გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/569-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.02.2018 წ. ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე კობა გოცირიძე
სხდომის მდივნები - თეა აფციაური, ბელა ოჩიაური
მოსარჩელე - ლ----------–---–---–--
მოპასუხე - ფ----------------------
წარმომადგენელი - ბ--------------------
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიკვეთოს მოსარჩელის საკუთებაში არსებულ უძრავ ნივთზე კერძოდ დ--–-----------------------–-–----–---–- (სასოფლო-სამეურნეო დაზუსტებული ფართობის 1680,00 კვ/მ. ს---------------- მოპასუხის ფ---------------------- მიერ საკუთრების ხელყოფა და სხვაგვარი ხელშეშლა კერძოდ; აეკრძალოს მოპასუხე მხარეს ზემოთ მითითებულ მისამართზე არსებული მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობა, რაც გამოიხატება მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული ხილის და კაკლის მოსავლის მითვისებასა და ამავე ტერიტორიის მის მიერ საქონლისათვის საძოვრად გამოყენებაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ფ---------------------- სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო.
მისი განმარტებით, სარჩელში მითითებული გარემოებები სიმართლეს არ შესაბამება მსგავსი განცხადებით მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა პოლიციას და აღნიშნულის თაობაზე არსებობს შესაბამის დოკუმენტი თუმცა ფაქტი ბუნებაში არ არსებობს. არის მძიმე ავადმყოფი და მე-2 ჯგუფის ინვალიდი, რაც დასტურდება ცნობით ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ, აღნიშნული ხელშეშლას და სხვის ქონების სარგებლობას მოპასუხე არ ახორცილებს მას სურვილიც, რომ ჰქონდეს მაინც ვერ შეძლებს ფიზიკურად რადგან არის მძიმე ავადმყოფი და უჭირს გადაადგილება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ლ----------–---–---–- არის დ--–-----------------------–-–----–---–- (სასოფლო-სამეურნეო დაზუსტებული ფართობის 1680,00 კვ/მ. ს---------------- მესაკუთრე.
(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 14)
3.2.2. ლ----------–---–---–- არის რეგისიტრირებული სოციალურ დაუცველთა ერთიან ბაზაში.
(მტკიცებულება: ამონაწერები სოციალურ დაუცველთა ერთიან ბაზიდან.)
3.2.3. ლ----------–---–---–-- მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს შელახული უფლების დასაცავდ გაფთრხილების ოქმები გამოთხოვის თაობაზე რაზედაც ეთქვა უარი;
(მტკიცებულება: წერილი #2056459 ს.ფ 15)
3.2.4. სასამართლოს მიერ გამოთხოვილი განჩინების საფუძველზე 2017 წლის 07 მარტის #------ წერილით დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟ-----–-- პოლიციის განყოფილებაში ლ----------–---–---–-ს განცხადებასთან დაკავშირებით მოქალაქე ფ---------------------- გაფრთხილების ოქმები არ არსებობს.
(მტკიცებულება: იხ #------ წერილი ს.ფ 63)
სამოტივაციო ნაწილი;
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო საქმის მასალებს. სამართლებრივად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102 –ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგავარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა.
6.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ საქმეზე არ იქნა წარმოდგენილი მტიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით კი სასამართლოში მტკიცების ტვირთი ეკისრებათ მხარეებს, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიაანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ,სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. სასამართლოს აზრით, სარჩელის მოთხოვნა არ არის დადასტურებული მტკიცებულებებით, იურიდიულად დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო მოსარჩელე ამავე კოდექსის 46-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტისა და სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მ1 პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისგან ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი;
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა;
1. ლ----------–---–---–-ს სარჩელი მოპასუხე ფ---------------------- მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე გრ. რობაქიძის განზირი #7ა-ში) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. მცხეთა სამხედროს ქ.#17) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე კობა გოცირიძე.