განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2018
საქმის ნომერი
190100117001927927
თარიღი
12.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-------

(N07823121600-)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 თებერვალი, 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე პროკურორი გიორგი ღონღაძე,ბრალდებული: თ------------------–ი, დაბადებული 1----–-–------------, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ----------------------------;

 

ადვოკატები: გ----------------–---–ი და ანდრონიკ სარიბეკოვი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

20-6 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 19:15 საათზე, ქ----------–---–------------------ზე, ქ-----------------ის მიმართულებით, დაახლოებით 134 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა თ------------------–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი ,---------------–ი“ სახ. ნომრით T--------, რომელმაც შ------------------ის და მ-------- კვეთაზე არსებულ გზაჯვარედინზე გაიარა მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე. აღნიშნულით თ------------------–მა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის 1-ლი და მე-6 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ: წითელი მაშუქი სიგნალი ან წითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას; დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით; მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. შედეგად თ------------------–მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა და შეეჯახა ქ-----------------იდან 21-ე მიკრორაიონის მიმართულებით მოძრავ, გზაჯვარედინზე შემოსულ ავტომობილს ,,ბ--“-ს სახ. ნომრით W--------, რომელსაც მართავდა რ-----------------ე. შეჯახების შედეგად რ-----------------ე და მისი მგზავრები ლ-----–---------–--ნი და ნ-----–----------–---–ი გარდაიცვალნენ.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს:

 

ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე თავი შეიკავა ჩვენების მიცემისაგან და გამოიყენა დუმილის უფლება.

 

20-6 წლის 23 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ადგილი სადაც 20-6 წლის 23 დეკემბერს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა მდებარეობს ქ----------–---–------------------ზე შუქნიშნით რეგულირებად გზაჯვარედინზე N23 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გზის სავალი ნაწილი არის ასფალტირებული და უდეფექტო. შ--------------------ის გამზირზე არსებულ სამოძრაო ზოლს მარჯვენა მხრიდან უერთდება მ---------კენ შესასვლელი გზა, ხოლო შ------------------ი ქ-----------------ის მიმართულებით სავალ გზას მარჯვენა მხრიდან უერთდება 2---------კენ შესასვლელი გზა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაშვები სიჩქარე შეადგენს 60 კმ/საათს. გზას შუაზე ჰყოფს 4,20 მეტრი სიგანის ბეტონის გამყოფი ზოლი. როგორც შ------------------ი-ქ-----------------ის მიმართულებით, ისე შ--------------------ის გამზირის მიმართულებით, სამოძრაო ზოლებზე, განლაგებულია წამზომიანი შუქნიშნები, რომლებზეც ერთდროულად ინთება 20 წამიანი მწვანე ფერის მაშუქები, რომელიც უკუთვლით ჩამოდის ერთ წამამდე, ამის შემდეგ ირთვება მოციმციმე 4 წამიანი მწვანე მაშუქი, შემდეგ 3 წამიანი ყვითელი ფერის მაშუქი და შემდეგ 23 წამიანი ასევე უკუთვლით ჩამომსვლელი წითელი ფერის მაშუქი, რომლის ჩართვისთანავე, როგორც შარტავა ქ-----------------ის მიმართულებით, ისე შ--------------------ის გამზირის მიმართულებით სავალ გზებზე, ირთვება მარცხნივ მოხვევის დამატებითი სექტორის მწვანე ფერის ისრები, რომლებიც მე-17 წამზე გადადის მოციმციმე მაშუქზე და მე-14 წამზე საერთოდ ქრება. შ------------------ი- ქ-----------------ის მიმართულებით სავალ გზას აქვს სამი სამოძრაო ზოლი. მარცხენა სამოძრაო ზოლის სიგანეა 3,70 მეტრი, შუა სამოძრაო ზოლის სიგანეა 3,60 მეტრი, ხოლო გზის პირის სიგანეა 1,70. შ------------------ი- ქ-----------------ის სავალი გზის სიგანეა 12,80 მეტრი. ათვლის წერტილად აღებულია ბეტონის გამყოფ ზოლზე არსებული განათების ბოძი. ათვლის წერტილიდან მეგობრობის გამზირის მიმართულებით 12.0 მეტრსა და მარცხნივ 5,85 მეტრში. აღინიშნება ამონაკაწრი, რომლისგანაც შ------------------ი-ქ-----------------ისკენ მიმართულებით სავალ გზაზე 0,50 მეტრი სიგრძის მიცურების კვალი აღინიშნება, ასევე მის გვერდით 1,85 მეტრშიც აღინიშნება ამონაკაწრი და მისგან შ------------------ი-ქ-----------------ის მიმართულებით 7,60 მეტრის მოცურების კვალია. აღნიშნული ამონაკაწრები წარმოადგენს სავარაუდო შეჯახების ადგილს. შ------------------ი - ქ-----------------ის მიმართულებით სავალ გზაზე მ---------კენ შესახვევ გზასთან არსებულ ,,სდექ” ხაზიდან სავარაუდო შეჯახების ადგილამდე მანძილია 49,80 მეტრი. გზაზე განთავსებულია 4,80 მეტრის ქვეითთა გადასასვლელი, რომელიც მთლიანად კვეთს შ------------------ზე არსებულ სავალ გზას. შარტავა - ქ-----------------ის მიმართულებით სავალ გზაზე არსებულ ქვეითთა გადასასვლელიდან სავარაუდო შეჯახების ადგილამდე მანძილია 14,0 მეტრი. ათვლის წერტილიდან შ------------------ი-ქ-----------------ის მიმართულებით გზაზე მარჯვნივ 13,40 მეტრსა და შ------------------ი ქ-----------------ის მიმართულებით 17,90 მეტრში აღინიშნება ინტენსიური პლასტმასის ჩამონაყარი. შ------------------ი-ქ-----------------ის მიმართულებით სავალი გზის მარჯვნივ გაჩერებულია შემთხვევაში მონაწილე ,,მ-----------” მარკის ავტომობილი. სანომრე ნიშნით T-------- რომელიც ნახევრად მიწის გვერდულზე დგას, ავტომობილის წინა ნაწილი განლაგებულია სავალ გზაზე და მიმართულია ბეტონის გამყოფი ზოლისაკენ ,,მ-----------” მარკის ავტომობილის წინა მარჯვენა საბურავიდან, შ------------------ი-ქ-----------------ის მიმართულებით, სავალი გზის მარცხენა წყვეტილ ხაზამდე მანძილია 7,80 ხოლო მარცხენა საბურავიდან 7,90 მეტრი ავტომობილის წინა მარჯვენა საბურავიდან შ------------------ი ქ-----------------ის მიმართულებით აღინიშნება 7,10 მეტრი კვალი, რომელიც მუქდება. სავალი გზის მარჯვენა ბორდიულთან, სადაც განლაგებულია ბეტონისჯებირი, აღნიშნულ ბეტონის ჯებირს შეჯახების შედეგად აღნიშნება დაზიანებები, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე შეინიშნება 13,10 მეტრის მუქი ფერის სითხის ჩამონაღვენთი და მიმოფანტულია პლასტმასის და მინის ჩამონაყარი. შ------------------ი-ქ-----------------ის მიმართულებით სავალ გზაზე გაჩერებულია ასევე შემთხვევაში მონაწილე ,,ბ--”-ს მარკის ავტომობილი, რომლის სახელმწიფო ნიშანია W--------.აღნიშნულ ავტომობილში წინა მარჯვენა სავარძელზე განთავსებულია ახალგაზრდა ქალბატონის გვამი. ავტომობილის უკანა ნაწილი მიმართულია ბეტონის გამყოფი ზოლისკენ. ავტომობილის უკანა მარცხენა საბურავიდან ბეტონის გამყოფ ზოლამდე მანძილია, 6,60 მეტრი. ხოლო უკანა მარჯვენა საბურავიდან 6,70 მეტრი წინა მარცხენა საბურავიდან შ------------------ი-ქ-----------------ის მიმართულებით სავალი გზის მარჯვენა ბორდიულამდე მანძილია 3,0 მეტრი ხოლო წინა მარჯვენა საბურავიდან 3,20 მეტრი შ------------------ი-ქ-----------------ის მიმართულებით სავალ გზაზე განთავსებულია საშუალო ასაკის მამაკაცის გვამი, რომელიც ავტომანქანა ,,ბ--”-სგან დაშორებულია 7,70 მეტრით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ,,ბ--”-ს მარკის ავტომობილიდან ამოღებულ იქნა სხვადასხვა სახის ნიმუშები და კვლები.

 

20-7 წლის 12 იანვრის შემთხვევის ადგილის (დამატებითი) დათვალიერების ოქმის მიხედვით: დათვალიერება მიმდინარეობდა ქ.რუსთავი, შ------------------ზე, შუქნიშნით რეგულირებად გზაჯვარედინზე №23 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. ქუთაისის მოედანი-შ------------------ის მიმართულებით სამოძრაო გზას, მარჯვენა მხრიდან უერთდება მ---------კენ შესასვლელი გზა, ხოლო შ------------------ი ქ-----------------ის მიმართულებით სავალ გზას, მარჯვენა მხრიდან უერთდება 2----------კენ შესასვლელილ გზა. 1-2 და 3-4 შუქნიშნებზე ერთდროულად ირთვება უკუთვლით მოძრავი 20 წამიანი მწვანე ფერის მაშუქი, რომელიც 1 წამამდე ჩამოდის, შემდეგ ირთება 4 წამიანი მოციმციმე მწვანე ფერის მაშუქი შემდეგ 3 წამიან ყვითელი ფერის მაშუქი და შემდეგ 23 (ოცდასამი) წამიანი ასევე უკუთვლით ჩამომსვლელი წითელი ფერის მაშუქი, რომლის ჩართვისთანავე 1-ელ და მე-3 შუქნიშნებზე, ირთვება მარცხნივ მოხვევის დამატებითი სექციის ისრები, რომლებიც მე-17 წამზე გადადის მოციმციმე მაშუქზე და მე-14 წამზე საერთოდ ქრება. მათი ჩაქრობის შემდეგ მე-13 წამზე მე-5 და მე-6 შუქნიშნებზე ერთდროულად ინთება წითელი და ყვითელი ფერის 3 წამიანი მაშუქები, რასაც მოყვება 10 წამიანი მწვანე ფერის მაშუქი, რომელიც ბოლო 4 წამზე გადადის მოციმციმედ, ხოლო მისი დამთავრების შემდეგ ირთვება ყვითელი ფერის 3 წამიანი მაშუქი. აღნიშნულ შუქნიშნებზე, ყვითელი ფერის ანთებისთანავე 1-2 და 3-4 შუქნიშნებზე, ერთდროულად ირთვება წითელი და ყვითელი ფერის 3 წამიანი მაშუქი და მათი დამთავრებისთანავე მე-5 და მე-6 შუქნიშნებზე ირთვება წითელი ფერის მაშუქი ხოლო 1-2 და 3-4 შუქნიშნებზე ისევ 20 წამიანი მწვანე ფერის მაშუქი. ამ თანმიმდევრობით მიმდინარეობს აღნიშნულ გზაჯვარედინზე შუქნიშნების მექანიზმი. რაც შეეხება მ--- შუქნიშანს, ირთვება 24 წამიანი უკუთვლით მოძრავი მწვანე ფერის მაშუქი, რომლის ერთ წამამდე ჩამოსვლის შემდეგ ირთვება 3 წამიანი ყვითლი ფერის მაშუქი. ყვითელი ფერის დამთავრებისთანავე ირთვება 24 წამიანი წითელი ფერის მაშუქი, რომლის 1 წამამდე ჩამოსვლის შემდეგ გადადის 3 (სამი) წამიან ყვითელი ფერის მაშუქზე, შემდეგ ისევ 24 წამიან მწვანე ფერის მაშუქზე და ამ მექანიზმით მუშაობს აღნიშნული შუქნიშნი. მ--- შუქნიშანსა და 1-ლ შუქნიშანს შორის მანძილი 30- მეტრი ხოლო 1-ე შუქნიშანსა და მე-2 შუქნიშანს შორის მანძილია 20 მეტრი. შ------------------ი ქ-----------------ის მიმართულებით სავალ გზაზე არსებულ 1-ელ სდექ ხაზსა და მე-2 სდექ ხაზს შორის მანძილია 30 მეტრი, ხოლო 1-ლ სდექ ხაზსა და გზაგამყოფი ბეტონის ზოლს კიდემდე მანძილია 45 მეტრი.

 

სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაიკითხა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე გამომძიებელი უ-------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ 20-6 წლის 23 დეკემბერს შეტყობინების საფუძველზე გავიდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობდა შ------------------ის მიმდებარედ. გზა გადაკეტეს და დაათვალიერა შ/ადგილი, სადაც “მ-------ის მარკის” ავტომობილს რკინის ჯებირები ჰქონდა გატეხილი და ასული იყო მარჯვენა მხარეს, ცხვირით გზისკენ, ხოლო მეორე შეჯახებული მანქანა “ბ---ს” მარკის გაჩერებული იყო სავალ გზაზე რუსთავი თბილისის მიმართულებით. გზაჯვარედინზე შესამჩნევი იყო ორი ამონაკაწრი, რომელიც გამოიწვია შეჯახებამ. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე და შ/ადგილზე სქემები შეადგინეს როგორც დაზარალებული, ისე დაცვის მხარის მონაწილეობით. გამოძიებით დადგინდა, რომ თ------------------–ის სავალ გზაზე შუქნიშნები მოქმედებდნენ შემდეგნაირად: ”მ-----------” მარკის ავტომობილით მძღოლი მოძრაობდა რუსთავი თბილისის მიმართულებით, საჭეს მართავდა თ------------------–ი, რომელსაც ასევე თან ახლდა ბავშვები, ხოლო “ბ---ს” მარკის ავტომობილი, რომელსაც მართავდა რ-----------------ე მოძრაობდა 2---------ის მიმართულებით. შეჯახების მიზეზი იყო ”მ-----------” მარკის ა/მანქანის წითელი ფერის შუქნიშანზე გავლა გადაჭარბებული სიჩქარით.

 

20-7 წლის 22 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის მიხედვით, (სადაც მონაწილეობდა დაცვის მხარეც) დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.რუსთავში შ------------------ზე №23-ე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მ--- და 2---------ის კვეთაზე, სადაც გზის სავალი ნაწილი არის ასფალტირებული და უდეფექტო. აღნიშნულ მონაკვეთზე არის ცალმხრივი მოძრაობა, შესაბამისად მეგობრობის გამზირიდან - ქ-----------------ის მიმართულებით და ქ-----------------იდან მეგობრობის გამზირის მიმართულებით. ცალმხრივ მოძრაობას ჰყოფს ბეტონის გზამყოფი ზოლი, გზაგამყოფ ზოლები წყდება სადაც ერთმანეთს უკავშირდება მ--- და 2--------აიონების დამაკავშირებელი გზაჯვარედინი. მეგობრობის გამზირიდან ქ-----------------ის მიმართულებით სამოძრაო გზის მთლიანი სიგანეა 12,70 მეტრი. ”მ-----------” მარკის ავტომობილი გაჩერებულია აღნიშნული გზის შუა სამოძრაო ზოლში. აღნიშნული გზა სამ სამოძრაო ზოლად. ”მ-----------” მარკის ავტომობილის წინა მარჯვენა საბურავი ქ-----------------ის მიმართულებით სამოძრაო გზის მარჯვენა კიდედან დაშორებულია 6,50 მეტრით, ხოლო უკანა მარჯვენა საბურავიდან გზის კიდემდე მანძილია 6,20 მეტრი. ,,მ-----------” ავტომობილის წინა მარცხენა საბურავი აღნიშნული გზის გზაგამყოფი ბეტონის კონსტრუქციიდან დაშორებულია 4,40 მეტრით, ხოლო უკანა მარცხენა საბურავი 4,80 მეტრით. აღნიშნულ ავტომანქანაში მჯდომმა თ------------------–მა, განმარტა რომ, როდესაც იგი მოძრაობდა მეგობრობიდან ქ-----------------ის მიმართულებით, შეამჩნია შარტავას მოედნიდან ქ-----------------ის მიმართულებით სავალ გზაზე არსებულ პირველივე შუქნიშანზე მწვანე ფერის მაშუქი, ამ მომენტში მისი სამოძრაო ზოლის წინ ავტომობილი ,,მ-------ესი” სდექ ხაზიდან დაშორებული იყო 38 მეტრით, ხოლო აღნიშნული შუქნიშნიდან 60,20 მეტრით ,,მ-----------” მარკის ავტომობილმა გააგრძელა მოძრაობა ქ-----------------ის მიმართულებით გაცდა პირველ შუქნიშანს და თ------------------–ის განმარტებით 9,80 მეტრში დაინახა ,,ბ--” მარკის ავტომანქანა, რომელიც შემოვიდა ქუთაისის მოედანი მეგობრობის გამზირის მიმართულებით სამოძრაო ზოლის უკიდურეს მარცხენა მხრიდან 2---------ის მიმართულებით, მეგობრობის გამზირი ქ-----------------ის მიმართულებით იგი შემოვიდა 2,20 მეტრით. მოწმე თ------------------–მა ასევე მიუთითა ადგილი, სადაც მოხდა მისი ავტომობილისა და ,,ბ--”-ს მარკის ავტომობილებს შორის შეჯახება. მის მიერ ნაჩვენებ შუქნიშნებს ადგილზე სავალ გზაზე დადგა ”ბ---ს” მარკის ავტომობილი რომლის (წინა) და უკანა საბურავები 2,60 და 2,80 მეტრით არის დაშორებული გზის კიდედან, ხოლო წინა საბურავები 5,40 მეტრით და 5.30 მეტრით. თ------------------–ის განმარტებით, 65 მეტრში ხედავდა გზის გამყოფი ზოლის წყვეტას, რომელიც არის 21- ე მ/რ-კენ შესასვლელი გზა. მეგობრობის გამზირი ქ-----------------ის მიმართულებით სავალ გზაზე უკიდურეს მარცხენა ზოლში მ---------ის შესახვევიდან არსებულ სდექ ხაზთან გაჩერებული იყო შკოდას მარკის ავტომობილი.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ბ-----ს ლ---------–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 20-6 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 12:00 საათზე შეატყობინეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მისი ქალიშვილი, შვილიშვილი და სიძე გარდაიცვალნენ, ხოლო მეორე ქალიშვილს ფეხი ჰქონდა მოტეხილი. რამდენადაც მისთვის ცნობილია, ”მ-----------” მარკის ა/მანქანა მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით. ითხოვს ბრალდებულის მკაცრად დასჯას.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლე შ--–--------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მას გარდაეცვალა მეუღლე და შვილი, ასევე გარდაიცვალა მისი ქვისლი. ითხოვს ბრალდებულის მკაცრად დასჯას.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ----- ლ---------–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 20-6 წლის 23 დეკემბერს, დასთან, დისშვილთან და მეუღლესთან ერთად, ”ბ---ს” მარკის ა/მანქანით მოძრაობდნენ ქ----------–------------------- მ/რ-ის მიმართულებით. საჭესთან იჯდა მისი მეუღლე რ-----------------ე, მძღოლის გვერდით ისხდნენ მისი და ლ-----–---------–--ნი და მას კალთაში ესვა მისი დისშვილი. უკან ისხდნენ თვითონ და მისი შვილი. გავიდნენ გზაზე, აიღეს მარცხენა უკიდურესი ზოლი და გაჩერდნენ სდექ ხაზთან შუქნიშანზე. აინთო მწვანე ფერის შუქნიშანი, მანქანა ნელა დაიძრა და ჩაუხვიეს, ამ მომენტში მარჯვნივ გაიხედა და დაინახა არანორმალური სისწრაფით მომავალი მანქანა, რომელიც წამებში მოუახლოვდა მათ და დაეჯახა. შეჯახება მოხდა ძირითადად წინა მხარეს. მას ფეხები ჰქონდა დაბეჟილი. ითხოვს ბრალდებულის მკაცრად დასჯას.

 

დაზარალებულ ნ----- ლ---------–---ის მონაწილეობით, 20-7 წლის 21 თებერვალს ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.რუსთავი, შ------------------ზე №23-ე საცხოვრებელ კორპუსის მიმდებარედ მ--- და 2---------ის კვეთაზე, სადაც გზის სავალი ნაწილი არის ასფალტირებული და უდეფექტო. ნ----- ლ---------–---ის განმარტებით, ის იჯდა ,,ბ--”-ს მარკის ავტომობილში უკანა მგზავრის სავარძელზე მარჯვენა მხარეს. ,,ბ--”-ს მარკის ავტომობილი მოძრაობდა მეგობრობის გამზირის მიმართულებით სავალ გზაზე უკიდურეს მარცხენა ზოლში. 2--------აიონისკენ შესახვევი სავალი გზის ბეტონის გზაგამყოფ ზოლებს შორის არსებულ წყვეტასთან მეგობრობის გამზირის მიმართულებით სავალ გზაზე არის სდექ ხაზი, საიდანაც ნ----- ლ---------–---ის განმარტებით, მათი ავტომობილის მძღოლმა რ-----------------ემ დაიწყო მოძრაობა და გადავიდა მეგობრობის გამზირიდან შ------------------ი ქ-----------------ის მიმართულებით სამოძრაო ზოლში. ნ----- ლ---------–---ის განმარტებით აღნიშნული სდექ ხაზიდან დაახლოებით 12.10 მეტრის გავლის შედეგ, რა დროსაც მათი ავტომობილი შესული იყო 3,40 მეტრით, ამ დროს ნ----- ლ---------–---მა, მეგობრობის გამზირიდან ქ-----------------ის მიმართულებით სამოძრაო ზოლში დაინახა ავტომობილი, რომელიც მოძრაობდა მეგობრობის გამზირი-ქ-----------------ის მიმართულებით და რომელსაც ჩართული ჰქონდა განათების მაშუქები და იგი მოძრაობდა დაახლოებით გზის შუა ნაწილში, აღნიშნულ ავტომობილსა და მათ ავტომობილს შორის მანძილი იყო 137,10 მეტრი. ამის შემდეგ დაახლოებით 60 მეტრის გავლის შემდეგ, რ-----------------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს შეეჯახა ავტომობილი, რომლის განათების შუქებიც დაინახა ნ----- ლ---------–---მა. ნ----- ლ---------–---ის მიერ მითითებული შეჯახების ადგილიდან ქ-----------------ის მიმართულებით სავალი ნაწილის მარჯვენა გვერდულ ხაზამდე მანძილია 3,40 მეტრი. მეგობრობის მანძილის მიმართულებით სამოძრაო გზის სდექ ხაზიდან შეჯახების ადგილამდე, რ-----------------ის მართვის ქვეშ მყოფმა ავტომობილმა გაიარა 18,10 მეტრი. რ-----------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის იმ განლაგებიდან, საიდანაც ნ----- ლ---------–---მა დაინახა მეგობრობის გამზირიდან ქ-----------------ის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი, მათი მოძრაობის მიმართულებით მარჯვენა მხარეს ბეტონის გზაგამყოფ კიდესთან არსებულ შუქნიშნამდე მანძილია 10 მეტრი. აღნიშნული ავტომობილის განლაგებიდან, მათი მოძრაობის მიხედვით მარჯვენა მხარეს გამყოფ ზოლს აქვს წყვეტა, რომელიც მეგობრობის გამზირიდან ქ-----------------ის მიმართულებით სამოძრაო გზაზე ბეტონის გზაგამყოფ ზოლის წყვეტასთან აქვს სდექ მონაცემის ხაზი, რომელიც ავტომობილის განლაგებიდან დაშორებულია 52 მეტრით. შეჯახების ადგილიდან მეგობრობის გამზირი-ქ-----------------ის მიმართულებით გვერდულ ხაზამდე მანძილია 3,40 მეტრი. 2--------აიონიდან შ------------------ი-ქ-----------------ის მიმართულებით. სამოძრაო ზოლის მარჯვენა კუთხემდე მანძილია, 4,10 მეტრი.

 

20-7 წლის 4 აპრილის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით: კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა განპირობებულია შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,მ-----------” მძღოლის თ------------------–ის ქმედებით, რომელსაც უგულებელყოფილი აქვს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 29 მუხლის 2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის , 33-ე მუხლის 1 პუნქტის და 33-ე მუხლის 6 პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტომობილ ,,ბ--”-ს მძღოლ რ-----------------ეზე არ იყო დამოკიდებული კონკრეტული სატრანსპორტო საგზაო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.

 

მოწმე ე-----------–--–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზა და გასცა შესაბამისი დასკვნა, რომლის რეალობასაც ადასტურებს. მისი განმარტებით, ავტომობილი ”მ-------ესი” მოძრაობდა შ------------------ზე, რომელიც დაეჯახა გვერდიდან ავტომობილ ”ბ----ეს”. კვლევის შედეგად და წარმოდგენილი მასალებით დადგინდა, რომ ავტომობილი ”ბ----ე” შეჯახების შემდეგ სადაც დატოვებული იყო ამონაკაწრი, გადაადგილებული იყო 30 მეტრის მანძილზე. აღნიშნული მანძილებისა და ავტომობილების მოდელების გათვალისწინებით მოხდა ავტომობილების გადაადგილების მექანიზმის დადგენა. ავტომობილი ”მ-------ესი” მოძრაობდა უშუალოდ შეჯახების მომენტში 134 კმ. სთ სიჩქარით. როდესაც ”ბ----ემ” დაიწყო შ------------------ზე მოძრაობა ”ბ----ე” მისგან დაშორებული იყო 107 მეტრით. ავტომობილი ”ბ---ს” გადაადგილების სიჩქარე შეჯახების შედეგად იყო 67,2 კმ/სთ. ”ბ---ს” აჩქარება მოხდა 67,2 კმ/სთ-ით. აჩქარება გამოიწვია შეჯახებამ. შეჯახების შემდგომ კინეტიკური ენერგია, რაც ჰქონდა ”მ-------ესს” ნაწილი ჩაიხშო ”მ-------ესში”, ხოლო დანარჩენი კინეტიკური ენერგია გადაეცა ”ბ----ეს” და ”ბ----ემ” გააგრძელა ცურვითი მოძრაობა. ავტომობილი ”მ-----------თვის” საფრთხე შეიქმნა მაშინ, როდესაც ”ბ----ემ” მოძრაობისას გადმოკვეთა გამყოფი გაზონი და უშუალოდ შემოვიდა სავალ ნაწილზე. აღებულია შესაბამისი ზომები და ამონაკაწრები მიუთითებს რომ მათ შორის მანძილი არის 1,85 მ ეს არის ავტომობილ ”მ-----------” საბურავებს შორის მანძილი და ეს კვლები დატოვებულია ავტომობილი ”მ-----------” მიერ, შესაბამისად ავტომობილი ”მ-------ესი” იდგა ამ კოორდინატებში, ხოლო ”ბ----ეს” თავის წინა ნაწილით უნდა გაევლო დაახლოებით 8 მეტრი. ავტომობილი ”ბ----ე” შემოხვევიდან 10 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. როდესაც ”ბ----ემ” გადაკვეთა გაზონი, ”მ-------ესი” მისგან დაშორებული იქნებოდა 107 მეტრით. ”ბ----ეს” რომ გაევლო წითელზე, ტექნიკურად იგივე შედეგი დადგებოდა, მაგრამ აქ მიზეზობრივ კავშირში არის ”მ-----------” გადაჭარბებული სიჩქარე. დააახლოებით შეჯახების ადგილს განსაზღვრავს ამონაკაწრები და ჩამონაყარები, მაგრამ კონკრეტულად შეჯახების ადგილს არ განსაზღვრავს. მანქანის წონის დადგენა მოხდა მგზავრებიანად, წონის დადგენის დროს არის მოცემული ფორმულირება და იმ ფორმულირებაში წერია თუ რამდენი შეიძლება იყოს ზრდასრული ადამიანის წონა და ბავშვის წონა. მოჭიდება საბურავებიდან გამომდინარეა, ამიტომ მნიშვნელობა აქვს რა მდგომარეობაში იმყოფება საბურავები. ავტომობილი მას არ შეუსწავლია. ავტომობილის წონაში არ უანგარიშია მასში არსებული ტვირთი. ექსპერტიზა ვერ განსაზღვრავს მანქანამ შუქნიშნის რომელ ფერზე გაიარა, თუ არ არსებობს ვიდეოჩანაწერი. თუ წითელი ფერის შუქნიშანზე მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე ვერ აჩერებს მძღოლი ავტომანქანას ამ შემთხვევაში შეუძლია ყვითელ მაშუქზე გაიაროს.

 

20-6 წლის 27 დეკემბრის სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით: წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის. წარმოდგენილი ავტომობილების როგორც საჭის მართვის მექანიზმები, ასევე სამუხრუჭე სისტემები გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. შეჯახების მომენტისათვის ავტომობილების გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე/შეჯახების კუთხე/ შეადგენდა დაახლოებით 70 გრადუსს.

 

მოწმე დ----------–----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზა და გასცა შესაბამისი დასკვნა, რომლის რეალობასაც ადასტურებს. მანვე განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იყო დადგენილება ორ ფურცლად და ავტომანქანები ”ბ----ე” და ”მ-------ესი”. დასმული იყო კითხვები თუ რა სახის დაზიანებები ჰქონდა ავტომანქანებს და რას შეადგენდა მათი შეჯახების კუთხე. აღნიშნული ავტომანქანები დაათვალიერა ქ.რუსთავში საჯარიმო ავტოსადგომზე ბუნებრივი განათების პირობებში. ავტომანქანა ”ბ----ეს” დათვალიერების შემდეგ დადგინდა რომ გვერდითა მხარეს აღენიშნებოდა მარჯვნიდან მარცხნივ მოქმედი ძალით განვითარებული ავარიული სახის ძლიერი მექანიკური დაზიანებები, რის შედეგადაც დაზიანებული იყო მარჯვენა ორივე კარი, მარჯვენა ორივე და წინა მარცხენა ფრთა, მარჯვენა საყრდენები, წინა და უკანა ბამპერი, ჩამსხვრეული იყო მინები. წინა მარჯვენა საბურავი იყო დაშვებული, საბურავს აღენიშნებოდა დაზიანებები ჭრის სახით ხოლო დანარჩენი სამი საბურავი იყო დაბერილ მდგომარეობაში. დაზიანებები მიღებულია რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახებით. დათვალიერდა საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა და დადგინდა, რომ ორივე მათგანი გამოსული იყო მწყობრიდან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. იმავე საჯარიმოზე ავტომანქანა ”მ-------ესი” დათვალიერების შედეგად, გაირკვა, რომ რომელსაც აღენიშნებოდა წინა მხარეს, წინიდან უკან და ნაწილობრივ მარცხნიდან მარჯვნივ მოქმედი ძალით განვითარებული ავარიული სახლის დაზიანებები, კერძოდ დაზიანებული იყო წინა ბამპერი, წინა ორივე ფრთა, მოტეხილი იყო ორივე სარკის კორპუსი, დაზიანებული იყო ასევე უკანა ორივე კარი, უკანა მარცხენა დისკი. წინა მარჯვენა საბურავი იმყოფებოდა დაშვებულ მდგომარეობაში, უკანა ორივე საბურავი იმყოფებოდა დაბერილ მდგომარეობაში. დაზიანება მიღებული იყო მისი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახებით. აღნიშნულ ავტომობილზეც დათვალიერდა საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა და დადგინდა, რომ ორივე მათგანი გამოსული იყო მწყობრიდან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ”მ-----------” წინა მხარე მოსული იყო კონტაქტში ავტომობილ ”ბ----ეს” მარჯვენა გვერდითა მხარესთან მათ შორის კუთხე შეადგენდა 70 გრადუსს. ავტომობილი ”მ-------ესი” პირდაპირ არის დაჯახებული ავტომობილ ”ბ----ეს”, ძირითადად შეჯახებულია წინა ნაწილში.

 

ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა მოწმეები, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე.

 

მოწმე ე-----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 23 დეკემბერს თავისი ა/მანქანით მოძრაობდა მ---------ის მიმართულებით და ელოდებოდა გადასასვლელზე შუქნიშნის ანთებას. ამ დროს მოესმა დიდი სისწრაფით მომავალი ავტომობილის ხმა, ყურადღება გადაიტანა მანქანაზე, თვალი გააყოლა და დაინახა, რომ იგი შეეჯახა სხვა მანქანას. სწრაფად მომავალი მანქანა იყო ”მ-----------” მარკის, ხოლო მეორე - ”ბ--”. ”მ-----------” მანქანის სისწრაფემ გააკვირვა, ვინაიდან უკვე საღამო იყო და გზაც ცოტა მოყინული, მისი შეფასებით შესაძლებელია იგი მოძრაობდა 180-ით. ”მ-------ესი” მოდიოდა შარტავის მიმართულებიდან თბილისისკენ, მეორე მანქანა მიდიოდა თბილისის შემომავალი გზიდან მე-20 მ/რ-ში ჩამავალი გზის მიმართულებით. ზუსტად არ ახსოვს რა ფერის შუქნიშანი ენთო, როდესაც ”მ-----------” მარკის მანქანამ შუქნიშანზე გაიარა, რადგან ყურადღება გადატანილი ჰქონდა, მაგრამ როდესაც შეჯახება მოხდა, აიხედა და მის სამოძრაო ზოლში უკვე მწვანე ფერის შუქნიშანი ენთო. ”მ-----------” მარკის მანქანამ გადაკვეთა ჯერ ერთი, შემდეგ მეორე შუქნიშანი და მერე შეეჯახა ”ბ---ს” მარკის მანქანას.

 

მოწმე ე---------–----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 23 დეკემბერს საღამოს საათებში იმყოფებოდა მაღაზია ”ვ-----თან”, რა დროსაც შემოესმა ავტომობილის ძრავის ხმა და დაინახა, რომ დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა, რომელიც შუქნიშანზე არ გაჩერებულა, დაეჯახა თბილისის მხრიდან მომავალ ბ----ეს მარკის ავტომობილს. სწრაფად მომავალი ა/მანქანა იყო ”მ-----------” მარკის, იგი იმდენად სწრაფად მოდიოდა, რომ ღმუილის ხმა ისმოდა, არც წითელზე გაჩერდა, არც შეანელა და შეეჯახა მანქანას. ”მ-----------” მარკის მანქანისთვის შუქნიშანზე წითელი ენთო, 24 წამიდან 16-ს აჩვენებდა, ხოლო ”ბ--”-სთვის უკვე მწვანე ენთებოდა. მას შეეძლო მხოლოდ ”მ-----------” შუქნიშნის დანახვა, იგი ამ დროს ვ-----თან იდგა. შეჯახების შემდეგ მივიდა მანქანებთან, ”ბ---ს” მანქანაში დაღუპულები იყვნენ, ადგილზე მოვიდნენ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.

 

მოწმე მ-----–----------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ქ.რუსთავში შ------------------ზე მდებარე მაღაზია ”ვ-----ის” მ/ტერიტორიაზე, რა დროსაც გაიგონა დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანის ხმა, დაახლოებით 130-140 კმ/სთ - ით. მანქანამ გაიარა მის სამოძრაო ზოლში მარეგულირებელი შუქნიშანის მონაკვეთი იმავე სიჩქარით და შეეჯახა 2---------ის მიმართულებით მოძრავ მანქანას. უშუალოდ შეჯახების მომენტი მას არ დაუნახავს, თუმცა მისი ყურადღება მანქანის სიჩქარისა და შეჯახების ხმამ მიიქცია. როდესაც ”მ-----------” მარკის მანქანამ შუქნიშანზე გაიარა, ზუსტად არ ახსოვს მისთვის რა ფერი ენთო, მაგრამ ახსოვს, რომ შეჯახების დროს აინთო წითელი ფერის შუქნიშანი. გამოძიებაში დაიკითხა მოწმის სახით, პოლიციიდან დაურეკეს, რომ რადგან შეესწრო შემთხვევას უნდა მისულიყო ჩვენების მისაცემად. განცხადება ჩვენების მისაცემად მისი დაწერილია.

 

მოწმე ს--------–--–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 20-6 წლის 23 დეკემბერს ბრუნდებოდა სახლში საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მე 7------ის წინ მდებარე გაჩერებაზე ჩამოსვლისას გაიგონა ძლიერი შეჯახების ხმა, შეტაკების და მსხვრევის ერთად. დაინახა, რომ ორი მანქანა შეჯახებული იყო ერთმანეთს და დარეკა სასწრაფოს გამოსაძახებლად.

 

მოწმე თ---–-----–------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს ქ----------–-------------ში გზის პირას მდებარე ერთ-ერთ ბინაში და 20-6 წლის 23 დეკემბერს გაიგო ძალიან დიდი ბღუილის, დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანის ხმა და შემდგომ შეჯახების, გაიხედა ფანჯარაში და დაინახა რომ ორი ავტომანქანა იყო შეჯახებული, დარეკა 112-ში და გამოიძახა სასწრაფო დახმარების მანქანა.

 

2.2. რამაც გამოიწვია სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

20-7 წლის 3 აპრილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: რ-----------------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა განვითარებული აორტის გაგლეჯის შედეგად სხეულის ბლაგვი ტრავმის გამო. სიკვდილის დადგომიდან გასული უნდა იყოს დაახლოებით 4-6 საათი. გვამზე აღინიშნება: აორტის რკალის გაგლეჯა, ღვიძლის გასკდომა, მრავლობითი ნაჭდევები სხეულზე, დიაფრაგმის გაგლეჯა; დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში და ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს, მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო; უშუალო კავშირშია სიკვდილის დადგომასთან. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ რ-----------------ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები.

 

20-7 წლის 3 აპრილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: ნ-----–----------–---–ის სიკვდილის მიზეზია თავის ბლაგვი ტრავმის შედეგად გამოწვეული თავის ქალას სარქვლისა და ფუძის მოტეხილობა ტრავმული სისხლჩაქცევებით თავის ქალას ღრუსა და ტვინში და თავის ტვინის დაზიანებით; სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით სიკვდილი დადგა 23.12.16წ. 19:45 სთ-ზე, გვამის გამოკვლევის მონაცემები არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ თარიღს. გვამზე აღინიშნება თავის ქალას სარქვლისა და ფუძის მოტეხილობა ტრავმული სისხლჩაქცევებით თავის ქალას ღრუსა და ტვინში და თავის ტვინის დაზიანებით, მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მრავლობითი ნაჭდევები თავისა და სახის მიდამოში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში და ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს, მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო; უშუალო კავშირშია სიკვდილის დადგომასთან. ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა ზედა კიდურის მიდამოში წარმოადგენს სამედიცინო ჩარევის კვალს, წარმოებულს მკურნალობის მიზნით.

 

20-7 წლის 3 აპრილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: ლ-----–---------–--ნის სიკვდილის მიზეზია: თავის ფუძის მოტეხილობა ტრავმული სისცხჩაქცევებით თავის ტვინსა და ქალას ღრუში და თავის ტვინის დაზიანებით, განვითარებული სხეულის ბლაგვი ტრავმის შედეგად. სიკვდილის დადგომიდან გასული უნდა იყოს დაახლოებით 5-7 საათი. გვამზე აღინიშნება თავის ქალას ფუძის ძვლების მოტეხილობა ტრავმული სისხჩაქცევებით თავის ტვინსა და ქალას ღრუში და თავის ტვინის დაზიანებით, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა მარცხნივ, მრავლობითი ნაჭდევები სხეულზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში და ცოცხალ პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისას, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს, მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო; უშუალო კავშირშია სიკვდილის დადგომასთან. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ლ-----–---------–--ნის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების (ან ექსპლუატაციის) წესის დარღვევის ფაქტი იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ხოლო მოცემული შემთხვევისათვის კი გამოიწვია თუ არა ამ ქმედებამ სამი ადამიანის სიკვდილი. აღსანიშნავია, რომ ნორმა ბლანკეტურია და ზოგადად მიუთითებს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე, კონკრეტული წესი კი რეგულირებულია ”საგზაო მოძრაობის” შესახებ საქართველოს კანონით. წარდგენილი ბრალდების ფარგლებში თ------------------–ს ბრალად ედება მითითებული კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილებისა და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქ/პ-ით გათვალისწინებული წესების დარღვევა, კერძოდ მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. თუ დასახლებულ პუნქტში საგზაო პირობები იძლევა მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას. ხოლო 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის დადგენილია შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალების მნიშვნელობა და ”ა” ქ/პ-ის თანახმად, წითელი მაშუქი სიგნალი ან წითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას.

 

აღნიშნული ნორმის გაანალიზებით ნათელი ხდება, რომ მოცემული მუხლით სამართლებრივი სიკეთის დაცვის ობიექტს წარმოადგენს საზოგადოებრივი უშიშროება, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რა დროსაც ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ქმედების სუბიექტური მხარეც, კერძოდ, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს მხოლოდ გაუფრთხილებლობით (თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით). ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია კუმულაციურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1) ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, 2) დამდგარი შედეგი 3) მიზეზობრივი კავშირი წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

ბრალდების მხარემ 20-6 წლის 23 დეკემბერს, ქ.რუსთავი, შ------------------ზე, ქუთაისის მოედანზე თ------------------–ის მართვის ქვეშ მყოფი ,---------------–ის“ და რ-----------------ის მართვის ქვეშ მყოფი ,,ბ--“-ს მარკის ავტომობილების შეჯახების დროს, ,---------------–ის მარკის მანქანის მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქ/პ-ის, ასევე 33-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების დარღვევის დასადგენად და თ------------------–ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოადგინა მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები მასზე დართული ნახაზით. მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ თ------------------–ი ”მ-----------” მარკის ა/მანქანით მოძრაობდა დასახლებული ადგილისთვის დაშვებულზე გადაჭარბებული სიჩქარით და წითელი ფერის შუქნიშანზე გავლისას არ მიიღო ზომები ა/მანქანის გასაჩერებლად. ქ,რუსთავში შ------------------ი წარმოდგენს დასახლებულ პუნქტს და ”საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, დადგენილია, რომ თ------------------–ი ”მ-----------” მარკის ა/მანქანით შეჯახებამდე მოძრაობდა 134 კმ/სთ სიჩქარით და მისი მხრიდან მითითებული ნორმის დაცვის შემთხვევაში, სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. ამავე დასკვნის მიხედვით ”ბ---ს” მარკის მძღოლ რ-----------------ეზე არ იყო დამოკიდებული სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. თ------------------–ის მიერ ა/მანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მართვაზე მიუთითა ასევე მოწმე ნ----- ლ---------–---მა, რომელმაც აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც რ-----------------ემ შუქნიშანთან გაჩერების შემდეგ დაძრა მანქანა და ამ დროს მარჯვნივ გაიხედა, დაინახა ფარებანთებული და სწარაფად მომავალი ა/მანქანა, რომელიც მათ წამებში შეეჯახა. მოწმე ე---------–----–-–---–ისა და მ-----–---------ის განმარტებით მათ გაიგონეს სწრაფად მიმავალი მანქანის ძრავის ხმა. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ------------------–ი ა/მანქანით მოძრაობდა გადაჭარბებული (დასაშვებ სიჩქარეზე მეტი) სიჩქარით. რაც შეეხება საკითხს, დაარღვია თუ არა თ------------------–მა ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქ/პ-ის მოთხოვნები, სასამართლო ამ შემთხვევაშიც მიიჩნევს, რომ მან არ გაითვალისწინა და არ მიიღო ზომები წითელი ფერის შუქნიშნის ანთების მომენტში ა/მანქანის გასაჩერებლად. აღნიშნული გარემოება საქმეზე დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით (ამ ნაწილში სასამართლო მტკიცებულებად ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას ვერ დაეყრდნობა, ვინაიდან, ექსპერტის განმარტებით, მან 29-ე მუხლის დარღვევის თაობაზე დასკვნაში მიუთითა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მანვე აღნიშნა, რომ წითელი ფერის შუქნიშანზე გავლის ფაქტის დადგენა არ არის ექსპერტის კვლევის საგანი), კერძოდ ე-----------------–---–ის განმარტებით შეჯახებისთანავე შეხედა იმ შუქნიშანს, რომელიც მის მოძრაობას არეგულირებდა და უკვე ენთო მწვანე ფერი, ხოლო მ-----–---------ის ჩვენების მიხედვით მანქანამ, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, შარტავა-ქუთაისის მიმართულებით მდებარე შუქნიშანზე შენელების გარეშე გაიარა და გავლისას ენთო ყვითელი. მოწმე ე---------–----–-–---–ის განმარტებით, მან დაინახა, რომ ”მ-----------” მარკის ა/მანქანამ წითელი ფერის შუქნიშანზე გაიარა, 24 წამიანი წითელი ფერის შუქნიშანის მოქმედების დროს, შეჯახებისას ენთო 16 წამი.

 

დაცვის მხარის პოზიციას, რომ თ------------------–მა შუქნიშანზე გაიარა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ენთო ყვითელი ფერი და 29-ე მუხლის მოთხოვნები მას არ დაურღვევია, სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” ქ/პ-ის თანახმად გ) ყვითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას, გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და იტყობინება მაშუქი სიგნალის მოსალოდნელი შეცვლის შესახებ, მე-14 პუნქტი მართალია ითვალისწინებს, რომ მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს სდექ ხაზთან, გზაჯვარედინზე ან სხვა ადგილას, უფლება აქვს, განაგრძოს მოძრაობა. ამ კანონის 29-ე მუხლის 13-ე პუნქტში სხვა ადგილად განმარტებულია ისეთი ადგილი, როგორიცაა შუქნიშანი ან მარეგულირებელი და მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება იმ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, რომლებსაც მიეცათ მოძრაობის უფლება. სასამართლო განმარტავს, რომ მე-14 პუნქტით დაშვებული გამონაკლისი - ყვითელი ფერის შუქნიშანზე გავლა, მიზნად ისახავს შეჯახების თავიდან არიდების შესაძლებლობას თუკი არსებობს საფრთხე, რომ მძღოლი შუქნიშანთან გაჩერების მომენტში საფრთხეს უქმნის უკან მომავალ სატრანსპორტო საშუალებას. ცხადია საგამონაკლისო უფლება, არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, რომ უკან მომავალი სატრანსპორტო საშუალების შეჯახების თავიდან ასაცილებლად დაშვებულია წინ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისთვის საფრთხის შექმნა. საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მიზანი მათ შორის არის საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივი მოწესრიგება. ამ კანონის 33-ე მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილია, რომ მძღოლმა მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება, შესაბამისად მძღოლს ევალება, რომ სატრანსპორტო საშუალება მართოს ისეთი სიჩქარით, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის არც მის წინ და არც მის უკან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია, რომ თ------------------–ს არ დაურღვევია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები - სამართლებრივად უსაფუძვლოა. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის შეფასებებს ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რომ ”მ-----------” მარკის მოძრაობის სიჩქარე 134კმ/სთ არის სავარაუდო და ექსპერტს კონკრეტულად თ------------------–ის მართვის ქვეშ მყოფი მანქანა არ შეუსწავლია, არ არის დაკონკრეტებული მანქანაში არსებული ტვირთი, თუნდაც ბუნებრივი აირის ავზის ან სხვა ნივთების წონა არ იყო მხედველობაში მიღებული. ექსპერტმა განმარტა, რომ მან შეაფასა მგზავრების, მოზრდილისა და ბავშვების წონა დადგენილი კრიტერიუმებით და მიიღო იგი მხედველობაში, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივი აირის ავზს ან სხვა ნივთებს, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ თ------------------–ის ა/მანქანა დატვირთული იყო მანქანის წონის დასადგენად გავლენის მქონე ნივთებით. დაცვის მხარის განმარტებით, რომ ”მ-----------” მარკის მანქანის მოძრაობის ხმა გამოწვეული იყო არა მისი სიჩქარით, არამედ ე.წ. დაზიანებული ”გლუშიტელით” ასევე უსაფუძვლოა, ვინაიდან გამოძიების ეტაპზე, დაცვის მხარე მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში და ინფორმაცია დაზიანებული ნაწილის შესახებ ბრალდების მხარისთვის მას არ მიუწოდებია, ასეთი დაზიანება არ არის დადგენილი არც სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ექსპერტიზის დასკვნა შესაძლებელია შეიცავს მცდარ ინფორმაციას. გარდა აღნიშნულისა, ექსპერტიზის დასკვნაში განვითარებული მსჯელობა ასევე სრულად შეესაბამება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და მასზე დართულ ნახაზს, მოწმეთა ჩვენებებს, თ------------------–ის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის დარღვევაზე ასევე უთითებს ა/მანქანა ”ბ---ს” დაზიანების ადგილი და ხარისხი, აღნიშნული მანქანა დაზიანებულია წინა მხარეს, რაც შესაბამისობაში მოდის მოწმე ნ----- ლ---------–---ის ჩვენებასთან, რომ როდესაც მანქანა დაიძრა, შეჯახება მაშინ მოხდა, სწორედ ამიტომ არის დაზიანებული ”ბ---ს” მარკის მანქანის წინა ნაწილი. ”მ-----------” მარკის მანქანის მაღალი სიჩქარით მოძრაობის შედეგია ასევე ”ბ---ს” მარკის მანქანის დაზიანებით დამდგარი მძიმე შედეგი, ამ მხრივ საფუძვლიანია ბრალდების მხარის პოზიცია, რომ თუკი თ------------------–ი იმოძრავებდა დასაშვები სიჩქარით, შეჯახების სიმძლავრეც სხვაგვარი იქნებოდა და შედეგად სამი ადამიანის გარდაცვალებას არ გამოიწვევდა. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართვლოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის 1-ლი და მე-6 პუნქტის მოთხოვნები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ------------------–მა ჩაიდინა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მ--- ნაწილით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

თ------------------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოებები, რომელიც დამატებით უნდა იქნეს გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის დროს, საქმის მასალებით არ დადგენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ დავით სარიევს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სასჯელის ჰუმანურობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და მისი პიროვნების, ასევე დამდგარი მძიმე შედეგის გათვალისწინებით, უნდა განესაზღვროს სსკ-ს 276-ე მუხლის მ--- ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, ასევე 0- (სამი) წლით უნდა ჩამოერთვას საქმიანობის (ა/მანქანის) მართვის უფლება.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

თ------------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან საქმეზე ამოღებულია დაზარალებულისა და ბრალდებულის ავტომანქანები, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მფლობელებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს, ხოლო დისკი შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ------------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. მასვე, 3 (სამი) წლით ჩამოერთვას საქმიანობის (ა/მანქანის მართვის) უფლება.

 

2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა თ------------------–ს დაეწყოს სასამართლო სხდომის დარბაზში მისი დაკავების მომენტიდან - 20-8 წლის 6 თებერვლიდან.

 

3. თ------------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

4. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20-7 წლის 26 აპრილის განჩინებით ლევან ჩიბუხაშვილის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.რუსთავი, 2-------- N---------- (საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.8--.0-.0--) დადებული ყადაღა.

 

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე, სპეცავტოსადგომზე მოთავსებული ავტომობილი ,---------------–ი“ სახ. ნომრით T-------- და ავტომობილი ,,ბ--“-ს სახ. ნომრით W--------, დაუბრუნდეს მათ მფლობელებს, ხოლო საქმეზე დართული DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე