გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2681-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.01.2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - სა---------–--------ი
წარმომადგენელი - გიორგი ცხ----ა
მოპასუხეები - აბელ აბ---–--ე, ქ------ნ რუ---ე; რ---–--დ აბ---–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებების შეწყვეტა.
1.2.სოლიდარულად აბელი აბ---–--ეზე, ქ------ნ რუ---ესა და რ---–--დ აბ---–--ეზე სს ,,სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ დავალიანების თანხის - 22,266.67.00 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება.
1.3.მოპასუხეებზე მოსარჩელის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1628.00 ლარის სოლიდარულად გადასახდელად დაკისრება.
1.4.გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაციის გზით: აბელი აბ---–--ის პ/ნ 60002004807 კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი ახალგაზრდობის მე-2 შესახვევი №19 ბინა 14 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №03.06.03.102.01.014. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცევა მოპასუხეთა სხვა ქონებებზე.
მოსარჩელის განმარტებით, სს ,,სა---------–--------ს“ და აბელ აბ---–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის პირობებიც მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა. სესხის უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა აგრეთვე თავდებობის და იპოთეკის ხელშეკრულებები. დარღვეულია ასევე აღნიშნული ხელშეკრულებებით თავდებების მიერ ნაკისრი ვალდებულებები. მიუხედავად მოპასუხეთა არაერთგზის ზეპირი და ასევე წერილობითი სახით გაფრთხილებისა, რათა შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები, ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია სს ,,სა---------–--------ის“, როგორც კრედიტორის უფლებები.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1.მოპასუხეებმა - აბელი აბ---–--ემ, ქ------ნ რუ---ემ და რ---–--დი აბ---–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებების შეწყვეტას ეთანხმებიან.
მოპასუხეებმა 22 266.67 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში განმარტეს, რომ №3186150 ხელშეკრულებით გამოტანილი სესხი 18.500 აშშ დოლარი დახარჯული იქნა მიზნობრივად, ჩამოყალიბდა სწრაფი კვების ობიექტი და გადაფარული იქნა ამავე ობიოექტთან დაკავშირებით ადრე მიღებული უფრო მაღალპროცენტიანი საკრედიტო ვალდებულებები. ქვეყანაში შექმნილმა საერთო ეკონომიკურმა მდგომარეობამ (ლარის ინფლაცია, ეონომიკური ვარდნა და სხვა მრავალი) გათვლილი შემოსავალი საგრძნობლად შეამცირა, რის გამოც შეუძლებელი გახდა მოსარჩელის წინაშე ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების - ყოველთვიურად 492.00 აშშ დოლარის გადახდის, შესრულება. აღნიშნულის გამო მოპასუხეებმა მიმართეს ბანკს წინადადებით შეემცირებია ყოველთვიური შესატანი 492.00 აშშ დოლარი და გადაენაწილებინა სესხის დაფარვის ვადა 60 თვემდე, რაზედაც უარი მიიღეს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის გამო მოახდინეს ახალი გათვლები. გაქირავებული იქნა მოსარჩელეების მიერ შექმნილი სწრაფი კვების ობიექტი თვეში 1000 ლარად. ამის გარდა აბელ აბ---–--ე მუშაობს და ყოველთვიური შემოსავალი აქვს 750 ლარი, რ---–--დი აბ---–--ე ისევ დასაქმებულია ყოველთვიური შემოსავლით 750 ლარი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. მოპასუხეებმა: აბელ აბ---–--ემ, ქ------ნ რუ---ემ და რ---–--დ აბ---–--ემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებების შეწყვეტას ეთანხმებიან.
მტკიცებულება:
შესაგებელი.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. 2015 წლის 09 სექტემბერს სს ,,სა---------–--------სა’’ და ი.მ. ,,აბელი აბ---–--ეს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ, რომლის მიხედვით სესხის მოცულობა განისაზღვრა 150.000.00 აშშ დოლარით ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში ბანკში დადგენილი კომერციული კურსით, მოქმედების ვადა - 120 თვე, 0.5%-დან 48%-მდე საპროცენტო სარგებლით.
მტკიცებულება:
- ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ (ტ.1.იხ.ს.ფ.15-16).
3.2.2. 2015 წლის 15 სექტემბერს სს ,,სა---------–--------სა’’ და ი.მ. ,,აბელი აბ---–--ეს’’ შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სს ,,სა---------–--------მა’’ ი.მ. ,,აბელი აბ---–--ეს’’ გადასცა სესხის სახით 18. 500 აშშ დოლარი ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში. ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი იყო წლიური - 6 თვიან LIBOღ განაკვეთს დამატებული 12% მინიმუმ 9%. კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო - 1%.
მტკიცებულება:
- სკრედიტო ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ.17-18).
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ტ.1.ს.ფ.19).
3.2.3. 2015 წლის 15 სექტემბერს სს ,,სა---------–--------ს’’ რ---–--დ აბ---–--ეს და სს ,,სა---------–--------სა’’ და ქ------ნ რუ---ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება. თავდებებმა სოლიდარული პასუხისმგებლობა აიღეს 300.000.00 (სამასი ათასი) ლარის ფარგლებში.
მტკიცებულება:
- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ტ.1.ს.ფ.20).
- ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ტ.1. ს.ფ.21-31).
3.2.4. 2015 წლის 09 სექტემბერს სს ,,სა---------–--------სა’’ და აბელი აბ---–--ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, ახალგაზრდობის მე-2 შეს.№19. ს/კ.03.06.03.102.01.014.
მტკიცებულება:
- იპოთეკის ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ.32-38).
3.2.5. 2015 წლის 15 სექტემბერს სს ,,სა---------–--------სა’’ და ი.მ. ,,აბელი აბ---–--ეს’’ შორის გაფორმდა №3041200 საკრედიტო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ქ------ნ რუ---ესთან და რ---–--დი აბ---–--ესთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებით. ამასთან, მსესხებლის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა აბელი აბ---–--ის კუთვნილი უძრავი ქონება. მითითებული ხელშეკრულებების საფუძველზე, მსესხებელს და თვდებებს წარმოეშვათ ვალდებულებები სს ,,სა---------–--------ის’’ წინაშე, ბანკსა და ი.მ. ,,აბელი აბ---–--ეს’’ შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებასთან დაკავშირებით. ზემოთ ნახსენები საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი მიმდინარე საკრედიტო ვალდებულება (ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკიდან ჩამორჩენა) ჯამურად შეადგენს 549.37 აშშ დოლარს. მიმდინარე საკრედიტო ვალდებულების დაუყოვნებლივ დაუფარველობის შემთხვევაში, სს ,,სა---------–--------ი’’ იძულებული იქნება იმოქმედოს ხელშეკრულებების შესაბამისად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მტკიცებულება:
- შეტყობინებები(ტ.1.ს.ფ.39-41).
3.2.6. 03.11.2016 მდგომარეობით, ი.მ. ,,აბელი აბ---–--ის’’ დავალიანება შეადგენს 22.266.67 აშშ დოლარს.
მტკიცებულება:
- ცნობა (ტ.1.ს.ფ.48-53).
3.2.7. 2016 წლის 04 ნოემბრის მდგომარეობით, უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი, გამზირი ახალგაზრდობა, მე-2 შესახვევი, №19, ს/კ 03.06.03.102.01.014, რეგისტრირებულია აბელი აბ---–--ის საკუთრება. იპოთეკარი: სს ,,სა---------–--------ი’’.
მტკიცებულება:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.ს.ფ.54-55).
3.2.8.2016 წლის 25 ნოემბრის ცნობების დასტურდება, რომ აბელი აბ---–--ე შპს ,,საქართველოს გზის’’ (სადგური ქუთაისის II-ის) ბუღალტერის თანამდებობაზე და მისი ხელფასი შეადგენს 750 ლარს, ხოლო იგივე თარიღში გაცემული ცნობის მიხედვით, იგივე დაწესებულებაში მუშაობს რ---–--დი აბ---–--ე სატვირთო მომსახურების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, მისი ანაზღაურება შეადგენს 750 ლარს.
მტკიცებულება:
- ცნობა.
3.2.9. 2016 წლის 01 ოქტომბერს აბელი აბ---–--ეს (შემდგომში ქვემეიჯარე) და ქ------ნ ბერუაშვილს (შემდგომში ქვემოიჯარე) დაიდო ქვეიჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ქვემეიჯარემ აიღო ვალდებულება გადაეცა ქვემოიჯარისთვის დროებით სარგებლობაში შემდეგი ქონება ქ. ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. №37 (სადგური ქუთაისი 2-ის მიმდებარე ტერიტორია. (ნაკვ.№2) მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით 80 კვ. მეტრი და მასზე დამაგრებული შენობა 60 კვ. მეტრი ფართით საკადასტრო კოდი №03.04.26.353) შემდგომში ,,ფართი’’) ქვეიჯარით, დროებით მფლობელობაში და სარგებლობაში. საიჯარო ქირამ შეადგინა 1000 ლარი. ქონების ქვეიჯარის ვადა დაიწყო 2016 წლის 1 ოქტომბრიდან და დამთავრდა 2017 წლის 31 მაისამდე.
მტკიცებულება:
- ქვეიჯარის ხელშეკრულება.
3.2.10. სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეებს მის მიმართ გააჩნიათ დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა. მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები. მოპასუხე კი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით. სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.
სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხეთა ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება.
სასამართლოს დასკვნები ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად. პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, არ შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის გასვლამდე. გრძელვადიანი ხელშეკრულების შეწყვეტა მართლზომიერად იქნება მიჩნეული, თუ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა განპირობებულია პატივსადები საფუძვლით. პატივსადები საფუძვლის ნორმატიულ განმარტებას თავად დასახელებული ნორმა შეიცავს და ამბობს, რომ საფუძველი პატივსადებია, თუ სახეზეა დაუძლეველი ძალა ან სხვა რაიმე ორმხრივი და არა ცალმხრივი ინტერესი, რაც სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის. თუ ხელშეკრულების შეწყვეტა მხოლოდ ცალმხრივი ინტერესით არის განპირობებული, ასეთ შემთხვევაში მხარეს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება უნდა მოეთხოვოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარე მაინც წყვეტს სახელშეკრულებო ურთიერთობას, აღნიშნული შეწყვეტით მეორე მხარეს ზიანი არ უნდა მიადგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის წინასწარ განხორციელებული შესრულება უკან არ უნდა დაბრუნდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესრულება წინასწარ განხორციელებული არ არის, ასეთ შემთხვევაში მხარეს არამართლზომიერად სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლით დაკარგული შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს, რაც სხვა არაფერია, თუ არა ზიანი, რომელიც, თავისი არსით, არამართლზომიერად შეწყვეტილი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდისათვის მისაღები შესრულებაა. გრძელვადიან ურთიერთობაში მხოლოდ ერთი მხარის ინტერესით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის პირობებში წინასწარ გადახდილი შესრულება უკან დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე მეორე მხარის მიერ ვალდებულების შეწყვეტით ზიანს არ განიცდის. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა დაარღვიეს რა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, მოსარჩელემ ხელშეკრულების შეწყვეტის მოტივით სარჩელით მომართა სასამართლოს. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებების შეწყვეტის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს დასკვნები თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1.მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.4.სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
6.5. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა 2015 წლის 15 სექტემბერს სს ,,სა---------–--------სა“ და ი.მ. ,,აბელი აბ---–--ეს“ შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სს ,,სა---------–--------მა’’ ი.მ. ,,აბელი აბ---–--ეს’’ გადასცა სესხის სახით 18. 500 აშშ დოლარი. ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი იყო წლიური - 6 თვიან LIBOღ განაკვეთს დამატებული 12% მინიმუმ 9%. კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო - 1%.
ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 15 სექტემბერს სს ,,სა---------–--------ს’’ რ---–--დ აბ---–--ეს და სს ,,სა---------–--------სა’’ და ქ------ნ რუ---ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება. თავდებებმა სოლიდარული პასუხისმგებლობა აიღეს 300.000.00 (სამასი ათასი) ლარის ფარგლებში.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ძირითადი თანხის 22.266.67 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში (ძირი -17,286.28 აშშ დოლარი; პროცენტი -1.788.72 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო - 3.191.67 აშშ დოლარი) საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სამართლებრივი მოტივაცია პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
6...საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 0.5 %-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და სარჩელის სასამართლოში წარმოდგენისას შეადგინა 3.191.67 აშშ დოლარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი საერთო თანხის 0.5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების ძირითადი თანხის, მოვალის მიერ საერთო ჯამში გადასახდელი თანხისა და პირგასამტეხლოს ოდენობის გათვალისწინებით, სასამართლოს სრულიად მართებულად მიაჩნია მოპასუხე მხარის ბრალეულობისა და პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის მქონე ინსტრუმენტის არსებობის პირობებში, სარჩელით მოთხოვნილი, შემცირებული პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც საბოლოო ჯამში შეადგენს 3.191.67 აშშ დოლარს.
- საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს საკითხის გადაწყვეტისას ,,მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა".
- სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მოთხოვნის ფარგლებში, რადგან იგი შეუსაბამოდ მაღალი არ არის მოთხოვნის მოცულობასთან და ვალდებულების დარღვევის დროს გათვალისწინებით. ასევე ბანკი, როგორც სამოქალაქო სამართალურთიერთობის სუბიექტი და როგორც საკრედიტო ორგანიზაცია, ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, რაც მისთვის აუცილებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და თუ არ მოხდება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, ასეთ შემთხვევაში იგი, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, შეწყვეტს ფუნქციონირებას.
„სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14).
სასამართლოს დასკვნები იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 09 სექტემბერს სს ,,სა---------–--------სა’’ და აბელი აბ---–--ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, ახალგაზრდობის მე-2 შეს.№19. ს/კ.03.06.03.102.01.014.
-იპოთეკის ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წესრიგდება, როგორც წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების, ასევე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მომწესრიგებელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების შესაბამისად. (იხ. იპოთეკის ხელშეკრულება).
-ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სოლიდარული მოვალეები არ აკმაყოფილებენ მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, რადგან იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6.8.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სახ. ბაჟის სახით გადაიხადა (გადახდის დროისათვის არსებული კურსით) 1628.00 ლარი, რომელიც სოლიდარულად უნდა გადახდეთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს სს ,,სა---------–--------ი“-ს სარჩელი.
2. შეწყდეს მხარეთა შორის 2015 წლის 15 სექტემბერს დადებული №GჩLჩA000116750-3041200-3186150 საკრედიტო ხელშეკრულება და მისგან ნაწარმოები სხვა ხელშეკრულებები.
3. სოლიდარულად დაეკისროთ მოპასუხეებს: აბელი აბ---–--ეს, ქ------ნ რუ---ეს და რ---–--დ აბ---–--ეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დავალიანების - 22,266.67.00 აშშ დოლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით: აბელი აბ---–--ის პ/ნ 60002004807 კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი ახალგაზრდობის მე-2 შესახვევი №19 ბინა 14 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №03.06.03.102.01.014.
იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №03.06.03.102.01.014. რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეთა სხვა ქონებაზე.
5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1628.00 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადახდეთ მოპასუხეებს: აბელი აბ---–--ეს, ქ------ნ რუ---ეს და რ---–--დი აბ---–--ეს.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე