განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100117002223336
№1/318-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 თებერვალი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნატო ტორიაშვილის
ბრალდებულ - ზა----- შა-------–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ზა----- შა-------–---–ი
მამის სახელი: ი------
დაბადებული: 1--------- წელს
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: ყვარლის რაიონის სოფელი ენ----–ი
ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის რაიონის სოფელი ენ----–ი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილი.
კვალიფიკაცია: ზა----- შა-------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის ოქტომბრის თვეში, ზა---- შა-------–---–მა ყვარლის რაიონის სოფელ ენ----–ში, მინდორში უკანონოს მოკრიფა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“, საიდანაც 12.03 გრამს გამომშრალი სახით 2017 წლის 2 ნოემბრამდე უკანონოდ ინახავდა ამავე სოფელში თავის საცხოვრებელ სახლში.
ზა----- შა-------–---–ს 2017 წლის 20 ნოემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის ოქტომბრის თვეში, ზა---- შა-------–---–მა ყვარლის რაიონის სოფელ ენ----–ში, მინდორში უკანონოს მოკრიფა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“, საიდანაც 12.03 გრამს გამომშრალი სახით 2017 წლის 2 ნოემბრამდე უკანონოდ ინახავდა ამავე სოფელში თავის საცხოვრებელ სახლში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - ზა---- შა-------–---–ის, მა----- ნუ----–---–ის, იო--- შა-------–---–ის, ელ---- ხა---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზა---- შა-------–---–მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 12.03 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას გამომშრალი სახით.
ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერი სახით მის უკანონო გადაცემაში ან მოპოვებაში, სასყიდლით თუ უსასყიდლოდ. ეს შეიძლება იყოს ჩუქება, ყიდვა, მოკრეფა და ა.შ.
ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შენახვა გამოიხატება მის უკანონოდ ფლობაში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზა---- შა-------–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვა.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოში წარმოდგენილი მასალების ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ უდავოდ არის მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ ზა---- შა-------–---–მა ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით.
ამდენად, იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ზა---- შა-------–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზა---- შა-------–---–ი იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში. შესაბამისად, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ზა---- შა-------–---–თან მიმართებით შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ზა---- შა-------–---–ის მიმართ 2731 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით გამოიყენოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაუმატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. ზა---- შა-------–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. რაც ბრალდებულის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი.
2. საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია მცენარეული მასა, გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზა----- შა-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 თებერვლის განაჩენით ზა----- შა-------–---–ის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი. საბოლოოდ, ზა----- შა-------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათი.
ზა----- შა-------–---–ს საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ თანახმად, ჩამოერთვას ამავე კანონის მესამე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობების დაკავების და საქმიანობის უფლება: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება 10 (ათი) წლის ვადით. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება 5 (ხუთი) წლის ვადით.
ზა----- შა-------–---–ი დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 9 თებერვლის 12:40 საათიდან.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - მცენარეული მასა, გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი