განაჩენი

სისხლის სამართლის 22.02.2018
საქმის ნომერი
010100117002238705
დავის ტიპი
276 3
თარიღი
22.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002238705

საქმე N1-1145/17წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21.02.2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გე-–-------ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: გი-------------ა

მამის სახელი: მე-----

დაბადებული: 2--07.1992 წელი

პირადი ნომერი: 2---------4

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრაციის მისამართი: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი მ-----ი

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ.ბათუმი, მ.ლე--------------------------- ბინა N--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილი (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება); (2018 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქცია)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N075010517001

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 01 მაისს, დაახლოებით 00:30 საათზე, გი-------------ა მოძრაობდა რა ქ.ბათუმში ზ.გო-----–---ს ქუჩა N------ის მიმდებარედ ,,X----------’’ მარკის მოპედით, - ვერ უზრუნველყო ტრანსპორტის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 2-ის მოთხოვნები, რის შედეგადაც შეეჯახა ,,მერსედესის’’ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით X--------, რომელსაც მართავდა ემ-----------------ძე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო ნა----------–---ძემ.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა

იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს,რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება

 

2.1. თავად ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, რომ 2017 წლის 01 მაისს, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, რის გამოც, შეეჯახა ,,მერსედესის’’ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით X--------, რომელსაც მართავდა ემ-----------------ძე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო ნა----------–---ძემ.

 

2.3 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №00-------, 26.06.2017წ დადგენილია, რომ თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებისა, ნა----------–---ძეს 30.04.2017წ მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მიუმართავს სამედიცინო დახმარებისთის. დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ქალა-ფუძის მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, თხემ-კეფის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა მარცხნივ გარდამავალი ფუძეზე. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. დაზიანებების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2.4 ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №2----, 04.12.2017წ დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით მძღოლ გი-------------ას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 2-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ემ-----------------ძეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.

 

2.5 დაცვის მხარეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია.

 

2.6 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის სქემა, ფოტოცხრილი, ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, საპრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულ ნა----------–---ძის ჩვენება, მოწმეების: ემ-----------------ძის, და------------------ს, გი-------------ას ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გი-------------ამ ჩაიდინა ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გი-------------ამ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2017 წლის 01 მაისს ავტომობილის მართვისას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით, რა დროსაც, ნა----------–---ძემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას

 

გი-------------ას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით (2018 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქციით), ვინაიდან

 

განხორციელებული ცვლილების თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 276-ე მუხლში ცვლილება შევიდა სასჯელის ნაწილში, კერძოდ 276-ე მუხლის მესამე ნაწილი 2018 წკლის 01 იანვრამდე სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

ხოლო 2018 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქციით - ქმედება ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. სასჯელის სახე - თავისუფლების შეზღუდვა ამ ნაწილით ამჟამად მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული არ არის;

 

გი-------------ას დანაშაული ჩადენილი აქვს 2017 წლის 01 მაისს ;

 

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. შესაბამისად გი-------------ას სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით - ამჟამად (2018 წლის 01 იანვრიდან) მოქმედი რედაქციით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

ბრალდებულ გი-------------ას წარსულში ნასამართლობა არა აქვს; ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილს; მან დაზარალებულს ნა----------–---ძეს გაუწია დახმარება, აუნაზღაურა მკურნალობის ხარჯები, ასევე მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არა აქვს ავტომანქანა მერსედესის მძღოლს - ემ-----------------ძეს;

თავად ბრალდებულის განმარტებით, ქირით ცხოვრობს ქ. ბათუში საკუთარი საცხოვრეველი არ გააჩნია, კმაყოფაზე ყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი; , აქვს საკრედიტო ვალდებულბებეი, პერიოდულად ახერხებს თურქეტის რესპუბლიკაში გადასვლით არჩინოს ოჯახი; ამჟამად პერიოდულად მეგობრის კუთვნილი ავტომანქანით ახდენდა ტვირთის გადაზიდვებს, რისი საშუალებაც აღარ ექნება იმ შემთხვევაშ თუ ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

სასჯელის დანიშვნისას, გარდა ზემოთაღნიშნული გარემოებებისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გი-------------ას მიერ ჩადენილი ქმედება არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველი და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნის პირობებშიც;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ზემოთაღნიშნულიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გი-------------ას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, გი-------------ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნა ზ/მითითებული გარემოებების და ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით არ არის გამართლებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - ჯარიმის სახით - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

მასვე, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

ნივთიერი მტკიცებულებები - ,,X----------’’ მარკის მოპედი და ,,მერსედესის’’ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით X--------, რომლებიც საქმეში არსებული ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება ჩაბარების აქტის თანახმად განთავსებულია შპს "ბათ-ავტო23"-ის სპეციალურ ავტოსადგომზე (ს.ფ.11) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ მფლობელებს, ან მესაკუთრეებს კანონით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული გი-------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი თასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მასვე, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

მსჯავრდებულ გი-------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ,,X----------’’ მარკის მოპედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ,,მერსედესის’’ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით X--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს, შპს "ბათ-ავტო 23"-ის ადმინისტრაციას

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე