განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2018
საქმის ნომერი
110100117001947633
დავის ტიპი
126 1
თარიღი
31.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100117001947633

N1/81-2017

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - ირინე კვირიკეიშვილი, აკაკი კვინიკაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ------- ნ--------- ძე ბ---------, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ტ---------- გ------–---- მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, ს------–- ქ----- ს------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - (ცემა (ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);

 

ბრალდებული - გ------ ნ---- ძე ლ------ე, დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ს-–----–-- გ------–---- მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, ს------–- კ---–----;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - (ცემა (სხვაგვარი ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ნ-----–---- ტ------ის ეპიზოდი); სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - (ცემა (სხვაგვარი ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ნ--- ჭ----------ის ეპიზოდი);

 

ადვოკატი - მ------ ა-------ე;

სხდომის სახე - ღია;

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. მ------- ბ--------ის მიმართ: 2017 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, ზესტაფონში, ჭ---------ას ქუჩა N----–- მდებარე ნ--- ჭ----------ის კუთვნილ სათამაშოებისა და საჩუქრების სარეალიზაციო მაღაზიაში, განაწყენების ნიადაგზე, მ------- ბ---------მ ხელებისა და ფეხების რამდენჯერმე დარტყმით სხეულის სხვადასხვა ნაწილში ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ-----–---- ტ------ეს. აღნიშნულის გარდა, მ------- ბ---------მ ნ-----–---- ტ------ეს ესროლა ვ--–------დი, რომელიც დაზარალებულს მოხვდა თავის უკანა ნაწილში. თითოეული აღნიშნული ქმედებებით, ნ-----–---- ტ------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. გ------ ლ------ის მიმართ: 2017 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, ზესტაფონში, ჭ---------ას ქუჩა N----–- მდებარე ნ--- ჭ----------ის კუთვნილ სათამაშოებისა და საჩუქრების სარეალიზაციო მაღაზიაში, განაწყენების ნიადაგზე გ------ ლ------ემ ხელებისა და ფეხების რამდენჯერმე დარტყმით სხეულის სხვადასხვა ნაწილში ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ-----–---- ტ------ეს. აღნიშნული ქმედებით ნ-----–---- ტ------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

3. 2017 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, ზესტაფონში, ჭ---------ას ქუჩა N----–- მდებარე ნ--- ჭ----------ის კუთვნილ სათამაშოებისა და საჩუქრების სარეალიზაციო მაღაზიაში, განაწყენების ნიადაგზე გ------ ლ------ემ და მ------- ბ---------მ ხელებისა და ფეხების გამოყენებით დაუწყეს ცემა ნ--- ჭ----------ის დისშვილს, ნ-----–---- ტ------ეს. აღნიშნულ დროს, ნ--- ჭ----------ემ სცადა ნ-----–---- ტ------ის დახმარება, რის გამოც მას გ------ ლ------ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ერთხელ ხელი დაარტყა თავის უკანა ნაწილში. აღნიშნულის შემდეგ, ვინაიდან ნ--- ჭ----------ე კვლავ ცდილობდა ნ-----–---- ტ------ის დახმარებას, მას გ------ ლ------ემ კიდევ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მძლავრად დაარტყა მუშტი ზურგის არეში. დარტყმის შედეგად ნ--- ჭ----------ე დაეცა იატაკზე, იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი მარცხენა ხელის არეში და დაუზიანდა ხელის თითი. თითოეული აღნიშნული ქმედებებით ნ--- ჭ----------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედება - ძალადობა - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ნ--- ჭ----------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათისათვის, ის და მისი დისშვილი ნ-----–---- ტ------ე იმყოფებოდნენ ქ.ზესტაფონში, ჭ---------ას ქუჩაზე მდებარე მის კუთვნილ მაღაზიაში. მათთან მივიდნენ გ------ ლ------ე და მ------- ბ---------, რომლებმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც მას, ასევე ნ-----–---- ტ------ეს, კერძოდ: მისვლისთანავე გ------ ლ------ემ ხელი დაარტყა ნ-----–---- ტ------ეს სახის არეში, ტუჩზე, რა დროსაც ნ.ტ------ეს წამოუვიდა სისხლი, ასევე ხელებისა და ფეხების გამოყენებით, მიაყენა დაზიანებები. ასევე, მ------- ბ---------მ, ხელებისა და ფეხების გამოყენებით ცემა ნ.ტ------ე. ასევე, რამდენიმე მეტრის დაშორებიდან, მ.ბ---------მ ნ.ტ------ეს ესროლა ვ--–------დი, რომელიც ამ უკანასკნელს მოხვდა უკანა მხრიდან. ცდილობდა მათ გაშველებას, რა დროსაც გ------ ლ------ემ ერთხელ უკანა მხარეს, თავის არეში დაარტყა ხელი, ხოლო მეორედ ზურგის არეში, რა დროსაც წაიქცა ძირს და ბეტონზე დაცემის შედეგად იტკინა ხელი. გ------ ლ------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ნ.ჭ----------ის განმარტებით, მათთან დასახმარებლად მივიდა გ--–- დვალი, რომელიც ცდილობდა მათ გაშველებას, თუმცა როდესაც ერთს მოაცილებდა ნ-----–----ს, მეორე იწყებდა ჩხუბს.

 

5. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ნ-----–---- ტ------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 აპრილს, იმყოფებოდა ქ.ზესტაფონში, ჭ---------ას ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, დეიდასთან ნ--- ჭ----------ესთან ერთად. მაღაზიაში, როდესაც იჯდა სკამზე, მასთან მივიდა გ------ ლ------ე და მოსთხოვა მის მაღაზიაში გაყოლა, მის კითხვაზე თუ რატომ უნდა გაყოლოდა, გ.ლ------ე აძალებდა წასვლას. როდესაც წამოდგა სკამიდან, გ------ ლ------ემ მას დაარტყა სახის არეში ხელი, ტუჩზე, რა დროსაც წამოუვიდა სისხლი და ინსტინქტურად დაჯდა სკამზე. ამ დროს ადგილზე მივიდა ნ.ჭ----------ე, რომელმაც იკითხა "რა ხდებოდა", რაზეც გ.ლ------ემ უპასუხა „შენ ვინღა გეკითხებაო“ და ხელი დაარტყა ნ.ჭ----------ეს. ამ დროს, მაღაზიაში შევიდა მ------- ბ--------- და გ.ლ------ემ, და მ.ბ---------მ ხელებისა და ფეხების გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში დაუწყეს მას ცემა. თითოეული ძალადობის შედეგად, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე, როდესაც ცდილობა წამოდგომას, უკანა მხრიდან მოხვდა რაღაც საგანი, რა დროსაც გაითიშა და დაკარგა გონება. ნ.ტ------ის განმარტებით, გაშველების დროს გ------ ლ------ემ ორჯერ დაარტყა ხელი ნ--- ჭ----------ეს, ის შეეცადა დეიდის დაცვას, რა დროსაც გ.ლ------ემ მას დაარტყა ხელი.

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--–- დ---–-ა განაცხადა, რომ 2017 წლის 13 აპრილს იმყოფებოდა ქ.ზესტაფონში, ჭ---------ას ქუჩაზე, მის კუთვნილ მაღაზიაში. გაიგონა ცოტა ხმამაღალი ლაპარაკი, გამოვიდა გარეთ და დაინახა, რომ გ------ ლ------ე ხმამაღლა ესაუბრებოდა ნ--- ტ------ეს. სიტუაციის განმუხტვის მიზნით ჩაერია მათ საუბარში, ჩადგა შუაში, მოკიდა ხელი გ.ლ------ეს და გაიყვანა გვერდზე. უთხრა, ახლობლები იყვნენ და არ უნდოდა ასეთი საუბარი. ამ დროს, გაიგონა ხმაური, გაიხედა და დაინახა, რომ მ------- ბ--------- და ნ--- ტ------ე წაქცეულები იყვნენ ძირს, ე.წ „ტაშტებზე“ იყვნენ გადაწოლილები. მივიდა, მოკიდა ხელი მ.ბ---------ს და წაიყვანა. როცა მ.ბ--------- მიყავდა, ისევ ხმაური შემოესმა, მოიხედა უკან და დაინახა, რომ გ.ლ------ე და ნ.ტ------ე ძირს იყვნენ წაქცეულები. მ.ბ--------- წაიყვანა თავის მაღაზიაში. შემდეგ, ბიჭები ჩაერივნენ და გააშველეს ისინი. გ.ლ------ე თავის მაღაზიაში წაიყვანეს, ნ.ტ------ე თავის მაღაზიაში. მოწმის განმარტებით, მისი მაღაზიის გვერდზე მდებარეობს ნ.ტ------ისა და ნ.ჭატურიძის მაღაზიები. გ.ლ------ე და ნ.ტ------ე მაღაზიის წინ იდგნენ როცა გავიდა. დაინახა, რომ გ.ლ------ეს ხელი ჰქონდა გადახვეული ნ.ტ------ისათვის და ეუბნებოდა, რომ წამოდი ჩენთან სალაპარაკო მაქვსო. ადგილზე, ასევე დაინახა ნ.ჭ----------ე, რომელიც ცდილობდა გ.ლ------ისა და ნ.ტ------ის გაშველებას.

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–----- ნ--------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 აპრილს, მეუღლესთან, ნ--- ჭ----------ესთან ერთად იმყოფებოდა ქ.ზესტაფონში, ჭ---------ას ქუჩა N----–- მდებარე მათ კუთვნილ მაღაზიაში. დაახლოებით 14:30 საათზე გავიდა პირად საქმეზე და როდესაც უკან დაბრუნდა, ერთ საათში, შემთხვევა უკვე მომხდარი იყო, პოლიციაც გამოძახებული. როგორც ნ-----–---- ტ------ისგან და ნ--- ჭ----------ისგან იცის, მ------- ბ---------მ და გ------ ლ------ემ მათ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ნ---მ უთხრა, რომ თავი სტკიოდა, ხოლო ნ---ს ხელი ჰქონდა გაჭრილი.

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ბ---------მ განაცხადა, რომ იცის, რომ 2017 წლის 13 ნოემბერს მამამისსა და ნ-----–---- ტ------ეს შორიას მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც გ.ლ------ე აშველებდა მათ. მომხდარის თაობაზე გაიგო სხვა პირებისგან.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- ა------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2017 წლის 13 აპრილს, ექსპერტ ზ------ გ--–-შვილთან და ფართის მფლობელ ე-–----- ნ--------ესთან ერთად, ქ.ზესტაფონში, ჭ---------ას ქუჩა N----–- ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. შეადგინა შესაბამისი ოქმი, რაც ხელის მოწერით დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა. დათვალიერების შედეგად, ამოღებული იქნა ორი გატეხილი პლასტმასის ვედრო და ბავშვის დაზიანებული აბაზანა. ამოღებული ნივთები დალუქული იქნა ადგილზე.

 

10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-შვილმა განაცხადა, რომ მუშაობს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 13 აპრილს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა ძალადობის ფაქტს, გამომძიებელ თ.შ------–--ესთან და ე.ნ--------იესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, როგორც ექსპერტმა, მოახდინა ფოტოგადაღება. დათვალიერების დროს ამოღებული იქნა ნივთმტკიცებები, რაც დაილუქა ადგილზე. საგამოძიებო მოქმედების ოქმს მოაწერა ხელი მან და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა.

 

11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- გ--–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 14 აპრილს მოახდინა დაზარალებულ ნ.ჭ----------ის გარეგნული დათვალიერება და ფოტოგადაღება მისი თანხმობით. შეადგინა გარეგნული დათვალიერების ოქმი, რაც დაადასტურა ხელისმოწერით.

 

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ გამომძიებლად. 2017 წლის 13 აპრილს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. იყო სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა დაზარალებულები და მოწმეები, დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები, ნ.ტ------ისგან ამოიღო მისი კუთვნილი ტანსაცმელი, გარეგნულად დაათვალიერა ნ-----–---- ტ------ე, გამოითხოვა სხვადასხვა დოკუმენტაცია, ბრალი წარუდგინა გ.ლ------ესა და მ.ბ---------ს.

 

13. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 14.04.2----–---------------თ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ნ--- ჭ----------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობისა და სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ-------–-–--ლმა.

 

14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 14.04.2---–------------- სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ნ-----–---- ტ------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევის, ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ-------–-–--ლმა.

 

15. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა 002194017-ის ასლი) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ნ-----–---- ტ------ეს ჩაუტარდა პირადი გასინჯვა 14.04.2----–----------------------------აუდგინდა: სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევის, ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,ჯ--- ჰ---------–”-ის ზესტაფონის მრავალ პროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი 2459-ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა 3659 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 15.04.2017 წ)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ნ-----–---- ტ------ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 14.04.2---–--------------ზე, საიდანაც გაეწერა 15.04.2017 წ-ს 16:30 სთ-ზე დიაგნოზით: ინტრაკრანიალური ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა ჰემატომა კეფის მიდამოში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი -ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.

 

16. 2017 წლის 13 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონში, ჭ---------ას ქუჩა N----–- და წარმოადგენს ნ--- ჭ----------ის საჩუქრებისა და სათამაშოების სარეალიზაციო მაღაზიას. მაღაზია განთავსებულია ერთსართულიან კაპიტალურ შენობაში. მას სამხრეთით და ჩრდილოეთით მხრიდან ესაზღვრება სავაჭრო ჯიხურები, აღმოსავლეთ მხარეს ქვეითთა საფეხმავლო ტროტუარი, მის აღმოსავლეთით საავტომობილო გზის მონაკვეთი. მაღაზიის წინ განთავსებულია ბავშვების ვ--–------დები, სათამაშოები და პლასტმასის ვედროები და საბავშვო აბაზანები. აღნიშნული საქონლიდან ერთი პლასტმასის ვედრო და ერთი პლასტმასის საბავშვო აბაზანა არის გატეხილი. მაღაზიის შესასვლელში მდებარე კიდევ ერთი წითელი ფერის ვედრო არის გატეხილი. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა აღნიშნული გატეხილი ვედროები, რომლებიც დაილუქა 02 პაკეტში; F-- 5----- და F-- 5----- პაკეტებში. ამოღებულ გატეხილ საბავშვო აბაზანას დაედო N----- ლუქის ბეჭედი.

 

17. 2017 წლის 13 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, ნ-----–---- ტ------ისგან ამოღებული იქნა ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა 2017 წლის 13 აპრილს, მის მიმართ ძალადობის განხორციელების დროს, კერძოდ: 1)ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, სამარკო ნიშნით: „desperado“, რომელსაც სხვადასხვა ადგილზე, ვიზუალურად აღენიშნება ლაქები; 2) ღია ყავისფერი ელვაშესაკრავიანი, ნაჭრის მოკლე ქურთუკი, სამარკო ნიშნით: „-----“, რომელიც შიდა მხრიდან არის მწვანე ფერის. ქურთუკზე შიდა, ზედა მარჯვენა ნაწილში ვიზუალურად აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. ქურთუკზე, ზედა, მარჯვენა ნაწილში, ვიზუალურად აღინიშნება დაზიანება ქსოვილის რღვევის სახით. ამოღებული ჯინსის შარვალი და ქურთუკი დაილუქა პოლიეთილენის პარკში, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს N----- ლუქის ბეჭდით.

 

18. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა მ------- ბ---------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 აპრილს იმყოფებოდა ქ.ზესტაფონში, ჭ---------ას ქუჩაზე მდებარე მის კუთვნილ მაღაზიაში. დაინახა გ.ლ------ე, რომელიც ესაუბრებოდა ნ.ტ------ეს და გაიგო ნ-----–----ის ნათქვამი, „დამიმტკიცე რომ ჩემი შვილია“. აღნიშნული სიტყვები ვეღარ მოითმინა, მივიდა მათთან, გაწია გვერდზე გ.ლ------ე და ორჯერ-სამჯერ დაარტყა ხელი ნ-----–---- ტ------ეს, ასევე ამოარტყა წიხლი. აღნიშნულზე იქ მივიდა გ.დვალი, რომელმაც გამოიყვანა, თუმცა როდესაც მოიხედა უკან და დაინახა გ.ლ------ე წაქცეული ძირს, დაუსხლტა გ--–-ს და მივიდა გ.ლ------ესთან დასახმარებლად. მ.ბ--------ის განმარტებით, მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ნ-----–---- ტ------ეს, ხოლო გენად ლ------ეს არც ნ-----–---- ტ------ისთვის და არც ნ--- ჭ----------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

19. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა გ------ ლ------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 აპრილს იმყოფებოდა ქ.ზესტაფონში, ჭ---------ას ქუჩაზე მდებარე მის კუთვნილ მაღაზიაში. ამ დროს, თავის მაღაზიაში დაინახა ნ-----–---- ტ------ე. მივიდა მასთან და მოსთხოვა გაყოლოდა მის კუთვნილ მაღაზიაში და დალაპარაკებოდა. აღნიშნულზე ნ-----–---- ტ------ემ უხეშად უპასუხა „დამიმტკიცე, რომ ჩემი გაკეთებულია ბავშვი“. ამ დროს, მათთან მივიდა მ------- ბ---------, რომელმაც ორჯერ-სამჯერ გაარტყა ხელი ნ-----–---- ტ------ეს და ამოარტყა წიხლი. გ.ლ------ის განმარტებით, მას არც ნ-----–---- ტ------ისთვის და არც ნ--- ჭ----------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ის ცდილობა ნ-----–---- და მ-------ის გაშველებას, რა დროსაც დაეცა ძირს და პირიქით მას მოხვდა რაღაც საგანი, თუმცა ვინ დაარტყა არ იცის. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით.

 

20. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ცემა და სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა სახეში, ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია 14 წელს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე რამდენიმე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

21. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა გ------ ლ------ემ და მ------- ბ---------მ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინეს ნ-----–---- ტ------ისა და ნ--- ჭ----------ის ცემა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

22. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

23. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N 73053/01, § 40).

 

24. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).

 

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ გ------ ლ------ემ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა: 1) ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ ამ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ნ-----–---- ტ------ის ეპიზოდი); 2) ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ ამ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ნ--- ჭ----------ის ეპიზოდი); ხოლო მ------- ბ---------მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ ამ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გ------ ლ------ისა და მ------- ბ--------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ გ------ ლ------ისა და მ------- ბ--------ის მიერ დანაშაულების ჩადენაზე, რის გამოც მათ მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი მითითებული კვალიფიკაციებით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.

 

26. სასამართლო ვერ გაიზიარებს გ------ ლ------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ ა-------ის განმარტებას, რომ 2017 წლის 13 აპრილს, შემთხვევის დროს, გ------ ლ------ეს პარალიზებული ჰქონდა მარჯვენა ხელი და მას არ შეეძლო ფიზიკურად წინააღმდეგობის გაწევა. სასამართლო განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ზოგადად მიუთითებს გ------ ლ------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე, 2017 წლის 23 მარტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მითითებულია, რომ გ------ ლ------ეს გაეწია სამკურნალო და შრომითი რეკომენდაცია სხივმაჯის რბილი ფიქსატორით იმობილიზაცია 3-4 კვირით. დაცვის მხარეს მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ------ ლ------ის სხივმაჯის რბილი ქსოვილით იმობილიზაციას 2017 წლის 13 აპრილს, სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა ფაქტის შემსწრე მოწმეები, რომლებსაც არაფერი განუცხადებიათ, რომ გ------ ლ------ეს შეატყვეს, რომ ხელზე რაიმე ჰქონდა გაკეთებული. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოწმე გ--–- დ---–-ა სასამართლოს მიუთითა, რომ გ------ ლ------ეს ხელი ჰქონდა შემოხვეული ნ-----–---- ტ------ისთვის კისერზე.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

27. მ------- ბ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია;

 

28. გ------ ლ------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

29. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

30. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულების პიროვნებებს - წარსულში ნასამართლევი არ არინ, არ არიან შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არიან კონფლიქტში კანონთან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ------ ლ------ესა და მ------- ბ---------ს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მათთვის, რათა უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. შესაბამისად, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის (ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული), ასევე მათი პიროვნებების გათვალისწინებით, გ------ ლ------ესა და მ------- ბ---------ს სასჯელად უნდა განესაზღვროთ ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ვინაიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------ ლ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნ-----–---- ტ------ის ეპიზოდი), სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნ--- ჭ----------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნ-----–---- ტ------ის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნ--- ჭ----------ის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და საბოლოოდ გ------ ლ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

გ------ ლ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის N12/15-2017 განჩინებით, მ------- ბ--------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ლ---------- რაიონი ს------–- გ-------–---- (ზონა - ლ--------------------------------------------------–-----------------------), საკადასტრო კოდით №------------), დადებული ყადაღა;

 

მ------- ბ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

მ------- ბ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის N12/15-2017 განჩინებით, მ------- ბ--------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ლ---------- რაიონი ს------–- გ-------–---- (ზონა - ლ--------------------------------------------------–-----------------------), საკადასტრო კოდით №------------), დადებული ყადაღა;

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები: ნ-----–---- ტ------ისგან ამოღებული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და ღია ყავისფერი ელვაშესაკრავიანი მოკლე ქურთუკი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ნ-----–---- ტ------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი ვედრო და ერთ ბავშვის აბაზანა, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე