გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.02.2018
საქმის ნომერი
210310918002302683
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
21.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210310918002302683

საქმე №3/9-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე

21.02.2018 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი მარი მირიანაშვილი

 

მსხვერპლი (განმცხადებელი)- თა---------–----–---–ი, გუ---------–----–---–ი, ქე------------------–---–ი

წარმომადგენელი - თე--------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოძალადე) – შა-–---------–-–---–ი

 

დავის საგანი - დამცავი ორდერის გამოცემა თა---------–----–---–ის, გუ---------–----–---–ისა და ქე------------------–---–ის დაცვის მიზნით მოძალადის მიერ განხორციელებული ძალადობისაგან.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

2018 წლის 13 თებერვალს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადებით მომართეს თა---------–----–---–მა, გუ---------–----–---–მა და ქე------------------–---–მა.

 

განმცხადებლებმა და მისმა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს განცხადებაში მითითებულ გარემოებებს და მოითხოვეს: დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში შა-–---------–-–---–ს აეკრძალოს: 1) მიახლოება თა---------–----–---–თან, გუ---------–----–---–თან და ქე------------------–---–თან და ყველა იმ ადგილთან (საცხოვრებელი სახლი, მათი სამუშაო ადგილი, გი-- მჭ----–-–---–-- სკოლა, აგრეთვე სხვა ნებისმიერი შენობა, ქუჩა, ბაღი, ავტობუსის გაჩერება, ტრანსპორტი და ა.შ.), სადაც ისინი იქნებიან ერთად თუ ცალ-ცალკე, იქნებიან მარტო ან/და თანმხლებ პირებთან ერთად. 2) მსხვერპლებთან ურთიერთობა, საუბარი, ვერბალური, არავერბალური, ვიზულური კონტაქტი, როგორც პირადად და უშუალოდ, ის კომუნიკაციის ამა თუ იმ საშუალების (ინტერნეტი, ტელეფონი, მობილური ტელეფონი და ა.შ.), ასევე მესამე პირების გამოყენების გზით. 3) დამცავი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვროს 06(ექვსი) თვე.

 

განმცხადებლების განმარტებით, შა-–---------–-–---–ის მხრიდან ადგილი აქვს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, იგი მათ ემუქრებათ, მივიდა მათ საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილი მეუღლის მშობლებს. ამასთანავე თა---------–----–---–ს შეზღუდული აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება. იგი სისტემატიურ ზეწოლას განიცდის მისი მხრიდან და ამის მომსწრე არის არასრულწლოვანი ბავშვიც.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლები თა---------–----–---–ი, გუ---------–----–---–ი, ქე------------------–---–ი ითხოვენ, დამცავი ორდერის გამოცემას.

 

სასამართლო სხდომაზე, მოძალადე შა-–---------–-–---–ი არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი და მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლო დასკვნები:

 

საქმეში წარმოდგენილი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 20-5 წლის 13 ივლისს გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც ა) აეკრძალა მოძალადე - შა-–---------–-–---–ს (დაბ. 3-.0-.1--- წ. მცხოვრები: რეგისტრაციის მისამართი; ქ. ს-------------. ჭ-------------------, ფაქტობრივი მისამართი: საგარეჯოს რაიონი, სოფელი კ--------; პირადი №3----------); მსხვერპლთან - თა---------–----–---–თან (დაბ. 2-.0-.1---–.; მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი, სოფელი კ--------, პირადი №3----------) იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ) აეკრძალა შა-–---------–-–---–ს მსხვერპლთან - თა---------–----–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღე ვადით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გამოიკვლია მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მიაჩნია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს. ამავე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

ამავე მუხლის ,,ვ” პუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება, ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრად, სხვა პირებთან ერთად მოიაზრება ყოფილი მეუღლე, ხოლო „თ” ქვეპუნქტის თანახმად, მოძალადეა ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ,ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ქმედება, რომელსაც ახორციელებს შა-–---------–-–---–ი თა---------–----–---–ის, გუ---------–----–---–ისა და ქე------------------–---–ის მიმართ, წარმოადგენს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაიცეს დამცავი ორდერი შა-–---------–-–---–ის ამ ქმედებების ასაკრძალად, რაც შეეხება დამცავი ორდერით გასათვალისწინებელ ღონისძიებებს, ამ ეტაპზე სასამართლო აუკრძალავს შა-–---------–-–---–ს დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში 1) მიახლოება თა---------–----–---–თან, გუ---------–----–---–თან და ქე------------------–---–თან და ყველა იმ ადგილთან (საცხოვრებელი სახლი, მათი სამუშაო ადგილი, გი-- მჭ----–-–---–-- სკოლა, აგრეთვე სხვა ნებისმიერი შენობა, ქუჩა, ბაღი, ავტობუსის გაჩერება, ტრანსპორტი და ა.შ.), სადაც ისინი იქნებიან ერთად თუ ცალ-ცალკე, იქნებიან მარტო ან/და თანმხლებ პირებთან ერთად. 2) მსხვერპლებთან ურთიერთობა, საუბარი, ვერბალური, არავერბალური, ვიზულური კონტაქტი, როგორც პირადად და უშუალოდ, ის კომუნიკაციის ამა თუ იმ საშუალების (ინტერნეტი, ტელეფონი, მობილური ტელეფონი და ა.შ.), ასევე მესამე პირების გამოყენების გზით. 3) დამცავი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვროს 06(ექვსი) თვე.

 

შა-–---------–-–---–ს უნდა განემარტოს, რომ აკრძალული ქმედების განმეორების შემთხვევაში დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის თანახმად, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოებს 3 თვემდე ვადით.

 

ამგვარად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ძალადობა მოძალადე შა-–---------–-–---–ის მხრიდან მსხვერპლის - შა-–---------–-–---–ი თა---------–----–---–ის, გუ---------–----–---–ისა და ქე------------------–---–ის მიმართ, რაც წარმოადგენს დამცავი ორდერის გამოცემის საფუძველს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2113, 2115, 22-34-ე მუხლებით, ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-19 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თა---------–----–---–ის, გუ---------–----–---–ისა და ქე------------------–---–ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. გაიცეს დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით:

 

2.1 მოძალადეს - შა-–---------–-–---–ს (მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი, სოფელი კ--------, პირადი №3----------) აეკრძალოს:

 

2.1.1. მიახლოება თა---------–----–---–თან, გუ---------–----–---–თან და ქე------------------–---–თან და ყველა იმ ადგილთან (საცხოვრებელი სახლი, მათი სამუშაო ადგილი, გი-- მჭ----–-–---–-- სკოლა, აგრეთვე სხვა ნებისმიერი შენობა, ქუჩა, ბაღი, ავტობუსის გაჩერება, ტრანსპორტი და ა.შ.), სადაც ისინი იქნებიან ერთად თუ ცალ-ცალკე, იქნებიან მარტო ან/და თანმხლებ პირებთან ერთად.

 

2.1.2. მსხვერპლებთან ურთიერთობა, საუბარი, ვერბალური, არავერბალური, ვიზულური კონტაქტი, როგორც პირადად და უშუალოდ, ის კომუნიკაციის ამა თუ იმ საშუალების (ინტერნეტი, ტელეფონი, მობილური ტელეფონი და ა.შ.), ასევე მესამე პირების გამოყენების გზით.

 

3. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 06(ექვსი) თვით;

 

4. მოძალადე შა-–---------–-–---–ს განემარტოს, რომ აკრძალული ქმედების განმეორების შემთხვევაში დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის თანახმად, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოებს 3 თვემდე ვადით).

 

5. დამცავი ორდერი ძალაშია გამოცემისთანავე.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან სამი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. N15)

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი