განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240100117002159507 №1/110
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16.02.2018 წელი ქ.სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე
სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია
ბრალდების მხარე
პროკურორი - გ----------------
დაცვის მხარე
1.ბრალდებული: გ----------------–---ი
დაბადებული: 31.01.1--- წ.
დაბადების ადგილი: ლ------ი
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
პირადი ნომერი: 2----------
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ლ------ის რაიონის სოფელი ხ--–----
2. ბრალდებული: ტ------–---------------ი
დაბადებული: 03.01.1--- წ.
დაბადების ადგილი: ლ------ი
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
პირადი ნომერი: 2----------
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: მქონე
რეგისტრირებული: ლ------ის რაიონი სოფელი გ---–----
ადვოკატი - გ-------------–-–---–ი
გ----------------–---ის პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტები.
ტ------–---------------ის პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტები.
სხდომის სახე - ღია
გ----------------–---ის მიმართ განსახილველი საკითხი: სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ----------------ს შუამდგომლობა ბრალდებულ გ----------------–---ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
შუამდგომლობის მიხედვით, გ----------------–---ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 27 სექტემბერს, დილის საათებში, გ----------------–---ი და ტ------–---------------ი, ქ.სენაკში, ჭ--------ს ქ.N29-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ძალადობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლნენ, რ----–-–------–-ანის კუთვნილ 30 ლარად ღირებულ ლეპტოპის ჩანთას და მასში მოთავსებულ 400 ლარად ღირებულ პლანშეტურ კომპიუტერს, 20 ლარად ღირებულ ტყავის საფულეს, ფულად თანხას 5 ლარის ოდენობით, ბინისა და სახელოსნოს გასაღებებს, პირადობის მოწმობას და ბანკის პლასტიკური ბარათს. აღნიშნული ძარცვის შედეგად რ----–-–------–-ანს მიადგა 455 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
გ----------------–---ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გ----------------–---ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებენ შემდეგი მტკიცებულებები - რ----–-–------–-ანის განცხადება, მოწმეების: მ-----–--------------------------------–--------------------------------------------------------–-–----------–----------------–--------------–-------–--–---------------------–------------------------------------------- დაკითხვის ოქმები, დაზარალებულ რ----–-–------–-ანის დაკითხვის ოქმი, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, ამოღების ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ამოცნობის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
იმის გათვალისწინებით, რომ გ----------------–---ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების მხედველობაში მიღებით, 2018 წლის 14 თებერვალს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ გ----------------–---ს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-------------–-–---–ის მონაწილეობით) და სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ----------------ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე, რაც კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
2018 წლის 15 თებერვალს სენაკის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ----------------ს შუამდგომლობა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გ----------------მ იშუამდგომლა ბრალდებულ გ----------------–---თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, იმის თაობაზე, რომ ბრალდებული გ----------------–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთის 03 (სამი) წელი დაენიშნოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 (ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს ბრალდებულმა გ----------------–---მა და მისი ინტერესების დამცველმა გ-------------–-–---–მა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი, ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ----------------ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ტ------–---------------ის მიმართ სასამართლომ დაადგინა:
5. 2017 წლის 27 სექტემბერს, დილის საათებში, ტ------–---------------ი და გ----------------–---ი, ქ.სენაკში, ჭ--------ს ქ.N29-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ძალადობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლნენ, რ----–-–------–-ანის კუთვნილ 30 ლარად ღირებულ ლეპტოპის ჩანთას და მასში მოთავსებულ 400 ლარად ღირებულ პლანშეტურ კომპიუტერს, 20 ლარად ღირებულ ტყავის საფულეს, ფულად თანხას 5 ლარის ოდენობით, ბინისა და სახელოსნოს გასაღებებს, პირადობის მოწმობას და ბანკის პლასტიკური ბარათს. აღნიშნული ძარცვის შედეგად რ----–-–------–-ანს მიადგა 455 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
6. ბრალდებულმა ტ------–---------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.
7. არსებით სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
8. ძარცვა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, არაერთგზის.
9. 2017 წლის 27 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, რ----–-–------–-ანისგან ამოღებული იქნა ყვითელი ფერის მოკლემკლავიანი მაისური.
10. 2017 წლის 27 სექტემბრის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ თ-----------------ას საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ,,Fly’’-ის ფირმის პლანშეტური კომპიუტერი.
11. 2017 წლის 27 სექტემბრის ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ტ------–---------------ი.
12. 2017 წლის 27 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანხმად, ამოღებული იქნა პლასტიკური ბარათი, გასაღებები და ბოთლის თავსახურის გასახსნელი.
13. 2017 წლის 27 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, რ----–-–------–-ანმა ამოიცნო გასაღებები, ბოთლის თავსახურის გასახსნელი და პლასტიკური ბარათი.
14. 2017 წლის 27 სექტემბრის ნიმუშის აღების ოქმის თანხმად, ტ------–---------------ისგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში.
15. 2017 წლის 27 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, რ----–-–------–-ანმა ამოიცნო ყავისფერი ტყავის საფულე.
16. 2017 წლის 27 სექტემბრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, რ----–-–------–-ანმა ამოიცნო პლანშეტური კომპიუტერი წარწერით ,,FLY’’.
17. 2017 წლის 27 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ტ------–---------------ისგან ამოღებულ იქნა წითელი ფერის მოკლე მკლავიანი მაისური, ღია მონაცისფრო ფერის მოკლე შორტები და თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი ე.წ ბოტასი.
18. 2017 წლის 28 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ტ------–---------------მა ქ.სენაკში, ჭ--------ს ქ.N29-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის პირველ სადარბაზოში, სარდაფთან მიუთითა ადგილი სადაც 2017 წლის 27 სექტემბერს დილის საათებში, მან გ----------------–---თან ერთად რ----–-–------–-ანს ძარცვის შედეგად გასტაცეს პლანშეტი, საფულე და მასში მოთავსებული ნივთები.
19. 2017 წლის 09 ოქტომბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, ვიდეო კადრების დათვალიერებისას რ----–-–------–-ანმა განმარტა, რომ პირები რომლებიც დაფიქსირებულია ვიდეო კადრებში არინ ის პირები, რომლებმაც ის გაძარცვეს 2017 წლის 27 სექტემბერს დილის საათებში.
20. 2017 წლის 17 ნოემბრის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ რ----–-–------–-ანის მაისურზე აღმოჩენილი მკვეთრი წითელი ფერის (მალინისფერი ელფერით) ბამბის ბოჭკოებს და ტ------–---------------ის მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება. გ----------------–---ის ჟაკეტზე აღმოჩენილ მკვეთრი ყვითელი ფერის პოლიეთერულ ბოჭკოებს და რ----–-–------–-ანის მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება.
21. 2017 წლის 28 ნოემბრის ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ პაკეტში, წარწერით ,,რ----–-–------–-ანის მიერ ამოცნობილი პლანშეტური კომპიუტერი’’ მოთავსებულ პლანშეტზე არსებული ბიომასალის (ობ N1) გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთ წილი ეკუთვნის გ----------------–---ს (ობ N7 პაკეტი, წარწერით ,,ბრალდებულ გ----------------–---ისგან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში), მეორე წილი ეკუთვნის ტ------–---------------ის (ობ N8 პაკეტი, წარწერით ,,ბრალდებულ ტ------–---------------ისგან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში). პაკეტში წარწერით ,,რ----–-–------–-ანის მიერ ამოცნობილი საფულე’’ მოთავსებულ ტყავისმაგვარ საფულეზე არსებული ბიომასალის (ობ N2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება გ----------------–---ის (ობ N7) და ტ------–---------------ის (ობ N8) გენეტიკური თანამონაწილეობა.
22. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ტ------–---------------მა ჩაიდინა ძარცვა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, არაერთგზის.
სამართლებრივი შეფასება:
23. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ტ------–---------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ძარცვა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, არაერთგზის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ტ------–---------------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ტ------–---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
24. ტ------–---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება.
25. ტ------–---------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
26. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
27. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
28. ბრალდებულ ტ------–---------------ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტ------–---------------ის მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 63-65-ე, მუხლებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 230-ე, 255-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ----------------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. დამტკიცდეს ზემდგომი, სენაკის რაიონული პროკურორის ილია ჯანაშიას თანხმობით 2018 წლის 14 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ----------------ს, ბრალდებულ გ----------------–---ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ გ-------------–-–---–ს შორის.
2. გ----------------–---ი საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთის 03 (სამი) წელი დაენიშნოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 (ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
3. გაუქმდეს მსჯავრდებულ გ----------------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა.
4. გ----------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 27 სექტემბრიდან.
5. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში გ----------------–---ის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს რაჭა_ლეჩხუმ და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროს.
დაევალოს მსჯავრდებულ გ----------------–---ს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს რაჭა_ლეჩხუმ და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
6. ტ------–---------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
7. გაუქმდეს მსჯავრდებულ ტ------–---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა.
8. მსჯავრდებულ ტ------–---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 27 სექტემბრიდან.
9. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
9.1 რ----–-–------–-ანისგან ამოღებული მაისური დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
9.2 თ-----------------ას ბინიდან ამოღებული პლანშეტური კომპიუტერი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
9.3 გ----------------–---ისგან ამოღებული ტყავის საფულე, 2 ცალი პლასტიკური ბარათი, სალაროს გასვლის ორდერი, სპორტული ქურთუკი და სპორტული ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
9.4 ტ------–---------------ისგან ამოღებული მოკლემკლავიანი მაისური, მოკლე შორტები და სპორტული ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
9.5 ექსპერიმენტის დროს ამოღებული პლასტიკური ბარათი, გასაღებები და ბოთლის თავსახურის გასახსნელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
9.6 ფეხსაცმლის ლანჩის კვალი, ნერწყვის ნიმუშები, სუნის კვალი და სუნის ნიმუშები განადგურდეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
9.7 DVD დისკი დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში, საქმის შენახვის ვადით.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
11. მსჯავრდებულ გ----------------–---ს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულვებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ გასაჩივრდება.
12. განაჩენი ტ------–---------------ის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქუჩა №247) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან ნუცუბიძე