და დაადასტურა, დათვალიერების შედეგად გამოძიებისათვის საინტერესო საგნებისა და ნივთების ამოღების ფაქტი, ასევე განმარტა, რომ დათვალიერების შემდგომ ადგილზე მიიყვანეს პიროვნება, რომელმაც განაცხადა, რომ დააყაჩაღეს, ოქმის სისწორე დადასტურებული იქნა მასში მონაწილე პირების მიერ ოქმზე ხელისმოწერით.
15.ადგილმდებარეობისა და ავტომანქანის დათვალიერებაში ოქმში მითითებული გარემოებები და ოქმის სისწორე, ასევე, დაადასტურა მასში მონაწილე მოწმის სახით დაკითხულმა, უბნის ინსპექტორ -გამომძიებელმა ბე------------ემ.
16.2016 წლის 4 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებლის ზა------------ის მიერ, დათვალიერებული იქნა დაზარალებულ ჯე---–---------ის მიერ წარმოდგენილი ტანსაცმელი, რომელიც ეცვა ამ უკანასკნელს შემთხვევის დღეს, დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა მუქი ლურჯი ფერის ნაჭრის სპორტული შარვალი, მოწითალო ფერი მოკლესახელოებიანი ნაჭრის მაისური, წარმოდგენილი ტანსაცმელი დალუქული იქნა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და იგი დათვალიერებული იქნა საქმეში არსებულ სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად საქმის სასამართლო განხილვის დროს.
17.მოწმის სახით დაკითხულმა, დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებლმა ზა------------ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაადასტურა მის მიერ შედგენილი ოქმის სისწორე და დაზარალებულ ჯე---–---------ის ტანსაცმლის კანონის შესაბამისად დალუქვის ფაქტი.
18. მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ დაზარალებულ ჯე---–---------ის მიერ წარმოდგენილი ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა შემთხვევის დღეს, კერძოდ მოწითალო ფერის ნაჭრის მაისურის ფერი სრულად ემთხვევა საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ჟო----–---------ის მიერ აღწერილ იმ პიროვნების ტანსაცმლის ფერს, რომელიც მოწმის განმარტებით, მისი საცხოვრებელი ბინის წინ გაჩერებული ავტომანქანიდან გადმოვიდა, (ამავე ავტომანქანიდან გადმოსული ნიღბიანი პირების წასვლის შემდგომ) ჩაჯდა ავტომანქანაში და წაიყვანა იგი.
19.სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #003991116 დასკვნით, ჯე---–---------ეს სხეულზე გარეგნულად, რაიმე სახის მექანიკური დაზიანებებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
სს საქმე ტ. პირველი ს.ფ 91-93
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი აღწერა;
1. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.
2.ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
3.დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს.
4.თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება რელევანტურია, იგი შესაძლებელია სასამართლოს მიერ არ იქნეს გაზიარებული თუ იგი არსებითად ეწინააღმდეგება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
5.საქმის სასამართლო განხილვის დროს, ბრალდებულმა მა-–---- შა------ემ, წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ 2016 წლის ივლისის თვეში (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს) მეგობრებთან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი, ასევე, წინა დღითაც მიღებული ქონდა ალკოჰოლი, რის გამოც, იყო ძალიან მთვრალი, წყალტუბოს გზაზე არსებულ საავადმყოფოსთან გააჩერა ,,ტაქსი’’ და ჩაჯდა ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძელზე, ტაქსის მძღოლს უთხრა მიეყვანა იგი ბუ----ის ქუჩაზე არსებულ ,,მარკეტთან“ სადაც პიროვნება ყავდა სანახავი და გადაუხადა 20 ლარი, როდესაც მოძრაობდნენ ბუ----ის ქუჩაზე გადაწყვიტა დაეზიანებია ,, ლიბერთი ბანკის“ ფილიალი, რადგანაც არ სიამოვნებდა, რომ მისი სახლის წინ იყო გახსნილი, ამ ბანკიდან გამოიტანა სესხი სამასი ლარი და შემდგომ ზედმეტი თანხა გადაახდევინეს, ასევე, მის მეგობარს ვალის გამო ამ ბანკმა გაუყიდა ყველაფერი, ,,სკამიც კი არ დაუტოვეს’’ რის გამოც, მეგობრის მეუღლეს ,,მუცელი მოეშალა“, ტაქსის მძღოლს ბანკის კარებთან ახლოს გააჩერებინა ავტომანქანა, გადმოვიდა ავტომანქანიდან, ბანკის კარებთან არსებულ,, მეტლახზე“ აუსრიალდა ფეხი და სახით მიასკდა ამ ბანკის მინის შესასვლელ კარებს და მის ხელთ არსებული რკინის ,,არმატურის“ ნაჭრით დაიწყო მისი დამსხვრევა, ხელი დაარტყა სამჯერ, რადგანაც თავიდან ვერ დაამსხვრი იგი, კარის მინის ჩამსხვრევისთანავე, ისევ ჩაჯდა ავტომანქანაში და უთხრა მძღოლს მიეყვანა ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებულ #23 სკოლასთან, ავტომანქანაში მძღოლმა უთხრა თუ რას შვებოდა იგი, რაზედაც უპასუხა მას, რომ რაიმე სახის პრობლემა არ შეექმნებოდა მას, ბრალდებულის განმარტებით იგი ტაქსიდან ჩამოვიდა ჯავახიშვილის ქუჩაზე 23-ე სკოლასთან და გაუშვა იგი, განმარტავს, რომ როდესაც მინას ამსხვრევდა იმ დროს იქ არავინ არ იმყოფებოდა, მას არც ვინმე დაუნახავს და არც ვინმეს ხმა არ გაუგონია, ამ დროს ეცვა შავი ,,კაპიშონიანი“ ზედა, მოლურჯო შარვალი და სპორტული ფეხსაცმელები, განმარტავს, რომ მას ბანკის დაყაჩაღება არ სურდა, მხოლოდ ჩაამსხვრია ბანკის შესასვლელი კარების მინა, რასაც ადასტურებს და ასევე, მიუთითა კიდეც საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს იმ კარებზე, რომელიც მან ჩაამსხვრია, ბრალდებულის განმარტებით, ამ შემთხვევიდან დაახლოებით ათი დღის შემდეგ მეგობრის მანქანით მოძრაობდა სოფელს ფარცხანაყანების გზაზე, ნაყიდი ქონდა პროდუქტები, ამ დროს, ავტომანქანის წინ გაჩერდა შავი ფერის ავტომანქანა, რომელსაც ფანჯრები დაბურული ქონდა, მიიხედა უკან და დაინახა დაახლოებით შვიდი მანქანა, გადმოვიდნენ მისთვის უცნობი პირები, გადმოიყვანეს იგი ავტომანქანიდან და ვერცხლისფერი მერსედესი ,,კაპოტზე’’ დააგდეს, დაადეს ხელბორკილები, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს გუბისწყალზე, სადაც აჩვენეს იარაღი და უთხრეს, რომ თითქოს ეს იარაღი იყო მისი კუთვნილება, ედავებოდნენ,, ბერნერზე“ ყაჩაღობას, თითქოს მისი ჩადენილი იყო, ხოლო,, ლიბერთი ბანკის“ საქმე არ გვაინტერესებსო, აუხსნა მათ, რომ მას არანაირი ყაჩაღობა არ ქონდა ჩადენილი, ხოლო დაუდასტურა, რომ ბანკის კარები მის მიერ იქნა ჩამსხვრეული, განყოფილებაში მოაწევინეს სიგარეტი და დაუდგეს წყლიანი ბოთლი, როდესაც ტუალეტიდან დაბრუნდა ნახა რომ მის მიერ მოწეული სიგარეტის ნამწვებისგან საფერფლე გაცლილი იყო, მასთან მივიდა პიროვნება და გაეცნო როგორც ექსპერტი, ამ უკანასკნელი ჩხირებით აიღო მისი ნერწყვის ნიმუში, ხელზე ,,დააპუტა“ თმები, მისი წასვლიდან მასთან მივიდნენ ექსპერტები, რომელთაც უთხრეს რომ ისინი იყვნენ ნამდვილი ექსპერტები და მისგან აიღეს ნიმუშები, რაზედაც მოაწერა ხელი, განყოფილებაში ყოფნის დროს გამომძიებელი თვითონ წერდა ჩვენებას, როგორც მას აწყობდა ისე, მან ხელი არ მოაწერა ამ ოქმზე, განყოფილებაშივე ცდილობდნენ მის დაშინებას, ხან იარაღის დადებით, ხან მისი ,,გადატენით“ და ეუბნებოდნენ, რომ თავის თავზე აეღო,, ბერნერის“ ყაჩაღობის ფაქტი და გაუწევდნენ შეღავათებს, ბრალდებულის განმარტებით, ასეთი მეთოდი, რომ არ გაუვიდათ, გადავიდნენ ლმობიერ მოპყრობაზე, განყოფილებაშივე გადაწყდა, რომ მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რადგანაც, უთხრეს, რომ ეს მათ სჭირდებოდათ, წაიყვანეს იგი სოფელ გუ----ის ტერიტორიაზე, ეუბნებოდნენ, რომ ხელით მიეთითებინა ადგილებზე და იგიც ასრულებდა მათ მითითებებს, განმარტავს, რომ მას იარაღი არ ქონია, არც ბანკის ფილიალის დაყაჩაღების მიზანი არ ქონია, არც ვინმესთვის აღუკვეთავს თავისუფლება, ითხოვს გამართლებას.
6.სისხლის სამართლის საქმეზე, მიმდინარე გამოძიების პროცესში, 2016 წლის 16 ივლისს, ბრალდებულ მა-–---- შა------ის და ექსპერტების მონაწილეობით, გამომძიებლის მიერ ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, იგი ჩატარებული იქნა ღამით ხელოვნური განათების პირობებში, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ექსპერიმენტის დროს გადაღებული და საქმეზე დართული იქნა ფოტომასალა, რომელიც მხარეთა მონაწილეობით გამოქვეყნდა საქმის სასამართლო განხილვის დროს, ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე წერილობითი თანხმობა განაცხადა თავად ბრალდებულმა მა-–---- შა------ემ, რომლის მითითებით ექსპერიმენტში მონაწილე პირები მივიდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ გუ----აში არსებულ ე.წ. ,,იმ-------- და----ს’’ ტერიტორიაზე. ოქმის თანახმად, ამ ტერიტორიაზე გზიდან 500 მეტრში შევიდნენ ტყის მასივში, სადაც ბრალდებულმა მიუთითა მათ გზის მარჯვენა მხარეს არსებულ ადგილზე, სადაც, მისივე განმარტებით ორ თანამზრახველთან ერთად მოახდინა ავტომანქანა ,,ოპელ ასტრას“ მძღოლზე ყაჩაღური თავდასხმა, რა დროსაც, პისტოლეტის გამოყენების მუქარით აღნიშნული ავტომანქანის მძღოლი ჩასვა ავტომანქანის უკანა სალონში, აღნიშნულ ადგილზევე ავტომანქანის საქარე მინებს შიდა ნაწილში გააკრეს შავი ფერის ცელოფნები და შემდეგ ავტომანქანა ჩაიყვანეს ქვედა გზით მინდვრიან ადგილზე, ოქმის თანახმად, ბრალდებულმა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს მიუთითა აღნიშნული მინდვრიანი ადგილი და განუმარტა მათ, რომ სწორედ ამ ადგილზე ავტომანქანის მძღოლს თავზე დააფარა საბარგულში ნაპოვნი სპორტული მოსაცმელი, რის შემდეგაც, ბრალდებულმა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები მიიყვანა ბუ----ის ქუჩაზე არსებულ სუპერმარკეტ ,,ელიტას’’ პირველ სართულზე არსებულ სააქციო საზოგადოება ,,ლიბერთი ბანკის’’ იმ-------- რეგიონული ფილიალთან და განუმარტა მათ ,რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ გუ----ის ტერიტორიიდან ყაჩაღური გზით დაუფლებული ,,ოპელ ასტრას’’ მარკის ავტომანქანა ორ თანამზრახველთან ერთად და ავტომანქანის მეპატრონესთან ერთად, რომელიც იძულებით მოთავსებული ყავდათ ავტომანქანის უკანა სალონში, მივიდა აღნიშნულ სერვის ცენტრთან, გადმოვიდა ავტომანქანის უკანა სავარძლიდან თანქონებული პისტოლეტით და თავზე დაფარებული ნიღბით ყაჩაღური თავდასხმის მიზნით შეეცადა სერვის ცენტრში ძალადობრივ შეღწევას, სადაც იმყოფებოდა მოლარე ოპერატორი, რა დროსაც, შესასვლელი კარები დახვდა დაკეტილ მდგომარეობაში, რის გამოც, მან აღნიშნული პისტოლეტიანი მარჯვენა ხელითვე ჩაამსხვრია აღნიშნული სერვის ცენტრის შესასვლელი კარების მინები, რა დროსაც, მინის გადანამსხვრევზე დაიზიანა მარჯვენა ხელის მაჯის შიდა ნაწილი, რის შემდეგაც, ჩაჯდა ავტომანქანის უკანა სალონში და მივიდნენ ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც, გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და მიიმალნენ, მისივე მითითებით, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები მივიდნენ რუსთაველის სახელობის ხიდის მარჯვენა მხარეს, სადაც ბრალდებულმა მიუთითა რომ შემთხვევის დღესვე მდინარეში გადაყარა ის ტანსაცმელი რომელიც ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს, ამით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად რაიმე ნივთი ამოღებული არ ყოფილა, აღნიშნული ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელისმოწერით.
7. მოწმის სახით დაკითხულმა, პოლიციის მეხუთე განყოფილების ინსპექტორ- გამომძიებელმა ნიაზ ბერიძემ დაადასტურა ექსპერტებთან და ოპერატიულ ჯგუფთან ერთად, ბრალდებულ მა-–---- შა------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის ფაქტი და განმარტა, რომ 2016 წლის 16 ივლისს, ბრალდებულის მითითებით მივიდნენ წყალტუბოს გზაზე არსებულ ე.წ. ,,იმ-------- და----ს’’ ტერიტორიაზე, სადაც გზიდან 500 მეტრში ტყიან ადგილზე, ბრალდებულმა მიუთითა, რომ ორ თანამზრახველთან ერთად მოახდინა ყაჩაღური თავდასხმა ავტომანქანის მძღოლზე, ბრალდებულმა იქვე განუმარტა მათ, რომ ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებული მაისური გადააფარა თავზე ავტომანქანის მძღოლს. შემდგომ მიიყვანა ისინი ბუ----ის ქუჩაზე არსებულ ,,ლიბერთი ბანკის’’ სერვის ცენტრთან და მიუთითა, იმ ადგილზე, სადაც ჩაამსხვრია მინა და დაიზიანა ხელი, ასევე, ბრალდებულმა მიიყვანა ისინი ჯავახიშვილის ქუჩაზე და მიუთითა იმ ადგილზე, სადაც დატოვეს ავტომანქანა, ასევე, რუსთაველის ხიდთან აჩვენა მათ ის ადგილი, სადაც გადაყარა ტანსაცმელი რომელიც ეცვა ყაჩაღობის დროს, განმარტავს, რომ ბრალდებულმა ნებაყოფლობით თავად მიუთითა იმ ადგილზე, სადაც, პირთა ჯგუფთან ერთად განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა.
8.ანალოგიურად აჩვენა, მოწმის სახით დაკითხულმა, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ირაკლი ხასაიამ და განმარტა, რომ ბრალდებულმა თავად მიუთითა საგამოძიებო მოქმედების დროს, იმ ადგილზე, სადაც პირთა ჯგუფთან ერთად განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა ავტომანქანის მძღოლზე.
9. მოწმის სახით დაკითხულმა, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტებმა ოთარ ხაბურძანიამ და გივი ხინგავამ დაადასტურეს, რომ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ბრალდებულმა მა-–---- შა------ემ, თავად მიუთითა იმ ადგილზე, სადაც განხორციელებული იქნა ყაჩაღური თავდასხმა ავტომანქანის მძღოლზე, ასევე, თავად მიუთითა ,,ლიბერთი ბანკის’’ ფილიალზე, სადაც ჩაამსხვრია მინა და რუსთაველის ხიდთან არსებულ იმ ადგილზე, სადაც გადაყარა ტანსაცმელი რომელიც ეცვა მას ყაჩაღობის დროს, ასევე მიუთითა იმ ადგილზე, სადაც დატოვეს ავტომანქანა. ოქმის სისწორე დადასტურებული იქნა მასში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელისმოწერით.
10.საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შემდგენელმა მოწმის სახით დაკითხულმა, პოლიციის თანაშემწე- გამომძიებელმა გიო---------------ემ, დაადასტურა, ოპერატიულ ჯგუფთან და ექსპერტებთან ერთად, ბრალდებულის მითითებით შემთხვევის ადგილზე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და განმარტა, რომ ბრალდებულმა მა-–---- შა------ემ, თავად მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ორ თანამზრახველთან ერთად მოახდინა ყაჩაღური თავდასხმა ავტომანქანის მძღოლზე, საგამოძიებო მოქმედების დროს, ჩატარდა ფოტოგადაღება და შედგენილი იქნა სათანადო ოქმი, რომელიც დადასტურებული იქნა, როგორც დამსწრე პირების, ასევე, ბრალდებულ მა-–---- შა------ის ხელისმოწერით, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ, რაიმე სახის შენიშვნა არ განცხადებულა.
11.საქმის სასამართლო განხილვის დროს, მხარეთა მონაწილეობით, გამოქვეყნდა ბრალდებულ მა-–---- შა------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმზე დართული ფოტომასალა, სადაც, ბრალდებული დამსწრე პირების თანდასწრებით მიუთითებს შემთხვევის ადგილზე განხორციელებული მოქმედებების ადგილმდებარეობას, რაც მთლიანობაში ადასტურებს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ჩვენებებში ახსნილ ფაქტობრივ გარემოებას, იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ნებაყოფლობით, თავადვე მიუთითებდა შემთხვევის ადგილზე, რაც ეწინააღმდეგება ბრალდებულ მა-–---- შა------ის ჩვენებას იმ ნაწილში, სადაც იგი განმარტავს, რომ მოქმედებდა პოლიციის თანამშრომლების მითითებით, რადგანაც უთხრეს, რომ ,,მათ ასე სჭირდებოდათ’’ ხელის გაშვერით მიუთითებდა იმ ადგილებზე, სადაც თავად პოლიციელები მიუთითებდნენ და ასახული იქნა ფოტომასალაში.
12.სისხლის სამართლის საქმეში არსებული ნიმუშების აღების ოქმებით, ასევე, დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა მა-–---- შა------ემ თანხმობა განაცხადა როგორც ნერწყვის ნიმუშის, ასევე, სისხლის ნიმუშის აღებაზე, მას რაიმე სახის შენიშვნა ან განცხადება ამ საპროცესო მოქმედების განხორციელების დროს არ განუცხადებია.
.
13.ბრალდებულ მა-–---- შა------ისგან ნიმუშების აღების ოქმის სისწორე დადასტურებული იქნა, როგორც ოქმის შემდგენელი გამომძიებლის, ასევე, მოწმის სახით დაკითხული მედდის მადონა ხინგავას ჩვენებით.
14.სამედიცინო ექსპერტიზის №004233516 დასკვნის თანახმად, ,,16.07.2016წ. 03:30-03:45სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მა-–---- შა------ის სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და შეხორცების ფაზაში მყოფი სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში).
დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (04.07.2016წ).
დაზიანება შეხორცების ფაზაში მყოფი სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (04.07.2016წ)’’.
15.მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გი---------------–-–---–მა საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურა მის მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.
16.წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში მცხოვრები ჯი-–----------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ,,პირველ სართულზე არსებული სასტუმრო ოთახში განთავსებულ მინებიანი კარადის თავიდან ამოღებული იქნა მოყავისფრო ფერის ხისგან დამზადებული ყელსაბამი მასზე შებმული ხის ჯვარით, რომელიც ჩხრეკაში მონაწილე ჯი-–----------ის განმარტებით ეკუთვნის მა-–---- შა------ეს, რომელიც იმყოფებოდა მასთან სახლში სტუმრად, ამავე ოთახში არსებული ხის საშუალო ზომის მაგიდიდან ამოღებული იქნა მოშავო ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მუქი ფერის ჯინსის შარვალი... ამავე პარკში აღმოჩნდა მოშავო და ღია მოყავისფრო ფერის გრძელსახელოებიანი სვიტერი წარწერისა და დაზიანების გარეშე... ჩხრეკაში მონაწილე პირის, ჯი-–----------ის განმარტებით ამოღებული ტანსაცმელი არის მისი სტუმრის მა-–---- შა------ის კუთვნილება’’ ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული ნივთები დალუქული იქნა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და ოქმის სისწორე დადასტურებული იქნა ჩხრეკაში მონაწილე პირების მიერ. ასევე, ოქმის სისწორე დადასტურებული იქნა საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხული ჩხრეკაში მონაწილე პირების გამომძიებელ დე-------------ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების, ზურაბ ჟორჟოლიანის და გურამ ორაგველიძის მიერ.
17. საქმის სასამართლო განხილვის დროს, ბრალდებულ მა-–---- შა------ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმის კანონიერება დადასტურებული იქნა, ჩხრეკაში მონაწილე პირების, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების, პაატა გოგატიშვილის, თეიმურაზ ბობოხიძის, გიორგი ვლასენკოს მიერ, საქმის სასამართლო განხილვის დროს მიცემული ჩვენებებით, ასევე, ოქმის სისწორე დადასტურებულია , ბრალდებულ მა-–---- შა------ის მამის, იოსებ შა------ის მიერ, ჩხრეკის ოქმზე ხელისმოწერით.
18. საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი, და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
1. მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება. არსებობს მტკიცებულება, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგება და უტყუარობის უმაღლესი ხარისხით ადასტურებს მას. ძირითადად ასეთი მტკიცებულებებს ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს.
2.საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს ექსპერტიზის დასკვნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით. რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წამოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები წარმოადგენს ბრალდების დასადასტურებლად საკმარის საფუძველს, რადგანაც, მათში გადმოცემული დასკვნები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მის შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
3.ბიოლოგიური (გენეტიკური,სეროლოგიური) ექსპერტიზის №004799316 დასკვნის თანახმად, ,,სეროლოგიური, გენეიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:
-პაკეტში, წარწერით: ,,.... იმ-------- და----ს ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული ბოთლი სახელწოდებით ,,ბაკურიანი’’..’’ მოთავსებულ ბოთლზე (ობ. №6) და პაკეტში, წარწერით: ,,... ხის ყელსაბამი და ჯვარი’’ მოთავსებულ ჯვრიან მძივზე (ობ. №9) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და მა-–---- შა------ის (ობ. №44; პაკეტი, წარწერით: ,,.... მა-–---- შა------ისაგან აღებული სისხლის ნიმუში...’’) გენეტიკური პროფილი იდენტურია;
-პაკეტში, წარწერით: ,,..... პოლიეთილენის ბოთლი წარწერის გარეშე...’’ მოთავსებული ბოთლის შიდა ზედაპირზე არსებული ღია მოყავისფრო ნადებები (ობ.№7) სისხლს არ წარმოადგენს. ბოთლის გარე ზედაპირზე (ობ. №8) გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
-პაკეტში, წარწერით: ,,... კარების ჩამინული გულის ნამსხვრევის ფრაგმენტი მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით...’’ მოთავსებულ მინის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. №10) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და მა-–---- შა------ის (ობ. №44) გენეტიკური პროფილი იდენტურია;
-პაკეტში, წარწერით: ,,....მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული თმისმაგვარი ღერი...’’ მოთავსებულ თმის ღერზე (ობ.№11) პაკეტში, წარწერით: ,,... ავტომანქანის გადამრთველი კოლოფის სახელურიდან აღებული ანაწმენდი...’’ მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე (ობ. №12) და პაკეტში, წარწერით: ,,....საჭიდან აღებული ანაწმენდი..’’ მოთავსებულ სამი ცალი ჩხირის ბამბიან ბოლოზე (ობ.№13-15) გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
-პაკეტში, წარწერით: ,,10.. ამოღებული სიგარეტ ,,კენტის’’ ნამწვი...’’ მოთავსებულ ნამწვზე (ობ.№16) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ.№16-ის პროფილის ერთ-ერთი წილი და გიორგი მუსერიძის (ობ.№46; პაკეტი, წარწერით: ,,....გიორგი მუსერიძისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში...’’) გენეტიკური პროფილი იდენტურია.
-პაკეტში, წარწერით: ,,3...ამოღებული სიგარეტ ,,კენტის’’ ნამწვი...’’ მოთავსებულ ნამწვზე (ობ. №17) და პაკეტში, წარწერით: ,,4....ამოღებული სიგარეტ ,,კენტის’’ ნამწვი...’’ მოთავსებულ ნამწვზე (ობ.№19) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და მა-–---- შა------ის (ობ.№44) გენეტიკური პროფილი იდენტურია;
-პაკეტში წარერით: ,,.... მა-–---- შა------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის პისტოლეტის მაგვარი ნივთი, ერთი მჭიდითა და ორი ცალი ვაზნის მაგვარი ნივთით...’’ მოთავსებულ იარაღზე (ობ. #23, 23ა) მჭიდსა და ვაზნებზე (ობ.24) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია და იდენთიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
-პაკეტში წარწერით: ,,....ავტომანქანიდან უკანა სავარძლის ზედაპირიდან ამოღებული შავი ფერის სპორტული მაისური...’’ მოთავსებულ მოსაცმელზე (ობ#25) არსებული ბიომასალი გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს ობ.#25-ის გენეტიკური პროფილი ობ.#18-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია, ამავე მოსაცმელზე არსებულ თმის ღებეზე ობ.#25ა გენოტიპირებისათვის საჭირო ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, მოსაცმელზე არსებული ღია მოყავისფრო დანაშრევი (ობ.#26) სისხლს არ წარმოადგენს.
-პაკეტში წარწერით: ,,.... მა-–---- შა------ის ტანსაცმელი...’’ მოთავსებულ სვიტერზე არსებულ თმის ღერებზე (ობ.#27) გენოტიპირებისათვის საჭირო ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, პაკეტში მოთავსებულ მაისურზე არსებული ღია მოყავისფრო-მოწითალო ლაქები ობ.#28 წარმოადგენს ადამიანის სისხლს რომლის გენეტიკური პროფილი და მა-–---- შა------ის (ობ.#44) გენეტიკური პროფილი იდენტურია, მოკლეტოტებიან შარვალზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქა (ობ.#29) სისხლს არ წარმოადგენს.
-პაკეტში წარწერით: ,,....მოწმე ჯე---–---------ის მიერ წარმოდგენილი ტანსაცმელები..’’ მოთავსებულ შარვალზე არსებულ ღია მოყავისფრო ლაქა (ობ.#31) სისხლს არ წარმოადგენს, მაისურზე არსებული ბიომასალის (ობ.#32) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს ობ.#32-ის გენეტიკური პროფილი ობ.#18,25-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია.
-პაკეტში წარწერით: ,,.... ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძლის საზურგე და დასაჯდომი ზედაპირიდან ამოღებული მიკრონაწილაკები წებოვან ლენტზე..’’ მოთავსებულ ერთ ერთ ფირზე (ქაღალდი, წარწერით: ,,საზურგე’’) არსებული თმის (ობ.#35ა) გენეტიკური პროფილი და მა-–---- შა------ის ობ.#44 გენეტიკური პროფილი იდენტურია, ამავე ფირზე (ობ.#35), პაკეტში მოთავსებულ მეორე ფირზე (ობ.#36) და მასზე არსებულ თმებზე (ობ#36ა) გენოტიპირებისათვის საჭირო ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.’’ დასკვნის თანახმად ავტომანქანიდან ამოღებულ სხვა მიკრონაწილაკებზე, წებოვან ლენტზე გენოტიპირებისათვის საჭირო ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
4.საექსპერტო დასკვნის შემდგენმა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა, შო---------–-----ემ და ეკ------------------–--ემ მთლიანად დაადასტურეს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე მათ მიერ ჩატარებული №004799316 დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტეს, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ ნივთებზე ექსპერტიზა ჩატარებული იქნა საექსპერტო კვლევისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. ასევე დაადასტურეს ექსპერტიზაზე წარდგენილი პაკეტების ლუქის მთლიანობა.
5.ბიოლოგიური(გენეტიკური) ექსპერტიზის #005263416 დასკვნით: ,, პაკეტში წარწერით: ,,6... ამოღებულ სიგარეტ კენტის ნამწვი..’’ მოთავსებულ ნამწვზე (ობ.#18; ექსპერტის #004799316 დასკვნა) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ჯე---–---------ის (ობ.#1, პაკეტი წარწერით:,,.. დაზარალებულ ჯე---–---------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში..’’) გენეტიკური პროფილი იდენტურია;
-პაკეტში წარწერით:,,... ავტომანქანიდან უკანა სავარძლის ზედაპირიდან ამოღებული შავი ფერის სპორტული მაისური..’’ მოთავსებულ მოსაცმელზე (ობ#25 ექსპერტის #004799316 დასკვნა) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ჯე---–---------ის (ობ.#1) გენეტიკური პროფილი იდენტურია;
-პაკეტში წარწერით:,,...მოწმე ჯე---–---------ის მიერ წარმოდგენილი ტანსაცმელები..’’ მოთავსებულ მაისურზე (ობ.#32 ექსპერტიზის #004799316 დასკვნა) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ჯე---–---------ის (ობ.#1) გენეტიკური პროფილი იდენტურია;
6.საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა შო---------–-----ემ და იანა მა-–----ოვამ მთლიანად დაადასტურეს მათ მიერ შედგენილი ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები და განმარტეს, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზისათვის განკუთვნილი გამოსაკვლევი ობიექტები ექსპერტიზაზე გადაცემული იქნა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად დალუქულ მდგომარეობაში.
7.ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის #005667716 დასკვნის თანახმად: ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის საზურგის, უკანა მარცხენა სავარძლის დასაჯდომის და უკანა მარცხენა სავარძლის საზურგის ზედაპირებზე აღინიშნება მოწითალო ფერის პოლიესტერის მატირებული ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარეობითი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ჯე---–---------ის მაისურის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის და უკანა მარჯვენა სავარძლის საზურგის ზედაპირებზე აღინიშნება მოწითალო ფერის პოლიესტერის მატირებელი პროფილირებული ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარეობითი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ჯე---–---------ის მაისურის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის დასაჯდომის და უკანა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის ზედაპირებზე აღინიშნება მორუხო ფერის პოლიესტერის მატირებული პროფილირებული ბოჭკოები რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარეობითი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: ,,... ავტომანქანიდან უკანა სავარძლის ზედაპირიდან ამოღებული შავი ფერის სპორტული მაისური..’’, მოთავსებული სპორტული ჟაკეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომანქანის:,, წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის და საზურგის, წინა მარცხენა სავარძლის დასაჯდომის და საზურგის, უკანა მარცხენა სავარძლის დასაჯდომის და საზურგის, უკანა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის და საზურგის, ზედაპირებზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით:,,.. ჯიმშერ სვანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მა-–---- შა------ის ტანსაცმელი..’’ მოთავსებული ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან, ვინაიდან ჯინსის ქსოვილის შემადგენელი არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები მიეკუთვნებიან ფართოდ გავრცელებულ ბოჭკოებს, ამიტომ მათ გააჩნიათ ნაკლები საიდენთიფიკაციო მნიშვნელობა.
8.მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლევ---------–---–მა მთლიანად დაადასტურა მის მიერ გაცემულ დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ შესამოწმებელი ობიექტები ექსპერტიზაზე გადაგზავნილი იქნა გამომძიებლის მიერ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად დალუქულ მდგომარეობაში.
ვიდეოექსპერტიზის #006202816 დასკვნის თანახმად ,,1. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილი ტაქსის ნიშნით მოძრავი ავტომობილის სერია არის ,,HEH’’ ან ,,HFH’’ ხოლო ნომრის განსაზღვრა ვერ მოხერხდა ჩანაწერის დაბალი ხარისხის გამო.
2. ავტომანქანის უკანა სალონიდან გადმოსულ პიროვნებას ხელში უჭირავს პისტოლეტის ფორმის ნივთი. ჩანაწერის ხარისხის გამო ამ ნივთზე წარწერების ან რაიმე მსგავსი მიკროელემენტების ამოკითხვა ვერ ხერხდება. ნივთს გააჩნია პისტოლეტისათვის დამახასიათებელი ფორმა, ზომა და ვიზუალი.
3. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ლაშა ამბროლაძემ მთლიანად დაადასტურა მის მერ ვიდეოექსპერტიზის დასკვნაში გაცემული ფაქტობრივი გარემოებები.
სასაქონლო ექსპერტიზის #117/ს დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 1994 წელს გამოშვებული ,,OPEL ASTRA 1.6’’ # H------ ავტომობილის საბაზრო საორიენტაციო ღირებულება მისი ექსპლუატაციაში ყოფნის და ფაქტიურ- ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით დღეის მდგომარეობით შეადგენს 3600(სამი ათას ექვსასი) ლარს.
