განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №18002276133-1/039-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
15 თებერვალი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------------–---–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული – ა-–-------------------------------, დაბადებული 1--- წლის 2-----–--ს, პირადი #4----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ა---––---, ა----------------;
ადვოკატი - პ-------------–-–---–-
თარჯიმანი - ლ----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ა-–--------------- 2017 წლის 1------------ს ქ. ა---––---ში ა---------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დანის გამოყენებით დაემუქრა მეუღლეს ლ--------------ს სიცოცხლის მოსპობით, რაც ლ--------------მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა-–--------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ლ--------------ის ჩვენება, რომლის თანახმად მისი მეუღლე ა-–--------------- ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ხშირად აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შურაცხყოფას, 2017 წლის 1------------ს ის და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ ქ. ა---––---ში პირად საქმეებზე, მეუღლე იყო ნასვამ მდგომარეობაში და კვლავ დაუწყო უმიზეზოდ ლანძღვა გინება, მისკენ იწევდა დასარტყმელად, რა დროსაც ჯიბიდან ამოიღო დანა და ემუქრებოდა, იძახდა რომ ყველას დახოცავდა, თუ სახლს არ დატოვებდნენ, როცა დანა ამოიღო ჯიბიდან მას შეეშინდა და დარეკა პოლიციაში დახმარების სათხოვნელად.
იხ. ს.ფ. 16-19;
ა-–---------------ს ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 1------------ს იყო მისი შვილის დაბადების დღე, სახლში ჰყავდათ სტუმრები, ამ დროს ის და მისი შვილი ხ-----------------ი შეკამათდნენ ერთმანეთში, მათ შორის ჩადგა მეუღლე ლ---------------ი და დაუწყო ყვირილი, მან ორივეს უთხრა, რომ მათგან შორს ყოფილიყვნენ საერთოდ ხმა არ გაეცათ, მას დანა ეკავა, რომელსაც სუფრაზე მოიხმარდა, ამ დროს მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც უთხრეს, რომ დანა მიეცათ და გადასცა დანა. სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
იხ. ს.ფ. 62-66;
2017 წლის 2-----–---- №4--------– დაქტილოსკოპიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დასაკეცი ტიპის დანის სახელურზე გამოვლენილი იქნა 1 ცალი თითის კვალი, გადატანილი წებოვან ლენტზე მაქსიმალური ზომით:19მმX22მმ - რომელიც იდენტურია ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დაქტილობარათზე გამოსახული - 2-.0-.1--- წელს დაბადებული ა-–-------------------------------ს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდების ნიმუშის;
ბაზაში შედარებისას 2-.0-.1--- წელს დაბადებული ა-–---------------ს ხელის თითის ანაბეჭდების იდენტური ანაბეჭდები და სხვა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური კვლევის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დასაკეცი ტიპის დანა დამზადებულია ქარხნული წესით და მისი კონსტრუქციული თავისებურებათა ერთობლიობის გათვალისწინებით (დანის პირის სიმტკიცე, კონსტრუქციული სიმყარე, ფიქსატორი) მიეკუთვნება ბასრი, მჩხვლეტავი-მჭრელი ტიპის ცივ იარაღთა კატეგორიას.
იხ. ს.ფ. 147-158;
2017 წლის 2------------ს №7--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს ,,უნიმედი სამცხე’’ ა---––---- სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N7-----------ის მიხედვით ლ--------------ს აღენიშნებოდა მარცხენა სხივის ძვლის სახსარში და მოტეხილობა. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
იხ. ს.ფ. 165-167;
2018 წლის 1---------ს N0-------- სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ--------------ის სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით ა-–---------------ს ქმედებით მისი მეუღლე ლ---------------ი არ განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
იხ. ს.ფ. 168-172;
ა-–---------------ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - ლ------------ის, ზ--------------–--–-–---–ის, ხ-----------------ის გამოკითხვის ოქმებით, დადგენილება ლ--------------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, ა-–---------------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შუამდგომლობა პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ა-–---------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-–--------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ა-–---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა-–--------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა-–---------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ა-–--------------- (პირადი № 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი;
2.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ა-–---------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.ა-–--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 1---------------ნ 2018 წლის 0-----------–-- ჩათლით;
4.ა-–---------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის, გაუქმდეს;
5. სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - დანა, რომელიც ინახება ა---––---- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი