განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/23-18
(გამოძიების №041051217005)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 იანვარი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი - თინათინ ციცქიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---- ზ-------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ფ-------- გ------ის ძე ს------ (დაბადებული - 1----–-–----------------- პირადი N6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ა---------–----–----–-- განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები (რეგისტრირებული): ქ. ქუთაისი გ-------------–----- ქუჩა N3 ბ, N71, ფაქტობრივად მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ს------).
ადვოკატი - პ---–- კ------ე
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სსკ-ის 111 , 126 -ე მუხლის 12 ნაწილით;
2. საქართველოს სსკ-ის 111 , 3811 მუხლის პირველი ნაწილით.
დისპოზიცია:
1. სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ;
2. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ფ-------- ს------ სისტემატურად სცემდა თავის ყოფილ მეუღლეს ალა ი-----ეს, კერძოდ: 2016 წლის 17 დეკემბერს, ქ.ქუთაისში, ჩ----–-–---–ის ქუჩა N5-ში მდებარე სახლში იძალადა მეუღლეზე ალა ი-----ეზე (სახეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი) რის შედეგადაც ამ უკანსკნელმა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. 2017 წლის 19 იანვარს, ასევე თავის საცხოვრებელ სახლში ფ-------- ს------მ ალა ი-----ეს სახეში, რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია. ასევე 2017 წლის გაზაფხულზე ქ.ქუთაისში ჩ----–-–---–ის ქუჩაზე N5-ში მდებარე სახლში ფ-------- ს------მ ალა ი-----ეს სახისა და თავის არეში რამდენიმეჯერ გაარტყა ხელი, რამაც ალა ი-----ის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.
2017 წლის 11 ნოემბერს გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადე ფ-------- ს------ს აეკრძალა მის ყოფილ მეუღლესთან ალა ი-----ესთან სატელეფონო და მობილური კომუნიკაციით ურთიერთობა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის დადგენილებით ფ-------- ს------ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით. ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ფ-------- ს------ 2017 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით 21:50 საათზე, მივიდა ალა ი-----ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.ქუთაისი ჩ----–-–---–ის პირველ შესახვევი N5-ში და თავისი შვილის დანიელ ს------ს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ალა ი-----ეს, რითაც დააღვია შემაკავებელი ორდერით დაკისრებული ვალდებულება.
მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ფ-------- ს------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები (დაზარალებულ ალა ი-----ის ჩვენება; ფ-------- ს------ს ჩვენება; მოწმე გ---–ა ს------ს გამოკითხვის ოქმი; მოწმე ა-------- ყ-----–---–ის გამოკითხვის ოქმი, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი; 2017 წლის 11 დეკემბრის შემაკავებელი ორდერი; 2017 წლის 24 ნოემბრის დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ; დაკავების ოქმი და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 126-ე, 3811-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, ყოფილი მეუღლე.
კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძალადობა - სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლის სამართლის დაცვის უშუალო ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობა.
განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) სისტემატურ ცემაში; ბ) სხვაგვარ ძალადობაში. ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულოა არსებობდეს დამცავი ან შემაკავებელი ორდერი, პირი აღნიშნული ორდერის დარღვევისათვის იყოს ადმინისტრაციულსახდელდადებული და კვლავ დაარღვიოს ორდერით დაკისრებული ვალდებულებები ან მოთხოვნები.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით სახეზეა ფ-------- ს------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის (სართველოს სსკ-ის 111 , 126 -ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111 , 3811 მუხლის პირველი ნაწილით) შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. შესაბამისად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ფ-------- ს------მ ჩაიდინა სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111 ,126 -ე მუხლის 12 ნაწილით და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111 , 3811 მუხლის პირველი ნაწილით.
შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ფ-------- ს------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ამასთან, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ფ-------- ს------ს აღიარებას და სინანულს ჩადენილი ქმედების გამო; დაზარალებულის პოზიციას, თუმცა აღნიშნულს გადამწყვეტ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებს, რაც როგორც წესი განპირობებულია ასეთი კატეგორიის დანაშაულის ხასიათით; სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფ-------- ს------ს მიმართ წარსულში გამოყენებულმა შემაკავებელმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო მისი სათანადო ქცევა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, ფ-------- ს------ს კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლოში საქმის განხილვის დროს და ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ფ-------- ს------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 111 , 126 -ე მუხლის 12 ნაწილით სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვის ვადით და საქართველოს სსკ-ის 111 , 3811 მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ფ-------- ს------ს პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ფ-------- ს------ წარსულში არ არის ნასამართლევი და სახეზე არ არის დანაშაულის რეციდივი, მას სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა განესაზღვროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ფ-------- ს------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ,126-მუხლის 12 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111 , 3811 მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-მუხლის 12 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 111 , 3811 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ფ-------- ს------ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ფ--------ი ს------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2017 წლის 5 დეკემბრიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური