განაჩენი

სისხლის სამართლის 09.01.2018
საქმის ნომერი
130100117002304540
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
09.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-155-17

(038041017002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

9 იანვარი, 2018 წელი ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ---------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ--–-----------–--ე, დაბადებული 1979 წლის 27 აპრილს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ხაშურში პუშკინის ქუჩის №3-ში

 

ადვოკატი - კ------------–------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

მ--–-----------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 15.10 საათზე, ხაშურში, პუშკინის ქუჩის №3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მ--–-----------–--ემ თავის დას - მ-------------–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მან ფიცარი დაარტყა თავის, მარცხენა მკლავის და ზურგის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რის შედეგადაც მ-------------–--ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მ--–-----------–--ემ ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა დაკითხვის ოქმები, ბრალდებულის აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულება, სამედიცინო ექსპერტის №005867917 დასკვნა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მ--–-----------–--ემ თავისი დის, მ-------------–--ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ--–-----------–--ისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს.

 

დამაძიმებელი გარემოებები საქმის განხილვის შედეგად არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პროკურორმა დასკვნით სიტყვაში მიუთითა, რომ და-ძმას შორის კონფლიქტი დღემდე ამოწურული არ არის. თუმცაღა, აღნიშვნის ღირსია ის, რომ, მიუხედავად დაზარალებულთან გარკვეული დაძაბულობისა, ბრალდებული, მას შემდეგ, რაც იმ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რისთვისაც იგი პასუხისგებაშია მიცემული, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული არ ყოფილა. მითითებული გარემოება გარკვეულწილად მეტყველებს ბრალდებულის მისწრაფებაზე, აღმოფხვრას კონფლიქტი და შეურიგდეს დაზარალებულს; ეს კი ნაკლებად სავარაუდოს ხდის ოჯახში ძალადობის ფაქტის რაიმე სახით განმეორების შესაძლებლობას.

 

მ--–-----------–--ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რადგან სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ასეთი სასჯელის პირობებშიც შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

შემთხევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ფიცრის ნაჭერი უნდა განადგურდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ--–-----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;

 

მ--–-----------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; გირაოს სახით შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

დანიშნული სასჯელის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ნივთიერი მტკიცებულება ფიცრის ნაჭერი განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე

ლალი ბესტავაშვილი