მოწმის სახით დაკითხულმა სასაქონლო ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტმა დავით დონღუანმა დაადასტურა ექპერტიზაში მითითებული გარემოებები და განმარტა რომ ავტომანქანის ღირებულება განისაზღვრა ექსპერტიზის შედგენის დროისათვის არსებული საბაზრო საორიენტაციო ღირებულების გათვალისწინებით.
ყაჩაღობა ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ
1.სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ყაჩაღობა დამთავრებულ დანაშაულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან იმის მიუხედავად თავდამსხმელმა შეძლო თუ არა ქონების დაუფლება.
2.ყაჩაღობა თავისი შინაარსით, პირდაპირი განზრახვით და ანგარების მოტივით ხასიათდება. ამ შემთხვევაში თავდამსხმელის მიზანია სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, რასაც, თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, რაც, იმაზე მიუთითებს, რომ თავდამსხმელის უშუალო განზრახვა-ქონების დაუფლებაა, ხოლო ძალადობის გამოყენების, ან ასეთი ძალადობის მუქარა, რაც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შედეგთან დამოკიდებულებაში ალტერნატიულ ხასიათს ატარებს, რადგანაც, თავდამსხმელი დაინტერესებული არ არის მის მიერ გამოყენებული ძალადობის ხასიათით ან სიმძიმით, უფრო სწორად, იყენებს ისეთი ზემოქმედების ღონისძიებას, რომელსაც ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აუცილებლად თვლის, ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეფასდეს დანაშაულის ჩადენის ადგილი, თავდასხმაში მონაწილე პირთა რაოდენობა, იმ იარაღისა თუ სხვა საგნის ხასიათი, რომლითაც დაზარალებულს ემუქრებიან, ან მის წინაშე ახდენენ იარაღის დემონსტრირებას ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია თავად დაზარალებულის მიერ, მუქარის ხასიათის სუბიექტური აღქმა, რაც დიდად არის დაკავშირებული ზემოთჩამოთვლილ ფაქტორებთან და დაზარალებულს უქმნის იმის განცდას, რომ საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლესა თუ ჯანმრთელობას.
3.დაზარალებულ ჯე---–---------ის ჩვენებით და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს, დილის საათებში, იგი თავის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაადგილდებოდა მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ავტომანქანა გაუჩერა მგზავრს, ახალგაზრდა პიროვნებას, რომელიც ჩაჯდა ავტომანქანაში და უთხრა რომ წაეყვანა იგი წყალტუბოს რაიონის სოფელ გუ----ის ტერიტორიაზე არსებულ ,,იმ-------- დაჩებზე.’’ ადგილზე მისულმა დაზარალებულმა გზიდან 500 მეტრის მოშორებით, ტყიან მასივში, ავტომანქანა გააჩერა მგზავრის მოთხოვნით, რომელმაც, გადაუხადა ორი ლარი და უთხრა დალოდებოდა და მიუტანდა სამ ლარს, დაზარალებული დათანხმდა მგზავრის ამ მოთხოვნას და გაჩერდა თავისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში ზემოთმითითებულ ადგილზე, რა დროსაც, მისთვის სრულიად მოულოდნელად, ავტომანქანასთან მივიდა სამი ნიღბიანი, პისტოლეტებით შეიარაღებული პიროვნება, რომელთაგანაც ერთ-ერთი მივიდა მის მხარეს და უთხრა, რომ გადმოსულიყო ავტომანქანიდან და დამჯდარიყო ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ხოლო დანარჩენ პირებს უკვე გამოღებული ქონდათ ავტომანქანის კარები, დაზარალებულმა ჯე---–---------ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს, ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ მას ძლიერ შეეშინდა ნიღბიანი შეიარაღებული პირების, რის გამოც, უთხრა მათ, რომ იყო ავადმყოფი, გაეშვათ იგი და წაეყვანათ ავტომანქანა, რაზედაც თავდამსხმელები არ დათანხმდნენ და მათი მოთხოვნით და არა მისი სურვილით, იგი გადაჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე, სადაც თავზე გადააფარეს მაისური და თავი დაბლა დაახრევინეს.
4.აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მუქარის გამოხატვის ფორმა, რაც აუცილებელია ყაჩაღური თავდასხმისათვის უკვე განხორციელებული იქნა თავდამსხმელების მიერ, იმ მომენტიდან, როდესაც ისინი შეიარაღებული მივიდნენ დაზარალებულთან, არ გაითვალისწინეს მისი მოთხოვნა გაეშვათ იგი და ამის ნაცვლად მოსთხოვეს ჩამოსულიყო ავტომანქანიდან და გადამჯდარიყო ავტომანქანის უკანა სავარძელზე, რადგანაც, ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულს განეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან, ხოლო მუქარის გამოხატვის ფორმა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მათ შორის სავსებით შესაძლებელია მისი განხორციელება იარაღის ჩვენებით, ან სხვა მოქმედებებით, რომელიც საშიშია დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ჯე---–---------ის სუბიექტური აღქმიდან გამომდინარე, სავსებით დადგენილი და დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა მა-–---- შა------ემ და მისმა თანმხლებმა გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა, დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ყაჩაღური გზით დაუფლებისათვის ამ უკანასკნელის მიმართ გამოიყენეს, ფსიქიკური ძალადობის ის ფორმა, რაც არსებულ სიტუაციაში სრულიად საკმარისი იყო შედეგის მისაღწევად და დაეუფლნენ კიდეც დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რომლითაც შემთხვევის დღეს, თვისი სურვილის შესაბამისად გადაადგილდებოდნენ, ავტომანქანის უკანა სავარძელზე მყოფი თავზე მაისურგადაფარებულ და მათი მოთხოვნის საფუძველზე ავტომანქანაში თავდახრილ ჯე---–---------ესთან ერთად.
5.ამდენად, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, დაზარალებულის ჩვენებით და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მოწმის სახით დაკითხული ჟო----–---------ის ჩვენებით, რომელმაც თავის ჩვენებაში ახსნა, რომ მისი საცხოვრებელი ბინის წინ გაჩერებული ავტომანქანიდან თავიდან გადმოვიდა სამი ნიღბიანი პირი, მათ შორის ერთი ავტომანქანის საჭის მხრიდან და წავიდნენ, რის შემდეგაც, ავტომანქანის უკანა მარცხენა მხრიდან გადმოვიდა პიროვნება, რომელსაც წითელი პერანგი ეცვა, სახეზე იყო გათეთრებული, დაჯდა ავტომანქანის საჭესთან, გაჩერდა დაახლოებით ორი წუთი და წავიდა, რაც მთლიანად ემთხვევა დაზარალებულ ჯე---–---------ის ჩვენებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, აღნიშნულით დასტურდება, რომ ბრალდებულმა მა-–---- შა------ემ, დაზარალებულ ჯე---–---------ეზე განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა, პირთა ჯგუფთან ერთად,რადგანაც, დადგენილია, რომ თავდასხმის დროს ისინი მოქმედებდნენ წინასწარი შეთანხმებით, მათ შორის შეთანხმება, საერთო ძალებით ჩაედინათ დანაშაული უკვე მიღწეული იყო უშუალოდ დანაშაულის ჩადენამდე, რადგანაც, ისინი შემთხვევის ადგილზე მოქმედებდნენ არა ერთმანეთისაგან გათიშულად, არამედ ერთობლივად, რა დროსაც მათი მოქმედება ურთიერთგანპირობებული იყო.
თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვისა და სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით:
1.იმის გათვალისწინებით, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, სასამართლო სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებულ თითოეულ მტკიცებულებას განიხილავს არა დამოუკიდებლად, არამედ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, იმ გარემოებების დადგენის მიზნით თუ რამდენად ეთანხმება მისი შინაარსი სხვა მტკიცებულებებს და რამდენად დამაჯერებელსა და სარწმუნოს ხდის წარდგენილ ბრალდებაში მითითებულ გარემოებებს.
2.საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა ჯე---–---------ემ, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ გუ----აში მდებარე ,,იმ-------- და----ს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყიან მასივში, ავტომანქანით ყოფნის დროს, ავტომანქანასთან მივიდა სამი ნიღბიანი, პისტოლეტებით შეიარაღებული პიროვნება და უთხრეს გადამჯდარიყო ავტომანქანის უკანა სავარძელზე, დაზარალებულის განმარტებით იგი დაემორჩილა თავდამსხმელების მოთხოვნას, რადგანაც შეეშინდა ნიღბიანი და შეიარაღებული პიროვნებების და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე, სადაც მას თავზე გადააფარეს სპორტული მაისური და უთხრეს თავი დაეხარა დაბლა, იგი ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე დაახლოებით საათნახევარი დროის განმავლობაში, ამ ადგილზე ყოფნის დროს დაზარალებულის განმარტებით თავდამსხმელებმა მოწიეს მისი კუთვნილი სიგარეტი ,,კენტი“, ამის შემდეგ, მათთან ერთად, ავტომანქანაში თავდახრილი და თავზეგადაფარებულ მდგომარეობაში იგი თავდამსხმელებთან ერთად გადაადგილდებოდა ავტომანქანით, ისე რომ ვერ ხედავდა თუ რა მიმართულებით მოძრაობდნენ ისინი, რადგანაც, შეზღუდული ქონდა მხედველობა თავდამსხმელების მიერ. ავტომანქანით მოძრაობის დროს თავდამსხმელებმა ერთ ადგილას (არ იცის თუ სად), გააჩერეს ავტომანქანა, რა დროსაც, იგრძნო, რომ ავტომანქანიდან გადავიდა მის გვერდით მყოფი პიროვნება, გაიგონა მინის მსხვრევის ხმა, რის შემდეგაც, ეს უკანასკნელი მალევე დაბრუნდა, ჩაჯდა ავტომანქანაში და გზა განაგრძეს, თავდამსხმელებმა იგი ავტომანქანაში მყოფი მიატოვეს და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
3.დაზარალებულ ჯე---–---------ის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია, საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ამოღებულ ნივთმტკიცებებზე- ბოთლზე სახელწოდებით ,,ბაკურიანი’’ არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ბრალდებულ მა-–---- შა------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია, ასევე, ამავე დასკვნის თანახმა, ბრალდებულის გენეტიკური პროფილი იდენტურია შემთხვევის ადგილზე ამოღებულ სიგარეტ ,,კენტის“ ნამწვზე არსებული ბიოლოგიური გენეტიკური პროფილისა. ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძლის საზურგეზე და დასაჯდომი ზედაპირიდან ამოღებული მიკრონაწილაკების, წებოვან ლენტზე არსებული თმის გენეტიკური პროფილი და მა-–---- შა------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. აღნიშნულით მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია, რომ ბრალდებული მა-–---- შა------ე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და პირთა ჯგუფთან ერთად ახორციელებდა დაზარალებულის ჩვენებაში მითითებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რის გამოც, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას იმ ნაწილში, სადაც, იგი მთლიანად უარყოფს შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს. ბიოლოგიური ექსპერტიზის #005263416 დასკვნით შემთხვევის ადგილზე ამოღებულ სიგარეტ ,,კენტის“ ერთ-ერთ ნამწვზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ჯე---–---------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია, რაც ადასტურებს დაზარალებულ ჯე---–---------ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს, დასკვნაში, ასევე, მითითებულია, რომ ავტომანქანის სალონის უკანა სავარძლის ზედაპირიდან ამოღებულ შავი ფერის სპორტულ მაისურზე არსებული ბიოლოგიურ გენეტიკური პროფილი და ჯე---–---------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია, რაც ადასტურებს, დაზარალებულ ჯე---–---------ის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ თავდამსხმელებმა მას ავტომანქანის უკანა სავარძელზე ყოფნის დროს თავზე გადააფარეს სპორტული მაისური. ასევე, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის #005667716 დასკვნის თანახმად, ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის საზურგის, უკანა მარცხენა სავარძლის დასაჯდომის და უკანა მარცხენა სავარძლის საზურგის ზედაპირზე არსებულ ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარეობითი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარდგენილ ჯე---–---------ის მაისურის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან,რაც, ადასტურებს, დაზარალებულის ჩვენებას, სადაც მითითებულია, რომ თავდამსხმელების მოთხოვნით დაჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე და იქ იმყოფებოდა, სანამ არ დატოვეს იგი. ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ჯიმშერ სვანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მა-–---- შა------ის ტანსაცმელიდან, ჯინსის შარვლის ქსოვილის ნარის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებს, ვინაიდან ჯინსის ქსოვილის შემადგენელი არათანაბრად შეღებილი, მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები მიეკუთვნებიან ფართოდ გავრცელებულ ბოჭკოებს, ამიტომ მათ გააჩნიათ ნაკლები საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა.
4. როგორც ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებით, ასევე, საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, დადასტურებულია, დაზარალებულ ჯე---–---------ის ჩვენება იმ ნაწილში, სადაც მიუთითებს, რომ თავდამსხმელების მხრიდან ფსიქიკური მუქარის ქვეშ მყოფი, დაახლოებით საათნახევარი დროის განმავლობაში, თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას მოკლებული, იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ასევე, დადასტურებულია დაზარალებულის ჩვენება იმ ნაწილშიც, სადაც იგი მიუთითებს, რომ თავდამსხმელებთან ერთად თავისივე ავტომანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, გაიგონა მინის მსხვრევის ხმა, რადგანაც, დადასტურებულია, რომ შემთხვევის დღეს ბრალდებულმა მა-–---- შა------ემ ნამდვილად ჩაამსხვრია ,,ლიბერთი ბანკის“ მინის კარები და მხოლოდ ამის შემდგომ განაგრძეს ავტომანქანით გადაადგილება, ასევე, მოწმე ჟო----–---------ის ჩვენებით დადასტურებულია, დაზარალებულის მიერ მითითებული ის გარემოება, თუ რა ვითარებაში მიტოვეს იგი თავდამსხმელებმა თავისივე ავტომანქანაში და როგორ მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
ქმედების სამართლებრივი შეფასება
1.თავისუფლების უკანონო აღკვეთა გამოიხატება დაზარალებულის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვაში და ხელყოფს, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ 1948 წლის ,,ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციით“ და 1966 წლის,, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტით გარანტირებულ თავისუფალი გადაადგილების უფლებას, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალურ შემადგენლობას მიეკუთვნება და იგი დამთავრებულად ითვლება თავისუფლების ფაქტობრივად აღკვეთის მომენტიდან, იმის მიუხედავად, თუ რა დროით ქონდა დაზარალებულს თავისუფლება აღკვეთილი, ამასთან დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის, საჭირო არაა ამ ქმედებას მოყვეს რაიმე მძიმე შედეგი, დანაშაულის ამ შემადგენლობის არსი, იმაში მდგომარეობს, რომ დაზარალებულს მისი ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ პირად თავისუფლებას და იმის შესაძლებლობა, რომ თავისი შეხედულებით აირჩიოს ის ადგილი, სადაც მას სურს რომ იყოს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, პირს ვინც ამ ქმედებას ჩადის გაცნობიერებული აქვს, რომ სხვას უკანონოდ აღუკვეთს თავისუფლებას და სურს ეს, ხოლო ამ შემთხვევაში მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა იგი სასამართლოს მიერ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასჯელის დანიშვნის დროს.
2.საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფი ბრალდებული მა-–---- შა------ე და მისი თანმხლები გამოძიებით დაუდგენელი ორი პირი, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით წინასწარ შეკავშირდნენ მანამ, სანამ თავისუფლებას უკანონოდ აღუკვეთდნენ დაზარალებულ ჯე---–---------ეს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც მათი მხრიდან იარაღის დემონსტრირებაში გამოიხატა, მოსთხოვეს ამ უკანასკნელს ჩამოსულიყო თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საჭიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადამჯდარიყო ავტომანქანის უკანა სავარძელზე, რაც შეასრულა შეშინებულმა დაზარალებულმა ჯე---–---------ემ, რის შემდეგაც, სპორტული მაისური გადააფარეს მას და მასთან ერთად გადაადგილდნენ, რა დროსაც, ბრალდებულმა მა-–---- შა------ემ ჩაამსხვრია ბუ----ის ქუჩაზე მდებარე ,,ლიბერთი ბანკის“ მინის კარები, რის შემდეგაც, დაზარალებული ავტომანქანით წაიყვანეს ქალაქ ქუთაისში ჯავახიშვილის პირველი შესახვევი #21-ე სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, სადაც დატოვეს ავტომანქანაში და თავად მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. აღნიშნული გარემოებები მიუთითებენ, რომ ბრალდებულმა მა-–---- შა------ემ, პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება დაზარალებულ ჯე---–---------ეს, აქედან გამომდინარე, ბრალდებულ მა-–---- შა------ის ქმედება სრულად შეიცავს მის მიმართ წარდგენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს.
ს.ს. ,,ლიბერთი ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე წარდგენილი ბრალდების სამართლებრივი შეფასება:
1.მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულმა თე-----–--–--ემ, განმარტა, რომ მუშაობს ,,ლიბერთი ბანკის“ფილიალში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე, შემთხვევის დღეს, 2016 წლის 4 ივლისს, დილის საათებში მივიდა სამსახურში, სადაც მარტო იმყოფებოდა და ელოდებოდა ,,ინკასაციის“ მანქანის მოსვლას, რათა მიეღო ფულადი თანხა, მოვიდა ,,ინკასატორის“ მანქანა, საიდანაც გადმოვიდა ინკასატორი, რომელსაც ხელში ეკავა ჩანთა, მოუწერა მას ხელი თანხის მიღებაზე და დაიტოვა ჩანთა, რომელშიც იყო ხუთი ათასი ლარო ხოლო დოლარი და ევრო თუ იყო არ უნახავს, რადგანაც არ გაუხსნია იგი, როდესაც ინკასატორი გავიდა იგი ადგა და გასაღებით ჩაკეტა შიგნიდან კარები, მაგრამ გასაღები კარებში არ ჩაუტოვებია, კარები ჩაკეტა იმისათვის, რომ დაეთვალა ფული, ინკასატორის გასვლიდან დაახლოებით 10 წამში ბანკის პირდაპირ გაჩერდა ,,ოპელ ასტრას“ მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა პიროვნება, რომელსაც რაღაც შავი ნაჭერი ქონდა სახეზე ჩამოფარებული, შესაძლოა ნიღაბი, იგი პირდაპირ წამოვიდა ბანკის მინიანი კარებისკენ და დაეტაკა კარებს, მარცხენა ხელით ჩამოსწია სახელური, მაგრამ დაკეტილი კარი ვერ გააღო, რის შემდეგაც, მეორე ხელით რომელშიდაც შავი ფერის იარაღი ეკავა დაიწყო მინის მსხვრევა, რაზედაც, მან დაიწყო კივილი თავდამსხმელმა ჩაამსხვრია მინა ხელი შემოყო მაგრამ კარები ვერ გააღო, ალბათ ეგონა, რომ კარებში გასაღები იქნებოდა, ჩამსხვრეულ მინაში იგი ვერ შემოვიდოდა, ფიქრობს, რომ ალბათ ვერ ასწრებდა შესვლას, ამიტომ იგი სწრაფად წავიდა ავტომანქანისკენ და ჩაჯდა უკანა მარჯვენა მხარეს, იქ საიდანაც გადმოვიდა და წავიდა, განმარტავს, რომ იგი ძალიან შეშინებული იყო, კიოდა და ხელს ურტყამდა კედელს, რომ გვერდით მყოფებს გაეგონათ, ხალხიც მალე შეიკრიბა და მათი დახმარებით გააღო კარები, თავდამსხმელს მისთვის ფული არ მოუთხოვია, მან ძალიან განიცადა მომხდარი, მიადგა მორალური ზიანი და სამი კვირის განმავლობაში ვერ დადიოდა სამსახურში, არის სტრესის ქვეშ, განმარტავს, რომ ბანკის კარები არის მინის და დაინახა, რომ თავდამსხმელს მარჯვენა ხელით ეჭირა იარაღის მაგვარი საგანი, რომლითაც ჩაამსხვრია კარების მინა, მიიჩნევს, რომ მისი კივილის გამო შებრუნდა იგი და წავიდა, მან დაცვის ღილაკით გამოიძახა დახმარება, მისი სამუშაო მაგიდიდან, სადაც თვითონ იმყოფებოდა, კარები არის ახლოს დაახლოებით ერთ მეტრში, თავდამსხმელს შეეძლო მოეთხოვა მისთვის ფული, მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მისგან რაიმე სხვა სიტყვაც არ გაუგონია, თავდამსხმელს ეკეთა ნიღაბი და თავზე რაღაც შავი ეხურა, ეცვა შავი ქურთუკი, სხეულის სხვა ნაწილები არ დაუნახავს, ასევე, ხელებზე ეცვა რაღაც შავი, სახე არ დაუნახავს, როგორც განმარტავს თავდასხმის შედეგად მიადგა მორალური ზიანი.
2.საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა მამუკა კვინიკაძემ განმარტა, რომ მუშაობს ბუ----ის ქუჩა #20ა-ში მდებარე ,,სუპერმარკეტ ელიტაში“ მცხობელად, გვერდით მდებარეობს ,,ლიბერთი ბანკის“ ფილიალი, სადაც მუშაობს მისი ნაცნობი თე-----–--–--ე, შემთხვევის დღეს, 2016 წლის 4 ივლისს, დილის საათებში, დაახლოებით 10:20 წუთზე ,,ლიბერთი ბანკის“ ფილიალში მივიდა ინკასაციის მანქანა, რომლის წასვლის შემდგომ ფილიალის წინ გაჩერდა ფურგუნიანი ავტომანქანა ტაქსი, ,,ოპელ ასტრა“ 909 ნომრით (სერია არ ახსოვს), საიდანაც, კერძოდ ავტომანქანის უკანა მარჯვენა მხრიდან გადმოვიდა პიროვნება, რომელსაც თავზე ჩამოფარებული ქონდა ნიღაბი და ამ პიროვნებას მარჯვენა ხელში ეკავა პისტოლეტის მაგვარი საგანი, იგი სწრაფად მივიდა ლიბერთი ბანკის კარებთან, მაგრამ ვერ გააღო და დაიწყო კარების მინის მსხვრევა, დაახლოებით ორჯერ თუ სამჯერ დაარტყა ხელი მინას და ჩაამსხვრია იგი, განმარტავს რომ შეეშინდა და შევიდა მარკეტში, როდესაც გამოვიდა, ავტომანქანა უკვე მიდიოდა ყველაფერი ეს მოხდა წამებში, თავდამსხმელმა დაინახა თუ არა ხალხის გამოსვლა არ იცის ამ პიროვნებამ ავტომანქანის უკანა კარები ოდნავ ღია დატოვა, დაინახა რომ ავტომანქანაში წინ იჯდა მძღოლო, ავტომანქანას მინები დაბურული ქონდა, მას თავდამსხმელისგან რაიმე ხმა არ გაუგონია, ამ ფაქტის გამო თე-----–--–--ე გახდა ცუდად, მალე შემთხვევის ადგილზე პოლიციაც მივიდა.
3. მოწმის სახით დაკითხულმა ვა---–---------მა განმარტა, რომ მუშაობს ,,სუპერმარკეტ ელიტაში“, სადაც იმყოფებოდა შემთხვევის დღეს, დილის საათებში, გაიგონა მინის ჩამსხვრევის ხმა და როდესაც გავიდა მარკეტიდან ნახა, რომ ,,ლიბერთი ბანკის“ კარების მინა იყო ნახევრად ჩამსხვრეული, იქ მომუშავე გოგო იყო ცუდად, განმარტავს, რომ მინის კარები გატეხილი იყო იმ ზომაზე, რომ შიგნით გადასვლა შესაძლებელი იყო.
4.,,ლიბერთი ბანკის“ შესასვლელი კარების მინის ჩამსხვრევის ფაქტი, საქმის სასამართლო განხილვის დროს, ასევე, დაადასტურეს მოწმეებმა, პა--–----------მა, მა-----------მა, ნო---------------ემ, თე------------–---–მა, ოლ-----------–--ემ, ირ---–------------–--ემ, გა----–---–---–---მა, გო---------–---–მა, გიო---------------ემ, ილ------------ემ, გი-------–--–----ნმა, გი-----------------მ, თი-------–----–---–---მა, ბე------------ემ, ილ---------ემ, და------–--------------ემ, ლა–------–-----ამ, მათ ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია დაზარალებულ თე-----–--–--ის ჩვენებაში მითითებული გარემოებები და დადგენილია, რომ 2016 წლის 4 ივლისს, დილის საათებში, ადგილი ქონდა ,,ლიბერთი ბანკის“ შესასვლელი მინის კარების ჩამსხვრევის ფაქტს.
5.სასაქონლო ექსპერტიზის#004295816 დასკვნის თანახმად, ,,1,83მ სიგრძის, 0,74მ სიგანის, 6მმ სისქის გამჭირვალე მინის და 1,83მ სიგრძის 0,74მ სიგანის, 4მმ სისქის ფერადი მინის საბაზრო ღირებულება, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს, 87,28 ლარს’’.
6.მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა, ილ---------ემ და და------–--------------ემ, დაადასტურეს, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, მათ მიერ ჩატარებული იქნა სასაქონლო ექსპერტიზა, რომლითაც დადგენილი იქნა , რომ სს ,,ლიბერთი ბანკის’’ ფილიალის შესასვლელი კარების ჩამსხვრეული მინის ღირებულებამ შეადგინა 87,28 ლარი.
ქმედების სამართლებრივი შეფასება
1.ყაჩაღობა თავისი შინაარსით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რა დროსაც, თავდამსხმელის მიზანი ქონების დაუფლებაა, ხოლო ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, რაც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის წარმოადგენს ამ ქონების დაუფლების ხერხს, საშუალებას, ამასთან თავდასხმა უნდა განხორციელდეს იმ პირის მიმართ ვის მფლობელობაშიც იმყოფება ქონება, შესაძლებელია გარეშე პირის მიმართაც, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს თავდამსხმელს ქონების დაუფლებაში, თავდასხმა წინ უნდა უსწრებდეს ქონების დაუფლებას, ხოლო ფსიქიკური ძალადობა, რომელსაც შედეგთან ალტერნატიული ხასიათი აქვს, გამოხატული უნდა იქნეს დაზარალებულის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ფიზიკური ძალადობის დაუყოვნებლივ გამოყენების მუქარაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თავდასხმა და მის შედეგად უშუალოდ განხორციელებული ძალადობა ერთობლიობაში ქმნის ყაჩაღობის შემადგენლობას, რის გამოც , თავდასხმას თუ არ ახლავს ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობა, იგი არ შეიძლება იყოს დაზარალებულის წინააღმდეგობის გადასალახად გამოყენებული საშუალება, იმის გამო, რომ თავდასხმა ძალადობის გარეშე ვერ ქმნის ყაჩაღობის შემადგენლობას, რადგანაც, ყაჩაღობის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია მას შედეგად მოყვეს სხეულის მსუბუქი დაზიანება ან მას შეიძლება საერთოდ არ მოყვეს ჯანმრთელობის დაზიანება, მაგრამ მიყენების მომენტში უნდა ქმნიდეს საშიშროებას დაზარალებულის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის და ეს უკანასკნელი დარწმუნებული უნდა იყო ან საფუძვლიანი ეჭვი უნდა ქონდეს იმისა, რომ მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, აქედან გამომდინარე, რადგან თავდასხმა არის ქონების დაუფლების საშულება, მას თან უნდა ახლდეს, ძალადობაში ან მუქარაში გამოხატული ქონების გადაცემის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში თავდასხმას პირობითი ხასიათი ექნება და იგი ვერ იქნება ყაჩაღობის შემადგენლობისთვის დამახასიათებელი განუყოფელი ნიშანი.
2.საქმის სასამართლო განხილვის დროს, მხარეთა მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილზე განთავსებული სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერები, სადაც სრულყოფილად არის ასახული, 2016 წლის 4 ივლის, დაახლოებით 09:30 წუთზე, ბრალდებულ მა-–---- შა------ის მიერ, ქ. ქუთაისში, ბუ----ის ქუჩა #20ა-ში განთავსებულ ,,ლიბერთი ბანკის’’ #24-ე სერვის ცენტრის ფილიალის შესასვლელი კარების მინის ჩამსხვრევის ფაქტი, რაც თავად ბრალდებულმაც დაადასტურა.
3.ვიდეოჩანაწერებში ასახულია, თუ როგორ ჩერდება მუქი ფერის ტაქსის ,,ტრაფარეტიანი“ ავტომანქანა ფილიალის კარებთან, საიდანაც გადმოდის პიროვნება, რომელიც მთელი ძალით ასკდება ფილიალის კარებს, რომელიც დახვდა დაკეტილი, და მარჯვენა ხელში ქონებული შავი საგნით, რამდენჯერმე დარტყმის შედეგად ამსხვრევს შესასვლელი კარების მინას და მინის ჩამსხვრევისთანავე ბრუნდება უკან და ჯდება იმ მანქანაში, საიდანაც გადმოვიდა და ავტომანქანა მიდის შემთხვევის ადგილიდან.
4.ვიდეოჩანაწერებში აშკარად ჩანს, რომ პიროვნება, რომელიც ამსხვრევს მინას, მინის ჩამსხვრევის შემდგომ არ ახორციელებს რაიმე სახის მოქმედებას შიგნით შესაღწევად და ისე ტოვებს შემთხვევის ადგილს, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ამ ფაქტიდან მალევე ფილიალის კარებთან იკრიბებიან მოქალაქეები, ხოლო მინის ჩამსხვრევის დროს ფირზე აღბეჭდილი არ არის ვინმე სხვა პიროვნების იქ ყოფნისა ან კარებთან მოძრაობის ფაქტი, ფილიალის კარებთან პიროვნება მინის ჩამსხვრევის დროს მარტო იმყოფება.
5.დაზარალებულ თე-----–--–--ის ჩვენებით, ასევე, დადგენილია, რომ პიროვნებას, რომელმაც ჩაამსხვრია მინა ხმა არ ამოუღია და არც მოუთხოვია მისთვის რაიმე.
6.ბრალდებულმა მა-–---- შა------ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაადასტურა, რომ მან ნამდვილად ჩაამსხვრია ბანკის ფილიალის კარების მინა და იგი ახსნა იმ გარემოებით რომ არ სიამოვნებდა ფილიალის მისი საცხოვრებელი სახლის წინ არსებობის ფაქტი, მას აღებული ქონდა ვალი ამ ბანკიდან, რაც დააბრუნა მეტი თანხის გადახდით, ასევე ამ ბანკიდან ვალი ქონდა აღებული მის მეგობარს, რომელმაც ვალი ვერ გადაიხადა და ბანკმა გაუყიდა ყველაფერი, ხოლო მისი მეგობრის მეუღლეს ამის გამო ,,მოეშალა მუცელი“, ბრალდებულმა განმარტა, რომ ამ გარემოებების არსებობის გამო და რადგანაც, ასევე იყო მთვრალი, გადაწყვიტა ბანკისათვის ზიანის მიყენება, რა დროსაც, ბანკის დაყაჩაღების მიზანი არ ქონია.
7.ვიდეოჩანაწერში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით მთლიანად დასტურდება დაზარალებულ თე-----–--–--ის ჩვენება იმ ნაწილში, რომ პიროვნება, რომელმაც მინა ჩაამსხვრია არ ცდილობს შეაღწიოს ფილიალში და მინის ჩამსხვრევისთანავე ბრუნდება უკან, ვიდეოჩანაწერებში არ ფიქსირდება დაზარალებულის ჩვენება იმ ნაწილში სადაც იგი განმარტავს, რომ მინის ჩამსხვრევის შემდგომ ამ პიროვნებამ ხელი შეყო ჩამსხვრეულ კარებში და ცდილობდა კარის გაღებას შიგნიდან მაგრამ მას არ დახვდა გასაღები კარებში, ასეთი გარემოება ვიდეოჩანაწერში არ ფიქსირდება, სხვა დანარჩენ ნაწილში დაზარალებულ თე-----–--–--ის ჩვენებას მთლიანად ადასტურებს ვიდეოჩანაწერში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
8.დადგენილია, რომ დაზარალებულმა თე-----–--–--ემ ფილიალის შესასვლელი კარების მინის ჩამსხვრევის ფაქტი აღიქვა უეცარ აგრესიულ თავდასხმად მასზე, რამაც განაპირობა ის რეაქცია რაზედაც თავის ჩვენებაში მიუთითებს და ასევე, ნათლად ჩანს ვიდეოჩანაწერშიც, დაზარალებული თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ ჩამსხვრეულ მინის კარებსა და მის სამუშაო მაგიდას შორის, სადაც იგი შემთხვევის მომენტში იმყოფებოდა, მანძილი დაახლოებით ერთი მეტრია, კარები და მისი სამუშაო მაგიდა ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, მიუთითებს, რომ თავდამსხმელს მისთვის არაფერი არ უთქვამს და არც ქონების გადაცემა მოუთხოვია, ისე გაბრუნდა და ჩაჯდა ავტომანქანაში მინის ჩამსხვრევის შემდგომ, ამასთან ბრალდებულმა მა-–---- შა------ემაც დადასტურა შემთხვევის დღეს, ბანკის ფილიალის შესასვლელი კარების მინის ჩამსხვრევის ფაქტი და ახსნა მისი მხრიდან მისი განხორციელების მიზეზიც და განმარტა, რომ მას მიზნად არ ქონია ბანკის ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელება და ამ გზით ქონების დაუფლება და მიუთითა ამ ქმედების გამომწვევ სულ სხვა მიზეზებზე, რომელიც უარყოფილი ვერ იქნა საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპოვებული სხვა მტკიცებულებებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერებით და იმ ფაქტობრივი გარემოებებით, სადაც არ არის გამოკვეთილი ბრალდებულ მა-–---- შა------ის მხრიდან ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი, იმის გამო, რომ ბრალდებულის მხრიდან გარდა მინის ჩამსხვრევისა, მის მოქმედებაში ასახული არ არის ქონების დაუფლების მიზანი, ან მისი მოთხოვნა დაზარალებულისათვის, თავად ქმედების შინაარსი არ იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ბრალდებულმა რაიმე სახით გამოხატა სხვისი ქონების დაუფლების სურვილი, ასეთი რამ მის მოქმედებაში ასახული არ არის და არც საქმის სასამართლო განხილვით იქნა დადგენილი, მხოლოდ ეჭვის არსებობა, რომ ბრალდებულს ყაჩაღური თავდასხმით სურდა ბანკის ფილიალიდან თანხის გატაცება არ წარმოადგენს მის მიმართ, ამ ნაწილში წარდგენილი ბრალდების დადასტურებისათვის საკმარის საფუძველს, რადგანაც, სსსკ-ის მე-5 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ მა-–---- შა------ე, სს ,,ლიბერთი ბანკის’’ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდების ნაწილში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, რადგანაც, დადგენილი ვერ იქნა, ამ ბრალდების შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ყველა არსებითი ნიშანი.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება
1.საქართველო ეკუთვნის იმ სახელმწიფოთა რიცხვს, სადაც, იარაღი ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის ზოგიერთი სახეობის შეძენაა შესაძლებელი, პოლიციის ნებართვით, ამგვარი ნებართვის გარეშე მისი შეძენა მართლსაწინააღმდეგოა და ისჯება სისხლის სამართლის კანონით.
ამ დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა.
ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია საბრძოლო მოქმედებისათვის, ე.ი. გამოყენებისათვის.
ცეცხლსასროლ იარაღს მიეკუთვნება: ტყვიამფრქვევი, ავტომატი, კარაბინი, პისტოლეტი, ნაგანი, თოფი და სხვა, რადგანაც, ეს იარაღები განკუთვნილია ცოცხალი არსების გასანადგურებლად.
საბრძოლო მასალა არის, ისეთი მასალა ან მოწყობილობა, რომელიც შესაბამისი იარაღიდან გასროლისთვისაა განკუთვნილი (ტყვია, ხელყუმბარა, ნაღმი და ა.შ.) საბრძოლო მასალას არ მიეკუთვნება სანადირო გლუვლულიანი თოფის ტყვია, რადგან მას არ ახასიათებს საბრძოლო დანიშნულება.
სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილის დასჯადობა გამოიხატება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში ან შენახვაში, მართლსაწინააღმდეგო შეძენა ხორციელდება მოქმედებით, ხოლო შენახვა როგორც მოქმედებით ისე უმოქმედებით.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ვალში ჩათვლას, ნაპოვნის დაუფლებას. შეძენა დამთავრებულია, როცა პირს მიეცა ამ იარაღის განკარგვის შესაძლებლობა.
სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო ტარება.
იარაღის კანონიერი ტარების უფლება აქვს იარაღის მესაკუთრეს და იარაღით მოსარგებლეს.
,,იარაღის შესახებ“ კანონის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება.
იარაღით მოსარგებლე კი არის პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც, პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს. ეს შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც იგი მოძრაობს და ა.შ.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება უფრო მომეტებული საშიშროების შემცველია, ვიდრე მისი მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა. ტარების დროს პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყონებლივ გამოიყენოს იგი.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება არის იმ შემთხვევაშიც, როცა იარაღს ატარებს ის პირის, ვისაც მართალია, აქვს მისი შენახვის კანონიერი უფლება, მაგრამ არ აქვს ტარების უფლება.
სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულად ითვლება მასში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედების-შეძენის, შენახვის, ტარების ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა არაა საჭირო.
ცეცხლსასროლი იარაღის, ან საბრძოლო მასალის ტარების ჩადენა იწყება მოქმედებით (მაგალითად პირმა შინიდან გასვლის წინ ჯიბეში ჩაიდო ცეცხლსასროლი იარაღი), და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. იარაღის უკანონო ტარება დამთავრებულია ამ ქმედების შეწყვეტის მომენტიდან.
ეს დანაშაული განზრახი დანაშაულია, რადგანაც პირს შეგნებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს.
2.სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერ განზრახ დანაშაულს, გააჩნია თავისი მოტივი და მიზანი. პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება ხასიათდება თავისთვის დამახასიათებელი ნებელობითი ხასიათით, რის გამოც, პირველ რიგში დადგენილი უნდა იქნეს თუ რა მიზანი ამოძრავებდა ქმედების ჩამდენს, სად და რა ვითარებაში ახორციელებდა თავის ქმედებას და რისი მიღწევა სურდა მას. ამ გარემოებების დადგენა ხელს შეუწყობს სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასებას.
3.ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენასთან ერთად წარდგენილი აქვს მისი ტარებაც, რომლის ჩადენაც აუცილებლად მოითხოვს მოქმედების განხორციელებას (მაგალითად პირმა შინიდან გასვლის წინ ჯიბეში ჩაიდო ცეცხლსასროლი იარაღი), რადგან ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ყოველთვის გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს და იგი დამთავრებულად ითვლება ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა, ან კონკრეტული საფრთხის შექმნა საჭირო არ არის.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება დამთავრებულად ითვლება იმ ქმედების განხორციელების მომენტში, რომელიც ზოგადად იწვევს საფრთხეს, რადგანაც პირი ცეცხლსასროლი იარაღით იმყოფება იმ ადგილას, სადაც შეიძლება საფრთხე შეექმნას საზოგადოებრივ უშიშროებას, ან მოძრაობს იმ ადგილზე სადაც ადამიანების ყოფნა სრულიად შესაძლებელია, ამ შემთხვევაში განხორციელებულ ქმედებასა და არსებულ საფრთხეს შორის მიზეზობრიობის დადგენა საჭირო არ არის, ამასთან ამ შემთხვევაში პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს და სურს ასეთი ქმედების ჩადენა.
4.ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების დადგენისათვის მნიშვნელოვანია, როგორც პირის განზრახვის შინაარსის გარკვევა, ასევე, იმ რეალური გარემოებების შეფასებაც, სადაც მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა ჩადენილი. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებული მა-–---- შა------ე, ცეცხლსასროლ იარაღით გადაადგილდებოდა მეგობრის ავტომანქანით ქუჩაში, რითაც, საფრთხე შეექმნა საზოგადოების უშიშროებას, რაც ბრალდებულს გაცნობიერებული ქონდა და სურდა ასეთი შედეგი. აღნიშნული დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით:
5.ბალისტიკური ექსპერტიზის #005028316 დასკვნის თანახმად, ,,გამოსაკვლევი GOLD STAR-202’’ მოდელის პისტოლეტი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ (თურქული წარმოების) თავდაცვითი დანიშნულების-აირის, ხმოვანი,( ფუჭი) ტრამვატურ-რეზინის ბურთულებისა და საფანტის ვაზნების გასროლის შესაძლებლობის მქონე, ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც ფაქტიურ წარმოდგენილი მდგომარეობით ასევე (კონსტრუქციულად მისდამი განკუთვნილ მჭიდში მოთავსებული) ორი ცალი კუსტარული წესით გადაკეთებული, საბრძოლო მასალისადმი კუთვნილი ვაზნა ვარგისი აღმოჩნდა გამოყენებისათვის (სროლისათვის).
6.მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ალექსანდრე ანჯაფარიძემ მთლიანად დაადასტურა მის მიერ გაცემულ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ექსპერტიზაზე წარდგენილი გამოსაკვლევი ობიექტი დალუქული იყო კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
7.ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის #005667716 დასკვნის თანახმად,,, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პისტოლეტის ზედაპირს გააჩნია შემდეგი ქიმიური შემადგენლობა: თუთია (Zn) -91% და ქრომი (Cr) -7%. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით:,,.. ჯიმშერ სვანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მა-–---- შა------ის ტანსაცმელი’’, მოთავსებულ: სვიტერზე, მაისურზე, ჯინსის შარვალზე, შორტზე და ტრუსზე, თუთიის მეტალიზაციის კვალი არ დაფიქსირდა. მეტალიზაციის კვალის აღმოსაჩენად ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანერგილი კონტაქტო-დიფუზიური მეთოდი არ ითვალისწინებს ქრომის მეტალიზაციის კვალის დადგენას, რის გამოც, გამოსაკვლევ ობიექტებზე ჩვენს ხელთ არსებული მეთოდით ქრომის მეტალიზაციის კვალის აღმოჩენა შეუძლებელია’’
8.მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლევ---------–---–მა, მთლიანად დაადასტურა მის მიერ გაცემულ დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ შესამოწმებელი ობიექტები ექსპერტიზაზე გადაგზავნილი იქნა გამომძიებლის მიერ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად- დალუქულ მდგომარეობაში.
9.ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ბრალდებულ მა-–---- შა------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული და გამოსაკვლევად წარდგენილი ,,GOLD STAR-202’’ მოდელის პისტოლეტი წარმოადგენს ცეცხლსასროლ იარაღს, ხოლო ორი ცალი კუსტარული წესით გადაკეთებული ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალას და ვარგისი აღმოჩნდა გამოყენებისათვის, ხოლო რაც შეეხება ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნას, ბრალდებულ მა-–---- შა------ის ტანსაცმელზე, მეტალიზაციის კვალის აღმოსაჩენად ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანერგილი კონტაქტო-დიფუზური მეთოდი არ ითვალისწინებს ქრომის მეტალიზაციის კვალის დადგენას, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ ექსპერტიზამ ბრალდებულის ტანსაცმლის სრულყოფილი გამოკვლევა ვერ შეძლო.
10.ბრალდებულ მა-–---- შა------ის მიმართ, 2016 წლის 15 ივლისს ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მისი დაკავება მოხდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში, #23-ე ქუჩაზე, ყოველგვარი იძულებისა და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ოქმის თანახმად, პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისას რაიმე იძულებას ადგილი არ ჰქონია, პირადი ჩხრეკის შედეგად მა-–---- შა------ის ტანთცმული შარვლის სათავიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტის მაგვარი საგანი, თავისივე მჭიდითა და მჭიდში არსებული ორი ვაზნისმაგვარი საგნით. პისტოლეტის მაგვარ საგანს, მარცხენა მხარეს ზედა ნაწილში აღენიშნებოდა წარწერა, GOLD STAR -2002, ხოლო მარჯვენა მხარეს ზედა ნაწილში, აღენიშნებოდა წარწერა GAL. 9MM MAGNUM, ოქმის თანახმად, პისტოლეტის მაგვარი საგნიდან მოხსნილი იქნა მჭიდი, იქნა განმუხტული, რა დროსაც ლულაში რაიმე ვაზნისმაგვარი საგანი არ აღმოჩნდა, რის შემდეგაც, ამოღებული პისტოლეტისმაგვარი საგანი, მჭიდი და ორი ცალი ვაზნისმაგვარი ნივთი მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა 01 პაკეტით #33/5/1/5 ლუქის ბეჭდით.
11.ბრალდებულ მა-–---- შა------ის პირად ჩხრეკაში მონაწილე მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა, უბნის ინსპექტორ გამომძიებლებმა, კახაბერ ალანიამ, გურამ ორაგველიძემ, ზურაბ ჟორჟოლიანმა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა გიო---------------ემ, მთლინად დაადასტურეს ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები და განმარტეს, რომ ბრალდებულის მიმართ, პირადი ჩხრეკა ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით და რაიმე სახის შენიშვნა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მხრიდან, მათ შორის ბრალდებულის მხრიდანაც არ გამოთქმულა. ოქმის თანახმად, ბრალდებულმა მა-–---- შა------ემ, ოქმის გაცნობის შესახებ პირადად გააკეთა ჩანაწერი და ხელისმოწერით დაადასტურა მისი სისწორე, ასევე, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის ასლის გადაცემა დაადასტურა ოქმზე ხელისმოწერით.
12.საქმეში არსებული და მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბრალდებული მა-–---- შა------ე პირადად გაეცნო საგამოძიებო მოქმედების ოქმს, ჩაიბარა მისი ასლი, რაც დაადასტურა ოქმზე ხელისმოწერით, რაც მიუთითებს, რომ ბრალდებულის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკა პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული იქნა საპროცესო ნორმების დაცვით და იგი დადასტურებული იქნა სასამართლოს მიერ, რის გამოც, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარი მითითებას იმასთან დაკავშირებით რომ ჩხრეკა ჩატარებული იქნა საპროცესო ნორმათა დარღვევით და ბრალდებულისგან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და ორი საბრძოლო ვაზნით არ ეკუთვნის ამ უკანასკნელს, რაც არ დასტურდება საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, რის გამოც, ბრალდებულს სწორად აქვს წარდგენილი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღს და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
13.იმის გათვალისწინებით, რომ იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ასევე, მოიცავს მის მართლსაწინააღმდეგო შეძენახვასაც, დამატებითი კვალიფიკაცია სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით საჭირო არ არის, იმის გამო, რომ იარაღის ტარება მისი შეძენის ლოგიკური გაგრძელებაა, რადგანაც პირმა ჯერ უნდა შეიძინოს ცეცხლსასროლი იარაღი, რომ შემდგომ ატაროს იგი, იმის მიუხედავად, რომ შეძენის ფაქტი თუნდაც უტყუარი მტკიცებულებებით იყოს დადასტურებული, აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ მა-–---- შა------ეს, ზედმეტად აქვთ წარდგენილი სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისიწინებული ბრალდება, რის გამოც, წარდგენილი ბრალდებებიდან უნდა ამოერიცხოს აღნიშნული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
1.საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
2.დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს.
3.სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
4.გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
6.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
7.საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
8.სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
9.ბრალდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო, ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის წარსული შებღალული არ ყოფილა რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მის სოციალურ სტატუსს, როგორც მის სასარგებლო მოცემულობას.
10.სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კერძო და ზოგადი პრევენციების მიზნების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე, სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს და მიიჩნევს, რომ თავისუფლების სახით დასანიშნი სასჯელი მოცემულ შემთხვევაში უნდა აღემატებოდეს სასჯელის მინიმუმს.
11.აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, აშკარა გამოკვეთილი შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც, სანქციის ქვედა და ზედა ზღვარის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულს დაენიშნოს წარდგენილი ბრალდებებით გათვალისიწინებული სასჯელის მინიმალურ ზომასთან მიახლოებული სასჯელის ზომა.
12.ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების საზოგადოებრივად საშიში ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ მა-–---- შა------ის მიმართ, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ნივთმტკიცებების საკითხის გადაწყვეტა:
1. ნივთიერი მტკიცებულებები, განკარგული იქნეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბრალდებულ მა-–---- შა------ეს, წარდგენილი ბრალდებებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
2.ბრალდებული მა-–---- შა------ე, ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სს სააქციო საზოგადოება ,,ლიბერთი ბანკის’’ №24-ე სერვის ცენტრზე ყაჩაღურ თავდასხმაში) წარდგენილ ბრალდებაში.
3.ბრალდებული მა-–---- შა------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06(ექვსი) წლით და 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. ბრალდებული მა-–---- შა------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მხულის მეორე ნაწილის ,,გ’’, მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისიწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 07(შვიდი) წლით და 06(ექვსი) თვით თავისუფების აღკვეთა.
5. ბრალდებული მა-–---- შა------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ბრალდებულ მა-–---- შა------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 07(შვიდი) წლით და 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
7. მსჯავრდებულ მა-–---- შა------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
8.მსჯავრდებულ მა-–---- შა------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2016 წლის 15 ივლისიდან, დღიდან მისი დაკავებისა.
9. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეში არსებული ნივთიერი მტკიცებულებების განკარგვის საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ქუთაისში, ბუ----ის ქ.N20ა-ში განთავსებული სს „ლიბერთი ბანკის“ N24 სერვისცენტრის დათვალიერებისას ამოღებული კარის ჩამინული გატეხილი მინის ნამსხვრევი მასზე არსებული მა-–---- შა------ის სისხლით, ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, ქუთაისში, ბუ----ის ქ.N20ა-ში განთავსებული სს „ლიბერთი ბანკის“ N24 სერვისცენტრის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევები, დალუქული ერთ პაკეტად, იატაკის ზედაპირიდან ამოღებული თმისმაგვარი ღერი, დალუქული ერთ პაკეტად, ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში,ადგილმდებარეობისა და ავტომანქანის (ი.მ-------ის კუთვნილი ავტომანქანა ოპელ -ასტრა, სახ.ნომრით H------) დათვალიერების დროს ამოღებული- ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის საზურგე და საჯდომის ზედაპირიდან ამოღებული მიკრონაწილაკები დალუქული ერთ პაკეტად, ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის საზურგე და საჯდომის ზედაპირიდან ამოღებული მიკრონაწილაკები დალუქული ერთ პაკეტად, ავტომანქანის უკანა მარცხენა სავარძლის საზურგე და საჯდომის ზედაპირიდან ამოღებული მიკრონაწილაკები დალუქული ერთ პაკეტად, ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძლის საზურგე და საჯდომის ზედაპირიდან ამოღებული მიკრონაწილაკები, მათ შორის სამი თმის ღერი, რომლის გენეტიკური პროფილი და მა-–---- შა------ის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა იდენტური (თმის ღერები გახარჯა ექსპერტიზაზე) დალუქული ერთ პაკეტად; ავტომანქანის საჭის ზედაპირიდან ამოღებული ანაწმენდი, დალუქული ერთ პაკეტად, სიჩქარეების გადამრთველი კოლოფის სახელურის ზედაპირიდან ამოღებული ანაწმენდი, დალუქული ერთ პაკეტად; ავტომანქანის სალონიდან ამოღებული სიგარეტის 2 ნამწვი, დალუქული ორ პაკეტად, ჯე---–---------ის სპორტული ზედა, დალუქული ერთ პაკეტად, წებოვანი ლენტები დალუქული სამ პაკეტად, ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში; ჯე---–---------ის შარვალი და სპორტული ზედა ინახება პოლიციის მეხუთე განყოფილებაში; ჯ.მ-------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული 1 ცალი ნახევარი ლიტრის ტევადობის პლიეთილენის ბოთლი, წარწერით, „ბაკურიანი“, დალუქული ერთ პაკეტად; 1 ცალი ნახევარი ლიტრის ტევადობის პლიეთილენის ბოთლი, წარწერის გარეშე დალუქული ერთ პაკეტად, 5 ცალი სიგარეტ „კენტის“ ნამწვი, დალუქული ხუთ პაკეტად, ამათგან სიგარეტ „კენტის“ ორი ნამწვზე, აღმოჩნდა მა-–---- შა------ის გენეტიკური პროფილები; ორი ცალი პოლიეთილენის შავი ფერის ფრაგმენტი, დალუქული ორ პაკეტად, ქაღალდის მცირე ზომის ფრაგმენტი, დალუქული ერთ პაკეტად, ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, იმე------------ის ავტომანქანა ოპელ-ასტრას, სახ.ნომრით H------ სალონის სავარძლის შალითების ნიმუშები, დალუქული ერთ პაკეტად, ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში;
მა-–---- შა------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული „GOLD STAR 2002” მოდელის პისტოლეტი, მჭიდით და 2 ცალი მასრა (2 ცალი საბრძოლო ვაზნა გაიხარჯა ექსპერტიზაზე), ფულადი თანხა 650 აშშ დოლარი, 85 ლარი, ქაღალდის ფურცელი, რომელზეც ჩაწერილია ტელეფონის ნომერი 551 20-38-20, ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში; მა-–---- შა------ის ნერწყვის ნიმუში, მა-–---- შა------ის სისხლის ნიმუში, ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში;ჯი-–----------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხის ჯვარი ხის ყელსაბამით, თე-----–--–--ის ნერწყვის ნიმუში, თე-----–--–--ის თმის ნიმუში, ჯე---–---------ის ნერწყვის ნიმუში; ჯე---–---------ის თმის ნიმუში, ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში; იმე------------ის კუთვნილი ავტომანქანა Opel Astra, 1.6, სახ.ნომრით H------, ინახება მესაკუთრე იმე------------ესთან - განადგურდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე დაუდგენელი პირების მიმართ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
შემთხვევის ადგილის (ქუთაისში, ბუ----ის ქ.N20ა-ში განთავსებული სს „ლიბერთი ბანკის“ N24 სერვისცენტრი) დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში; ადგილმდებარეობისა და ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, ინახება სისხლის სამართლის საქმეში; ჯე---–---------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, იმე------------ის კუთვნილი ავტომანქანიდან, სახ.ნომრით H------, შალითების ნიმუშების აღების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში, სს „ლიბერთი ბანკის“ იმ-------- რეგიონალური ფილიალიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი, დალუქული ერთ პაკეტად მა-–---- შა------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, სუპარმარკეტ „ელიტას“ სამეთვალყურეო კამერის მიერ დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერი, დალუქული ერთ პაკეტად რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს მასში და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
მა-–---- შა------ის ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული 10 დოლარიანი კუპიურა, დალუქული ერთ პაკეტად, ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში;მა-–---- შა------ის ტანსაცმელი-ჯინსის შარვალი, მაისური, სვიტერი, ტრუსი, შორტი, ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში; მა-–---- შა------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ლეპტოპი, მაუსით, ყურსასმენი, ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მა-–---- შა------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
მოსამართლე ლერი თედორაძე