განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002249020
№1/8-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 თებერვალი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ნინო პეპანაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - ელ----- შა---–---ის
ადვოკატ - გია ფა------–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №030011217002)
ბრალდებული: ელ----- შა---–---ი
მამის სახელი: თე------
დაბადებული: 1----–-–----------------
პასპორტის ნომერი: C--------
მოქალაქეობა: აზერბაიჯანი
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: აზერბაიჯანი, კახის რაიონი, სოფელი კახინგილო
ფაქტობრივად მცხოვრები: ქალაქი ლაგოდეხი, ზ------–------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
კვალიფიკაცია: ელ----- შა---–---ს ბრალი ედება მასში, რომ
1. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 1 დეკემბერს, ქალაქ ლაგოდეხში ზ------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ელ----- შა---–---მა სცემა დედას ქე------ ში-------–---–ს, რა დროსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში დაარტყა ხელი, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი.
2. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში, ქალაქ ლაგოდეხში ზ------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ელ----- შა---–---მა სკამი ესროლა მამას - თე------ შა---–---ს და მოარტყა მას, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი.
ელ----- შა---–---ი 2017 წლის 1 დეკემბერს 19:00 საათზე დააკავეს და 2017 წლის 2 დეკემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 1 დეკემბერს, ელ----- შა---–---მა სცემა დედას ქე------ ში-------–---–ს, რა დროსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში დაარტყა ხელი, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი.
2. 2017 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში, ელ----- შა---–---მა სკამი ესროლა მამას - თე------ შა---–---ს და მოარტყა მას, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
(ქე------ ში-------–---–ის ცემის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ ქე------ ში-------–---–ის ჩვენებებით, მოწმეების - თე------ შა---–---ის და ზუ---- ში-----–---–ის ჩვენებებით, თავად ბრალდებულ ელ----- შა---–---ის ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ელ----- შა---–---მა სცემა დედას - ქე------ ში-------–---–ს, რა დროსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში დაარტყა ხელი, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
(თე------ შა---–---ის ცემის ეპიზოდი)
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ თე------ შა---–---ის ჩვენებებით, მოწმეების - ქე------ ში-------–---–ის და ზუ---- ში-----–---–ის ჩვენებებით, თავად ბრალდებულ ელ----- შა---–---ის ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ელ----- შა---–---მა სცემა დედას - ქე------ ში-------–---–ს, რა დროსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოებში დაარტყა ხელი, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხეულზე ერთჯერადი ან მრავალჯერადი დარტყმა, რაიმე სხვა სახის ფიზიკური ძალადობა. ამგვარი ძალადობა 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ელ----- შა---–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობის ორი ეპიზოდი, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ელ----- შა---–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ორი ეპიზოდი)
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ელ----- შა---–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება. ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ელ----- შა---–---ის მიერ ჩადენილი დანაშაული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
ელ----- შა---–---ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ელ----- შა---–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, რადგან ელ----- შა---–---ი წარსულში ნასამართლევი არ არის, თანამშრომლობს გამოძიებასთან, მის მიმართ მიზანშეწონილია გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრი.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. ელ----- შა---–---ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბერს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, რაც ბრალდებულის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი და მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეიცვალა პატიმრობით.
2. წინასასამართლო სხდომაზე, ელ----- შა---–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - შეთანხმებით გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ და ელ----- შა---–---ი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ელ----- შა---–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
ელ----- შა---–---ი ასევე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ელ----- შა---–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს. რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ელ----- შა---–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 1 დეკემბრის 19:00 საათიდან 2018 წლის 15 იანვრის ჩათვლით.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი