გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2169511 - 3/185-17წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 თებერვალი, 20-7 წელი ქ.ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - ს----–--------–----------------
წარმომადგენელი - ბ----------–-–---–ი
მოპასუხე - შპს „-----“
მოპასუხე- ნ--------------ე
მოპასუხე- მ-------------ე
წარმომადგენელი - ი-----–-----------ე
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. შპს „-----“-ის (ს/ნ 4-------6), ნ--------------ის (პ/ნ 0---------9), მ-------------ის (პ/ნ 0----------8) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
20-7 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „-----“-ს აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 29 655.72 ლარს.
შპს „-----“-ს 100% წილის მფლობელი და გადაწყვეტილების მიმღები არის ნ--------------ე.
20-5 წლის 27 თებერვლის N-------–ეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 20-5 წლის 06 მარტს. 20-5 წლის 28 ივნისს შპს „-----“-ს მიმართ გამოიცა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ N------ ბრძანება, რომელიც ჩაბარდა საწარმოს დირექტორს ნო-----ი ნე----ეს 20-5 წლის 04 აგვისტოს.
მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით შპს „-----“-ს საკუთრებაში არ ერიცხება ქონება.
შპს „-----“-ს მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები და შემცირებულ იქნა 20-2 წლის აგვისტოს თვის დღგ-ს დეკლარაცია 5393,26 ლარით, სექტემბრის თვის დღგ-ს დეკლარაცია 1771,99 ლარით და ოქტომბრის თვის დღგ-ს დეკლარაცია 4641.28 ლარით.
ნ--------------ეს 20-2-20-3 წლებში შეძენილი აქვს ავტომანქანები, მაშინ როდესაც მის მიერ დაფუძნებულ 100%-იანი წილით შ-------------- (ს/ნ 4-------6) 20-2 წლის აგვისტოს სექტემბრის და ოქტომბრის თვეების დამატებული ღირებულების გადასახადის დასაბეგრი ბრუნვა შემცირებული იყო 65592 ლარით.
შპს ,,-----’’-ს (ს/ნ 4-------6) საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდგომ თანხა არ გადაუხდია ვალდებულების დასაფარავად.
20-7 წლის 7 ნოემბერს ნო-----ი ნე----ემ თავის საკუთრებაში არსებული ავტომობილი T----------“ გადაუფორმა მ-------------ეს.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა შპს „-----“-მ, ნ--------------ემ და მ------ ნე----ემ შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნეს და შესაგებელში მიუთითეს, რომ შპს „-----“-ს დავალიანება 20-2 წლისთვის შეადგენდა სუკ 11 806.53 ლარს. ეს ცნობილი იყო საგადასახადო ორგანოსთვის 20-3 წლის 1 აპრილის მდგომარეობით დეკლარაციის წარდგენისას და მას ერთი წლის განმავლობაში შეეძლო და უნდა განეხორციელებინა კიდეც სანქცია საურავის დარიცხვა, სადაც საურავი იქნებოდა 11 806,53 ლარის 0.3% ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ერთი წლის განმავლობაში იქნებოდა 12 928.15 ლარი და ვინაიდან სანქცია საურავი აღემატებოდა ძირ თანხას მისი დარიცხვა უნდა შეჩერებულიყო მაშინ როდესაც სანქცია საურავი შეადგენდა 11 806.53 ლარს. თუმცა ერთი წლის მანძილზე ბოლომდე არ მომხდარა არც დარიცხვა და არც საგადასახადო მოთხოვნის მოთხოვნა. ამასთან შპს „-----“ სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა 20-3 წელსაც. შესაბამისად საგადასახადო ორგანოს შეეძლო დარიცხული თანხების ამოღებაზე დავა და თანხის მიღება. შპს „-----“ საგადასახადო ორგანოს არ დამალვია, 20-3 წელს შპს აგრძელებდა საქმიანობას და საგადასახადო ორგანოს შეეძლო თავისი მოთხოვნის შემთხვევაში მიეღო თანხა, თუმცა ეს არ განახორციელა. ამასთან 20-4 წლიდან ნ--------------ე იყო ავად. ამიტომ ვეღარ უძღებოდა შპს საქმიანობას, თანამშრომლებმაც ვერ შეძლეს საქმიანობის კარგად წარმართვა და სწორედ ამიტომ ვეღარ გააგრძელა შპს-მ საქმიანობა წარმატებულად. რაც შეეხება 20-2-20-3 წლებში ავტომანქანების გაფორმებას, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ იგი მოპასუხის თანხებითაა შეძენილი.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 შპს „-----“ (ს/ნ 4-------6) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 20-2 წლის 26 აპრილიდან, იურიდიული მისამართია დ. ა--------------- ქ---- მისი საქმიანობის სახეს წარმოადგენს „საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტით მომსახურება“. მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის ნ-----------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- -სარჩელი (სფ. 4).
- ამონაწერები მეწარმეთა რეესტრიდან (სფ.50-51).
3.1.2 შ--------–----------------- ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 20-7 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „-----“-ს (ს/ნ 4-------6) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 29655,72 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (სფ.3-5)
- შედარების აქტი(სფ.18).
3.1.3. შპს „-----“-ს (ს/ნ 4-------6) მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია შ--------–----------------- მომსახურების დეპარტამენტის 25/02/20-5 წლის N5--- ბრძანების (გადამხდელს ჩაბარდა 28/02/20-5 წელს) საფუძველზე 24.02.20-5 წლის NA------4 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის შედეგად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა გადასახადის თანხა შემდეგი ოდენობით:
დღგ (ძირითადი გადასახადი) 5393,26 ლარი 20-2 წლის 17 სექტემბრის სავადოთი;
დღგ (ძირითადი გადასახადი) 1771.99 ლარი 20-2 წლის 15 ოქტომბრის სავადოთი;
დღგ (ძირითადი გადასახადი) 4641.28 ლარი 20-2 წლის 15 ნოემბრის სავადოთი;
ჯაარიმა 5903.27 ლარი.
შესაბამისად გამოიცა შ--------–----------------- 20-5 წლის 26 თებერვლის N----------ოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (სფ.7,123),-საგადასახადო მომსახურების დეპარტამენტის 25/02/20-5 წლის N5--- ბრძანება (სფ.27-28),-24.02.20-5 წლის NA------4 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (სფ.26).
- შ--------–----------------- 20-5 წლის 26 თებერვლის NS------- საგადასახადო მოთხოვნა(სფ.29-30).
3.1.4. შპს „-----“-ს (ს/ნ 4-------6) მიერ 20-5 წლის 06 მარტს გასაჩივრებულ იქნა შ--------–----------------- მომსახურების დეპარტამენტის 26/02/20-5 წლის N5--- ბრძანება, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ--------–----------------- დავების დეპარტამენტის უფროსის 18.05.20-5 წლის N1---- ბრძანება.(სფ.31),3.1.5. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „-----“-ს ქონებაზე 20-5 წლის 27 თებერვლის N 0----- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 20-5 წლის 06 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (სფ.3, 123),- საგადასახადოგირავნობა/ყადაღასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
3.1.6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241–ე მუხლის საფუძველზე 20-5 წლის 28 ივლისს შპს „-----“-ს მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N------- ბრძანება, რომელიც შპს „-----“-ს დირექტორს ნ--------------ეს ჩაბარდა პირადად 20-5 წლის 04 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის 28.07.20-5 N------ ბრძანება (სფ.21).
3.1.7. 20-2-20-3 წლებში შპს „-----“-ს ანგარიშბრუნვა შეადგენს 212830,3- ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ--------–----------------- 06.09.20-6 წლის N21-05/840-5 წერილი (სფ.53).
- შპს „-----“-ს ანგარიშების ამონაწერები(სფ.56-68).
3.1.8. შპს „-----“-ს საკუთრებაში არ ერიცხება არანაირი ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.08.20-5 წლის N1----- წერილი (სფ.23).
- შპს „-----“-ს დირექტოს ნ--------------ის 14.03.20-6 წლის განცხადება.(სფ.25).
3.9. ნ--------------ეს 20-2-20-3 წლებში შეძენილი აქვს ავტომანქანები (10/12/20-2წ M------------------------------------------ 17/09/20-3 MERCEDES-BENZ E220 CDI სახ. ნომერი: E------, 24/10/20-3 N-------------------------------------------------------------------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სარჩელი (სფ.123-126).
შესაგებელი(სფ.183).
- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სასამართლო სხდომის ოქმის Cd. დისკი
3.10. ნ----------------- (ს/ნ 0---------9) საკუთრებაში 20-6-20-7 წლებიდან ირიცხებოდა შემდეგ ქონება 1. ა/მ T----------------------- სახ.ნომერი C------; 2. ა/მ T---------- სახ. ნომერი Q----------ა/მ T---------- სახ.ნომერი H------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ინფორმაციული ამონაწერი ( ს.ფ 69, 71).
3.10. ნ--------------ემ 20-7 წლის 17 ნოემბრიდან ავტომანქანა ა/მ T---------- სახ.ნომერი H------ გადაუფორმა/გაასვისა მ-------------ეზე და აღნიშნული ავტომანქანა 20-7 წლის 17 ნოემბრიდან დარეგისტრირდა მ-------------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2--------- წლის წერილი (ს.ფ 138,148).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. შემოსავლების სამსახური სარჩელით მოითხოვს, შპს „-----“-ის (ს/ნ 4-------6), ნ--------------ის (პ/ნ 0---------9), მ-------------ის (პ/ნ 0----------8) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობას.
შ--------–----------------- სარჩელის საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
შ--------–----------------- სარჩელით დავის გადაწყვეტის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
სასამართლო მითითებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება, რაც უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით.
ამდენად, ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირად დადგენა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ უნდა დაადგინოს ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, ვინაიდან მისი გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელი ამ სხვა პირის მიერ გამოყენებულია გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს, პირველი, რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს, მეორე, ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით, რაშიც იგულისხმება საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალიანების წარდგენა და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შემოსავლების სამსახური ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ შპს „-----“ (ს/ნ 4-------6), ნ--------------ე (პ/ნ 0---------9) და მ-------------ე (პ/ნ 0----------8) წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.
ამდენად, შპს „-----“-ის (ს/ნ 4-------6), ნ--------------ის (პ/ნ 0---------9), მ-------------ის (პ/ნ 0----------8) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე უნდა იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ, რათა თავი აერიდებინათ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას, საბოლოოდ საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, როდესაც პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს;
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსი საგადასახადო მიზნებისათვის გვთავაზობს ურთიერთდამოკიდებული პირების ცნებას. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სახელმწიფოს შემოსავლები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადასახადები არ უნდა იყოს გადასახადის გადამხდელთა ერთმანეთს შორის ურთიერთობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პირებს კოდექსი განიხილავს ურთიერთდამოკიდებულ პირებად.
საქართველოს კანონით „მეწარმეთა შესახებ“ პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
ამავე კანონის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მეწარმე სუბიექტს წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს).
ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება შეიძლება დააფუძნოს ერთმა პირმა.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ სამეწარმეო საზოგადოებას ერთადერთი პარტნიორი ჰყავს, საერთო კრების უფლებამოსილებას ის ახორციელებს.
ამავე კანონის 9-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვს დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნ--------------ე არის შპს „-----“-ს 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, შესაბამისად სახეზეა ნ--------------ის მიერ საწარმოს- შპს „-----“-ს ერთპიროვნული კონტროლი, როგორც საწარმოს დირექტორის და 100% წილის მფლობელის.
სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ შპს „-----“-ს დავალიანება წარმოშობილია მომსახურების დეპარტამენტის 20-5 წლის 24 თებერვლის NA------4 საგადასახადო ოქმის საფუძველზე გამოცემული, ამავე დეპარტამენტის 20-5 წლის 25 თებერვლის N5--- ბრძანებით, რომლის მიხედვითაც შპს „-----“-ს მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები და შემცირებულ იქნა 20-2 წლის აგვისტოს თვის დღგ-ს დეკლარაცია 5393,26 ლარით, სექტემბრის თვის დღგ-ს დეკლარაცია 1771,99 ლარით და ოქტომბრის თვის დღგ-ს დეკლარაცია 4641.28 ლარით. შესაბამისად გამოიცა შ--------–----------------- 20-5 წლის 26 თებერვლის N----------ოთხოვნა. შ-------------- წლის 26 აპრილიდან რეგისტირებულია სამეწარმეო რეესტრში მისი საქმიანობის სახეს წარმოადგენს „საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტით მომსახურება“. მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ნ-----------------
საბანკო ამონაწერებიდან ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „-----“-ს 20-2-20-3 წლებში მიღებული აქვს 212830.3- ლარის შემოსავალი, ხოლო 20-5 წლის 04 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით და 20-6 წლის 14 მარტის შპს „-----“-ს დირექტორ ნ--------------ის განცხადებიდან ირკვევა, რომ შპს-ს ბალანსზე არ ირიცხება არანაირი ქონება. ასევე დადგენილია, რომ შპს „-----“-ს 20-2 წლის აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის თვეების დამატებითი ღირებულების გადასახადი დასაბეგრი ბრუნვა შემცირებული იყო 65592 ლარით, ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ პერიოდში ნ--------------ის მიერ 20-2-20-3 წლებში შეძენილი აქვს ავტომანქანები (10/12/20-2წ M------------------------------------------ 17/09/20-3 M-------------------------------------------------------- N------------------------------------------------------------------------------------- და მის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რომ მას სხვა შემოსავალი გააჩნდა.
ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ნ--------------ის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება რაც დაადასტურებდა კომპანიის და მოპასუხის პირადი აქტივების გამიჯვნას, ასევე მტკიცებულება იმისა, რომ სხვა პიროვნება ახორციელებს შპს-ს მართვას.
შ--------–----------------- ერთიანი ელექტონული ბაზის მონაცემების თანახმად 20-7 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „-----“-ს აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 29 655.72 ლარს.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.
სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ცრუმაგიერ პირების ავტომატურად ურთიერთდამოკიდებულ პირებთან გაიგივება არ არის სწორი, ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება: თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.
სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს, ამდენად აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია რომ ს----–--------–----------------ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან მოპასუხეების შპს „-----“ (ს/ნ 4-------6) და ნ--------------ე (პ/ნ 0---------9) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების და შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, რადგან სახეზეა გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.
6.4. რაც შეეხება მოპასუხე მ-------------ეს, სასამართლო ამჯერად ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ და მიუთითებს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე, რომლის საფუძველზე განისაზღვრა ურთირთდამოკიდეული პირების ცნება და არსი, კერძოდ, ამავე ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან. მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას, ხოლო მე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
მოცემულ შემთხვევაში მ-------------ე არ წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებულ პირს, რომელთა შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობა იმავდროულად არ ქმნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს ამ პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის, რამდენადაც ურთიერთდამოკიდებულ პირებად აღიარება გავლენას ახდენს ურთიერთდამოკიდებული პირების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე (მათი დაბეგვრა მოხდება საერთო ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით და არა იმ პირობების გათვალისწინებით, რაც მათ ურთიერთდამოკიდებულების გამო ერთმანეთისთვის განსაზღვრეს). ამასთანავე ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა იმ სხვა პირისაგან, რომელიც მის მიერ გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, მხოლო ის გარემოება, რომ ნ--------------ემ 20-7 წლის 17 ნოემბრიდან ავტომანქანა ა/მ T---------- სახ.ნომერი H------ გადაუფორმა/გაასვისა მ-------------ეზე და აღნიშნული ავტომანქანა 20-7 წლის 17 ნოემბრიდან დარეგისტრირდა მ-------------ის სახელზე, არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, რადგან გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზანი, ისეთ კავშირში შესვლა სხვა პირთან, ისე, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება, უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება. მოსარჩელის მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ავტომობილი, რომლის მესაკუთრეც იყო ნ--------------ე გასხვისდა/დარეგისტრირდა მ-------------ეზე, არ არის საკმარისი მის ცრუმაგიერ პირად აღიარებისათვის. მოსარჩელის მიერ საქმეში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მ-------------ის კავშირს, აქტივობას საწარმოს საქმიანობასთან, ან თუგინდ ნ--------------ესთან, ასევე, რომ მან საწარმოდან რაღაც თანხა ან დივიდენდი მიიღო, არ არსებობს. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მ-------------ის მიერ ნ--------------ის ავტომანქანის შეძენა/მის სახელზე რეგისტრაცია ვერ გახდება ცრუმაგიერ პირად აღიარების საფუძველი, რის გამოც ს----–--------–---------------ს უარი უნდა ეთქვას შპს „-----“ -ს(ს/ნ 4-------6), მ-------------ის (0----------) და ნ--------------ის (პ/ნ 0---------9) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარებაზე.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 13 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო: ნ----------------- (ს/ნ 0---------9) საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებას: 1. ა/მ T----------------------- სახ.ნომერი C------; 2. ა/მ T---------- სახ. ნომერი Q----------ა/მ T---------- სახ.ნომერი H------ და საბანკო ანგარიშებს ს---------------–--------–-----------–-------------–--------------------------–-’’;
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 04 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მ------ ბ------- (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებას: მდებარე: დ-----------, ე--------- ქუ------ ს/კ 6-.0--------- უძრავი ქონება, მდებარე: დ-----------, ს/კ 6-.0--------- უძრავი ქონება მდებარე: დ-----------, ს/კ 6-.0--------- ასევე ა/მ T---------- სახ.ნომერი H------, ცეცხლსასროლი თოფი W-------------------------0 და საბანკო ანგარიშებს სს----–-------------–--------------------------–----
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 04 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
8. სახელმწიფო ბაჟი
საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „-----“-ს და ნ--------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 257-ე, 3-4-ე, 3-4-ე, 3-9-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ს----–--------–----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შპს „-----“ (ს/ნ 4-------6) და ნ--------------ე (პ/ნ 0---------9) აღიარებული იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.
3. ს----–--------–---------------ს უარი ეთქვას შპს „-----“ -ს(ს/ნ 4-------6), ნ--------------ეს (პ/ნ 0---------9), მ-------------ის (0----------) და ნ--------------ის (პ/ნ 0---------9) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობაზე.
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო: ნ----------------- (ს/ნ 0---------9) საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებას: 1. ა/მ T----------------------- სახ.ნომერი C------; 2. ა/მ T---------- სახ. ნომერი Q----------ა/მ T---------- სახ.ნომერი H------ და საბანკო ანგარიშებს ს---------------–--------–-----------–-------------–--------------------------–-’’ დარჩეს უცვლელი.
5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 04 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას მ------ ბ------- (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებას: მდებარე: დ-----------, ე--------- ქუ------ ს/კ 6-.0--------- უძრავი ქონება, მდებარე: დ-----------, ს/კ 6-.0--------- უძრავი ქონება მდებარე: დ-----------, ს/კ 6-.0--------- ასევე ა/მ T---------- სახ.ნომერი H------, ცეცხლსასროლი თოფი W-------------------------0 და საბანკო ანგარიშებს ს-----–-------------–--------------------------–--- ;
6 შპს „-----“-ს (ს/ნ 4-------6) და ნ--------------ეს (პ/ნ 0---------9) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.თბილისი რობაქიძის ქ.N7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ახალციხე მებაღიშვილის ქ.N62) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე გია ბერაია