განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №270100118002315736 (1/13-18)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ
ანა კვირტიას მდივნობით
პროკურორ - ილ------------ს,ბრალდებულ - ზა------------ას,კანონიერი წარმომადგენლის - ნა--------ას და
ადვოკატ - გვ--–--–--–-ას
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილ------------ს შუამდგომლობა
არასრულწლოვანი ბრალდებულის - ზა------------ას მიმართ
დაბადების თარიღი: 12-------2 წელი,პირადი ნომერი: 62--------0,საქართველოს მოქალაქე,დასაოჯახებელი,რეგისტრაციის მისამართი: გა-–--------------------–----------ა,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: წა-–--------------–----–-------------------------–------–----–---ი
სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’' და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ ზა------------ამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 იანვარს, ღამის საათებში, ზა------------ა სხვა პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ცდილობდა ქ. წა-–-------–------–-------5-ში მდებარე შპს ,,წა-–-------------------–--------ის“ შენობიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა კვების პროდუქტებსა და სხვადასხვა დასახელების სასმელს, რის შედეგადაც შპს ,,წა-–---------------–------------ს“ შესაძლოა მისდგომოდა ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 20 თებერვალს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილ------------სა, ბრალდებულ ზა------------ას, კანონიერ წარმომადგენელს ნა--------ასა და ადვოკატ გვ--–--–--–-ას შორის.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული ზა------------ა აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებული ზა------------ა აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.
ბრალდებული ზა------------ა ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
პროკურორი ილ------------ შუამდგომლობს ზა------------ას მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:
ბრალდებული ზა------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელი შემცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ ზა------------ას განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე.
ზა------------ა, მისი კანონიერი წარმომადგენელი - ნა--------ა და ინტერესების დამცველი ადვოკატი გვ--–--–--–-ას დაეთანხმნენ ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.
ზა------------ას ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
-ამ---------------ას გამოკითხვის ოქმი, ბე---------------–---–-ას გამოკითხვის ოქმი, ჯუ--–---------–-ას გამოკითხვის ოქმი, ლუ-----------------ას გამოკითხვის ოქმი, ლა–---–--------ას გამოკითხვის ოქმი, გი--------–-------იას გამოკითხვის ოქმი, ზა------------ას გამოკითხვის ოქმი, მუ------–--–-ას გამოკითხვის ოქმი, რო---------–--------ას გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება.
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ზა------------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
ზა------------ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე, 73-ე, 74-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ილ------------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილ------------ს, ბრალდებულ ზა------------ას, კანონიერ წარმომადგენელს ნა--------ასა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ - გვ--–--–--–-ას შორის;
ბრალდებული ზა------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელი შემცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ ზა------------ას განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე.
ზა------------ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში, დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ზა------------ას სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს და მიექცეს აღსარულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით 1) განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში მსჯავრდებულის მიერ, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით, დაშინებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და მისი 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა; 2) მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევისას, ამ დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში პროკურორის მიერ.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა