განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2018
საქმის ნომერი
120100118002267539
დავის ტიპი
120
თარიღი
26.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/030-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

13 თებერვალი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – ოთ---------------

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – მ---------------------–-------------------------–-------–-–----------------------------------- საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------------------------------------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მ-------------- 2017 წლის 1-----–--- დაახლოებით 12:00 საათზე ქ-----------–-, მე------ს ქ.N39-ში, 1 სადარბაზო, მე-4 სართული, ბინა 12-ის შესასვლელ კარებთან, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე ც---------------–---–- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სამზარეულოს მწვანილის საჭრელი ხის დაფა რამოდენიმეჯერ ჩაარტყა თავში, რამაც ც---------------–---–-- ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მ-------------- ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ც---------------–---–-- ჩვენება, რომლის თანახმად იგი 2017 წლის 1-----–--- მივიდა სახლის კართან, მოიმარჯვა გასაღები, რა დროსაც თავის არეში უკან კეფასთან იგრძნო მწვავე ფიზიკური ტკივილი, მეორედაც თავის არეში მოხვდა რაღაც საგანი, რა დროსაც ცხვირიდან წამოსკდა სისხლი, ამ დროს შემოტრიალდა და დაინახა, რომ მისი მეზობელ მ-------------- ხელში ეჭირა სქელი მწვანილის დასაჭრელი ხის დაფა, რომელსაც ურტყავდა თავის არეში და თან მიათრევდა შესასვლელისაკენ. მ-------------- მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თავში ჩაარტყა ხის დაფა, რა დროსაც მიიღო სხეულზე დაზიანებები და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

იხ. ს.ფ. 77-82;

 

მ-------------- ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 16 ივლისს იმყოფებოდა სახლში, იყო განერვიულებული, ამ დროს გაიგონა მისი სახლის კარის გაღების ხმა, დაინახა, რომ კარიდან ოდნავ მოშორებით იდგა მეზობელი ც----------------–---–-- თავს კონტროლი ვერ გაუწია და აიღო სამზარეულოს მწვანილის დასაკეპი დაფა, მივიდა ცირასთან და ოთხჯერ ჩაარტყა თავის არეში, ც---------------–---–- თავიდან მოდიოდა სისხლი.

იხ. ს.ფ. 11-13;

 

2017 წლის 2-----–---- №3--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს’’ ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N2----ის მიხედვით ც-----------------–---–- აღენიშნებოდა თავის ტვინის შერყევა, კანქვეშა პემატომა კეფის არეში, არასწორკიდეებიანი ჭრილობები მარცხენა თხემის არეში და ჭრილობები, სწორი კიდეებით შუბლისა და მარჯვენა თხემის არეში. სწორკიდეებიანი ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჭრელიზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო დანარჩენი დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო დანარჩენი დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. აღნიშნული დაზიანებები ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს

იხ. ს.ფ. 104-107;

 

მ-------------- მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - თ-------------------–------------------------------–--------–---------------------------------------------------------–---- ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ც---------------–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-------------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ-------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

მ-------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მ-------------- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ-------------- მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მ-------------------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 800 ლარის ოდენობით;

 

2.მ-------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის, გაუქმდეს;

 

3.სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

-საქმეზე ამოღებული მწვანილის საჭრელი დაფა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მ--------------;

 

-ქსოვილის ნაჭერი და სისხლის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი