განაჩენი

სისხლის სამართლის 23.02.2018
საქმის ნომერი
200100116001231126
დავის ტიპი
140
თარიღი
23.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100116001231126

№1/17-16

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

23 თებერვალი, 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: დახურული სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებლის, თ--–---------------–-------------------ის პროკურორის – ქ------- ვ-–----ის

დაცვის მხარე:

ადვოკატის – ნ--------------------–ის

ბრალდებული: ნ------- თ-------ი

მამის სახელი: ს----------

დაბადებული: 1----–-–------------------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

განათლება: უ-----–---

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი რ--------ი

მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი რ--------ი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი - სრულწლოვანის სქესობრივი კავშირი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მოუღწეველთან (ორი ეპიზოდი).

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

წარდგენილი ბრალდების არსი:

1. 2014 წლის 29 აგვისტოდან 09 სექტემბრამდე პერიოდში ქალაქ ქობულეთში, რ---------–ის ქუჩა N157-ში მდებარე შენობაში ნ------- თ-------მა სქესობრივი კავშირი დაამყარა წინასწარი შეცნობოთ 16 წელს მიუღწეველ მ------ ე-------–---–თან.

2. 2015 წლის მაისის თვეში, ქალაქ ახმეტაში, ვ-–----–----–-ს პირველი შესახვევი 1-ში მდებარე ბ--–------–--------------------------–-------–--ის შენობაში ნ------- თ-------მა სქესობრივი კავშირი დაამყარა წინასწარი შეცნობით 16 წელს მიღწეველ მ------ ე-------–---–თან.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. ნ------- თ-------ს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება, ამიტომ წარდგენილ ბრალდებაში იგი უნდა გამართლდეს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4. ბრალდებულმა ნ------- თ-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დანმაშავედ. მან ფართოდ მიმოიხილა ის პერიოდი, როდესაც მეუღლესთან ერთად მუშაობდა ა---------–-------------------–---------–ში აღმზრდელად. სასამართლოს განუმარტა, თუ როგორ ეხმარებოდა თითეულ აღსაზრდელს, დაყავდა ისინი სკოლაში, ექიმებთან, ეხმარებოდა სხვადასხვა ყოფითი პრობლემების მოგვარებაში და ცდილობდა თითეული მათგანისთვის შეექმნა ოჯახური გარემო, ანუ ის რასაც ბავშვები მოკლებულნი იყვნენ.

5. ნ------- თ-------მა წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით აჩვენა შემდეგი: მ------ ე-------–---–ი დაავადებულია მძიმე ფორმის ქცევითი აშლილობით, რისთვისაც დამახასიათებელია აგრესიია, ფანტაზია, შურისმაძიებლობა. მ------ ე-------–---–ი აგრესიული იყო, სხვა ბავშვებს უგონებდა ტყუილებს. ა----------–---–---–ს მოუგონა, რომ ფული მოიპარა სკოლაში. შემდეგ ბოდიშებს იხდიდა. მ------ ე-------–---–ს აღმზრდელთან გ----------------–---–თან ქონდა ცუდი დამოკიდებულება და ნ--------------ესთან გ--------ის დააბრალა, რომ სექსუალურად იძალადა მასზე. მან ნ-----ს უთხრა, რომ მ------ი იგონებდა ყველაფერს, რაშიც ნ----- დარწმუნდა. მ------მა მეორეჯერაც დააბრალა გ----------------–---–ს, რომ ბანაობისას აბანოში შეუღო კარები. მ------თან მასაც დაეძაბა ურთიერთობა, ვინაიდან, მან ის ტყუილში ამხილა, მ------ს კი არ უყვარდა ტყუილში თუ ამხელდა ვინმე. მ------მა ახმეტის სოციალური სამსახურის მუშაკებთან მას დააბრალა, რომ ქ-----–-------ეს განსაკუთრებულად ექცეოდა, მას კი ჩაგრავდა და ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ქ----ს დედა მას დამატებით უგზავნიდა ხელფასს, რაც რა თქმა უნდა არ იყო სიმართლე და ესეც გამოირკვა. ამის შემდეგ უარესად დაეძაბა ურთიერთობა.

6. მ------ ე-------–---–მა და იბრაგიმმა მას გაუხსნეს „facebook-ის“ გვერდი. მ------მა მას დააბრალა, რომ ვითომ „facebook-ის“ მეშვეობით წერდა წერილებს, თითქოს უყვარდა და თურქეთში წაიყვანდა. სინამდვილეში მ------ი მისი გვერდიდან თავის თავს თვითონ უგზავნიდა წერილებს., ამ მიზნით, მ------ი ასევე იყენებდა ტელეფონს და შემდგომ ბავშვებს და აღმზრდელებს აჩვენებდა და ეუბნებოდა, რომ გზავნილები ნ-------იმ გაუგზავნა.

7. მ------მა ასევე მოიგონა, რომ ქობულეთში ყოფნის დროს მასთან ქონდა სქესობრივი კონტაქტი. მ------ ე-------–---–ი უამრავმა ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა ნახა, მაგრამ არავის შეუმჩნევია, რომ მ------ ე-------–---–ი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ქობულეთში მას ყავდა ექვსი ბავშვი წაყვანილი, ქ-----–-------ე, მ------ ე-------–---–ი, ს----- და ზ--–---------–---–---–--ი, ი---------------–-–---–ი და ა----------–---–---–ი. ისინი ფ-------------–---–ის კუთვნილ სახლში დაბინავდნენ. ქობულეთში, იმავე სახლში თელავის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვები დახვდათ. სახლი ორსართულიანი იყო და დაახლოებით 50 კაცს ქონდა დაქირავებული. ოთახებს ძველი კარი ქონდა, არც ერთი კარი არ იკეტებოდა. პირველ სართულზე, პირველ ოთახში ცხოვრობდნენ ფ----ს დისშვილები, მეორე ოთახში ფ---- და მისი და. შემდეგ ოთახში მ------ ე-------–---–ი და ს----- მ----–---–---–ი, შემდეგ ქ-----–-------ის და ზ--–---------–---–---–ის ოთახი იყო და ბოლო ოთახში თვითონ ცხოვრობდა. მის ოთახში იყო ტელევიზორი და იქ იკრიბებოდნენ. ოთახები ერთმანეთში გადიოდა და კარი არცერთ ოთახს არ ეკეტებოდა. დილით 09:00 საათიდან 10:00 საათამდე ჭამდნენ. მერე ერთად მიჰყავდა ყველა ბავშვი ზღვაზე და ზღვიდან ერთად ბრუნდებოდნენ. ხანდახან ქ---- და ზ--–--- სახლში რჩებოდნენ.

8. მისივე განმარტებით, ღვინო ქობულეთში არ წაუღია. ერთხელ სახლის პატრონს დიდი წვეულება ქონდა და მასაც შესთავაზეს დალევა, მაგრამ უარი უთხრა. ფ----მ ერთი ბოთლი ღვინო მისცა მათ და მაცივარში ინახავდნენ. სამი დღე იგი ცოტ ცოტას სვამდა, ბავშვებს კი უკრძალავდა დალევას, მაგრამ ერთხელ მ------მა თავისით დალია ერთი ჭიქა. მ------მა რაც თქვა, მოიგონა. იმ ოთახებში წარმოუდგენელი იყო მასეთი რამე მომხდარიყო. სახლის პატრონი ღამის 2-3 საათამდე არ იძინებდა და ასევე არასდროს არ ტოვებდა ბავშვებს უყურადღებოდ. იგი ზღვაზე ყოფელთვის ბავშვებთან ერთად მიდიოდა და ზღვაზე არავის ტოვებდა. მ------თან ერთად ქობულეთში ყოფნისას მარტო არასდროს არ დარჩენილა.

9. რაც შეეხება 2015 წლის ეპიზოდს, ეს ფაქტიც არ მომხდარა. ახმეტის სახლშიც არცერთი ოთახის კარი არ იკეტებოდა და არ ყოფილა არასდროს ისეთი შემთხვევა, რომ მ------თან შესულიყო და კარისთვის სკამი, ან დივანი მიედგა, რასაც მ------ი ამბობს. სახლში ორი დივანი ქონდათ, ორივე ძალიან მძიმე იყო და მისაღებში იდგა. ოთახებში ვერც შეიტანდნენ, იმდენად პატარა ოთახები იყო. ოთახები გიფსოკარდონებით იყო გაყოფილი და ხმები გადიოდა სხვა ოთახშიც. რაც შეეხება მისი მეუღლის სახლში არყოფნის ფაქტს, ესეც მოგონილია, რადგან გაფრთხილების გარეშე მათ სახლის დატოვება არ შეეძლოთ. რაც შეეხება ბავშვებთან ურთიერთობას, მისი პირდაპირი მოვალეობა იყო და ბავშვებს ისე ექცეოდა, როგორც საკუთარ შვილებს, კოცნიდა კიდეც და ხელშიც აყავდა, როცა ბავშვებს ჭირდებოდათ. კალთაშიც ჩაუსვია ისინი. რაც შეეხება ღვინის დალევას, ხანდახან სვამდა რამდენიმე ჭიქას, ეს არც ქონდა აკრძალული, მაგრამ არასდროს დამთვრალა. ღვინოს ინახავდა მუშებისთვის, უცხოელებისთვის, და სტუმრებისთვის ვინც მათთან მიდიოდა. რაც შეეხება ოთახში მეცადინეობას, იგი ვისაც ჭირდებოდა იმას ეხმარებოოდა, მაგრამ ბოლოს ისეთი წესი შემოიღეს, რომ ყველა ინდივიდუალურად მეცადინეობდა და მერე იბარებდნენ აზღმზრდელები.

10. დაზარალებულ მ------ ე-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ უყვარს წიგნების კითხვა და ხატვა. 2014 წლის 29 აგვისტოს ბავშვთა სახლის ბავშვები წავიდნენ დასასვენებლად ქობულეთში. გ---–--- გ-----–-–---–ი ამ პერიოდში იმყოფებოდა თბილისში თავის შვილთან. ის სხვა ბავშვებთან, ს----- მ----–---–---–თან, ა--------- ზ--–---------–---–---–თან, ქ------- ც-------ესა და ი------- ფ-----–-–---–თან ერთად იმყოფებოდა ზღვაზე. ზღვიდან მალევე დაბრუნდა სასტუმროში. წამოსვლის მიზეზი იყო ის, რომ რაღაცნაირად დაიღალა და თან მასწავლებელთან ჩხუბი მოუვიდა. როდესაც ზღვიდან დაბრუნდა, მასთან ოთახში შევიდა ნ------- თ-------ი და უთხრა, რომ დაელიათ. მან უარით უპასუხა. რამდენიმე წუთის შემდეგ ნ-------ს უკან გაყვა და დალიეს ერთად. რამდენიმე ჭიქის შემდეგ უთხრა ნ-------ის, რომ თავბრუ დაეხვა და თავის ოთახში გავიდოდა. ის შევიდა თავის ოთახში და წამოწვა საწოლზე. მასთან მივიდა ნ------- თ-------ი და საწოლზე ჩამოჯდა, გახადა ტანისამოსი, თვითონაც გაიხადა და დაუწყო მოფერება. ნ------- თ-------მა გაიკეთა პრეზერვატივი და თავისი სასქესო ორგანო მოათავსა მის სასქესო ორგანოში. შემდეგ ძლიერ დააწვა და სისველე იგრძნო. ნ------- თ-------ს წინააღმდეგობას ვერ უწევდა რადგან ღვინისგან იყო გაბრუებული. რამდენიმე წუთის შემდეგ, რომ მორჩა ნ------- თ-------ი, გავიდა ოთახიდან, მას დაეძინა და როდესაც გაეღვიძა შევიდა აბაზანაში საცვალი გამოიცვალა. ვინაიდან, საცვალი სისხლიანი იყო, გარეცხა და დაიბანა. როდესაც ნ------- თ-------ი მას დაელაპარაკა, უთხრა, რომ მათ შორის რაც მოხდა, არავისთვის არ ეთქვა, რადგან მაინც არ დაუჯერებდნენ და ასევე უთხრა, რომ რამდენიმე დღით ზღვაში არ ჩასულიყო.

11. მანვე განმარტა, რომ ქალწულობა დაკარგა 2014 წელს, როდესაც ნ------- თ-------თან ქონდა სქესობრივი ურთიერთობა. ამ ამბის შემდეგ მან სცადა თვითდაზიანების მიყენება და ხელებს ურტყამდა კედელს, რა დროსაც მასთან შევიდა ს----- მ----–---–---–ი და კითხა, რას აკეთებდა. მან ს-----ს უთხრა, რომ ერთმა ადამიანმა ძალიან ატკინა გული, რაც იმ დღისით მასსა და ნ------- თ-------ს შორის მოხდა არავისთვის არ უთქვამს, რადგან სცხვენოდა საკუთარი თავის და ნ------- თ-------მაც გააფრთხილა, რომ არავისთვის ეთქვა.

12. ქობულეთში ყოფნისას თავიდან ოთახში იყო ქ------- ც-------ესთან ერთად. მათ მოუვიდათ ჩხუბი, ჩხუბის შემდეგ ქ---- გადავიდა სხვა ოთახში. შემდეგ მასთან ერთად ოთახში იყო ზ--–---, ზ--–---ც გადავიდა და ბოლოს ოთახში ცხოვრობდა ს-----სთან ერთად. როდესაც სქესობრივი კავშირი მოხდა, მაშინ მასთან ოთახში ცხოვრობდა ს----- მ----–---–---–ი. ქობულეთში ყოფნის დროს ნ-------ის ბიჭებთან, ი------- ფ-----–-–---–თან და ა-----------–---–---–თან ერთად ეძინა. ეს ყველაფერი გამჟღავნდა, ნ-------ის და გ---–----ს ბავშვთა სახლიდან წასვლის შემდეგ. მაშინ უთხრა ს-----ს, რომ ქობულეთში ყოფნის დროს იმიტომ ურტყავდა ხელებს კედელს, რომ ნ------- თ-------მა გააუპატიურა.

13. მანვე აჩვენა, რომ 2010 წლიდან ცხოვრობდა ა---------–--------------------------–-თა სახლში. ს----- მ----–---–---–თან, ა----------–---–---–თან, ი------- ფ-----–-–---–თან, ა-------------ესთან, ზ--–---------–---–---–თან და ქ------- ც-------ესთან ერთად. მისი აღმზრდელები იყვნენ ნ------- თ-------ი, გ---–---- გ-----–-–---–ი, ნ-------------–ი, ზ-----------–---–ი, როდესაც შაბათ-კვირის აღმზრდელები წავიდნენ მათთან მივიდნენ ს--------ე და ზ-----------–---–ი. მას სხვა აღმზრდელებთან კარგი ურთიერთობა ქონდა, მაგრამ ნ------- თ-------თან დაძაბული ურთიერთობა ქონდა, რადგან 2013 წლიდან ნ------- თ-------ს მის მიმართ გაუჩნდა სიმპათია. როდესაც მარტო რჩებოდნენ მის ოთახში, ნ-------ი ბავშვებს ეუბნებოდა არავინ შესულიყო, რადგან მ------ი უნდა ვამეცადინოვო. მარტო რომ რჩებოდნენ, ნ-------ი კეტავდა კარს და მოფერებას უწყებდა. ხელს კიდებდა მკერდზე, სასქესო ორგანოზე და საჯდომზე, ამ დროს სხვა ბავშვები, ზოგი ტელევიზორს უყურებდა და ზოგი თავის ოთახში იყო. როდესაც ნ-------ი ეხებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ცდილობდა ხოლმე, რომ ხელი გაეშვებინა. ნ------- თ-------ი შარვალს იწევდა და ეუბნებოდა, რომ მისთვის სასქესო ორგანოზე ეყურებინა. ასეთი რამ ხშირად ხდებოდა, ამის შესახებ მხოლოდ მან და ნ-------იმ იცოდა. ვერავის ეუბნებოდა, რადგან ცხვენოდა ასეთი რაღაც, რომ შეემთხვა. ნ-------ი ეუბნებოდა არავისთვის არაფერი ეთქვა, რადგან უფროსი ვარ და შენ მაინც არავინ დაგიჯერებსო. მეორე თვით დაზიანება მიიყენა მაშინ როდესაც ბავშვები თამაშობდნენ რაღაც თამაშს და მას დააბრალეს შენ თამაშობდიო. დააწერინეს აღიარებითი წერილი, რის შემდეგაც ნ------- თ-------მა წაიყვანა ფსიქიატრ ლ------------–---–თან. კიდევ ერთი თვითდაზიანება მიიყენა 2015 წლის მაისში, მაშინ, როდესაც ნ------- თ-------თან ქონდა კიდევ ერთი სქესობრივი კავშირი. თვითდაზიანება მიიყენა სკოლაში და დაიზიანა ხელი. სახლში თქვა, რომ მასწავლებელთან იჩხუბა და მაგიტომ დაიზიანა ხელი.

14. თბილისში ახლა რომელ ბავშვთა სახლშიც იმყოფება აკრძალულია ალკოჰოლური სასმელები, ნ-------თან ყოფნის დროს, მასთან სქესობრივი კავშირის დროს ხშირად სვავდა. ა-----------–---------–ში სხვა ბავშვებიც სვავდნენ და ასმევდათ ნ------- თ-------ი. ა-----------–---------–ში ნ------- თ-------ი სასმელს ინახავდა სარდაფში, ასევე ა----ს ოთახში და სამზარეულოში ქილაში. ქობულეთში ყოფნის დროს ნ-------ი სასმელს ინახავდა თავის ოთახში. 2014 წლის 9 სექტემბერს, როდესაც დაბრუნდნენ ქობულეთიდან ნ-------თან ქონდა დაძაბული ურთიერთობა. შემდეგ შერიგდნენ. ნ-------ი ისევ მის მოფერებას აგრძელებდა და ეუბნებოდა, რომ არავისთვის ეთქვა. ნ------- თ-------თან მეორედაც ქონდა სქესობრივი კავშირი. ნ-------მა უთხრა, რომ იმ ღამით ა----ს ოთახში დაიძინებდა და ფანჯრიდან დაუკაკუნებდა. ამ პერიოდში ის და ქ---- იყვნენ ნაჩხუბრები. ი-------ი იყო თავის მშობლებთან წასული და ა----ს ადამის ოთახში ეძინა. ბავშვებმა, რომ დაიძინეს, ნ-------იმ ფანჯარაზე მიუკაკუნა. ის ა----ს ოთახში შევიდა და წამოწვა ლოგინზე. ნ-------მა მოფერება დაუწყო მას. ის ცდილობდა ხელი გაეშვებინებინა. ნ-------იმ ტანზე გახადა, თვითონაც გაიხადა, გაიკეთა პრეზერვატივი და თავისი სასქესო ორგანო მოათავსა მის სასქესო ორგანოში. მათ შორის მოხდა სქესობრივი კავშირი. ამის შემდეგ თვითონ შევიდა ,,აბანოში“ და შემდეგ დასაძინებლად დაწვა ქ----ს ოთახში. თავის ოთახში დასაძინებლად დაბრუნდა იმიტომ, რომ შეეშინდა ნ-------ის ისევ არ დაემყარებინა სქესობრივი კავშირი. როდესაც ა----ს ოთახში ნ------- თ-------მა მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი, სხვა ბავშვებს ეძინათ. გ---–--- გ-----–-–---–ი სახლში არ იყო, როგორც მან იცის თავის შვილთან იყო წასული თბილისში. მეორე დღეს, სკოლაში სცადა თვითდაზიანება, ხელები ურტყა კედელს და სახლში თქვა, რომ მასწავლებელთან მოუვიდა ჩხუბი და ამიტომ დაიზიანა ხელი.

15. მანვე აჩვენ, რომ ნ-------ისთან მომხდარი ამბის შესახებ პირველად უთხრა მ------------–---–ს, მაიამ უთხრათ სოციალურ მუშაკებს, სოციალურმა მუშაკმა წაიყვანა ლ------------–---–თან და ლ--- უთხრა, რას აბრალებ იმ პატიოსან კაცსო. არ დაუჯერა. შემდეგ წაიყვანეს ც--------სთან და მან დაუჯერა. იგი ნ-------ის ეუბნებოდა, რომ მის უფროსებს ეტყოდა, თუ არ მორჩებოდა და მან უთხრა, რომ მაინც არ დაუჯერებდნენ, მას ნ------- თ-------ის გარდა სხვასთან სქესობრივი ურთიერთობა არ ქონია. მან იცის, რომ როდესაც ქალსა და მამაკაც შორის სქესობრივი კავშირია ქალი რამდენიმე კვირაში ორსულდება, თვითონ არასდროს ყოფილა ორსულად.

16. ა---------–--------------------–ში ყოფნისას იგი მდინარეზე დადიოდა ბავშვებთან და ნ------- თ-------თან ერთად. როდესაც ბავშვები მდინარეში ჩადიოდნენ თვითონ არ ჩადიოდა მანქანაში იჯდა და ნ------- თ-------ი ეფერებოდა. ცდილობდა ხელი გაეშვებინებინა და ამ დროს მივიდნენ ი-------ი, ა---- დ--------. ნ-------იმ წიგნს სტაცა ხელი, ვითომ კითხულობდა. ბავშვებმა ამ ყველაფერს ყურადღება მიაქციეს თუ არა, არ იცის. როდესაც იწვა ფსიქიატრიულ სავადმყოფოში იქ გაიცნო ანი ექიმი და დანარჩენი ექიმები, მათთან ქონდა კარგი ურთიერთობა.

17. მავნე დაადასტურა, რომ ა---------–--------------------------–-თა სახლიდან აღმზრდელების დაუკითხავად გაიპარა მხოლოდ ერთხელ, როდესაც ქ-----–-------ემ უთხრა გაყოლოდა თავის ნათესავებთან. ისინი წავიდნენ სტადიონის გავლით ტყეში და ქ---- იქ შეხვდა თავის მეგობარს. თვითონაც იქ ელოდებოდა, ცუდი არაფერი არ მომხდარა. შემდეგ სახლში დაბრუნდნენ.

18. იგი სწავლობდა ახმეტაში. ახმეტის სკოლის მასწავლებლებთან, კლასელებთან და სხვა ბავშვებთან კარგი ურთიერთობა ქონდა. სკოლაში მხოლოდ სპორტის გაკვეთილებს აცდენდა, ისიც იმ შემთხვევაში, როდესაც აღმზრდელები დაურეკავდნენ მასწავლებლებს და ეტყოდნენ გაეშვათ სახლში. მასწავლებლებს, ხან გ---–---- ურეკავდათ, ხან ნ-------ი. როდესაც სახლში ბრუნდებოდა ხვდებოდა ნ-------ი, რომელსაც უნდოდა მოფერებოდა, მაგრამ თვითონ ეუბნებოდა, რომ სამხატვრო სკოლაში მიდიოდა და აგვიანდებოდა. ბავშვთა სახლში ბავშვები თამაშობდნენ თამაშს, ერთი იყო დედა და მეორე შვილი. თვითონ არასდროს უთამაშია ეს თამაში და არ იცის რა ქვია.

19. ოჯახის წევრებიდან იგი ხან ბებიას ხან დეიდას მიყავდა. მისი ოჯახის წევრები არიან მ---------------–-–---–ი, თ----- ე-------–---–ი, თ--- ე-------–---–ი და ბიძები. როდესაც მიყავდათ ბაბუა ხვდებოდა სახლში. ოჯახის წევრების მხრიდან მასზე ძალადობა არასოდეს ყოფილა, მას დედასთან ურთიერთობა არ აქვს და არ უთქვამს მისთვის, რაც შეემთხვა. მომხდარი არც ბებიისთვის არ უთქვამს. ამჟამად ცხოვრობს თბილისში სოფელ გ-–----ში მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში და თავს ძალიან კარგად გრძნობს, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს იხსენებს ძალიან ცუდად ხდება და უჭირს ამ თემაზე საუბარი,20. მანვე განმარტა, რომ 2013 წელს ქობულეთში ყოფნის დროს, გამომძიებელთან მიცემულ ჩვენებებში, სადაც ნ------- თ-------თან სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას სქესობრივ კავშირზე საუბრობს, გამოიწვია იმან, რომ ის არავის არ ენდობოდა და ახლა ამბობს სრულ სიმართლეს. ა-----------–---------–ში ყოფნის დროს, როდესაც ნ------- თ-------მა დაუკაკუნა ფანჯარაზე, ქ---- იწვა ფანჯრის მხარეს. ქ----მ კაკუნის ხმა იმიტომ ვერ გაიგო, რომ ყურსასმენები ეკეთა და ტელეფონში მუსიკებს უსმენდა და ეძინა. როდესაც ნ-------ი და გ---–---- წავიდნენ ბავშვთა სახლიდან ნ-------ის უნდოდა მისი წაყვანა მინდობით აღზრდაში. მან სოც. მუშაკებს უთხრა, რომ თუ მინდობით აღზრდაში ნ-------ისთან გაუშვებდნენ, თავს მოიკლავდა. რაც შეეხება მის კლაში ს-----ს გადასვლაზე მისი მხრიდან პრეტენზიას, პრეტენზია იმიტომ გამოთქვა, რომ არ უნდოდა მასთან მეგობრობა და უნდოდა ბავშვთა სახლიდან კლასში მარტო თვითონ ყოფილიყო.

21. ,,ბიძინობის“ დღესასწაულზე, მისმა მეგობრებმა ლ--–-- და ნ-----მ გააცნეს თავიაანთი მეგობარი ბიჭები, რომლებმაც მას შესთავაზეს კაფეში ყავის დალევა. იგი აღმზრდელებმა არ გაუშვეს გაღიზიანდა და მიიყენა თვითდაზიანება.

22. მან დაადასტურა, რომ ისარგებლა ნ-------ის ფეისბუქით და თავის თავს ნ-------ის ფეისბუქიდან გაუგზავნა წერილი, ვინაიდან მას არავინ არ უჯერებდა, მას კი უნდოდა რომ დაეჯერებინათ მისთვის.

23. მოწმე მ----–--------მ აჩვენა, რომ 2015 წლის სექტემბრის დასაწყისში მის ორგანიზაციას მიმართა ახმეტის რაიონის სოციალური მომსახურების დაცვის სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა მ-------–-–---–მა, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ ფსიქოლოგი, სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ გასაუბრებოდა მ------ ე-------–---–ს. იგი მუშაობს ტრავმირებულ ბავშვებთან და 2015 წლის 17 სექტემბერს მასთან მიიყვანეს მ------ ე-------–---–ი. მან როდესაც დაიწყო ბავშვთან ურთიერთობა ჰკითხა, იცოდა თუ არა რა თემაზე უნდა ესაუბრათ. მ------მა უპასუხა, რომ იცოდა. შემდგომ ის სექსუალური ძალადობის გამოკითხვის პროტოკოლს გაყვა და მ------ს დაუსვა გაცნობითი შეკითხვები. რა აინტერესებს, რა უყვარს. მ------ს თავიდან გაუჭირდა საუბარი. შემდგომ შეეხნენ პროცედურას სიმართლისა და ტყუილის შესახებ, ამ ნაწილის გავლის შემდეგ დაუსვა კითხვა, რომელიც პროტოკოლში უფრო აქტუალური და არსებითია, კერძოდ მ------ს მოეყოლა რა მოხდა. მ------ს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მოუყვა, რომ მისი ყოფილი აღმზრდელი, მასზე გარკვეული პერიოდი ახორციელებდა ქმედებას, რომელიც გამოიხატებოდა ხელების ფათურში. მან სთხოვა, დაეზუსტებინა რას გულისხმობდა და მ------მა უთხრა, რომ ის კიდებდა გარკვეულ ადგილებში ხელს, რაც არ იყო მისთვის მისაღები. მ------მა ასევე უთხრა, რომ შეეძლო მეტი ეთქვა ამის შესახებ, მაგრამ უჭირდა საუბარი. ამის შემდეგ მან დაუხატა ადამიანის სხეული და სთხოვა ეჩვენებინა ეს ადგილები სადაც კიდებდა ხელს. მის მიერ დახატულ ნახატზე მ------მა მიანიშნა მკერდზე და ქალის სასქესო ორგანოზე. ასეთ ვითარებაში მოხდა მათი გაცნობა. შემდგომ როდესაც უთხრა მ------ს, რომ ამის შესახებ კიდევ მოეყოლა, მ------ი ძალიან დაიძაბა და ჩაიკეტა. ეს არის ტრამვული დისოციაცია. მ------ი გაიყინა, გაშეშდა და ვეღარ აგრძელებდა საუბარს. ამით თვითონ მიხვდა, რომ იყო მაღალი ემოციური ჩართულობა, ბავშს უჭირდა ამ თემაზე საუბარი და არ შევიდა უფრო სიღრმეში. სანამ ბავშვი დისოციაციურ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, მ------მა მას უთხრა, რომ ის ადამიანი ეუბნებოდა, თუ კი ამის შესახებ იტყოდა, არავინ დაუჯერებდნენ, რადგან გიჟი და არანორმალური იყო. ბავშვი იმაზე იყო შეწუხებული, რომ არავინ უჯერებდა.

24. ტრამვული დისოციაცია არის დამახასიათებელი იმ ადამიანებისათვის რომლებმაც გადაიტანეს მძიმე სტრესი მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვა, რაც გამოიხატება იმაში რომ ადამიანი გარკვეული პერიოდი კარგავს საკუთარი სხეულის შეგრძნებას, თითქოს ხდება დერიალიზებული, ამ დროს მას ეზღუდება კომუნიკაციის შესაძლებლობა, არ ესმის რას ელაპარაკებიან და თითქოს ტოვებს თავის სხეულს. ეს დამახასიათებელის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ადამიანებისთვის და ეს იყო მისთვის იმის ნიშანი, რომ ბავშვის მიერ აქ მართლა იყო რაღაც ტკივილი გადატანილი.

25. ემოციური ჩართულობა გამოიხატება იმაში, რომ ტრავმული დისოციაციის წამოსვლა მაღალი ემოციურ ჩართულობაზე მიუთითებდა და ასევე ის, რომ მან ვერ გააგრძელა აღნიშნულ თემაზე ლაპარაკი. ზოგადად, ძალადობის მსხვერპლი ადამიანებისთვის დამახასიათებელია ის, რომ მათ ძალიან უჭირთ ძალადობის თემაზე ლაპარაკი. მას აკავებს სირცხვილის გრძნობა და ბრალეულობის განცდა, ასევე ხშირ შემთხვევაში მუქარა მოძალადის მხრიდან. მათთან მ------ი სწორედ იმიტომ მივიდა, რომ ეთქვათ რამდენად ქონოდა განცდილი ტრამვა. პირველივე შეხვედრაზე მისთვის თვალშისაცემი იყო, რომ მ------მა შეწყვიტა საუბარი და ქონდა ეპიზოდი ტრამვული დისოციაცია. შეამჩნია, რომ აღენიშნებოდა თვითდაზიანებების კვალი და მიხვდა, რომ ეს გოგონა თვითდაზიანებებს მიმართავს. ის დაინტერესდა რას უკავშირდება ეს ყველაფერი, მ------მა უთხრა, რომ ის ამით თავს ისჯიდა და აგრძნობინებდა, რომ დამნაშავეა. მ------ი ვერაფრით ვერ იმშვიდებდა თავს, თუ დაზიანებებს არ მიიყენებდა. ეს არის მაღალი ბრალეულობის განცდა. მ------ი ზოგადად არის ტრავმირებული ადამიანი, მაგრამ შეიძლება ეს ნიშნები დაუკავშირონ სექსუალური ძალადობის ტრამვას. ზოგადად ბავშვი, რომელიც იზრდება ინსტიტუციაში არ აქვს მშობლებთან ურთიერთობა არის ტრამვირებული.

26. მ------მა სავარაუდო მოძალადის მიმართ გამოხატა ამბივალენტური დამოკიდებულება. ეს ნიშნავს ორაზროვან დამოკიდებულებას, ერთის მხრივ ეს არის სიყვარული, პატივისცემა ამ ადამიანის მიმართ, მეორეს მხრივ ეს არის შიში და სიძულვილი. ბავშვისთვის ყველაზე შემაწუხებელი და აუტანელი არის ის, რომ როცა ძალადობა ხდება ოჯახის წევრის მხრიდან, ან იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც შეიძლება იყოს აღმზრდელი, ან მეურვეობდეს მას, ბავშვს ვერ გაურკვევია რატომ ხდება ეს. იმიტომ, რომ ის განსაკუთრებული სიყვარულის ობიექტია და კარგია ის, თუ იმიტომ, რომ ის არ უყვართ და ცუდია. ამ ორაზროვნების შუაში იხლიჩება ბავშვი. ბავშვი ვერ ხვდება, როგორ უნდა მოიქცეს ამ ადამიანთან, უნდა გამოხატოს ეს სიყვარული, ამით ასიამოვნოს და ეს კარგია, თუ პირიქით, არ უნდა გამოხატოს სიყვარული. როდესაც მ------ს კითხა, უნდა აგოს თუ არა ამ ადამიანმა პასუხი და უნდა შეეტყობინებინათ შესაბამის ორგანოებისთვის, ერთის მხრივ ბავშვი ვერ იმეტებდა. მ------ს ასევე აქვს მსუბუქი ხარისხის გონებრივი ჩამორჩენა და ასეთი შეიძლება უამრავი ადამიანი იყოს. არსებოს პედაგოგიური ჩამორჩენა, რომელიც ახასიათებთ ბავშვებს, რომლებიც არიან დაშორებულები საკუთარ ოჯახებს და იზრდებიან ინსტიტუციებში.

27. მანვე განმარტა, რომ მ------ის მხრიდან გამორიცხულია ნებისმიერი ფანტაზია, ბავშვს ქონდა მაღალი სუიციდის განცდა და როდესაც რაიმე სახის ფანტაზიას აქვს ადგილი, ბავშვს არ უჭირს ამაზე საუბარი. მ------ი როდესაც გაიყვანეს ექსპერტიზაზე, მათ რაღაც პოზიტიური დინამიკა ქონდათ, ის წამოვიდა, ცოტა უფრო გაიხსნა, თუმცა თვითონ ფსიქო-ტრავმატოლოგია და ამ თემას აღარ შეეხო. მან დაიწყო ტრავმაზე საუბარი. ბავშვს აქვს გონებაში შემოჭრები, რაღაცეები ახსენდება, შემდეგ ამ რაღაცეების გახსენებაზე მოდის თვითბრალდების აზრები. თვითბრალდების აზრები იწვევს დაუოკებელ სურვილს, რომ სხეული დაიზიანოს და ბავშვი დგას სერიოზული რისკის წინაშე და მისი თქმით, შეიძლება ისე დაიზიანოს თავი, რომ ფატალურად დამთავრდეს. ამიტომ თვლის, რომ მისთვის მთავარი იყო ემუშავა კონკრეტულად ტრამვაზე. ექსპერტიზის შემდეგ, როდესაც მ------ი მასთან დაბრუნდა, სრულიად შეცვლილი იყო, მომხდარი იყო სერიოზული რეტრავმაცია, აღარ შედიოდა კონტაქტში და მ------მა მას უთხრა, რომ აზრი არ აქვს არაფერს, არაფრის თქმა და გაკეთება არ უნდოდა. ამით მან სერიოზული რისკი დაინახა და აქედან გამომდინარე, როგორც სპეციალისტი, ბავშვის მხრიდან ფანტაზიას გამორიცხავს.

28. რაც შეეხება ექსპერტიზას, ექსპერტიზა შეეხებოდა გინეკოლოგიურ გამოკვლევას. მან აღნიშნა, რომ ბავშვთან შეხვედრა შვიდჯერ ქონდა და მიიჩნევს, რომ შეიძლება უკეთესი შედეგი ყოფილიყო, რომ არა საქალწულე აპკის ექსპერტიზის ჩატარება. ექსპერტიზის შემდეგ ყველაფერი ნულიდან დაიწყო და კიდევ უფრო რთული იყო, თუმცა იყო პოზიტიური დინამიკა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ის ადრე უარს ამბობდა სკოლაში სიარულზე, შემდეგ დაიწყო სკოლაში სიარული, აქვს სურვილი თექის კურსებზე სიარულის და მისი თქმით, შემცირდა თვითდაზიანებები, აღარ ქონდა კონფლიქტები. მოხდა ბავშვის სეპარაცია ოჯახთან, მშობლებთან და აღმოჩნდა მცირე საოჯახო ტიპის სახლში. ბავშვი ეძებს ადამიანს, ვისაც შეიძლება დაეყრდნოს, ბავშვს ვინც მოსწონს და უყვარდება. ხშირად აქვს ასეთი შემთხვევები თავის აღმზრდელთან, თუ მას არ მოეწონა მ------ის საქციელი, ბავშვი მაინც საკუთარ თავს ვნებს და ცდილობს თავი დაისაჯოს.

29. ადამიანს, რომელზეც განხორციელდა ძალადობა, მეხსიერებიდან ბევრი რამ უვარდება, ავიწყდება თავდაცვითი ფუნქციიდან გამომდინარე.

30. მანვე განმარტა, რომ არის სპეციალური მეთოდი, რომლითაც ხდება გამოკითხვა სექსუალური ან სხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია პირველ რიგში კონტაქტში შესვლა, საუბარი ზოგად თემებზე, შემდეგ პროცედურის გაცნობა. მან არ იცის მ------ს სხვა ადამიანებთან თუ ქონია ინტიმური ურთიერთობა, მაგრამ აღნიშნავს, რომ ერთხელ უთხრა, რომ ახალ სახლში გადასვლის შემდეგ ერთ ბიჭს მოსწონს.

31. მ------ი ნ------- თ-------ის გარდა ნეგატიურ დამოკიდებულებას არავის მიმართ არ ამჟღავნებს. კარგად ახსენებს ამღზრდელ მაიას. ბავშვი ადამიანის გაცნობისას ამოწმებს უყვარს თუ არა ის, მან ვერ იპოვა სამყაროში ისეთი ადამიანი, რომელსაც ის ეყვარება. მისი თქმით, მთავარია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა და აქედან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სასურველია მისი გამოკითხვა დისტანციურად. რადგან თანამედროვე პრაქტიკაში ასეთი პრეცედენტები არსებობს, ის მიიჩნევს, რომ ყველაზე ცუდი შეიძლება იყოს ბავშვისთვის ჯვარედინი გამოკითხვა და მისი შეხვედრა ბრალდებულთან. ეს იქნება მ------ისთვის სარისკო. მისი სუიციდური ფიქრებიდან გამომდინარე, ის მიიჩნევს, რომ ინფორმაციის სწორედ მიღებისთვის აუცილებელია ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. გამოკითხვას უსაფრთხო გარემოში გულისხმობს ფსიქოლოგის დასწრებას ბრალდებულის გარეშე. მას მიაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის რთულია პენიტენციალურ სივრცეში შესვლა და განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

32. მანვე განმარტა, რომ არის სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენელი. ბევრ სახლში დადის, ხშირად შეხვედრია ბავშვებს, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლები, მაგრამ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების და არა მარტო ბავშვების, საერთოდ ადამიანების, ერთერთი ნიშანია ის, რომ ამ თემაზე არ საუბრობენ და ამას ხვდებიან შექმნილის გარემოსა, თუ სხვადასხვა მინიშნებებით. ბავშვები, რომლებიც ამ თემაზე არ საუბრობენ, არ ნიშნავს, რომ ძალადობის მსხვერპლები არ არიან. ამ შემთხვევაში ლაპარაკობს ბავშვის სხეული. ბავშვის დუმილის მიზეზი არის შიში, სირცხვილი და იმაზე ფიქრი, რომ მაინც არ დამიჯერებენ. ბავშვის მხრიდან უკან დახევა ხდება იმიტომ, რომ მას ეშინია. თუ ბავშვი ლაპარაკობს, რომ თ-------ი არის მისი მეუღლე, შესაძლოა ბავშვმა ამ როლში წარმოიდგინა თავი. ამგვარი დამოკიდებულება ამბივალენტურია. ბავშვს ხელის ფათურის გარდა, მისთვის არაფერი არ უთქვამს, რადგან რომ დაინახა, რომ ემოციური რეაქცია ქონდა, შეწყვიტა საუბარი.

33. სასამართლოს შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ მ------ს ნ------- თ-------თან სქესობრივი კავშირის დამყარების თაობაზე არ უსაუბრია და ეს საკითხი არ გამოუკვლევია.

34. მოწმის ა-–-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 1 ივლისიდან აღმზრდელად მუშაობდა ა---------–---------------------------–ში. აღმზრდელად ასევე მუშაობდა მისი მეუღლეც. იცნობს მ------ ე-------–---–ს. მ------ი ორი კვირის განმავლობაში იყო წასული სახლში, დანარჩენი პერიოდი იმყოფებოდა ა---------–---------------------------–ში. მ------ი იყო ჩაკეტილი და თავისებური, რაც გამოიხატებოდა მასში, რომ ფსიქოტროპულ წამლებზე იყო დამოკიდებული. მის მიმართ მ------ს არასოდეს არ გამოუხატავს ისეთი ქცევა, რაც მოსაწონი არ იქნებოდა. თუ ასეთ შემთხვევას ადგილი ექნება, აღმზრდელმა ბავშვს უნდა განუმარტოს, რომ ასე არ შეიძლება. რაც შეეხება მ------ის სხეულზე არსებულ დაზიანებებს, მ------ის თქმით ის წაიქცა, მაგრამ შემდეგ გაარკვიეს, რომ თვითდაზიანებებს იყენებდა. მ------ს მასთან და მის მეუღლესთან კარგი დამოკიდებულება ქონდა.

35. მ------მა ბავშვური ტყუილები იცოდა. ერთხელ მ------მა უთხრა მათ, რომ ძროხა იყიდეს, მათ დაიჯერეს, მაგრამ შემდეგ უთხრა, რომ ტყუილი იყო. მისთვის ცნობილია, რომ მ------ი ექიმის დანიშნულებით ფსიქოტროპულ წამლებს იღებდა. ექიმ კ--------–---–თან დაყავდათ თელავში და ასევე ორჯერ თბილისში ყავდათ საავადმყოფოში. მას არ შეუმჩნევია, რომ მ------ს ვინმე ყოლოდა ამოჩემებული და ცუდად მოქცეოდა. ამოჩემება იცოდა და ზედმეტი სიყვარულის გამოხატვა. მ------ს აღსაზრდელ ს-----სთან ქონდა კარგი ურთიერთობა. მ------ი გადასვლის შემდეგ, ს-----ს ხშირად ურეკავს.

36. ის და მისი მეუღლე ბავშვთა სახლში მივიდნენ 2015 წლის 01 ივლისს და შეცვალეს ნ-------ი და ნ-------ის მეუღლე. ამ დროს ბავშვთა სახლში იყვნენ ბიჭები ფ-----–-–---–ი 14 წლის და მისი მისვლიდან მალევე წაიყვანეს, დარჩნენ ორნი 11 და 12 წლის. გოგოებიდან მ------ი იყო 14 წლის, ს----- ერთი წლით პატარაა, ქ---- და ზ--–--- 17 წლის არიან და ნეა არის 15 წლის. მ------ს მათთან ნორმალური ურთიერთობა ქონდა. მ------ი ნ-------ის და ნ-------ის მეუღლეს ბოლო დროს ცუდად იხსენიებდა, ერთხელ უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. ბავშვთა სახლში აქვთ აღრიცვის ჟურნალი, სადაც კეთდება ჩანაწერები. აღირიცხება დღესასწაულების პერიოდში ბავშვების გასვლა. მან ჟურნალი წარუდგინა გამომძიებელს, რაზეც გამომძიებელმა შესადგინა ოქმი. ის გაეცნო და ეთანხმება ჟურნალის დათვალიერების ოქმს, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს. ჟურნალი ინახება აღმზრდელის ოთახში, კარადაში ბავშვების პირად საქმეებთან ერთად და იკეტება გასაღებით. სახლს, აქვს სარდაფები. მ------ის და ქეთას ოთახს აქვს ხის კარი, რომელიც საკეტით არ იკეტებოდა. მ------ის და ქ----ს ოთახს ფანჯარა ა----ს კედლის მხარეს ეზოს მხრიდან აქვს მისასვლელი, ფანჯარას აქვს ჟალუზი და ისეთ სიმაღლეზეა თვითონ ვერ წვდება.

37. ზ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა-----------–---------–ში მეუღლესთან ერთად მუშაობა დაიწყო 2014 წლის დეკემბერში. ის და მისი მეუღლე ბავშვებთან მხოლოდ შაბათ კვირას იყვნენ. იქ გაიცნო მ------ი, რომელსაც ახასიათებს ჩაკეტილ ბავშვად, არ ქონდა ურთიერთობა სხვა ბავშვებთან, მაგრამ მასთან და მის მეუღლესთან კონტაქტი ქონდა, უჯერებდა მათ. მათი მუშაობის დროს მ------ს დაზიანებები საკუთარი თავისთვის არ მიუყენებია. თუმცა შემდეგ ნახა, რომ მ------ს დაზიანებები ქონდა. მ------მა უთხრა, რომ ხელი მიარტყა კედელს. არ ყოფილა შემთხვევა, რომ მ------ს ვინმესთვის რამე დაებრალებინა ან რომელიმესთან ინტიმური ხასიათის თამაში ეთამაშა. მანვე განმარტა, რომ ნ------- თ-------ის დაკავების შემდეგ გაიგო მ------ზე განხორციელებული ძალადობის შესახებ.

38. მოწმის ლ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ექიმი ფსიქიატრი. მასთან მ------ ე-------–---–ის მკურნალობა იყოფა ორ ეტაპად, პირველად მიმართეს 2012 წელს, მკურნალობა გაგრძელდა 2-3 თვე, ხოლო შემდეგ დინამიკის გაუმჯობესების გამო მკურნალობას აღარ საჭიროებდა. მეორედ ჩივილებით მიმართეს 2015 წლის გაზაფხულზე, სავარაუდოდ მაისის თვეში. მ------ის დიაგნოზი არის ქცევის და ემოციის შერეული აშლილობა. ასეთი დიაგნოზის ბავშვები ადვილად ღიზიანდებიან, არიან კონფლიქტურები და ასევე შესაძლოა დაუკითხავად აიღონ სხვისი ნივთები. მასთან მიმართვის მიზეზი იყო ის, რომ მ------ს ახასიათებდა აუტო-აგრესიული ქმედება, რაც გამოიხატება მასში, რომ მ------ს თმის სამაგრით ქონდა ხელი გაკაწრული. მან კითხა მ------ს, ეს რატომ გააკეთა. მ------მა უპასუხა, რომ ოთახის მეზობელს მოპარა ხატი და პატივისცემის ნიშნად აჩუქა ხატვის მასწავლებელს. როდესაც გაირკვია, რომ ხატი მოპარული იყო, ხატვის მასწავლებელმა გაუნაწყენდა. ეს ამბავი ბავშვებმაც გაიგეს და მათთანაც პრობლემები შეექმნა ამის გამო მიიყენა თვითდაზიანება, რომ შერიგებოდა მასწავლებელი. ეს მოხდა 2012 წელს. მ------ს 2015 წელსაც იგივე პრობლემები ქონდა. აუტო-აგრესიული ქმედება, ბევრჯერ ქონდა თვითდაზიანება მიყენებული. მ------ი ამით ცდილობდა ვიღაცას ეპატიებინა, მისთვის ყურადღება მიექციათ. როდესაც მ------ს ჰკითხა, რატომ იქცეოდა ასე, ვიღაცაზე თქვა ხელებს მიფათურებდაო. მ------ი თბილისში მე-5 ფსიქიატრიულ სტაციონარში, ორი კვირით იმიტომ მოათავსეს, რომ თავისი თავისთვის საფრთხე არ შეექმნა.

39. 2012 წელს მ------ი მასთან ყოველთვის ნ------- თ-------ს დაჰყავდა. მ------ს აქვს პედაგოგიური და არა გონებრივი ჩამორჩენა, გვიან დაიწყო სწავლა. მ------ს დეიდა გონებრივი ჩამორჩენით ყავს, დედას ფსიქიკური პრობლემები აქვს. მასთან კომუნიკაციის დროს მ------ი ნორმალური იყო. ზოგჯერ დაიმორცხვებდა და ამბობდა, რომ ეს შემეშალა და ეს უნდა გამოვასწოროვო. მ------ი ნანობდა, როცა ვიღაცას აწყენინებდა ან მოიპარავდა. მ------მა ერთხელ თქვა მასთან, ხელის ფათურის შესახებ, მაგრამ შემდეგ აღარ გააგრძელა ამ თემაზე საუბარი და გადათქვა. იგი არის ბავშვთა ზოგადი ფსიქიატრი, მაგრამ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მართვა-რეაბილიტაცია-აღმოჩენაზე ის არ მუშაობს, ამიტომ მიეცა რეკომენდაცია მიემართა შესაბამის ფსიქოლოგთან.

40. მანვე აჩვენა, რომ პრეპარატები, რომელიც მ------ს დაუნიშნა, არ იწვევს ჰალუცინაციებს და არც სექსუალურ აღგზნებას. მედიკამენტები არის დამამშვიდებელი და აგრესიის მომწესრიგებელი.

41. მოწმე ლ--–--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის დეკემბერში მათ, მან და მისმა მეუღლემ, დაიწყეს მუშაობა ა-----------–---------–ში, სადაც ერთ-ერთი აღსაზრდელი იყო მ------ი. მ------ს თავისი სამყარო ქონდა და ხშირად არ შედიოდა სხვა ბავშვებთან კონტაქტში. თამაშის დროს, ხშირად მასთან იყო ხოლმე სამზარეულოში და მონაწილეობას იღებდა სადილის მომზადებაში. ბავშვთა სახლში მხოლოდ შაბათ-კვირას იყო. ერთ დღეს მან ნახა, რომ მ------ს ხელი ქონდა დაზიანებული. რომ იკითხა რატომ, უთხრეს, რომ თვითდაზიანება მიიყენა. მ------ი ურჩი ბავშვი არ იყო და ყოველთვის უჯერებდა. მ------ს ნ-------ისთან და ნ-------ის მეუღლეს გ---–---თან ცუდი დამოკიდებულება არ ქონდა. მასთან მ------ს ინტიმურ თემებზე არ უსაუბრია, მაგრამ თუ გაიხსნებოდა მასთან და ამ თემაზე დაუწყებდა ლაპარაკს, მათ ყავდათ ფსიქოლოგი და აუცილებლად შეატყობინებდა. როდესაც მ------ი მასთან იყო ხოლმე სამზარეულოში, ის უყვებოდა დედამ როგორ დატოვა და ეუბნებოდა, რომ თვითონ კარგი დედა იქნებოდა და ასე არ მოიქცეოდა. არ ახსოვს, რომ მისი ნივთი მ------ს დაუკითხავად აეღო, ყოფილა შემთხვევები როდესაც სხვა თემაზე საუბრობდნენ და მ------ი უცბად თემას ცვლიდა.

42. ნ----- მ-------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სოციალური მომსახურების საგენტოს ა------------------–------------–--ის სოციალური მუშაკის თანამდებობაზე. მ------ ე-------–---–ს იცნობს 2009 წლის ზაფხულიდან. მან შეამოწმა მ------ი და მისი ოჯახი, როდესაც ჩარიცხა მცირე ტიპის საოჯახო სახლში და მოამზადა შესაბამისი დოკუმენტაცია. ის უშუალოდ მუშაობდა მ------თან და მის ოჯახთან. 2009 წლის 1 ოქტომბრიდან ბებიის სახლიდან მან ჩარიცხა მ------ი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში.

43. მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში მშობლის მიმართვის საფუძველზე, სხვადასხვა მიზეზების გამო, ირიცხებიან ბავშვები. ძირითადი მიზეზი არის ძალადობის უგულვებელყოფის შემთხვევები, ან უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვება, ბავშვის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების უუნარობა, შესაფერისი გარემო-პირობების არ არსებობა, როდესაც მშობელი ან მზრუნველი პირი ვერ ახორციელებდა ბავშვზე ზრუნვას, ბავშვები გადაყავთ სახელმწიფო ზრუნვაში. მათ მ------თან დაკავშირებით მიმართა მ------ის ბებიამ. დედამ მ------ი 3 წლის ასაკში დატოვა ბებიასთან და 2010 წლამდე არ მოუკითხავს. ბებიის ოჯახში იყო ეკონომიკური გაჭირვება, ვერ აკმაყოფილებდნენ ბავშვის საბაზისო საჭიროებებს და ამიტომ ჩაირიცხა ბავშვთა სახლში. მ------ი თბილი და მოსიყვარულე ბავშვია, რომელსაც არ უჭირდა კონტაქტის, კომუნიკაციის დამყარება და ყველასგან მოითხოვდა სითბოს, შემდეგ გართულდა ბავშვის მდგომარეობა. 2011-2012 წლებში ქონდა ქცევითი აშლილობა, რის გამოც მიიყვანეს ფსიქიატრთან, ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და სიტუაცია დასტაბილურდა. შემდეგ ისევ გართულდა, რთული ქცევა გამოიხატებოდა იმაში, რომ მას რამდენჯერმე ქონდა ქურდობის მცდელობა, სხვისი ნივთს დაუკითხავად იღებდა. ბავშვის ძირითადი პრობლემა იყო თვითდაზიანება, რომელიც მას სტრესის დროს უვითარდებოდა. მან იცის, რომ მ------ს ერთი თვითდაზიანება ქონდა 2011 წელს, მეორე 2012 წელს. შემდგომი თვითდაზიანებები მისთვის ცნობილი გახდა 2015 წლის მაისში, როდესაც მივიდა საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში და აღმზრდელმა უთხრა, რომ კედელს ხელს ურტყამდა და ხელი დაიზიანა, შესიებული ქონდა. 2015 წლის მაისში როდესაც გაიგო, რომ ბავშვი იყენებდა თვითდაზიანებებს, შეატყობინა აღმზრდელებს, დაუკავშირდა სახლის ფსიქოლოგს და უთხრა, რომ ბავშვს აქვს თვითდამაზიანებელი ქცევა, საჭიროებს ყურადღებას, დაურეკა ფსიქიატრ ლ------------–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ მ------ი მასთან მიეყვანათ. 21 მაისს მ------ი მან და ნ------- თ-------მა მიიყვანეს ექიმ კ--------–---–თან. მან არ იცის ინდივიდუალურად რა უთხრა მ------მა ლ------------–---–ს, მაგრამ იცის, რომ მას მ------მა უთხრა, ადვილად ბრაზდება და ხელს კედელს ურტყავს.

44. მანვე დაადასტურა, რომ 2014 წელს ბავშვები დასასვენებლად წაიყვანა ნ------- თ-------მა. ბავშვთა სახლში სოციალურ მუშაკებს და აღმზრდელებს თავიანთი ფუნქციები აქვთ. მისი ფუნქცია მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში არის, ბავშვის ჩარიცხვა ამორიცხვა, დროებით გამყვანი პირის დარეგისტრირება, საჭიროების პერიოდში ბავშვისთვის კანონიერი წარმომადგენლობის გაწევა, ბავშვის განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, განვითარებაზე სოციალური ზრუნვა. მინიმუმ თვეში ერთხელ ახორციელებს ვიზიტს და საჭიროება თუ მოითხოვს, შესაძლებელია მეტჯერაც განახორციელოს. მ------ის გამყვან პირად დარეგისტრირებული იყო მისი ბებია მ------ გ-------–-–---–ი, რომელსაც იცნობდა. ისინი იკვლევენ იმ ოჯახს, სადაც ხდება ბავშვის დროებითი გაყვანა, ასევე აფასებენ იმ პიროვნებას რომელსაც გაყავს ბავშვი და ამის შემდეგ ახდენენ პირის გამყვან პირად დარეგისტრირებას. მან განმარტა, რომ მ------ის მუდმივად აღზრდისთვის ბებიის სახლში არ იყო სათანადო გარემო-პირობები, ამიტომ ბავშვი გადაიყვანეს სახელმწიფო ზრუნვაში. თვლის, რომ ბავშვის დროებითი გაყვანა შესაძლებელი იყო, რადგან ბავშვს ქონდა ძლიერი მიჯაჭვულობა ბებიის და ოჯახის მიმართ. მ------ს ძალიან უყვარს ოჯახის წევრები და მათაც ძალიან უყვართ მ------ი და თვლის, რომ დროებით გაყვანა, თუ ოჯახის წევრების მხრიდან რაიმე ცუდი ზეგავლენა არ არის, შესაძლებელია. მას მ------ის ოჯახის მხრიდან ბავშვზე რაიმე სახის უარყოფითი გავლენა არ შეუმჩნევია, პირიქით მ------ი სთხოვდა გაეშვა მათთან.

45. აღმზრდელები ნ------- თ-------ი და მისი მეუღლე გ---–---- გ-----–-–---–ი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლიდან წავიდნენ 2015 წლის 1 ივლისიდან. მისთვის როგორც ცნობილია, მენეჯერმა აღარ გაუგრძელათ ხელშეკრულებები. ნ------- თ-------ი და გ---–---- გ-----–-–---–ი იყვნენ მზრუნველები, ყურადღებიანები და თავიანთი მოვალეობას ასრულებდნენ. მ------ს ყველაზე ძალიან გ---–---- და ნ-------ი უყვარდა. მ------ზე განხორციელებული ძალადობა მისთვის ცნობილი გახდა 2015 წლის 3 აგვისტოს, როდესაც იმყოფებოდა ვიზიტზე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში. მას და მეორე აღმზრდელს მ---------------–---–ს ბავშვმა უთხრა, რომ მათთვის რაღაცის თქმა უნდოდა და შეყოლოდნენ ოთახში. მ------მა უთხრა, რომ სიტყვიერად თქმა სცხვენოდა და დაუწერდათ ფურცელზე. მან ფურცელზე დაწერა, რომ ნ-------ი ძია ხელებს უფათურებდა და მიაწოდა ფურცელი. მათ, წაიკითხეს, შემდეგ მ------მა გამოსტაცა და დახია. შემდეგ მეორე ფურცელზე დაუწერათ, რომ ნ-------ი ძიასთან იწვა და არავისთვის ეთქვათ, სანამ მეორე ფურცელსაც დახევდა, მან ფურცელი ჯიბეში შეინახა, ამის შემდეგ დაუწყო გამოკითხვა რა მოხდა, როგორ მოხდა და კითხა რას ნიშნავს ,,დაწოლა.“ ამ სიტყვაში გულისხმობდა თუ არა, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას. მ------მა უპასუხა, რომ ეს მასზე როგორ იფიქრა. იყო მხოლოდ წამოწოლა და ხელების ფათური. ადრე მსგავსი ფაქტის შესახებ მ------ს მასთან არაფერი უხსენებია. ფურცელი, რომელზეც მ------მა დაწერა, მან წარუდგინა გამოძიებას. მან მ------ს უთხრა, რომ ამას საიდუმლოდ ვერ შეინახავდა და ამის შესახებ უთხრა თავის განყოფილების უფროსს თ-----------–---–ს. იმ საღამოს, როდესაც მ------მა ეს თქვა, მიიყენა თვითდაზიანება ,,ბრიტვით“ დაისერა ხელი. ამის შემდეგ მან და აღმზრდელმა ბავშვი ფსიქიატრთან ლ------------–---–თან წაიყვანეს. ფსიქიატრმა ჩათვალა, რომ მ------ს საჭიროებდა სტაციონირებას და გააგზავნა თბილისში, მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოს ფსიქიატრიულ დეპარტამენტში და აღნიშნა, რომ ბავშვის მკურნალობა გაგრძელდა 6 აგვისტოდან 21 აგვისტომდე. ამის შემდეგ მან და აღმზრდელმა ბავშვი მიიყვანეს ფსიქოლოგთან, რომელიც ძირითადად მუშაობდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან, რადგან სჭირდებოდა რეაბილიტაცია და ბავშვი უნდა მომზადებულიყო შესაბამის უწყებებთან სათანამშრომლოდ. ფსიქოლოგთან პირველი ვიზიტი განხორციელდა 17 სექტემბერს, შემდეგ 25 ში და როგორც იცის, დღესაც გრძელდება მომსახურება. ფსიქოლოგი მ----–-------- მ------ს გაესაუბრა ცალკე. როგორც იცის მ------ი სავარაუდოდ იყო ძალადობის მსხვერპლი. იყო რთულ მდგომარეობაში. სუიციდური აზრებით. მათ მეორედ 2 ოქტომბერს გადაიყვანეს ბავშვი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რადგან, 1 ოქტომბერს მ------მა მინის ნატეხით თვითდაზიანება ისევ მიიყენა. როგორც მისთვის გახდა ცნობილი მ------ს ტელეფონით ქონდა ურთიერთობა ძველ აღმზრდელებთან ნ------- თ-------თან და მის მეუღლესთან.

46. მანვე დაადსტურა, რომ 2012 წელს იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვები თამაშობდნენ ,,ცოლ-ქმრობანას.“ ეს ფაქტი მისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მ------მა ამ თამაშის გამო მიიყენა თვითდაზიანება და მან მ------ი წაიყვანა ლ------------–---–თან. მან რომ კითხათ ბავშვებს, თუ რას გულისხმობდნენ ,,ცოლ-ქმრობანას“ თამაშში ბავშვებმა უპასუხეს, რომ სერიალებში რასაც ხედავენ იმას იმეორებდნენ. მან, როგორც შეიტყო, მ------მა იმიტომ დაიზიანა ხელი, რომ სხვა ბავშვები თამაშობდნენ ,,ცოლ-ქმრობანას“ და შემდეგ მ------ს დააბრალეს, რომ ის თამაშობდა. ამის შემდეგ მათ უთხრეს აღმზრდელებს, რომ სერიალების ყურება აეკრძალათ, რადგან ბავშვები ამბობდნენ, რომ სერიალებში ნახეს და სერიალების მიხედვით აკეთებდნენ. თუმცა მან კონკრეტულად არ იცის ბავშვები რას აკეთებდნენ. მაგრამ აღმზრდელებისგან მალულად რომ თამაშობდნენ, უკვე არასასიამოვნო ფაქტი იყო. ბავშვებთან ყოველთვის აქვთ კონსულტაცია რისი გაკეთება შეიძლება და რისი გაკეთება არ შეიძლება, პრევენციის მიზნით აუკრძალეს სერიალების ყურება, რომ რაღაც გართულება არ მოყოლოდა. ბავშვებმა იცოდნენ, რომ მ------ი ამბობდა მიყვარს ნ-------ი ცოლად უნდა გავყვე და თურქეთში წავიდეთო.

47. მას დაცვის მხარემ წარუდგინა გამოძიების მიერ ჩატარებულ მ------ ე-------–---–ის ,,facebook’’ გვერდის დათვალიერების ოქმი.

48. მოწმის თ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ------ ე-------–---–ი იყო მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელი. იგი 2009 წელს შვიდ ბავშვთან ერთად ჩაირიცხა. მას როგორც სოციალურ მუშაკს, უშუალო ურთიერთობა აქვს, როგორც აღმზრდელთან, ასევე ბავშვთან. 2015 წლის აგვისტოში სოციალურმა მუშაკმა ნ----- მ-------–-–---–მა უთხრა, მ------ ე-------–---–მა, რომელიც ფსიქო-ნერვოლოგიურ დისპანსერში იყო აღრიცხვაზე თვითდაზიანება მიიყენა და სასწრაფოდ უნდა გადაეყვანათ თელავში, თავის ექიმთან. 28 აგვისტოს დააბრუნეს ბავშვი მე-5 საავადმყოფოდან. ნ-----მ უთხრა მას, რომ ბავშვი კარგად იყო, მაგრამ მისი ფსიქოლოგი აღნიშნავდა, რომ ქონდა არასტაბილური ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. მისთვის ცნობილია, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში მ------ს კიდევ ქონდა თვითდაზიანების მიყენების მცდელობა. თვითდაზიანების თაობაზე ყოველთვის ეუბნებოდა თავის ზემდგომებს. მ------მა განიცადა ნ-------ის და გ---–----ს წასვლა, მ------ი ამბობდა, რომ უყვარდა ნ-------ი და აპირებდა ცოლად გაყოლას. მ------ი ხაზგასმით ამბობდა, არ უყვარდა ნ------- თ-------ი მამა-შვილური გრძნობით, უყვარდა, როგორც მამაკაცი, შემდეგ მან დაურეკა უფროს სოციალურ მუშაკს თ--------------–---–ს და კითხა, რომ რისი გაკეთება შეეძლოთ ამ საქმესთან დაკავშირებით. თ--------------–---–თან ადრეც ქონდა საუბარი და თ. გოგიაშვილს ნათქვამი ქონდა, რომ რადგან ნ-------ი აღარ იმყოფებოდა ბავშვთა სახლში, ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, პოლიციის ჩართვა ამ საქმეში არ იყო მიზანშეწონილი და რეკომენდაცია მიიღო, რომ მ------ი წაეყვანათ ფსიქოლოგთან მ----–--------სთან, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობს. მ----–--------მ უთხრა, მათ, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. ბავშვი შემდეგ ალაპარაკდა, რომ ურთიერთობა ქონდა ნ------- თ-------თან აკოცა და ასეთ რაღაცეებზე საუბრობდა სოციალურ მუშაკთან. შემდეგ, როდესაც შეხვდა მ------ს და ესაუბრა კითხა, თუ რას აპირებდა, როდესაც სრულწლოვანი გახდებოდა, რა ხელსაქმე აინტერესებდა. ბავშვმა მას უთხრა, რომ არაფერი არ აინტერესებდა და არასოდეს ოჯახს არ შექმნიდა. რომ კითხა ასე რატომ საუბრობდა, მ------მა უპასუხა, რომ იყო ისეთი მიზეზი, რის გამოც ოჯახს არ შექმნიდა, რომ ერთმა ადამიანმა ძალიან აწყენინა და ამიტომ არ აპირებდა გათხოვებას, რომ კითხა თუ ვინ იყო ეს ადამიანი ბავშვი კანკალებდა და უთხრა, რომ ახლა ამაზე ვერ ისაუბრებდა.

49. მანვე განმარტა, რომ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მ------ი ერთხელ კიდევ შესამოწმებლად წარუდგინეს ფსიქიატრს, რადგან სახლის მენეჯერი და აღმზრდელები საუბრობდნენ, რომ ბავშვს ახასიათებდა ტყუილები და ფანტაზიები. ზუსტად არ ახსოვს 28 თუ 29 სექტემბერი იქნებოდა, მ------ი მივიდა მასთან, იყო ძალიან მშვიდად, გაწონასწორებულად საუბრობდა და უთხრა, რომ უნდოდა ერთ თემაზე საუბარი. რომელზედაც ესაუბრებოდა, მან უთხრა, რომ ასე მოხდაო და ნ------- თ-------მა მითხრაო, რომ გიჟი ხარ და მაინც არ დაგიჯერებენ, საგიჟეთში წაგიყვანენო. მ------მა უთხრა, რომ მისი სჯეროდა და შეეძლო მას, ტელეფონზე დაერეკა ნ-------ისთვს, მოეყვანა თვითონ სადმე დამალულიყო და მოესმინა, თუ რაზე დაელაპარაკებოდა მ------ს. ამის შემდეგ ხელმძღვანელობას მოსთხოვა, რომ ამ საქმეს მისცემოდა მსვლელობა და მოსთხოვა სოციალურ მუშაკს კანონით რაც ევალებოდა, ისე მოქცეულიყო. სოციალურმა მუშაკმა დაწერა მოხსენება 13 ოქტომბერს და შემდეგ მიმართა პოლიციას. მ------მა საუბრის დროს მას უთხრა, რომ ურთიერთობა ქონდა ნ------- თ-------თან, აკოცა და ერთად იწვნენ. მან კითხა, თუ რას გულისხმობდა ერთად წოლაში და უპასუხა, რომ არაფერს ერთად ვიწექითო. მ------მა 28 სექტემბერს მასთან შეხვედრის დროს უთხრა, რომ ნ-------ი ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ არსად არ ეთქვა.

50. მოწმის ლ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ექიმი. მ------ ე-------–---–ი შესამოწმებლად 2015 წლის 31 აგვისტოს მასთან მიიყვანა ნ--------------ემ. მან მ------ ე-------–---–ი გასინჯა ჩაუტარა ექოსკოპიური გამოკვლევა, რაიმე პათოლოგია არ ქონია. ასევე შეამოწმა ორსულობაზე, რაც იმ ეტაპისათვის არ დადასტურდა. მან შეადგინა სამედიცინო ცნობები, რაც ერთვის საქმეს.

51. მოწმის მ------------–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის ოქტომბრამდე ფსიქოლოგად მუშაობდა ა-----------–---------–ში. იგი იცნობს ნ------- თ-------ს და მ------ ე-------–---–ს. სექსუალური ძალადობის შესახებ მან 2015 წლის ზაფხულში გაიგო აღმზდელისგან და სოციალური მუშაკისგან, ნ----- მ-------–-–---– და მ------------–---–ისგან. მას შემდეგ, რაც ნ-------ი და გ---–---- აღარ მუშაობდნენ. მ------ი ამბობდა, რომ მის მიმართ სექსუალური ძალადობა ხორციელდებოდა. შეხვდა მ------ს და მან დაუდასტურა დეტალურად, რომელიც ასახავდა იმ პროცესებს, თუ რა სახის ძალადობას ახორციელებდა. ეს იყო ხელით მოფერება მკერდზე, სასქესო ორგანოზე. ასევე მ------მა უთხრა, რომ არ ხდებოდა მეტი არაფერი გარდა ხელის შეხებისა. მ------ი ჩაკეტილი იყო და იშვიათად ამყარებდა მასთან კომუნიკაციას ხშირად ემალებოდა. მისთვის ცნობილი არ იყო, როდესმე ჰქონდა თუ არა სექსუალური ურთიერთობა მ------ს.

52. მან აღმზდელებს გადასცა სატრენინგო წიგნი, სადაც ეწერა ბავშვთა განვითარების ეტაპები. 13-14 წლის ასაკში გოგონას მიერ თვითსტიმულირების დაშლა ან მასზე ლაპარაკი ძალიან ინტიმურია. მ------ს ნ------- თ-------თან და გ---–----სთან კარგი დამოკიდებულება ქონდა. რაიმე უცნაური მათ ურთიერთობაში არ შეუნიშნავს. რაც შეეხება მ------ის გონებრივ შესაძლებლობებს, ჩამორჩენა აღენიშნებოდა ყველა საგანში. ქცევის პრობლემები ქონდა, არ იქცეოდა ნორმალურად რაც გამოიხატებოდა: დამალვაში, საუბრის დროს სახეზე ფარდის აფარებაში, სიცრუეში. მიზანმიმართულად შესაძლოა ეთქვა ტყუილიც. შესაძლოა ეს პრობლემები მას გენეტიკურად ქონოდა. ვინაიდან, მისი ოჯახის წევრები ამით არიან დაავადებულები. ასევე იყო დედის მიმართ აგრესიული. არ უყვარდა შაბათ -კვირის ამღზდელები. უშლიდა ჯგუფურ მუშაობას. ასევე იყენებდა თვითდაზიანებებს, იჭრიდა ვენებს. მისი მუშაობის პერიოდში მ------ ე-------–---–ს სურდა თავდაცვის მიზნით კარატეს დაუფლებოდა. როდესაც მ------მა უთხრა, რომ ნ-------ი თ-------ი ეხებოდა ხელით სასქესო ორგანოზე, ამის შესახებ მან უთხრა მენეჯერს და სოციალურ მუშაკს. ასევე დაავალა უფრო კვალიფიცირებული ფსიქოლოგს ემუშავა მ------თან, რადგან თვითონ ვერ გამოჰქონდა დასკვნა.

53. მისთვის ცნობილი იყო მ------ის ქცევითი აშლილობის თაობაზე. ვინაიდან, ფსიქიატრს ჰქონდა ამის შესახებ დასკვნა გაცემული. საქციელიც შესაბამისი ჰქონდა. მითითება იმაზე, რომ ამ ბავშვს განსაკუთრებული მიდგომს სჭირდებოდა, მისთვის ცნობილი იყო. ჯგუფური შეხვედრების დროს ის უშლიდა ხელს, არ ემორჩილებოდა, ახალი აღმზრდელების მიმართ იყო აგრესიული, თუმცა მ------ს სურდა მინდობით აღზრდაში გაყოლოდა ნ-------ის და გ---–----ს.

54. მას გაგონილი ჰქონდა რომ, მ------ი ვინმე ც-------ესთან ერთად იპარებოდა სასეირნოდ. ასევე მისთვის ცნობილი იყო მ------ის და მადონას წერილი, სადაც ეწერა, რომ იგი აპირებდა თურქეთში გაქცევას. წერილი დამლაგებელმა აღმოაჩინა და მასწავლებელს გადასცა. მ------ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. მანქანას უნდა გადადგომოდა. ასევე, მან მოიგონა ორსულობის ფაქტი. მისთვის ცნობილია, რომ მ------მა ნათელა მასწავლებელთან ჩხუბის გამო დაიზიანა ხელი, მ------მა მოიპარა ხატი და აჩუქა ხატვის მასწავლებელს.

55. მანვე განმარტა, რომ მ------ ე-------–---–ს ნ-------ის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, ყნოსავდა მას, რაც შემაშფოთებელი იყო. იგი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ მ------ ე-------–---–ს ფსიქოთერაპერტი ჭირდებოდა.

56. ბრალდებულის შეკითხვაზე დაადასტურა, რომ ყველა კვირის ბოლოს ხდებოდა შეხვედრა. შეხვედრაზე თითოეული ბავშვის მიმართ განიხილებოდა ურთიერთობის სტრატეგია. მ------ის მიმართ იყო იგნორირების მეთოდი გამოყენებული, ვინაიდან, იგი იყენებდა თვითდაზიანებებს. შესაბამისად, მ------ის მიმართ სულ სითბო და სიყვარული უნდა ეჩვენებინათ.

57. მოწმე ც------–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ა------------------–--------------–--ს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან დაკითხა არასრულწლოვანი მ------ ე-------–---–ი, კანონიერი წარმომადგენლის ნ----- მ-------–-–---–ის და ფსიქოლოგის მ---------–---–ის მონაწილეობით. მ------ ე-------–---–ი დაკითხვისას ამბობდა, რომ ცხვენოდა იმ თემაზე საუბარი. მას ე-------–---–ის გულწრფელობაში ეჭვი არ შეპარვია.

58. მოწმის ნ-------------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2009 წლიდან მუშაობდა ბავშვთა სახლში. მან მიიღო მ------ ე-------–---–ი პირველად, როდესაც მიიყვანეს. დაკითხვამდე არ ფლობდა არანაირ ინფორმაციას ნ------- თ-------სა და მ------ ე-------–---–ს შორის ინტიმურ ურთიერთობაზე და არც ეჭვი არ გასჩენია. მის მეუღლეს ნ-------------–---–ს მ------თან ჰქონდა ჩვეულებრივ ურთიერთობა, როგორც აღმზრდელს მოეთხოვებოდა. არ სმენია, მ------ს მის მეუღლესთვის ან სხვა მამაკაცი აღმზრდელისთვის მოეგონებინოს ინტიმური ურთიერთობის თაობაზე. მას მ------თან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. მიუხედავად მისი რთული ხასიათისა. ზოგადად ნ------- თ-------ი ბავშვებს ძალიან უყვარდათ. რაც შეეხება ღვინის სმას, ეს არც ახლი წლის დღესასწაულზე არ ხდებოდა, ვინაიდან, ბავშვები არასრულწლოვნები იყვნენ. მას და მის მეუღლეს ეძინათ სააღმზდელო ოთახში. იმის გამო რომ ბავშვები ეკონტროლებინათ არასდროს არ დაუძინიათ მისაღებ ოთახში.

59. მას არც ბავშვებისგან ან პედაგოგებისგან არ სმენია მ------ის ცუდი ქცევების თაობაზე. იგი მუშაობს იმ სკოლაში, სადაც მ------ი სწავლობს და მ------ი იყო ძალიან თბილი და კეთილი ბავშვი. ყოველთვის გამოხატავდა დამრიგებლის მიმართ სითბოს. მ------ი და ზოგადად ეს ბავშვები ყოველთვის ითხოვენ სითბოს და სიყვარულს. იგი მ------ის ცუდ ქცევას ხსნიდა ყოველთვის იმით, რომ მ------ს უნდოდა განსაკუთრებულად ჰყვარებოდათ. მას არასდროს არ სმენია მ------ის მიერ დაწერილი წერილის თაობაზე. ასევე, მ------ს სახლიდან გასვლა არ უყვარდა, იგი ძირითადად ან ტელევიზორს უყურებდა ან კომპიუტერით თამაშობდა. როდესაც ერთად სასეირნოდ გავიდოდნენ მ------ი ყოველთვის მის გვერდით დადიოდა.

60. მანვე განმარტა, რომ მ------მა როდესაც ფული მოიპარა, ის ნ------- თ-------მა შეიყვანა საკლასო ოთახში და ბავშვების წინაშე შეარცხვინა, ამის შემდეგ სცადა მ------მა თვი დაზიანება. მან ამის თაობაზე გაიგო მოგვიანებით.

61. მისთვის უცნობია ფაქტი, რომ მ------ ე-------–---–მა დაწერა წერილი, სადაც იხდიდა ბოდიშს, რომ ის აღარ დაწვებოდა ბიჭებთან.

62. მოწმის ა--------–-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ა------------------–--------------–--ს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 28 იანვარს მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება შემთხვევის ადგილის დათვალიერეაბაში. დათვალიერდა მცირე ტიპის საოჯახო სახლი. სახლი არის „ბელეტაჟი,“ აქვს რვასაფეხურიანი ასასვლელი. დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ა-–-------------------–---–ი და ექსპერტი ვ-–----------–---–ი. ოქმი შეადგინა გამომძიებელმა ი-–-------------–---–მა. იგი გაეცნო ოქმს და მოაწერა ხელი.

63. მოწმის ვ-–----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტად. მან მონაწილეობა მიიღო ადგილმდებარეობის დათვალიერებაში. მან დაათვალიერა „ბელეტაჟი“ სახლი. მან გადაიღო ფოტოები. გამომძიებელმა შეადგინა ოქმი, რასაც მოაწერა ხელი, ხოლო ფოტოები დაერთო ოქმს.

64. ნ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2009 წლის აგვისტოდან, გახსნის დღიდან, ხელმძღვანელობს ა---------–--------------------------–-თა სახლს. მ------ ე-------–---–ის ასევე სხვა ბავშვების ჩარიცხვა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში მოხდა მისი მისვლის და ბავშვთა სახლის გახსნის დღიდან. ნ------- თ-------ი და გ---–--- გ-----–-–---–ი ბავშვთა სახლის გახსნისას უკვე აყვანილები იყვნენ. მცირე საოჯახო ტიპის სახლის გახსნიდან ძალიან მალე შეესწრო ფაქტს, როდესაც ნ------- თ-------ი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. რის გამოც მისცა შენიშვნა და ასეთი ფაქტი აღარ განმეორებულა. მ------ ე-------–---–ის ბავშვთა სახლში ჩარიცხვის მიზეზი სოციალური ფონი იყო. მისი მოვალეობაა ბავშვებს მიხედოს კონკრეტულ სახლში, მას მ------თან ხშირი კონტაქტი არ ქონდა, მაგრამ იცნობდა, როგორც გულჩათხრობილს, თავის თავში ჩაკეტილს, მორიდებულს და ამ თვისებების გამო ყოველთვის იქცევდა ყურადღებას. სოციალური მუშაკის მოთხოვნით მათ ბავშვი დაყავდათ ფსიქოლოგთან, რამდენჯერმე ქონდა თვითდაზიანება და იმ შემთხვევაში, თუ მას სოციალური მუშაკები ეტყოდა, რომ ბავშვი უნდა წასულიყო ექიმთან, მის წაყვანას თვითონ ახორციელებდა.

65. 2015 წლის სექტემბრის დასაწყისში ზუსტად არ ახსოვს დედობილმა თუ მამობილმა დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვი იტკიებდა მუცელს. როგორც ახსოვს იყო კვირა დღე და ვერ დაუკავშირდა სოციალურ მუშაკს ნ----- მ-------–-–---–ს, რომელსაც ტელეფონი გამორთული ქონდა. ნ----- მ-------–-–---–თან ორშაბათს ისევ დარეკა და გამომდინარე იქიდან, რომ მას ტელეფონი ისევ გამორთული ქონდა, მან ბავშვი წაიყვანა ექიმთან, ლ---------------ესთან. ექიმთან ვიზიტის დროს გაირკვა, რომ ბავშვს არაფერი განსაკუთრებული არ სჭირდა.

66. 2014 წელს ნ------- თ-------მა ბავშვები წაიყვანა ქობულეთში. ბავშვები იმყოფებოდნენ და ისვენებდნენ ფ-------------–---–ის კუთვნილ კერძო სასტუმროში. ამავე სასტუმროში სხვა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ბავშვებიც იმყოფებოდნენ. მისთვის ცნობილია, რომ მ------ ე-------–---–მა უთხრა სოციალურ მუშაკს ნ----- მ-------–-–---–ს და აღმზრდელს მ------------–---–ს, რომ მასსა და ნ------- თ-------ს შორის იყო ინტიმური ურთიერთობა. ამის თაობაზე მას შეატყობინა ა-–-------------–---–მა. რაც მ------მა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც გ---–--- გ-----–-–---–ი და ნ------- თ-------ი მათთან აღარ მუშაობდნენ. მათი განთავისუფლების მიზეზი იყო ის, რომ მან, როგორც მენეჯერმა, ჩათვალა საჭიროდ, რომ გ---–--- გ-----–-–---–მა და ნ------- თ-------მა თავიანთი რესურსი ამოწურეს.

67. მანვე დაადასტურა, რომ ბავშთა სახლი გათვლილია საცხოვრებლად რვა ბავშვზე. ბავშვებს არცერთ შემთხვევაში არ აქვთ უფლება მიიღონ ალკოჰოლური სასმელი და როგორც იცის, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. მან აღნიშნა, რომ ყველა ნორმის მიხედვით გოგო აღსაზრდელს ყველა საკითხთან დაკავშირებით ურთიერთობა უნდა ქონდეს ქალ აღმზრდელთან და ბიჭს, აღმზრდელ კაცთან. ბავშვთა სახლში ფიზიკური დასჯა სასტიკად აკრძალულია და არც ასეთი ფაქტის შესახებ არ არის მისთვის ცნობილი. მათთან შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვები არ არიან და მისთვის, როგორც ცნობილია, მ------ი არის ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვი. ის, რომ ყოფილიყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, მათთან არ იქნებოდა, რადგან აღნიშნული ბავშვთა სახლი არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის. რაც შეეხება ბავშვების გაყვანის აღრიცხვის ჟურნალს, მან განმარტა, რომ ეს არის დადგენილი დოკუმენტი, რომელსაც ითხოვს ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტო და აღმზრდელები ვალდებულნი არიან, რომ აწარმოონ ბავშვის სახლიდან გაყვანის ჟურნალი, თუმცა მათ გაყვანაზე აღმზრდელები გადაწყვეტილებას არ იღებენ. გადაწყვეტილებას იღებს სოციალური მუშაკი. ბავშვების უსაფრთხოებაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე პასუხისმგებლები არიან აღმზრდელები. თუ ბავშვის ფიზიკური ან სექსუალური ხელშეუხებლობის უფლებები ირღვევა, აღმზრდელები ამის შესახებ აცნობებენ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ასევე მას, რადგან სახლის მენეჯერია.

68. მისთვის არ ყოფილა ცნობილი მ------ ე-------–---–ის ფიზიკური ან სექსუალური ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტის შესახებ, არც რომელიმე სხვა ბავშვზე, მას არასდროს არ გაუგია, რომ მ------მა გაიხადა ქვედა საცვალი და სასქესო ორგანო აჩვენა თავის თანაკლასელებს.

69. მისთვის ცნობილია, რომ იყო შემთხვევა, როდესაც ქ---- და მ------ი დაგვიანებით დაბრუნდნენ სახლში. დაგვიანების მიზეზად მ------მა განმარტა, რომ ქ---- შეხვდა შეყვარებულს და ელოდებოდა. მას მ------ის გაპარვის შესახებ არცერთი ბავშვის მხრიდან არ გაუგია, მან აღნიშნა, რომ აღმზრდელს აქვს უფლება ბავშვი გაუშვას შეყვარებულთან შესახვედრად.

70. მან დაადასტურა, ბავშვები ქობულეთში დასასვენებლად ყავდათ წაყვანილი ნ------- თ-------ს და ერთ-ერთ მშობელს. იმ სახლის მეპატრონე, რომელშიც ბავშვები ისვენებდნენ დაუკავშირდა მას და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ აღმზრდელი და ბავშვებიც იყვნენ საკმაოდ მოწესრიგებულები. ამის შემდეგ მან ნ------- თ-------ს მისცა პრემია. როდესაც ნ------- თ-------ი აღარ იყო აღმზრდელი, მ------ ე-------–---–ი მას არ ეუბნებოდა, მაგრამ აღმზრდელებს უცხადებდა, რომ ნ-------ისთან მინდობით აღზრდაში უნდოდა წასვლა.

71. ა---------–--------------------–ში შაბათ-კვირის აღმზრდელები იყვნენ ნიკო როსებიშვილი და ნ-------------–ი, ეს ადამიანები სამსახურიდან გაუშვა იმის გამო, რომ ბავშვებს ქონდათ საშინელი აგრესია მათ მიმართ და პირიქით ნ------- თ-------ის მიმართ იყვნენ საკმაოდ მიჯაჭვულები.

72. მანვე განმარტა, რომ ვინაიდან, მ------ ე-------–---–მა სოციალურ მუშაკს უთხრა ნ.თ-------თან ურთიერთობის თაობაზე, მან პოლიციაში არ განაცხადა. ჩათვალა, რომ პოლიციაში გაცხადება სოციალურ მუშაკს ევალებოდა.

73. მოწმის ნ-----–--–-----------ეს ჩვენებით დადგენილია, რომ მ------ ე-------–---–ს იცნობს მე-5 კლასიდან. მ------ი სწავლობდა ახმეტის მეორე საჯარო სკოლაში და იყო მისი კლასის დამრიგებელი. მ------ი საჭიროებდა ინკლუზიურ განათლებას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მაგალითად არ შეეძლო თემების დაწერა, მაგრამ საკმაოდ მაღალფარდოვანი და დალაგებული სიტყვებით წერდა წერილებს. მ------ს ის განსაკუთრებით უყვარდა, სულ მის გვერდით უნდოდა ყოფნა. სკოლაში მ------ი საკმაოდ მოწესრიგებული დადიოდა და არასოდეს ჰქონია პრობლემა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. თუ რაიმე პრობლემა იყო, სკოლაში მ------თან დაკავშირებით, უკავშირდებოდა გ---–----ს, აღმზრდელს. გ---–----ც ხშირად აკითხავდა მ------ს სკოლაში. მის სადამრიგებლო კლასში ბავშვთა სახლიდან იყვნენ სამი ბავშვი მ------ ე-------–---–ი, ი------- ფ-----–-–---–ი და მ---------------–---–ი, რომლებიც სკოლას იშვიათად აცდენდნენ და თუ დათხოვნა უნდოდათ, ნ------- თ-------ი ბავშვებს ატანდათ წერილს ამის შესახებ. ნ-------ს მ------ის დათხოვნის შესახებ მასთან წერილი არ გაუგზავნია, მაგრამ ერთხელ დაითხოვა, რაღაც პრობლემის გამო. ბავშვთა სახლიდან მათთან სხვა 8 თუ 9 ბავშვი სწავლობდა. მათთან ასევე სწავლობენ მადინა მ----–---–---–ი და ს----- მ----–---–---–ი, მ------სა და ს-----ს შორის არ ყოფილა კონფლიქტი, მაგრამ მას უთხრა მ------მა, რომ არ უნდოდა ს-----სთან ერთად ერთ კლასში სწავლა, რადგან მ------ი თვლიდა, რომ ს----- მის სიყვარულს წაართმევდა. მ------მა მას აჩუქა წიგნი, რომლის შესახებაც იცოდა გ---–----მ, სხვა არაფერი არ უჩუქებია.

74. ქობულეთში ყოფნის დროს, მას დაურეკა მ------მა და უთხრა, რომ კარგად ისვენებდა. მ------ს სკოლაში ყოფნის დროს თვითდაზიანება არ მიუყენებია და არც ფიზკულტურის გაკვეთილზე სტკენია ხელი. გაკვეთილების შემდეგ სკოლიდან სახლში ერთად ბრუნდებოდნენ მ------ი, მადინა და ი-------ი. სანამ მ------ი სხვა სკოლაში გადავიდოდა, გაკვეთილების შემდეგ მას უცდიდა, რომ ერთად წასულიყვნენ, დაახლოებით 50 მეტრი ქონდათ საერთო გზა გასავლელი. სკოლიდან გამოსვლის დროს მ------ს არასოდეს არ დახვედრიან ბიჭები და თანაკლასელ ბიჭებთან ერთად დადიოდა მხოლოდ ექსკურსიასა და ლაშქრობაზე და ამ დროსაც სულ მის გვერდით იყო. მისთვის არ არის ცნობილი მ------ ე-------–---–ის და ნ------- თ-------ის სექსუალური კავშირის შესახებ. იცის, რომ ბავშვებს ძალიან უყვარდათ ნ-------ი და გ---–----.

75. მისთვის ცნობილია, რომ მ------ს ხშირად უყვარდა ტყუილების თქმა. მას ებუტებოდა მაშინ, როდესაც შეატყობდა, რომ სხვა ბავშვების მიმართ იჩენდა მეტ სითბოს. მას სოციალურმა მუშაკმა უთხრა, რომ მ------ი იყო სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი, ანუ ინკლუზიური ბავშვი, სკოლაში ძირითადად სოციალური მუშაკი ნ----- მ-------–-–---–ი მიდიოდა და ის აქცევდა ყურადღებას მ------ს. როდესაც მ------ი ფსიქიატრიულში იწვა, მას დაურეკა და უთხრა, რომ ფსიქიატრიულში იმყოფებოდა.

76. მ------ს ამოჩემებული სიყვარული ქონდა მის მიმართ და ასევე, ხელოვნების სკოლაში სისაურის მიმართ.

77. მოწმის ნ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ------ს იცნობს ა---------–--------------------------–-თა სახლიდან, იყო მათი აღსაზრდელი. 2015 წლის აგვისტოს თვეში ის სოციალური მუშაკი ნ----- მ-------–-–---–თან ერთად, ბავშვებთან გასაუბრებაზე იმყოფებოდა ა---------–--------------------------–-თა სახლში. გასაუბრების შემდეგ, საღამოს, მას დაუძახა ნ-----მ და უთხრა, რომ ერთერთი ბავშვი მ------ი ამბობდა, რომ ურთიერთობა ქონდა თავის აღმზრდელთან. მისთვის ცნობილია, რომ მ------ი და ქ---- ცხოვრობდნენ ერთ ოთახში. ისინი ერთმანეთში ხანდახან ჩხუბობდნენ, შემდეგ რიგდებოდნენ, სერიოზული კამათი მათ შორის არ ყოფილა. შემდეგ მათ, როგორც გაარკვიეს ძირითადად კამათის მიზეზი იყო ქ-----–-------ე, რომელსაც არ უნდოდა მ------თან ერთად ერთ ოთახში ყოფნა და უნდაოდა მარტო ყოფნა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ აღმზრდელს, გ---–----ს, მისთვის ეთქვას, რომ ქ-----–-------ე მიმართავდა მასტურბაციას.

78. მანვე დაადასტურა, რომ დაესწრო საგამოძიებო ექსპერიმენტს, ასევე ბავშვების დაკითხვას, რომელიც მიმდინარეობდა ჩვეულებრივ, ნორმალურ გარემოში. დაესწრო ქ-----–-------ის გამოკითხვას, შემდეგ ერთად წაიკითხეს. საგამოძიებო ექსპერიმენტს დაესწრო ს----- მ----–---–---–თან ერთად, რომელიც წარიმართა ნორმალურ გარემოში, გაეცნო ოქმს და შესაბამისად მოაწერა ხელი.

79. მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღმზრდელებისგან მალულად ბავშვები თამაშობდნენ ,,ცოლქმრობანას“. შემდეგ, როდესაც ბავშვებს კითხეს, თუ რას გულისხმობდნენ ,,ცოლქმრობანას“ თამაშში, მათ უთხრეს, რომ სერიალების მიხედვით თამაშობდნენ. დაინტერესდნენ, თუ რამდენად მიღებული იყო ამგვარი თამაში, იკითხეს და უთხრეს, რომ ბევრი ბავშვი მიმართავს ამგვარ თამაშს და სჭირდება მეთვალყურეობა უფროსისაგან. მათ ბავშვებს აუხსნეს, რომ ეს არ არის თამაში და არ არის მათი ასაკისთვის შესაფერისი. სოციალურმა მუშაკებმა აღმზრდელებს მისცეს რეკომენდაციები და განუმარტეს, რომ ყურადღება მიექციათ თუ, რა სახის გადაცემებს უყურებდნენ ბავშვები. მისთვის უცნობია იმის შესახებ, რომ ღამით მ------ ე-------–---–ი და ქ-----–-------ე გაიპარნენ, მაგრამ იყო შემთხვევა, რომ დღისით ქ-----–-------ემ მოატყუა აღმზრდელი, ვითომდა მიდიოდა ნათესავთან, წავიდა ვიღაც ბიჭთან შესახვედრად და წაიყვანა მ------იც. ამ საკითხზე მათ ქონდათ შეხვედრა. შეხვედრაზე მ------თან დაკავშირებით საკითხი არ დასმულა, რადგან ეს იყო ქ-----–-------ეს პრობლემა.

80. მისთვის ასევე ცნობილია, რომ მ------მა სოციალურ მუშაკს ნ----- მ-------–-–---–ს დაუწერა, რომ იწვა ნ------- თ-------თან ერთად, როდესაც ნ----- მ-------–-–---–ი გამოკითხა დაწვრილებით, მ------მა უთხრა, რომ ის ეფერებოდა ინტიმურ ადგილებში, მაგრამ ბავშვმა ნ----- მ-------–-–---–ს სექსთან დაკავშირებით უთხრა, რომ ეგ არ ყოფილა.

81. მოწმის მ---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ------ს იცნობს ა---------–--------------------------–-თა სახლიდან, სადაც თავისი პროფესიიდან გამომდინარე, მოუწია ბავშვებთან ურთიერთობა. მ------ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არასახარბიელოა. მან, როდესაც მ------ი ნახა, მ------ი იყო უფრო ჩაკეტილი და არაკონტაქტური ბავშვი, რომელსაც არ შეეძლო თავისი თავის წარმოჩენა. ბავშვები, რომლებიც სახელმწიფო ზრუნვაში არიან, ცდილობენ იყვნენ ვინმესთან მიწებებულები, რომ გადარჩნენ და თუ რომელიმე ადამიანისგან სითბო იგრძნეს, მათთან თავს დაცულად გრძნობენ და მათზე არიან მიჯაჭვულები, მაგრამ მისი აზრით, ეს არ არის ჯანსაღი მიჯაჭვულობა.

82. სექსუალური მომწიფების შესახებ ბავშვებს ინფორმაციას აწვდის აღმზრდელი ან მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვს მიმღები მშობელი. მასტურბაციის ასაკი იწყება სამი წლიდან და გრძელდება ხუთ წლამდე, ადამიანის ფსიქო-სექსუალური განვითარების დროს. ფროიდის მიხედვით, როდესაც ბავშვი ეცნობა თავის სხეულს, არ ითვლება პათოლოგიად. გარდატეხის პერიოდის შემდეგ მოზარდები უკვე მასტურბირებენ. აღმზრდელებს მცირე საოჯახო ბავშთა სახლიდან, მისთვის, ამის თაობაზე არ მიუმართავთ. მასტურბაციის მოთხოვნა შეიძლება უფრო მეტად ქონდეთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. იმის შემდეგ, რაც მ------მა განაცხადა ნ------- თ-------თან ურთიერთობის შესახებ, მას მ------თან შეხება ქონდა მხოლოდ ერთხელ, როდესაც ქონდა თვითდამაზიანებელი ქცევა და მ------ს მასთან თითქმის არ ულაპარაკია. მ------ი მასთან არ გაიხსნა, მიიჩნევს, რომ არა მარტო მ------ი, სხვა ბავშვებმაც შესაძლოა რაღაც იცოდნენ, მაგრამ თუ ადამიანის მიმართ არ აქვთ ნდობის ფაქტორი, არაფერი არ თქვან.

83. მისი აზრით, სასურველი იქნება თუ ბავშვები სასამართლო დარბაზში დაიკითხებიან დისტანციური წესით და სავარაუდო დამნაშავის გვერდით ერთ დარბაზში არ მოუწევთ ჯდომა, მათი ფსიქო-ემოციურო მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე, სასურველია თუ ბავშვების გამოკითხვა მოხდება ფსიქოლოგის თანდასწრებით.

84. მოწმის თ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2000 წლიდან მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი სოციალური მუშაკის თანამდებობაზე. 2015 წლის 3 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით შვებულებაში იმყოფებოდა. 4 აგვისტოს ნ----- მ-------–-–---–მა დაურეკა და უთხრა, რომ მ------ ე-------–---–ი ჰყავდა ფსიქონერვოლოგიურში, თვითდაზიანების გამო. საიდანაც შემდეგ მ------ ე-------–---–ი მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. როდესაც შვებულებიდან გამოვიდა, მ------ ე-------–---–ი ახალი დაბრუნებული იყო. ბავშვის მდგომარეობა იყო სათუთი. ამიტომ ისინი არკვევდნენ ბავშვის ფსიქონერვოლოგიურ მდგომარეობას. მან გაიგო, რომ ბავშვს ყოფილი ამღზრდელი ,,ხელებს უფათურებდა“ და მასთან იწვა, მაგრამ რეალური სურათი არ იცოდნენ. ისინი გააფრთხილეს, რომ ბავშვისთვის არაფერი ეკითხათ და ეზრუნათ მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მან მიმართა ქალბატონ ც--------ს. ძალიან საფრთხილო იყო ბავშვის მდგომარეობა.

85. მანვე აჩვენა, რომ მ------ ე-------–---–ს კრივზე უნდოდა სიარული. იგი მიიყვანეს კრივზე, მაგრამ მ------მა ორი სამი ვარჯიშის მერე თავი დაანება. ამ ამბების შემდეგ მ------ს კვლავ ჰქონდა თვითდაზიანება. ნ-----მ ის კვლავ წაიყვანა ც--------სთან, რომელმაც უთხრა, რომ ჯერ ბავშვი ფსიქიკურად უნდა მოძლიერებულიყო და შემდეგ მიემართათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის. მ------ ე-------–---–ს თავდაჯერებულობა აკლია, უნდა სულ ყურადღების ცენტრში იყოს.

86. მოწმის გ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------------–--------------–--ს უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. 2015 წლის 16 ნოემბერს მიიღო ინფორმაცია, რომ ნ------- თ-------ი იმყოფებოდა ქალაქ თბილისში და იგი თელავის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა დაეკავებინათ. მან ამის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

87. მოწმის ნ-------–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2015 წლის იანვრის თვეში მან გამოკითხა მ------ ე-------–---–ი. მან ე-------–---–ი გამოკითხა თბილისში ბავშთა სახლში, გამოკითხვას ესწრებოდა სოციალური მუშაკი, ადვოკატი გ------------–---–ი და პროკურორი ქ------- ვ-–----ე. მან მ------ ე-------–---–ი დამატებით გამოკითხა, ვინაიდან, მ------მა თვითონ მოისურვა გამოკითხვა, განაცხადა, რომ გაახსენდა რაღაც დეტალები. მან ასევე გამოკითხა სხვა არასრულწლოვანი მოწმეები. გამოკითხვა ა------------------–-------------–--ში მიმდინარეობდა. გამოკითხვას ესწრებოდა კანონიერი წარმოადგენელი. ბავშვებს ქონდათ ისეთი გარეო, რომ მაქსიმალურად გახსნილიყვნენ, ისინი ერთმანეთისგან ყველანაირად იზოლირებულები იყვნენ.

88. მან გამოკითხა ა-------------ე, რომელიც საკმაოდ გახსნილად საუბრობდა. იგი სრულად ეთანხმება თავის მიერ შედგენილ გამოკითხვის ოქმებს.

89. მოწმის მ------ ბ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტოს გ-–-----------–-----ის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის სოციალური მუშაკის თანამდებობაზე. იგი არის დაზარალებულ მ------ ე-------–---–ის კანონიერი წარმომადგენელი. მ------ი ამჟამად იმყოფება სოფელ გ-–----ის ბავშთა ცენტრში. მ------თან აქვს ყოველთვიური შეხვედრა და საუბრები. მ------ ე-------–---–ი იმყოფებოდა სახელმწიფო მზრუნველობაში, ვიანიდან, აქვს მძიმე სოციალური მდგომარეობა. ახმეტის საოჯახო ტიპის სახლში მ------ის მდგომარეობა დაიძაბა, გადახდენილი ამბების გამო. სავარაუდო გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და ამიტომ გადაიყვანეს სხვა დაწესებულებაში. ამჟამად მ------ის მდგომარეობა გაუმჯობესდა, იგი წარმატებით გადის რეაბილიტაციას. ემოციურად დამშვიდებულია, იანვრის თვიდან აღარ აქვს თვითდაზიანების მცდელობები. მ------ ე-------–---–ი ფსიქიატრიულ აღრიცხვაზე მაშინვე აიყვანეს, როგორც კი გადავიდა მათთან. დაენიშნა წამლებიც, მაგრამ ფსიქიატრი ამბობს, რომ წამლები მალე აღარ დასჭირდება. მ------ი აღარ იტყუება, თანატოლებთან ურთიერთობს. ერთადერთი არის ის, რომ თავის ინდივიდუალურ აღმზრდელთან ძალიან მიჯაჭვულია. ახმეტის დაწესებულებაში მ------ი იყო ემოციურად დაულაგებელი. ვინაიდან, მის მიმართ ნდობა არ იყო. ახალ დაწესებულებაში მ------ს სხვა კუთხით მიუდგნენ. მას აღმოაჩნდა ხატვის ნიჭი, იგი ვითარდება სხავადასხვა კუთხით.

90. ის მ------ის დაკითხვას ორჯერ დაესწრო. დაკითხვა მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. მ------ს თავიდან უჭირდა გახსნა, კითხვებს პასუხობდა ადექვატურად. მას სჯერა არასრულწლოვანის და ითხოვს ბრალდებულის კანონის შესაბამისად დასჯას.

91. მ------ ე-------–---–ს ახალ დაწესებულებაში ადაპტაცია თავიდან გაუჭირდა, არ უნდოდა სკოლაში წასვლა, ჰქონდა თვითდაზიანების მცდელობებიც, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა გაიარა ადაპტაცია, დადიორდა ფსიქიატრ ც--------სთან.

92. მოწმის ლ--–------–-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის თანამდებობაზე. იგი იცნობს მ------ ე-------–---–ს. იგი მ------ის დაკითხვის პროცესს ორჯერ დაესწრო. მ------ი რამდენჯერმე იყო მასთან ვიზიტზე, მას კონსულტაციას უწევდა გადახდენილი ტრავმული მოვლენის თაობაზე. მ------ს ახასიათებდა ძალადობის მსხვერპლი ბავშვისთვის დამახასაითებელი თვისებები, სამყაროსადმი უნდობლობა. მ------ი დღეს შედარებით ადაპტირებულია. მ------ი დაკითხვევების დროს ემოციურად იყო. მეორე დაკითხვის დროს შედარებით გახსნილი იყო. ბავშვი არის ადექვატური, იძლევა თანმიმდევრულ და სწორ პასუხებს. მ------ის გამოკითხვა მოხდა პროტოკოლით გათვალისწინებული მეთოდით, რაც იმის დასტურია, რომ ამ დროს მიღებული ჩვენება სანდოა. ვინაიდან, ეს მეთოდი მსოფლიოში ცნობილი და გამოცდილია. დაკითხვის დროს არცერთი მონაწილისგან ზეწოლა არ ყოფილა. ბავშვს შეუძლია სქესობრივი აქტის სწორად აღქმა და გამოცემა. დაკითხვის დროს ამ ეპიზოდის მოყოლა ძალიან გაუჭირდა, მაგრამ საბოლოოდ შეძლო. ბრალდებულის მიმართ დაზარალებულს აქვს სხვადასხვაგვარი ემოციები, ხან დადებითი, ხან უარყოფითი, ვერ დააკონკრეტებს მ------ი თავის ემოციებს.

93. მანვე განმარტა, რომ ძალადობის თაობაზე ბავშვს უჭირს საუბარი, მ------ს დღესაც მკვეთრად აქვს გამოხატული მიჯაჭულობის თავისი აღმზრდელის მიმართ. მ------ს შესაძლებელია ძალადობის შემდეგაც მონდომებოდა მოძალადესთან ურთიერთობა.

94. მოწმის, ე-–-------------ს ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის N006539415 დასკვნით დადგენილია, რომ დადგენილია, რომ მუშაობს სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის თანამდებობაზე. მან მ------ ე-------–---–ი ექსპერტ ე-------–--–---–თან ერთად შეამოწმა და დაადგინეს შემდეგი: მ------ ე-------–---–ის საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია, არ არის მთელი. მისი დარღვევის ხანდაზმულობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია, ვინაიდან, გასულია ორ კვირაზე მეტი დრო. საშოსა და საქალწულო აპკის არეში მექანიკური დაზიანების რაიმე ახალი კვალი არ აღენიშნება. მ.ე-------–---–ს უკანა ტანის არეში მექანიკური დაზიანების რაიმე კვალი არ აღენიშნება. მ.ე-------–---–ს სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. მ.ე-------–---–ის საშოდან და უკანა ტანიდან აღებულ იქნა ნაცხის ნიმუშები, რომლებიც დალუქული სახით, სათანადო ოქმის საფუძველზე გადაეცა გამომძიებელს. იგი სრულად ეთანხმება დასკვნას.

95. მოწმის ე--------------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქალაქ ა-------------------------------–----------------ის თანამდებობაზე. მ------ ე-------–---–ი სწავლობდა მეორე საჯარო სკოლაში. იგი მ------ ე-------–---–ს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მ------ს სპეციალური საჭიროების ბავშვთა სიაში იყო, მაგრამ უფრო მეტი შეეძლო. ზეპირად მოყოლა უჭირდა, მაგრამ წერითი დავალებები კარგად ჰქონდა შესრულებული. სკოლაში არ იყო აგრესიული, პირიქით, იყო ძალიან მშვიდი. მ------ი სკოლაში მიდიოდა ხელშეხვეული და აცხადებდა, რომ თვითონ დაიშავა. მ------ისათვის თანაკლასელ თ-----------––-–--–-–---–თან განსაკუთრებული ურთიერთობა არ შეუნიშნავს, უფრო გოგოებთან მეგობრობდა. მ------ი ბიჭებთან არ მეგობრობდა. როდესაც სკოლაში მივიდა მას უთხრეს მ------ზე, რომ, თუ განსაკუთრებულ თბილ ურთიერთობას გამოიჩენდი მ------ის მიმართ, მ------ი განსაკუთრებით შეეჩვეოდა. მ------ს არცერთი ბიჭის მიმართ სექსუალური ინტერესი არ გამოუჩენია. მ------ი სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში იყო გულჩათხრობილი, მას წერილების წერა უყვარდა, პირად საუბრებს ერიდებოდა. მ------ი ტყუილს მხოლოდ თავის ავადმყოფობაზე ამბობდა, რომ სკოლიდან წასულიყო.

96. მოწმის მ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ა---------–----------–--------------–---------–ში, აღმზრდელად. მან სახლი ჩაიბარა 2015 წლის 01 ივლისს. მ------ი ბებიასთან იყო შვებულებაში. შვებულების დასრულებამდე ერთხელ მივიდა სახლში და მაშინ გაიცნო. ბავშვები ამბობდნენ, რომ ნ-------ის და მის მეუღლეს მ------ის და ა----------–---–---–ის შვილად აყვანა სურდათ. მ------ი ხშირად ამბობდა, რომ არ უნდოდა სიცოცხლე და უნდოდა თავის მოკვლა. როდესაც ვინმე მოეფერებოდა ამბობდა, რომ არ იყო სიყვარულის ღირსი. მან ამის თაობაზე სოციალური მუშაკს ნ-------------–-–---–ს აცნობა. მ------მა მას და ნ-----ს უთხრა, რომ დაწერდა და წერილით ეტყოდა სათქმელს. წერილში ეწერა, რომ „ნ-------ი ძიასთან ვიწექი და არავის უთხრათ“, შემდეგ დაწერა, რომ წოლას არ გულისხმობდა ხელების ფათურს გულისხმობდა. ნ-----მ უთხრა მ------ს, რომ ამის თაობაზე ვალდებული იყო თავისი უფროსებისთვის ეთქვა. მ------ი ამის შემდეგ ოთახიდან არ გამოდიოდა. შემდეგ უფრო დაუახლოვდა მას და ხშირად საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე. რაც შეეხება ამ თემას, ერთხელ მ------მა უთხრა, რომ მესიჯი მოუვიდა ნ-------ი ძიასგან, მაგრამ როდესაც ბავშვებმა უთხრეს, რომ ნ-------ი ძია მასე არ საუბრობდა, მერე განაცხადა, რომ მოიტყუა და თვითონ დაწერა.

97. იგი, როგორც აღმზრდელი, 14 წლის გოგოების სახლიდან გაშვებაზე სოციალური მუშაკის თანხმობით იღებდა გადაწყვეტილებას. მ------ი მას არასდროს გაპარვია. მ------ი მასთან ზედმეტ სიახლოვეს იჩენდა, ზედმეტად მოფერებები და კოცნები ახასიათებდა. იგივეს აკეთებდა ს----- მ----–---–---–ი. მ------მა ერთხელ ბავშვებს უთხრა, რომ ასაკით მასზე უფროსი 58 წლის მამაკაცი უყვარდა და ცოლად უნდა გაყოლოდა. მამაკაცის სახელი არ უხსენებია. თეთრწყლებში ყოფნისას მ------მა განაცხადა, რომ მუცელი ტკიოდა და საჭმელს არ ჭამდა, პატარა ბავშვებს უთხრა, რომ შეიძლება ბიძა გამხდარიყვნენ. მან ბავშვებისგან იცის, რომ მ------ი ნ-------ი ძიასაც ისე უკეთებდა მასაჟს, როგორც მას. ერთხელ მ------მა განაცხადა, რომ ხელოვნების სკოლაში მიდიოდა და ნ-------ი ძიას გაყვა სოფელ ხორბალოში.

98. მანვე განაცხადა, რომ ნ------- თ-------ი და მისი მეუღლე გ---–---- შეცვალა. მას სოციალურმა მუშაკებმა და შაბათ-კვირის აღმზრდელებმა მისცეს ბავშვებზე ინფორმაცია. მ------ზე უთხრეს, რომ ფსიქოტროპულ წამლებს იღებდა და ჩაკეტილი იყო. მ------ს ყოფილი აღმზრდელების ნ-------ის და გ---–----ს მიმართ დიდი მიჯაჭვულობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მ------ი მასთან კონტაქტში ადვილად და კარგად შევიდა.

99. არასრულწლოვანი მოწმის ა-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქალაქ ახმეტაში. ნ------- თ-------ი მისი აღმზრდელი იყო. იგი იცნობს ნ-------ის ცოლს გ---–----ს. ნ-------ისთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, ვინაიდან ის ცემდა და ჯოხს ურტყამდა. როდესაც აგვიანებდა წიხლს ურტყამდა. მას გ---–----ც ცემდა, როცა აგვიანებდა. ცემის ფაქტები ბევრჯერ მოხდა. ნ-------ი დიდ ბავშვებს ვერ უბედავდა, ხოლო პატარებს მას დ--------ს ცემდა. გ---–----ც ანალოგიურად. ნ-------ი იბრაგიმს ყურს უწევდა, ხოლო გ---–---- წამოარტყამდა ხოლმე. მ------ ე-------–---–ი მათთან ერთად ცხოვრობდა. მ------ი დიდი გოგოა. ნ-------ი მ------საც ცუდად ექცეოდა. ცუდ რაღაცეებს უკეთებდა, მაგრამ კონკრეტულად რას ეუბნებოდა, არ იცის და თქმა არ შეუძლია. აღსაზრდელი ბავშვები თამაშობდნენ ეზოში, უბანში გადიოდნენ. ისინი აღმზრდელთან ერთად სასეირნოდ სიყვარულის პარკში დადიოდნენ. ნ-------ის მდინარეზე მიყავდა ხოლმე. მ------იც მიდიოდა მდინარეზე, ისინი ბანაობდნენ, ხოლო ნ-------ი მანქანაში იჯდა, წიგნს კითხულობდა. ბავშვები, მ------იც ოთახებში მეცადინეობნენ. მ------ს, ს-----ს და ქ----ს გ---–---- ამეცადინებდა. მას, ადამის და ი-------ს ნ-------ი ამეცადინებდათ. იგი ზღვაზე არ იყო, რადგან კუჭ-ნაჭლავის ოპერაცია გაიკეთა. თავისი ოთახის გვერდით ქ----ს და მ------ის ოთახია. როცა ი-------ი მშობლებდა წაიყვანეს, მან ადამის ოთახში დაიძინა. მარი ხელშეხვეული უნახავს, მაგრამ არ იცის მიზეზი.

100. მანვე განმარტა, რომ ბავშვებთან ერთად დასასვენებლად იყო თეთრწყლებში, სადაც მ------ი მანქანას უვარდებოდა, მაგრამ ამას რატომ აკეთებდა მიზეზი არ იცის. ასევე იცის, რომ მ------ს თურქეთში წასვლის თაობაზე წერილი არ დაუტოვებია.

101. არასრულწლოვანი მოწმის ი------- ფ-----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის მე-9 კალისის მოსწავლე. ახმეტის ბავშთა სახლში მისი აღმზრდელები იყვნენ ნ------- თ-------ი, გ---–---- გ-----–-–---–ი, ნ-------------–ი და გ--------ი. მ------ ე-------–---–ი მასთან ერთად იყო ბავშვთა სახლში და კარგი ურთიერთობა ქონდა. ნ-------ისთან მას კარგი ურთიერთობა ქონდა შემდეგ გართულდა. ნ-------ი ბიჭებს ა-----------–---–---–ის, ა-------------ეს და მას ცემდა, ხელებითა და ფეხებით. ეს მოხდა რამდენჯერმე. არავისთვის არ უთქვამთ ამის თაობაზე, რადგან ნ-------იმ უთხრა, რომ არავისთვის ეთქვათ. გ---–---- კარგი ქალი იყო, გ---–----მაც იცოდა ამის თაობაზე.

102. 2014 წელს 30 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე ზღვაზე ქობულეთში, თვითონაც იყო და ზღვაზე კარგად გრძნობდა თავს. იქ იყვნენ ა-----------–---–---–ი, მ------ ე-------–---–ი, ქ------- ც-------ე. ბიჭებს ერთად ეძინათ, გოგოებს ერთად. ნ-------ის მათთან ერთად ეძინა. იგი ზღვაზე ერთი-ორჯერ არ გავიდა. ზღვაზე ნ-------ისთან ერთად მიდიოდნენ. იყო შემთხვევა, რომ ნ-------იმ მ------ი სახლში წაიყვანა, ბავშვები კი მარტო დარჩნენ ზღვაზე. ეს შემთხვევა საღამოს მოხდა. როდესაც ბავშვები უკან დაბრუნდნენ, მ------ი ოთახში იყო, ხოლო ნ-------ი ქვემოთ მეპატრონის ქმარს ესაუბრებოდა. მ------ს იმ დღეს საჭმელი არ უჭამია. მ------ი წყალში ყოველთვის არ ჩადიოდა. მ------ს და ნ-------ის კარგი ურთიერთობა ქონდათ. ბიჭებს ნ-------ი ძია ამეცადინებდა, ხოლო გოგოებს გ---–----. ხანდახან ნ-------ი ამეცადინებდა მ------ს ოთახში და კარი ჩაკეტილი ქონდათ. ერთხელ ქ----ს უნდოდა ოთახში შესვლა და კარი იყო ჩაკეტილი, ნ-------იმ ქ----ს უთხრა, რომ საუბრობდნენ.

103. მანვე განმარტა, რომ მას ღვინო ნ-------ი ძიამ გაასინჯა. მ------ს სავსე ჭიქას ასმევდა. ქობულეთში ნ-------ის ბინის მეპატრონემაც მისცა სასმელი. ახმეტაში ყოფნისას ბავშვებს პადვალში ცოლქმრობანა არ უთამაშიათ. მისთვის ასევე ცნობილია, რომ მ------მა დაურეგისტრირა ნ-------ის ფეისბუქი. მას არ ახსოვს, რომ ბიძინობის დღესასწაულზე მ------ი კაბას მაღლა რომ იწევდა. რაც შეეხება თემური გაზაშვილს კი, ის მისი მეზობელია და მეგობრობდა, ხანდახან საუბრობდნენ.

104. არასრულწლოვანი მოწმის ქ------- ც-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ა-----------–---------–ში და დადის სკოლაში. ბავშვთა სახლში ბავშვებთან და აღმზრდელებთან ერთად ცხოვრობს. ნ------- თ-------ი და გ---–---- გ-----–-–---–ი მისი ამღზრდელები იყვნენ. მ------ ე-------–---–თან მას ნორმალური ურთიერთობა ქონდა. მ------ი და თვითონ ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. მ------ი ოთახში მეცადინეობდა და ნ-------ი ამეცადინებდა. მაშინ თვითონ ოთახში არ იყო. ერთხელ მივიდა კარებთან და გაღება სცადა, ვიღაც აწვებოდა კარებს, როდესაც შევიდა ნ-------ი კარებთან იდგა და მ------ი მის გვერდით იდგა და იცინოდა. ერთხელ გ---–---- თბილისში იყო წასული, ნ-------ი მის ოთახში შევიდა და უთხრა, რომ ერთად დაეძინათ. მას შეეშინდა და საჭირო ოთახში ჩაიკეტა, რომ ნ-------ი გასულიყო გარეთ. შემდეგ ნ-------იმ უთხრა, რომ კარგი გოგო ყოფილა და გამოსცადა. მ------ი ამ დროს ბებიასთან იყო წასული.

105. ნ-------ი მ------ს უფრო უჯერებდა. მას საკუთრებაში ქონდა ტელეფონი. წესის მიხედვით ტელეფონი ერთი საათი უნდა ქონოდათ. მან ნ-------ის სთხოვა მეტი დროით მიეცა ტელეფონი, რაზეც უარი მიიღი. მ------ი მივიდა ნ-------ისთან და უთხრა, რომ თუ არ მისცემდა ქ----ს ტელეფონს რაღაცას იტყოდა, ამის მერე ნ-------იმ მას ტელეფონი მისცა. ეს ამბავი მოხდა ზღვაზე რომ იყვნენ იმის მერე.

106. ზღვაზე ყოფნის დროს ნ-------იმ ზღვაზე დატოვა ბავშვები და სასტუმროში წავიდა. მას მ------ი გაყვა. როდესაც სასტუმროში დაბრუნდნენ მ------ი თავის ოთახში იყო. იმ დროს საღამოს ნახა მ------ი, რომელსაც ხელი ჰქონდა ნატკენი. ბავშვები ამბობდნენ, რომ წაიქცა და ხელი იტკინა. ერთხელ ცუდად იყო და ზღვაზე არ უნდოდა წასვლა, მაგრამ ნ-------ი ძიამ არ დატოვა მარტო. არავინ არ დარჩენილა მარტო სახლში. ნ-------ის გარდა მათთან ზღვაზე სხვა უფროსი არ ყოფილა. ბავშვთა სახლში ყოფნის დროს, მ------თან ერთად აღმზრდელებთან შეუთანხმებლად სახლიდან არ გასულა. ერთხელ მ------თან ერთად წავიდა სახლიდან, რადგან შეყვარებულს უნდა შეხვედროდა. იგი შეხვდა შეყვარებულს, მ------ი უბრალოდ გაყვა მას. ბავშვთა სახლში ნ-------ი, რაღაც განსაკუთრებულ დღეებში აძლევნა მათ სასმელს, მ------ს მათზე უფრო ბევრს აძლევდა დასალევად. ქობულეთში ნ-------ი სასმელს ყიდულობდა და სვამდა, სხვას ასმევდა თუ არა, არ იცის. თვითონ არ დაულევია. ნ-------ი სასმელს სამზარაულოში და მარანში ინახავდა. როდესაც ი-------ი მშობლებს მიყავდათ, ადამთან ერთად ა----ს ეძინა ხოლმე.

107. მანვე აჩვენა, რომ ბავშვთა სახლში თავის ფანჯარაზე კაკუნის ხმა არ გაუგია, მაგრამ ღამით გაიგო ფეხის ხმა. მას არ გაუგია მ------ის გარეთ გასვლა.

108. მისთვის ცნობილია, რომ საოჯახო სახლის პადვალში ბავშვები ცოლქმრობანას თამაშობდნენ, მაგრამ თვითონ არ უთამაშია. ჯავრაშვილის კლინიკაში ბავშვები ნ-------ს დაყავდა. ნ-------ისთან მას სხვანაირი დამოკიდებულება არ შეუმჩნევია. იგი იცნობს მეზობელ თემური გაზაშვილის, რომელიც ბიჭებთან მეგობრობდა. მას ასევე ახსოვს, რომ მარიმ ნაკურთხი წყალი დაუღვარა, რადგან არ ამახვილებდა ყურადღებას მარის ასეთ საქციელზე. ასევე იცის, რომ ა----ს გარდა ა----ს ოთახში არავინ არ იძინებდა.

109. მანვე აჩვენა, რომ მათი ოთახის ფანჯრის ქვეშ ეყარა შეშის მორები. თუ ადამიანი დადგებოდა ამ შეშაზე მათ ფანჯარას მიწვდებოდა.

110. არასრულწლოვანი მოწმის ს------ მ----–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში. ა-----------–---------–ში ნ------- თ-------ი იყო მისი აღმზრდელი. ნ-------ისთან ერთად მისი აღმზრდელი იყო ცოლი, გულნარა. მასთან ერთად ოთახში მ------ ე-------–---–ი ცხოვრობდა. მ------თან მეგობრული ურთიერთობა ქონდა. იგი ბავშვთა სახლში 2014 წლის სექტემბრის თვეში გადავიდა და ბავშვებთან ერთად ზღვაზე არ ყოფილა.

111. ნ-------ის წასვლის შემდეგ მ------მა განაცხადა, რომ ნ-------ისთან ქონდა ურთიერთობა, ხოლო ს-----სთან თქვა, რომ ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა. მას უნახავს მარიმზე დაზიანებები, მაგრამ არ შესწრებია დაზიანების მიყენების ფაქტს. ნ-------ი მ------ს განსაკუთრებულად ექცეოდა, როდესაც რაიმეს დააშავებდა არ ეჩხუბებოდა, სხვებს კი ეჩხუბებოდა. მან დაინახა, რომ ნ-------ი მ------ს ეფერებოდა. დაინახა, რომ ნ-------ი იჯდა კომპიუტერთან, უკან ედგა მ------ი, ნ-------ის ხელი ჰქონდა უკან გამოწეული და მ------ს საჯდომზე ეფერებოდა. ასეთი ფაქტი მან ერთხელ შენიშნა. სხვა დროს იგივე მდგომარეობაში იჯდა ნ-------ი კომპიუტერთან, მ------ს ლოყა ჰქონდა მიდებული ნ-------ის ლოყაზე და ყელში კოცნოდა. მან რაც დაინახა ნ-------ის და მ------ს შორის იმან აფიქრებინა, რომ ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობა. მას ს-----მ უთხრა, რომ ნ-------ის ოთახის ფანჯარასთან ეზოში დაინახა ჩასახვის საწინააღმდეგო რეზინა.

112. მანვე განმარტა, რომ მ------მა უთხრა მას, რომ დედასთან როცა იყო თბილისში გაიცნო ვინმე ალექსი და მისი შეყვარებული იყო. იგი ასევე ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა თეთრწყლებში. სადაც მ------მა მათ უთხრა, რომ ნ-------ისგან იყო ფეხმძიმედ და დეიდები და ბიძები გახდებოდნენ. მ------ი ხანდახან ტყუილებს ამბობდა. „ბიძინაობის“ დღესასწაულზე რა მოხდა არ ახსოვს, ახსოვს თეთრწყლებში მ------ი მანქანას, რომ უვარბებოდა. მ------მა მას, მეზობელზე თემური გაზაშვილზე უთხრა, რომ მისი შეყვარებული იყო, მაგრამ არ დაუნახავს და არც მ------ს უთქვამს, რომ მასთან ქონდა ახლო ურთიერთობა. მ------ი მათ ახალ აღმზრდელს ქალს, ნადირაშილს მასაჟებს უკეთებდა ხელებზე და მხრებზე.

113. მანვე დაადასტურა, რომ მარიმ თხოვა, თუ ვინმე შეეკითხებოდა ეთქვა, რომ ნ-------ი საჯდომზე ხელს ადებდა.

114. ბავშვთა სახლში ქონდათ კომპიუტერი, კომპიუტერთან სათითაოდ ისხდნენ ნახევარი საათის განმავლობაში, როცა გოგო იჯდა კომპიუტერტან ნ-------ი იქ არ მიდიოდა.

115. არასრულწლოვანი მოწმის ს----- მ----–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ სწავლობს ახმეტის მეორე საჯარო სკოლაში, არის მე-9 კალის მოსწავლე. იგი ცხოვრობდა ახმეტის ბავშთა მცირე ტიპის სახლში. ნ------- თ-------ი თავის ცოლთან გ---–---- გ-----–-–---–თან ერთად მათი აღმზრდელი იყო. მ------ ე-------–---–იც მასთან ერთად ცხოვრობდა. თავიდან ნ-------ი ძია კარგი ადამიანი ეგონა, მაგრამ რაც უფრო ახლო გაიცნო აზრი შეეცვალა. ნ-------ი მ------ ე-------–---–ს განსხვავებულად ექცეოდა. მ------ი რასაც ეტყოდა ნ-------ი იმას აკეთებდა. სხვებს ტელეფონის დატოვების უფლებას არ აძლევდა, მ------ს აძლევდა. თავიდან ამის მიზეზი არ იცოდა, შემდეგ კი მიხვდა, მ------ი და ნ-------ი ძალიან იყვნენ დაახლოებულები. მ------ი ეფერებოდა ნ-------ის, ნ-------ი ძიაც ეფერებოდა, კოცნიდა და ლოყაზე ეფერებოდა. როდესაც ნ-------ი ძია კომპიუტერთან იჯდა, მარი გვერდით დაუდგა, ნ-------იმ საჯდომზე ხელი წამოარტყა. მ------ი მივიდა კისერზე ჩამოეკიდა, კოცნიდა და ეფერებოდა. მან ეს ერთხელ დაინახა. ამ დროს ოთახში სხვა ბავშვებიც იყვნენ, მათ შორის ს------ც. სხვა დროსაც შეუნიშნავს მსგავსი რაღაც, ერთხელ როდესაც საბანაოდ წავიდნენ „ორვილის“ მდინარეზე, მ------ი არ ჩავიდა წყალში. მანქანა ჩრდილში იყო გაჩერებული, ნ-------ი ძია მანქანასთან მივიდა. თვითონ როდესაც შეცივდა ამოვიდა წყლიდან და დაინახა, რომ ნ-------ის მ------ის კალთაში ედო თავი, მ------ი ეფერებოდა, ხოლო ნ-------ი იცინოდა. მ------მა როგორც კი დაინახა ის, ნ-------ი ძიას უთხრა, რომ ჩქარა ამდგარიყო ს----- მოდისო. სხვა ვერ დაინახავდა, ყველა ბანაობდა.

116. საოჯახო სახლში ბავშვები თავიანთ ოთახში მეცადინოებდნენ. მის დებს არავინ არ ამეცადინებდა, ხოლო მას გ---–---- და ნ-------იც ამეცადინებდნენ. მ------საც გ---–---- და ნ-------ი ამეცადინებდა. ახსოვს, რომ ერთხელ მან მ------ს დაუძახა და სცადა მ------ის ოთახში შესვლა, მაგრამ ვერ შევიდა. კარს სავარძელი ქონდა მიდგმული. მას გაკვეთილების ჩაბარება უნდოდა ნ-------ისთვის, რომელიც ამ დროს მ------ის ოთახში იმყოფებოდა. მან ოთახიდან ნ-------ის და მ------ის ხმა გაიგონა. ნ-------იმ მას უთხრა, რომ მ------ისგან იბარებდა გაკვეთილებს. ნ-------ი მის ძმას ადამს ხანდახან ხელს ურტყამდა. გ---–---- ბავშვებს კარგად ექცეოდა.

117. მას ასევე ახსოვს, რომ როდესაც ზღვაზე იყვნენ, მ------მა სახლში წასვლა მოინდომა. ნ-------ი ძიაც მ------ს გაყვა, ბავშვები კი მის დებს ჩააბარა. სახლში, რომ დაბრუნდა ოთახში მ------ი ტიროდა და ხელებს ურტყამდა კედელს. მ------ი ამბობდა, რომ სიკვდილი უნდოდა, მაგრამ მიზეზს არ ამბობდა. მან უთხრა, რომ ნ-------ი ძიას დაუძახებდა, მაგრამ მ------მა სთხოვა, რომ ნ-------ისთვის არაფერი ეთქვა. შემდეგ ნ-------ის მოატყუა, რომ აბანოში წაიქცა და მკტივანი თითისთვის იოდი სთხოვა. მან ბევრი იოდი დაისხა თითზე და ხელი დაიწვა. მოგვიანებით მ------მა უთხრა, მას, რომ იმ დღეს ნ-------იმ გააუპატიურა. მ------ი იმ დღის მერე ზღვაში აღარ ბანაობდა. იმ დღის მერე მ------ი სხვებისგან მოშორებით მოწყენილი და გაბრაზებული დადიოდა. მ------თან მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ზღვაზე ოთახები გასაღებით არ იკეტებოდა. შემოსასვლელი ოთახი იკეტებოდა, აივანზე გასასვლელიც იკეტებოდა. გასაღები ნ-------ის ქონდა. ნ-------ის ზღვაზე ყოფნის დროს სვამდა ღვინოს და თავის ოთახში ინახავდა. ბათუმში არ ახსოვს, მაგრამ ახმეტაში მათაც ასმევდა ღვინოს. მათ სამ-ოთხ ყლუპს ასმევდა, მ------ს კი ერთ ჭიქას, მ------ი სთხოვდა, რომ ბევრი დაესხა.

118. საოჯახო სახლში აღმზრდელი გ---–---- სულ ოთახში იყო. საჭმელს, რომ გააკეთებდა მერე დასასვენებლად შედიოდა ოთახში. გ---–----ს მეუღლეს ნ-------ის მისაღებ ოთახში ეძინა. ნ-------ი როდესაც ტელევიზორს უყურებდა, მაღალ ხმაზე უწევდა. კომპიუტერთან როცა იყო, ფეხბურთს თამაშობდა. თითქმის ყოფელ საღამოს ასე იქცეოდა.

119. სკოლაში მისი კლასელი იყო მ------ი. როცა გ---–---- თბილისში მიდიოდა, ნ-------ი მ------ს ურეკავდა და ადრე მიყავდა სკოლიდან. მ------ს ერთი ბიჭი მოწონდა, თემური გასაშვილი, მაგრამ მხოლოდ საუბრობდნენ ხოლმე. მას ნ-------ის და გ---–----ს წასვლის შემდეგ მ------მა უთხრა, რომ ნ-------ი ჯერ მკერდზე ეფერებოდა, შემდეგ საჯდომზე და შემდეგ სასქესო ორგანოს აჩვენებდა. ქობულეთში კი, როცა ხელი დაისერა, იმ დღეს ნ-------იმ გააუპატიურა.

120. საოჯახო სახლში მის ძმას ადამს, გვერითა ოთახში ეძინა. 2015 წლის მაისის თვეში დედამ წაიყვანა ი-------ი სახლში. ა----სთან ოთახში არავის სხვას არ ეძინა. მას არასდროს არ უთქვამს, რომ ადამს ცემდა ნ-------ი, რადგან არავინ არ დაუჯერებდა.

121. ნ-------იმ საოჯახო სახლიდან წასვლის წინ, მ------ი სახლის უკანა ეზოში გაიყვანა და ისაუბრეს, რაზე ისაუბრეს არ იცის. წასვლის შემდეგ ახსოვს, რომ ნ-------იმ ქ----ს ტელეფონზე დარეკა და მ------თან ლაპარაკი უნდოდა. მ------ი განცალკევებით დაელაპარაკა. ნ-------ი თვეების წასული იყო, მ------მა ახალ აღმზრდელს, მაია დეიდას უთხრა, რომ ნ-------ი შეპირდა ცოლად მოიყვანდა და თურქეთში წაიყვანდა, ამ საუბარს თვითონაც დაესწრო.

122. თეთრწყლებში ყოფნის პერიოდში მ------მა თქვა, რომ ნ-------ისგან იყო ფეხმძიმედ, მუცელი ტკიოდა. მარის თეთრწყლებში ყოფნისას უნდოდა, რომ მანქანას გაეტანა, მას სიკვდილი უნდოდა. მარიმ მას ასევე უთხრა, რომ დედასთან ყოფნის პერიოდში ბიჭი გაიცნო და ღამე მასთან დადიოდა. მ------მა იცოდა ტყუილები, მაგრამ სერიოზულ თემებზე არ იტყუებობა. ახსოვს სიყვარულის ხეივანში ყოფნის დროს მ------მა დააგვიანა, მაგრამ დაგვიანების მიზეზი არ ახსოვს.

123. ერთხელ, სახლის უკანა ეზოში აბლაბუდების ჩამოსახსნელად წავიდა და იქ ნ-------ის და გ---–----ს ფანჯრის ქვეშ, დაბლა ეყარა ე.წ. ,,პრეზერვატივი“.

124. ადვოკატის შეკითხვაზე უპასუხა, რომ შაბათ-კვირის აღმზრდელებს ნუგზარის და გ---–----ს იმავე ოთახში ეძინათ.

125. არასრულწლოვანი მოწმის ზ--–---------–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ------ ე-------–---–ი მასთან ერთად იზრდებოდა ახმეტაში, მცირე ბავშთა სახლში. ნ-------ი თ-------ი მისი აღმზრდელი იყო. ნ-------ის და მ------ს კარგი ურთიერთობა ქონდათ. სხვა ბავშვებთან ნ-------ის ნორმალური ურთიერთობა ქონდა. მას შეუნიშნავს, რომ ნ------- მ------ს უფრო კარგად ექცეოდა, ვიდრე სხვა ბავშვებს. მ------ს არ ჰქონია სხვა კაცთან ინტიმური ურთიერთობა. შემოსასვლელთან კომპიუტერი იდგა და ხშირად უნახავს, რომ მ------ი კისერზე იყო ჩამოკიდებული და ყელში კოცნიდა ნ-------ის. ადამიც კოცნიდა ნ-------ის. იგი ბავშვებთან ერთად, მდინარეზე დადიოდა, სადაც ნ-------ი და მ------იც ბანაობდნენ. 2014 წელს იმყოფებოდა ზღვაზე და იქ იყო შემთხვევა, რომ ნ-------იმ მას და ქ----ს დაუტოვა ბავშვები და თვითონ წავიდა. ვისთან ერთად წავიდა არ ახსოვს. ყოფილა შემთხვევები, რომ მ------ი სახლში რჩებოდა და ზღვაზე არ მიდიოდა. მასთან ვინ რჩებოდა არ ახსოვს. ახსოვს, რომ ერხელ მ------მა ხელი დაიზიანა, ნახა დაზიანებული ხელი, მაგრამ რითი დაიზიანა არ იცის. მან ბავშვებისგან გაიგო, რომ მ------ი აპირებდა საზღვარგარეთ ნ-------ისთან ერთად წასვლას, ცოლად უნდა მოეყვანა ნ-------ის. მ------ს, გარდა ნ-------ისა, სხვა ბიჭებზე არ უთქვამს, რომ ქონდა სქესობრივი კავშირი.

126. ზღვაზე ქ----ს თავისი ლეპტოპი ჰქონდა წაღებული. მათ ქონდათ ინტერნეტი და იყენებდნენ ლეპტოპს. იქ მათი ტოლი გოგონებიც იყვნენ და იმათთანაც კარგი ურთიერთობა ქონდათ.

127. მანვე აჩვენა, რომ თეთრწყლებში დასვენების პერიოდში, მ------ი მუცელს იტკივებდა და ამბობდა, რომ ფეხმძიმედ იყო. მას არ უნახავს, მაგრამ გაუგია, რომ მ------ს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა.

128. მას არ ახსოვს შემთხვევა, რომ მ------ს დაეგვიანა სიყვარულის ხეივანში ყოფნის დროს.

129. მოწმის ა--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს თ---–----------------------------------------------–-----------–---ში. მ------ ე-------–---–ი ორჯერ მოთავსდა მათ დაწესებულებაში, ერთხელ ზაფხულში, მეორეჯერ შემოდგომაზე. მ------ის დიაგნოზია ქცევის და ემოციის აშლილობა. მ------ს აქვს ხასიათობრივი დარღვევები, პროტეტსი არის მ------ის შემთხვევაში ავტოაგრესია, რაც ნიშნავს თვითდაზიანებების მიყენებას. აუტოაგრესიული ქცევა არ არის მხოლოდ ძალადობაზე დამოკიდებული.

130. აუცილებელია ასეთ ადაიანებთან ფსიქოთერაპევტების მუშაობა. მ------ის შემთხვევაში, თვითდაზიანების მიზეზი იყო სექსუალური ძალადობა. მ------ი სვამდა დამამშვიდედელ მედიკამენტებს. მ------ისთვის აუცილებელი იყო იმ გარემოდან მოშორება, სადაც მიიყენა დაზიანებები. მ------ს სჭირდებოდა მხოლოდ სტაბილიზატორები, ქცევის საკორექციო მედიკამენტები. მ------ი ბავშვებთან ამორჩევით კონტაქტობდა. ყველასთან ვერ ახერხებდა კონტაქტს. კარგი ურთიერთობაში იყო პერსონალთან.

131. მათ განყოფილებაში პაციენტები არიან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გოგონები ცალკე წვანან და ბიჭები ცალკე. გამორიცხულია მათი კლინიკიდან ვინმე გაიპაროს და ვერ შეამჩნიონ. მ------ი მათთან ყოფნის შემთხვევაში არ გაპარულა, დედამ ინახულა, მაგრამ არ გაუყვანია. მათ კლინიკაში გამორიცხულია ვინმესთან სქესობრივი კავშირი ჰქონოდა. ზოგადად, მ------ი ძალიან კარგი ბავშვია, თბილი, მოსიყვარულე, არასდროს რეჟიმი არ დაურღვევია, არასდროს არაფერი გაუპროტესტებია.

132. საპირისპირო სქესის მიმართ ინტერესი 14 წლის გოგონასათვის ნორმალურია. მ------ის შემთხვევაშიც ეს არ ყოფილა პათოლოგიური. მ------ს აქვს პედაგოგიური ჩამორჩენილობა, მას არ ასწავლეს. მ------ს სხვა ადამიანების მიმართ მიჯაჭვულობა ახასიათებს. ეს, მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის ნორმალურია. ბავშვის ქმედებებზე უშუალოდ ფსიქოლოგი მუშაობს. მ------ის შემთხვევაში, შესაძლოა ფსიქოლოგს ვერ შეემჩნია, რადგან მ------ს, მასთანაც კი ძალადობის თემაზე საუბარი ძალიან გაუჭირდა.

133. ბავშვის დათბობას, რომ სანდო გარემოში იგრძნოს თავი, ხშირად თვეები ჭირდება. შესაძლოა ბავშვს მოძალადესთან კარგი დამოკიდებულება ქონდეს, მაგრამ ეს ეფუძნება ან შიშს ან სხვა რამეს. მ------ი ავტოტრავმებს რომ იღებდა, მიზეზი იყო სინანული. იგი ნანობდა, რომ აწყენინა იმ ადამიანს ვინც უყვარს.

134. მანვე დაადასტურა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული დოკუმენტები მათი შედგენილია.

135. მოწმის ე-------–--–---–ის ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის N006539415 დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის თანამდებობაზე. მან მ------ ე-------–---–ი ექსპერტ ე-–-------------სთან ერთად შეამოწმა და დაადგინა შემდეგი: მ------ ე-------–---–ის საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია, არ არის მთელი. მისი დარღვევის ხანდაზმულობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია, ვინაიდან, გასულია ორ კვირაზე მეტი დრო. საშოსა და საქალწულო აპკის არეში მექანიკური დაზიანების რაიმე ახალი კვალი არ აღენიშნება. მ.ე-------–---–ს უკანა ტანის არეში მექანიკური დაზიანების რაიმე კვალი არ აღენიშნება. მ.ე-------–---–ს სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. მ.ე-------–---–ის საშოდან და უკანა ტანიდან აღებულ იქნა ნაცხის ნიმუშები, რომლებიც დალუქული სახით, სათანადო ოქმის საფუძველზე გადაეცა გამომძიებელს. იგი სრულად ეთანხმება დასკვნას.

136. მოწმის ი-----------------–--ის ჩვენებით, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N006541615 დასკვნით და სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N000071316 დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ფსიქიატრიული ესქპერტიზის დეპარტამეტის ექსპერტის თანამდებობაზე. მან გამოიკვლია მ------ ე-------–---–ი და 2015 წლის 27 ოქტომბერის მომართვის საფუძველზე 2017 წლის 02 ნოემბერს გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: მ------ ე-------–---–ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა (კოდი F 70.0 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მ------ ე-------–---–ს შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს, აღიდგინოს და გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, და მისცეს ჩვენება.

137. მ------ ე-------–---–ს ჩაუტარდა სტაციონარული ესქპერტიზა, სადაც მ------მა მოჰყვა, რომ 2014 წლის ზაფხულში, ზღვაზე ყოფნის დროს ნ-------იმ დაალევინა ალკოჰოლური სასმელი და შემდეგ რა მოხდა არაფერი ახსოვს, მეორე დღეს ნ-------ი ძიამ ყველაფერი აუხსნა და უთხრა, რომ არაფერი ეთქვა. მეორე შემთხვევა მოხდა 2015 წელს ახმეტაში, სადაც მარტო იყო ოთახში და ნ-------ი შევიდა, მათ შორის მოხდა სქესობრივი კავშირი. მან გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: მ------ ე-------–---–ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა (კოდი F 70.0 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მ------ ე-------–---–ს შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს, და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება. მ------ ე-------–---–ის გონებრივი განვითარების დონე არ შეესაბამება მის ასაკს. მ------ ე-------–---–ს 2014 წლის აგვისტოს თვეში მის მიმართ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს არ შეეძლო გაეცნობიერებინა სქესობრივი კავშირის არსი და მისი შედეგები, ხოლო 2015 წლის ზაფხულში, ანალოგიური ქმედებისას, მ------ ე-------–---–ს გაცნობიერებული ჰქონდა სქესობრივი კავშირის არსი და მისი მნიშვნელობა.

138. მანვე განმარტა, რომ 2014 წლის სქესობრივი აქტი, მ------ ე-------–---–მა ვერ აღწერა, რადგან არ ახსოვდა.

139. მ------ ე-------–---–ს ქონდა დაქვეითებული მეხსიერება. უჭირს მიწოდებული სიტყვების დამახსოვრება.

140. მოწმის ქ------- შ----------ის ჩვენებით, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N006541615 დასკვნითა და ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N007375215 დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ფსიქიატრიული ესქპერტიზის დეპარტამეტის ექსპერტის თანამდებობაზე. მან გამოიკვლია მ------ ე-------–---–ი და 2015 წლის 27 ოქტომბერის მომართვის საფუძველზე 2017 წლის 02 ნოემბერს გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: მ------ ე-------–---–ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა (კოდი F 70.0 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მ------ ე-------–---–ს შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს, აღიდგინოს და გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, და მისცეს ჩვენება.

141. მან მონაწილეობა მიიღო მეორე დასკვნის შედგენაშიც, 2015 წლის 09 დეკემბერს გასცა დასკვნა: ანამნეზური მონაცემები და ამჟამინდელი საექსპერტო კვლევის შედეგები უნდა შეფასდეს, როგორც კლინიკურად რთული საექსპერტო შემთხვევა, რომლის გადაწყვეტა და დადგენილებაში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური კვლევის ფორმატში შეუძლებელია, რის გამოც, საჭიროა გამოსაკვლევი პირის, მ------ ე-------–---–ის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევა, სსიპ „ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს“ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში.

142. მოწმის ა---- ტ-----–--ის ჩვენებითა და სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N000071316 დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ფსიქიატრიული ექპერტიზის დეპარტამეტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. მან გამოიკვლია მ------ ე-------–---–ი და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: მ------ ე-------–---–ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა (კოდი F 70.0 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მ------ ე-------–---–ს შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება. მ------ ე-------–---–ის გონებრივი განვითარების დონე არ შეესაბამება მის ასაკს. მ------ ე-------–---–ს 2014 წლის აგვისტოს თვეში მის მიმართ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს არ შეეძლო გაეცნობიერებინა სქესობრივი კავშირის არსი და მისი შედეგები, ხოლო 2015 წლის ზაფხულში, ანალოგიური ქმედებისას, მ------ ე-------–---–ს გაცნობიერებული ჰქონდა სქესობრივი კავშირის არსი და მისი მნიშვნელობა.

143. მ------ ე-------–---–ი 2014 წელს მცირეწლოვანი იყო, მას აქვს გონებრივი ჩამორჩენილობა და იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ მ------ს არ ქონდა გაცნობიერებული სქესობრივი კავშირის არსი და მისი შედეგები. დღეს მ------ ე-------–---–ს შეუძლია მხოლოდ ის თქვას, რაც მაშინ გააცნობიერა. მ------ ე-------–---–ს არ ესმოდა სქესობრივი აქტის შინაარსი და გადმოსცემს იმას რაც ახსოვს, რაც ვერ აღიქვა, იმას ბუნებრივია ვერ გამოსცემს.

144. მოწმის დ--------------ის ჩვენებით, სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N000071316 დასკვნით, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N006541615 დასკვნითა და ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N007375215 დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

145. პირველად ჩატარდა ამბულატორიული ექსპერტიზა, მაგრამ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იყო შეეძლო თუ არა გაეცნობიერებინა სქესობრივი კავშირი. დაინიშნა მეორე ექსპერტიზა, სადაც მაინც არ თქვა მ------ ე-------–---–მა არაფერი და შემდეგ საჭირო გახდა სტაციონალური ექსპერტიზის დანიშვნა. მ------ ე-------–---–ს ძალიან უჭირდა საუბარი, ბოლოს ექსპერტმა ქალებმა როგორღაც ათქმევინეს, რომ 2014 წელს ძია ნ-------მა ღვინო დაალევინა, თვითონაც დალია, შემდეგ არაფერი არ ახსოვს. დილით ძია ნ-------მა უთხრა, რომ არსად არაფერი არ ეთქვა, მან არ იცოდა რა მოხდა. მეორეჯერ, ნ-------ი ძია მოეფერა, ნასვამი არ იყო, თვითონაც არ იყო წინააღმდეგი და მათ შორის მოხდა სქესობრივი კავშირი. ამ დროს მ------ ე-------–---–ს უკვე ესმოდა სქესობრივი კავშირის შინაარსი. პირველ შემთხვევაში არ იცოდა მ------ ე-------–---–მა რას ნიშნავდა სქესობრივი კავშირი და ვერ შეძლო გადმოცემა, მაგრამ მეორე შემთხვევაში სრულად აცნობიერებდა ყველაფერს.

146. შეიძლება მ------ ე-------–---–ს ჰქონდეს აღქმის ადეკვატურობა დაქვეითებული, მაგრამ შეუძლია სრულად აღიქვას და სწორად გადმოცეს ფაქტები და გარემოებები. შეუძლია მისცეს ჩვენება სასამართლოში. მ------ ესტაიშვილი იყო ინტოქსიკაციის მდგომარეობაში და არ შეეძლო გაეცნობიერებინა რა მოხდა. მას არ ახსოვდა და არ შეეძლო გაეხსენებინა. მ------ს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევამდე და მერე რა მოხდა ის აღიდგინოს და გადმოსცეს, მაგრამ ის კონკრეტული ფაქტი ვერ გააცნობერა და შესაბამისად, ვერ გადმოსცემს ამ ფაქტს. დღეისათვის მ------ს შეუძლია გადმოსცეს ის ფაქტები რაც ახსოვს, 2014 წლის შემთხვევა სიმთვრალის გამო მაშინ არ ახსოვდა. ვერც იმას გამორიცხავს, რომ მ------ს შესაძლოა მათთან არ ეთქვა 2014 წელს რაც მოხდა და უბრალოდ ეთქვა, რომ არ ახსოვს. იგი სრულად ეთანხმება და ადასტურებს თავის მიერ გაცემულ დასკვნებს.

147. მოწმის ი-–-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ა------------------–--------------–--ს დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. იგი იძიებდა ნ------- თ-------ის სისხლის სამართლის საქმეზე. მას ნ--------------ემ წარუდგინა ბავშვთა სახლის დოკუმენტაცია, სადაც გაწერილია ბავშვთა სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა დეტალი. მან დაათვალიერა ნ------- თ-------ის ავტომანქანა, მისი ვაჟის მონაწილეობით. ასევე ნ--------------ისგან ამოიღო მ------ ე-------–---–ის გინეკოლოგიური შემოწმების დოკუმენტები. მან ასევე დაათვალიერა მ------ ე-------–---–ის ხელნაწერი, სადაც ეწერა, რომ მას ქონდა ურთიერთობა აღმზრდელთან. ნ--------------ემ მას ასევე წარუდგინა წერილი, რომელიც დაათვალიერა. წერილით დადგინდა, რომ 2004 წლის 30 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით ბავშვები იმყოფებოდნენ ქალაქ ქობულეთში საოჯახო სასტუმროში და მათთან ერთად იმყოფებოდა ნ------- თ-------ი. მან ასევე დაათვალიერა ქალაქ ახმეტაში მცირე ტიპის საოჯახო სახლის შენობა. შენობა ქვითკირითაა ნაგები და არის ბელეტაჟური ტიპის. მან შეადგინა შესაბამისი ოქმები. მ------ს ჩაუტარდა სხვადასხვა ექსპერტიზები და მ------ი დაზარალებულად დაკითხა.

148. მოწმის მ-------------ის ჩვენებითა და ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N006541615 დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ფსიქოლოგის თანამდებობაზე. მან მ------ ე-------–---–ის თაობაზე 2015 წლის 02 ნომებერს გასცა დასკვნა. მ------ ე-------–---–ი ნახა ორჯერ, პირველად არ შედგა კონტაქტი, მეორეჯერ ბევრად უფრო შეძლო კონტაქტში შესვლა, მაგრამ მაინც ძალიან გაუჭირდა, დიდი დრო დასჭირდა, არ მოსწონდა და არ უნდოდა ამ საკითხზე საუბარი.

149. გამოკვლევით დაადგინა, რომ 2014 წელს მ------ ე-------–---–ის გონებრივი განვითარების დონე არ შეესაბამებოდა მის ასაკს, მაგრამ მას შეუძლია ჩვენება მისცეს, აღიდგინოს და გადმოსცეს ფაქტები. მისი გონებრივი ჩამორჩენილობა პედაგოგიური ხასიათისაა. მ------ ე-------–---–მა განმარტა, რომ 2014 წელს ზღვაზე ყოფნის დროს, მარტო იყო სახლში თავის ოთახში, სადაც შევიდა ნ------- თ-------ი, ილაპარაკეს, შემდეგ შეიტანა სასმელი და სამი ჭიქა დაალევინა. მანაც, თ-------მაც, 5 ჭიქა დალია, შემდეგ მოფერება დაუწყო და მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. კონკრეტულად რა მოხდა ვერაფრით ათქმევინეს. თუ მ------ ე-------–---–ზე ფსიქოლოგმა იმუშავა მაშინ ის შეიძლება გაიხსნას. მ------ ე-------–---–ს არ უნდოდა საუბარი თემაზე, მაგრამ მომხდარი მისი მეხსიერებიდან ამოვარდნილი არ არის. მ------ს ყველაფერი ახსოვს, მაგრამ საუბრობს იმაზე რისი თქმაც უნდა. რაც არ ახსოვს, იმის გახსენება მხოლოდ ფსიქოტერაპიით შეუძლია.

150. მოწმის ფ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იცნობს ნ------- თ-------ს, ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდა, პატივს ცემდა მას. 2014 წელს ნ------- თ-------ი ბავშვებთან ერთად ქირაობდა მის ბინას ქალაქ ქობულეთში. მან ზუსტი რიცხვი არ იცი, როდის იყვნენ თ-------ი და აღსაზრდელები დასასვენებლად მის სახლში. ბავშვების სათითაოდ გამოყოფა არ შეუძლია, მაგრამ ხელმძღვანელიცა და ბავშვებიც იყვნენ ძალიან მოწესრიგებულები. ხელმძღვანელი დიდ ყურადღებას აქცევდა. მან მადლობაც კი გადაუხადა. მან რემონტი გააკეთა მას შემდეგ, როდესაც ისინი ისვენებდნენ და ოთახები გადააკეთა. როცა ნ------- თ-------ი ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა მასთან, გოგოებს ცალკე ეძინათ, ბიჭებს და აღმზრდელს ცალკე. თუმცა, ზუსტად არ იცის ვის სად ეძინა. იმ ბინაში სხვა მდგმურებიც იყვნენ, მაგრამ კონტრეტულად ვინ, არ ახსოვს. პირველ სართულს ცენტრალურ შესასვლელს საკეტი ქონდა, მაგრამ ოთახები არ იკეტებოდა. ოთახები ერთმანეთში გადიოდა. მას ქონდა გასაღები და კარები სულ ღია იყო. როდესაც ნ-------ი ბავშვებთან ერთად გამოემგზავრა ქობულეთიდან, მან ნ-----ს დაურეკა და მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ ბავშვები ძალიან მოწესრიგებულები იყვნენ. მას არ უნახავს ღვინო, რომ მიეტანა ნ------- თ-------ს, მას არ მიუცია ღვინო, შეიძლება იყო შემთხვევა, რომ მიიპატიჟა, როდესაც ოჯახი იჯდა სუფრასთან.

151. მანვე განმარტა, რომ არ უნახავს, რომ მოსწავლეს და აღმზრდელს სასმელი დაელიათ ან სქესობრივი კავშირი ქონოდათ, სქესობრივი აქტი ვერ მოხდებოდა ისე, რომ არ გაეგიოთ. თუმცა ახსოვს, რომ ერთ-ერთ ბიჭს სიცხე ჰქონდა.

152. მოწმის გ----------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს აჭარის საექსპერტო კრიმინალური სამსახურის ექსპერტის თანამდებობაზე. 2015 წლის 18 დეკემბერს მან ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტები მ------ ე-------–---–ისა და ს----- მ----–---–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმება. შედგა ოქმი, რასაც ეთანხმება. მან გადაიღო სურათები, რომელიც დაერთო ოქმს. მან როდესაც ექსპერიმენტი ჩაატარა, ბინა უკვე სხვა მდგომარეობაში იყო.

153. მოწმის ლ----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს კ------------–-–--------------------------------------------------–--ს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან დაზარალებულის და მოწმის ჩვენების საფუძველზე ქალაქ ქობულეთში ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტები. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დაათვალიერეს საოჯახო ტიპის სასტუმრო. ბავშვებმა მიუთითეს პირველ სართულზე არსებულ ოთახებზე. მან შეადგინა ოქმები, რასაც ეთანხმება. ექსერიმენტის დროს სასტუმრო უკვე გადაკეტებული იყო, მაგრამ ბავშვებმა კონკრეტულად მაინც აღიდგინეს, რომელ ოთახებში ისვენებდნენ.

154. არასრულწლოვანი მოწმის ა----------–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ სწავლობს ახმეტის მეორე საჯარო სკოლაში მე-7 კლასში. ცხოვრობს ქალაქ ახმეტაში, ვ-–----–----–-ს ქუჩაზე მდებარე ბავშვთა სახლში, ს----- მ----–---–---–თან, მაია მ----–---–---–თან, ზ--–---------–---–---–თან, ა-------------ესთან, ი---------------–-–---–თან და ქ-----–-------ესთან ერთად. იგი მ------ ე-------–---–ს იცნობს 7 წელი, მარი მათთან ერთად ცხოვრობდა. მ------ი მისი მეგობარია. ნ-------ი თ-------ი გ---–---- გ-----–-–---–თან ერთად მისი აღმზრდელი იყო. გ---–---- საჭმელს უმზადებდა მათ. ნ------- თ-------ი მ------ ე-------–---–თნა ერთად რჩებოდა მარტო, მ------ ე-------–---–ის ოთახში. შექონდა ,,პრეზერვატივი“, რაც იმისთვისაა საჭირო, რომ ბავში არ გაჩნდეს. ეს მოხდა ქობულეთში რომ იყვნენ ბოლოს იმის შემდეგ. მას ეს ასევე უნახავს მათ ეზოში ნ------- თ-------ის ოთახის ქვეშ. იგი, როდესაც ნ-------ი და მ------ი ოთახში შევიდნენ დივანზე იჯდა, იქვე იყო გ---–----ც. იგი სათამაშოდ წავიდა, შემდეგ რომ ავიდა სახლში, ნ------- თ-------ს დაუძახა მ------ ე-------–---–ის ოთახთან, კარებს მიაწვა და დივანი იყო მიყუდებული. კარს მიაწვა და პატარაზე გაიღო. ოთახიდან ჯერ ნ-------ი გამოვიდა, შემდეგ მ------ ე-------–---–ი, ხელში არაფერი არ ეჭირათ. ამ ამბის თაობაზე მან ა-------------ეს უთხრა. ნ-------ის და გ---–----ს წასვლის შემდეგ მან გარეთ ნახა ძირს დაყრილი „პრეზერვატივი,“ რაც აჩვენა ს-----ს.

155. მანვე დაადასტურა, რომ იგი იმყოფებოდა ბათუმში. ბათუმში ყოფნისას სასტუმროში ცხოვრობდა ფ----სთან. მას იბრაგიმთან და ნ------- თ-------თან ერთად ეძინა, ხოლო ქ----ს მ------თან ერთად სხვა ოთახში ეძინა. ზღვაზე იყო შემთხვევა, რომ მარტო იყვნენ ნ-------ის გარეშე. ერთხელ ზღვაზე მიდიოდნენ, როდესაც ნ-------ი და მ------ ე-------–---–ი არ წავიდნენ და გზიდან უკან მიბრუნდნენ. ნახევარი საათის შემდეგ სახლში რომ მივიდა, თავისი ოთახის კარზე დააკაკუნა და ნ-------ი თ-------ი ტანსაცმელს იცვლიდა. ოთახს ორი კარი ჰქონდა. იმ დღეს მან მარიც ნახა, რომელსაც ხელზე ჰქონდა იოდი დასხმული. მიზეზი არ იცის. მარი მუშტს ურტყამდა ხოლმე კედელზე, რაც სკოლაშიც გაუკეთებია.

156. მას გაუსინჯავს ღვინო. ნ------- თ-------მა დაალევინა. ნ-------ი მარი ე-------–---–ს, ა----ს და იბრაგიმსაც ასმევდა ღვინოს. მ------ს ჭიქას უვსებდა ხოლმე, მათ ცოტას ასმევდა. ნ-------ი სასმელს ა-------------ის ყოფილ ოთახში და „პადვალში“ ინახავდა. საჭმლის ჭამისას სამზარეულოშიც ქონდა. ნ------- თ-------მა ქობულეთში ღვინო და პლასმასის ჭიქები იყიდა.

157. ბავშთა სახლში, როდესაც იბრაგიმი მიყავდათ მის ოთახში ა-------------ეს ეძინა. ძილის წინ მათ ნ------- თ-------ი ამოწმებდათ.

158. ერთხელ ველოსიპედით როცა სეირნობდა, ნ-------იმ „წკეპლა“ დაარტყა ზურგზე. მას ამის თაობაზე უნდოდა ვინმესთვის ეთქვა, მაგრამ ნ------- თ-------მა უთხრა, რომ თუ იტყოდა, ცემდა. ა-------------ესაც და ი---------------–-–---–საც ცუდად ექცეოდა ნ-------, ხან ჯოხს ურტყმდა, ხან ყურს უწევდა. ნ------- თ-------ს ბავშვები მდინარეზე მიყავდა ხოლმე, გ---–---ი სახლში რჩებოდა. მდინარეზე ყოფნისას მ------ი და ნ-------ი მანქანაში იყვნენ ხოლმე.

159. მანვე განმარტა, რომ „პრეზერვაზივი“ გასაბერი ბუშტივით არის, და კამფეტების გამჭვირვალე პარკში ეყარა. იმ ოთახში სადაც ნ-------ის და გ---–----ს იმყოფებოდნენ, შაბათ-კვირის მასწავლებლებიც ცხოვრობდნენ. იცის, რომ მ------ ე-------–---–ი „ბიძინობის“ დღესასწაულზე მანქანებს უდგებოდა წინ, გიჟივით იქცეოდა, იმ დღეს ხელიც დაიზიანა, რატომ აკეთებდა ამას მ------ი, მიზეზი არ იცის. თეთრწყლებში ყოფნის დროს მ------მა თქვა მუცელი ტკიოდა, იქაც უვარდებოდა მანქანას. ერთხელ იყო შემთხვევა, რომ მ------მა დააგვიანა, მაგრამ სად იყო არ იცის. მანვე განმარტა, რომ ქობულეთში ქუჩაზე ხელიხელჩაკიდებულები გადადიოდნენ. მათ ქობულეთში დასჭირდათ ექიმის გამოძახება, როცა ექიმი გამოიძახეს, ნ------- თ-------ი ნასვამი იყო.

160. მოწმის მ------ გ-------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ------ ე-------–---–ი მისი შვილიშვილია. მან გაიგო, რომ ბავშთა სახლი იხსნებოდა და ვინაიადან მატერიალურად უჭირდა, იქ თვითონ მიიყვანა მ------ი. იგი მ------ის მეურვეა და მას გამოყავდა ხოლმე სახლში. ასევე მ------ს დეიდებიც ყავს. მ------ი მისი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მარტო არასად უშვებდა. მ------ მასთან ყოფნისას ხელი არ დაუზიანებია. მ------მა მას უთხრა, რომ ნ------- თ-------ს და მის მეუღლეს გ---–----ს მისი წაყვანა უნდოდათ, მაგრამ სთხოვა, რომ არ დათანხმებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში თავს მოიკლავდა. მან გ---–----სგან, მისი ბიჭისგან და ადვოკატისგან გაიგო ამ საქმის თაობაზე. მარაიმს არ ყოლია შეყვარებული. მას არაფერს არ ეუბნებოდა. სანამ ბავშვთა სახლი გაიხსნებოდა, მ------ი მის შვილთან და რძალთან იყო ბათუმში. მან იცის, რომ მ------ის დედა ეკა თბილისში მუშაობს, ნახულობდა, მაგრამ წაყვანით მხოლოდ მას მიჰყავდა. მან იცოდა, რომ თვითდაზიანებიების გამო, მ------ი ფსიქოლოგთან დაყავდათ და ფსიქოტროპულ წამლებს აძლევდნენ.

161. მოწმის მ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2009 წელს იგი მალიქასთან და მაგამედთან ერთად, მივიდა ბავშვთა სახლში. იმ სახლში ცხოვლობდნენ ქ-----–-------ე, ა-------------ე, მ------ ე-------–---–ი და სხვა ბავშვები. იგი სწავლობდა ახმეტის მეორე საჯარო სკოლაში. თვითონ მ------ი და იბრაგიმი სამხატვრო სკოლაშიც დადიოდნენ. მ------ი იპარავდა, იტყუებოდა, სხვებს აბრალებდა რაღაცეებს. მ------მა ბორჯომში ყოფნისას იბრაგიმს დააბრალა, რომ ვითომ ვიღაცას მანქანის ბორბალი გაუფუჭა. გ--------ი ძიას აბრალებდა, ვითომ იგი კალთაში გვისვამდა და გვეფერებოდა. ეს ამბავი ნ----- დედას უთხრეს. მარიმმა ეს იმიტომ მოიგონა, რომ გ--------ი ძიამ შაბათ-კვირა სახლში არ გაუშვა. მ------მა ქ-----–-------ეს ხატი მოპარა და ნინო სისაურს მისცა, რაზეც ეჩხუბნენ ქ----ს. ნ-------ი ძიას ფული მოპარა და სხვა ბავშვებს მისცა, ვითომ თავისი ფული იყო. მას სახლის სარდაფში მ------ს ა--------- იბრაგიმი ჩაყავდა და ცუდ თამაშებს თამაშობდნენ. მას მ------თან არ ქონდა კარგი ურთიერთობა, მ------ი ქ----სთან და სხვა გოგოებთან მეგობრობდა. ერთ დღეს ბიჭებთან შესახვერად, მ------ი და ქ---- გაიპარნენ სტადიონზე. მათთან ერთად ეზოში სხვა ბიჭებიც თამაშობდნენ და მარი ელაპარაკებოდა ხოლმე თემურის, ამბობდა რომ მისი შეყვარებული იყო.

162. ნ-------ი ძია მათ მდინარეზე ცურვას ასწავლიდა. ბიჭებთან ერთად აგუბებდა წყალს, რომ ებანავათ. მათ ნ-------ი ძია ამეცადინებდათ, რასაც ვერ იგებდნენ სამზარეულოში ან ბუხრის ეზოში შედიოდნენ და ნ-------ი ძიას ეკითხებოდნენ. ბუხრის ოთახში ორი ცალი დიდი დივანი იდგა. ხოლო პატარა დივანი მარის და ქ----ს ოთახში იდგა. ეზოს გ---–---- დეიდა გვიდა და თვითონაც ეხმარებოდნენ. დაჭრილ შეშას პადვალში ინახავდნენ. ნ-------ი ძიას ფიზიკურად არავინ დაუსჯია.

163. მანვე დაადასტურა, რომ მ------ი კაბას იწევდა და ამის გამო შენიშვნა მისცა ნინო მასწავლებელმა.

164. მოწმის მ--–-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2009 წელს და-ძმასთან ერთად მივიდა ა-----------–---------–ში. იქ იყვნენ ა----, ი-------ი, ქ---- და მ------ი. გ---–---- დეიდა და ნ-------ი ძია მათთან ხუთი დღით რჩებოდნენ, ხოლო შაბათ გვირას ნანა დეიდა და გ--------ი ძია იყვნენ. ბავშვებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ქონდათ. სკოლაში ის და ა---- ერთად დადიოდნენ. სკოლის გარდა ხელოვნებაზე დადიოდა. მარი ბავშვებს აბრალებდა რაღაცეებს, სხვები კარგები იყვნენ. მარიმ ადამს დააბრალა, რომ ადამმა სკოლაში საფულე მოიპარა. მ------მა ამის თაობაზე პოლიციას უთხრა. მარიმ ნ----- დეიდასთან გ--------ი ძიას დააბრალა, რომ კალთაში ისვამდა და ეფერებოდა, მაგრამ ეს არ იყო სიმართლე. მ------ი ამის გამო დასაჯეს. მ------ი ვენებსაც იჭრიდა, ტყუილებსაც ამბობდა. ნ-------ი ძიასთან ერთად თამაშობდნენ ხელბურთს, კალათბურთს.

165. მანვე განმარტა, რომ მეზობლად ცხოვრობდა თემური, რომელიც მ------ს და ქ----ს ესაუბრებოდა. მ------ს სახლის სარდაფში ჩაჰყავდა ბიჭები ა--------- იბრაგიმი და ცუდ თამაშებს თამაშობდნენ. მ------ი ამბობდა, რომ ბიჭები ტანსაცმელს ხდიდნენ. ისინი გაკვეთილებს თავიანთ ოთახში ამზადებდნენ, რასაც ვერ გაიგებდნენ აღმზრდელები ეხმარებოდნენ. ნ-------ი ძია არ ცემდა მათ. ნ-------ი ძია მდინარეზე მათთან ერთად არ ბანაობდა.

166. მანვე განმარტა, რომ ნ------- თ-------ი ღვინოს სვამდა, მაგრამ ბავშვებს არ ასმევდა, ხანდახან ნ-------ი ძიას მისაღებში დივანზე ეძინა.

167. მოწმე გ---–--- გ-----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან და მისმა მეუღლემ ნ------- თ-------მა ა---------–--------------------------–-თა სახლში მუშაობა დაიწყეს 2009 წლის ოქტომბრის თვეში. მანამდე რ--------ის საჯარო სკოლაში გერმანული ენის მასწავლებლად მუშაობდა. ტელევიიზიით მორბენალი სტრიქონის მეშვეობით ნახა განცხადება, რომ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში ესაჭიროებოდათ შაბათ-კვირის აღმზრდელი. გააგზავნა თავისი მონაცემები და დაიბარეს გასაუბრებაზე, სადაც განუმარტეს, რომ საჭირო იყო მისი მეუღლეც. ორივემ გაიარეს გასაუბრება და უთხრეს, რომ მათი მონაცემები მოეწონათ და შესთავაზეს არა შაბათ-კვირის, არამედ მთელი კვირის აღმზრდელებად მუშაობა.

168. ა---------–--------------------------–-თა სახლში იყო აღსაზრდელი მ------ ე-------–---–ი, რომელიც ადრე გარკვეული ხანი ცხოვრობდა ბათუმში. მ------მა მას უთხრა, რომ ბათუმში ყოფნისას ბიჭებთან ერთად თამაშობდა ,,ოჯახობანას“ , მან რომ ჰკითხა როგორ თამაშობდნენ ამ თამაშს მ------მა უთხრა, რომ ბიჭები ტანსაცმელს იხდიდნენ თვითონაც იხდიდა და ასე თამაშობდნენ. მ------ი ერთხელ შევიდა მასთან სამზარეულოში და უთხრა, რომ გ--------ი ძია, შაბათ-კვირის აღმზრდელი, კალთაში ისვამდა მას, მადინას, მალიქას და მკერდზე ხელებს უფათურებდათ. მან უთხრა, რომ ხშირად უნახავს, როდესაც გ--------ის კალთაში ეჯდა მადინა და მალიქა, მაგრამ არასოდეს დაუნახავს ხელებს როგორ უფათურებდა. როდესაც ის და მისი მეუღლე წამოვიდნენ სამსახურიდან და სახლში მინდობით აღზრდაში ორი ბავშვი ყავდათ, მაშინ გაიგეს, რომ მ------ი მის მეუღლეს ასეთ რამეს აბრალებდა. მ------ი მას ურეკავდა, კითხულობდა და ეუბნებოდა, რომ ძალიან მოენატრა, მან მ------ის ნომერი არ იცოდა, რადგან სულ სხვადასხვა ტელეფონის ნომრიდან ურეკავდა. ერთ ერთი საუბრის დროს მან მ------ს კითხა მიაყენა თუ არა შეურაცხყოფა ნ-------მა. მ------მა უთხრა, რომ არა და ტირილით ეუბნებოდა, რომ მათთან უნდოდა. სატელეფონო საუბრისას მ------ისგან გაიგო, რომ ის თბილისში იყო ბავშვთა სახლში და სთხოვა, რომ მასთან ჩასულიყო თუ არ ჩავიდოდა მტკვარში გადავარდებოდა და თავს დაიხრჩობდა. Facebook-ზე ნ-------ი და თვითონ დაარეგისტრირა მ------მა, 2015 წლის 10 მაისიდან 14 მაისის ჩათვლით. მას თავისი ქმრის ხელში პრეზერვატივი არასოდეს არ უნახავს, მიიჩნევს, რომ თვითონ და ნ-------ი არ არიან მკაცრი ადამიანები, რაზედაც შენიშვნაც არ მიუღიათ.

169. ა---------–--------------------------–-თა სახლში ის და მისი მეუღლე იყვნენ ექვსი წელი. ა---------–--------------------------–-თა სახლი სტუმრიანობით გამოირჩეოდა, აქედან გამომდინარე, სტუმრებისთვის რომ შეეთავაზებინათ ღვინოც მიქონდათ მხოლოდ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ სტუმარი უნდა მისულიყო. იყო შემთხვევა, როდესაც გააკეთეს ხინკალი და თქვეს, რომ შესანდობარი ეთქვათ ბოთლში იყო დარჩენილი ცოტა ღვინო და ბავშვებმა სთხოვეს ნ------- თ-------ს, რომ ცოტას ისინიც დალევდნენ. ბავშვები, რომლებიც იყვნენ ქისტი ეროვნების ისინი ღვინოს არ სვავდნენ.

170. იმ ოთახის ფანჯარა, სადაც მ------ ე-------–---–ს და ქ-----–-------ეს ეძინათ მიწიდან დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე იყო, ადამიანი ხელის აწევით ვერ შეწვდება. როდესაც მათ ბავშვთა სახლში მუშაობა დაიწყეს არ იყო ცენტრალური გათბობა და მოიხმარდნენ შეშას. 2014-2015 წლიდან უკვე ცენტრალური გათბობა ქონდათ.

171. სხვა ბავშვებისგან განსხვავებით მარი ესტატიშილი მასთან და მის მეუღლესთან ძალიან მიჯაჭვული იყო და ამისი ფონი სოციალურმა მუშაკებმა შექმნეს, რადგან ისინი ეუბნებოდნენ აღმზრდელებს, რომ მარისთან უფრო თბილი დამოკიდებულება უნდა ქონოდათ და რადგან მიმართავდა თვითდაზიანებებს მისთვის წარსული არ უნდა გაეხსენებინათ. 2014 წელს, როდესაც ნ-------მა დასასვენებლად ბავშვები ზღვაზე წაიყვანა, მას ღვინო არ წაუღია.

172. ა-----------–---------–ში ყოფნისას, ნ----- მ-------–-–---–მა ნ-------ის შესთავაზა, რომ ოფისში ქონოდათ ღვინო და თუ სურდა ხელშეკრულებასაც გაუფორმებდა, რომ ღვინო მას მიეტანა. ექვსი წელი იმუშავეს ა---------–--------------------------–-თა სახლში და ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოუწიათ ახალი წლისთვის ყოფნა შაბათ-კვირის აღმზრდელებს.

173. ,,ლეპტოპი“ ქ-----–-------ეს დედამისმა გამოუგზავნა ეს იყო 2012 წელი. იყო შემთხვევა , როდესაც სოც. მუშაკები ნ--------------–---–ი და ნ----- მ-------–-–---–ი მივიდნენ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში და ქ-----–-------ეს ოთახში შესვლისას მათ ნახეს, რომ ქ----ს სკაიპი ქონდა ჩართული გახდილი იდგა და ლაპარაკობდა. მას მანამდე მსგავსი რამ არ შეუნიშნავს. სოც. მუშაკებმა მათ უთხრეს , რომ ამისთვის მიექციათ დიდი ყურადღება.

174. აღსაზრდელი ბავშვები მასთან და ნ-------ისთან განსაკუთრებით თბილ ურთიერთობაში იყვნენ ვიდრე შაბათ-კვირის აღმზრდელებთან. მენეჯერი მათ ეუბნებოდათ, რომ ბავშვებს, მათზე და მათი ოჯახის წევრებზე ინფორმაცია უნდა ქონოდათ. მ------ი მასთან გულახდილი იყო, სულ მასთან უნდოდა ყოფნა. მ------ი მას ეუბნებოდა, რომ მასაჟის გაკეთება იცოდა და გაუკეთებდა. ერთხელ დასთანხმდა და შეამჩნია რომ მასაჟის გაკეთების დროს ბავშვი არაბუნებრივად იქცეოდა ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ მკერდზე უცნაურად კიდებდა ხელს, მან უთხრა, რომ მასაჟი ხერხემალზე უფრო ჭირდებოდა და შეამჩნია რომ საჯდომზეც უცნაურად კიდებდა ხელს. 2014 წელს ქობულეთში ყოფნის დროს ნ-------ი მას ეხმიანებოდა ხოლმე, ერთხელ დაურეკა და უთხრა, რომ იქ მყოფ ერთერთ ბენეფიციალს. ი---------------–-–---–ს ქონდა სიცხე და კითხა, თუ რა წამალი შეიძლებოდა, რომ მიეცა ბავშვისთვის. მან აუხსნა, როგორ უნდა მიეხედა ბავშვისთვი. ი---------------–-–---–ს ქონდა თანდაყოლილი გულის მანკი და მას ქონდა გაკეთებული გულის ოპერაცია, ქონდა სუსტი ჯანმრთელობა და ხშირად ცივდებოდა.

175. მანვე განმარტა, რომ რამდენჯერმე ნახა, თუ როგორ მასტურბირებდნენ ქ---- და მ------ი. ამის შესახებ პირველად უთხრა ფსიქოლოგს მაია ნემსვიწერიძეს და სოციალურ მუშაკებს ნ--------------–---–ს, რომელიც იყო ქ----ს სოციალური მუშაკი და ნ----- მ-------–-–---–ს. მან ასევე რამდენჯერმე ნახა, რომ ქ----ს და მ------ის ლეიბი იყო სისხლით დასვრილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

176. სასამართლომ, განიხილა რა საქმე, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ------- თ-------ის ბრალეულობას. საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებს.

177. ნ------- თ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებულ მ------ ე-------–---–ის ჩვენების სახით. თუმცა სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ნაკლებობა გამოწვეულია ალბათ იმ მოტივით, რომ გამოძიება დაიწყო გვიან.

178. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------- თ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც ის უნდა გამართლდეს.

179. ნ------- თ-------ის გამამტყუნებელი ერთადერთი მტკიცებულება არის დაზარალებულ მ------ ე-------–---–ის ჩვენება, რომელშიც ის მიუთითებს, რომ ნ------- თ-------მა ორჯერ დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი, პირველად 2014 წელს, ქობულეთში, მეორედ კი, 2015 წელს ა---------–--------------------–ში, ღამით.

180. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილ და სასამართლოში განხილულ ყველა სხვა მტკიცებულებას, რომლებიც ნ------- თ-------ის ბრალის დასადასტურებლად გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე, თუნდაც არაპირდაპირ, არ მიუთითებენ იმაზე, რომ დანაშაული ნ------- თ-------მა ჩაიდინა.

181. მოწმემ, სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან მომუშავე ფსიქოლოგმა, მ----–--------მ დაადასტურა, რომ მ------ ე-------–---–ს ახასიათებდა ის სინდრომები, რაც ახასიათებს ძალადობის მსხვერპლს, ემოციური ჩართულობა, ტრამვული დისოციაცია, სავარაუდო მოძალადის მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულება, თუმცა მ------ს ნ------- თ-------თან სქესობრივი კავშირის დამყარების თაობაზე არ უსაუბრია და ეს საკითხი არ გამოუკვლევია.

182. მოწმის, ე-–-------------ს ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის N006539415 დასკვნით დადგენილია, რომ დადგენილია, მან მ------ ე-------–---–ი ექსპერტ ე-------–--–---–თან ერთად შეამოწმა და დაადგინეს რომ მ------ ე-------–---–ის საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია, არ არის მთელი. მისი დარღვევის ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან, გასულია ორ კვირაზე მეტი დრო. მ.ე-------–---–ის საშოდან და უკანა ტანიდან აღებულ იქნა ნაცხის ნიმუშები, რომლებიც გადაეცა გამომძიებელს. ამდენად სასამართლო ექსპერტიზით ვერ დადგინდა საქალწულე აპკის დარღვევის ხანდაზმულობა და შემდგომში სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აღებული ნაცხის იდენტურობას ნ------- თ-------ის სისხლის ჯგუფთან.

183. უტყუარობის თვალსაზრისით სასამართლო, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში განიხილავს დაზარალებულ მ.ე-------–---–ის ჩვენებას.

184. მ------ ე-------–---–ი მიუთითებს, რომ 2014 წელს ქობულეთში ყოფნისას აღმზრდელმა ნ------- თ-------მა მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. გამოძიების ეტაპზე ჩატარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

185. მოწმეების დ--------------ისა და ა---- ტ-----–--ის ჩვენებებით, სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N000071316 დასკვნით, დადგენილია, რომ მ------ ე-------–---–ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა (კოდი F 70.0 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მ------ ე-------–---–ს შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება. მ------ ე-------–---–ის გონებრივი განვითარების დონე არ შეესაბამება მის ასაკს. მ------ ე-------–---–ს 2014 წლის აგვისტოს თვეში მის მიმართ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს არ შეეძლო გაეცნობიერებინა სქესობრივი კავშირის არსი და მისი შედეგები, ხოლო 2015 წლის ზაფხულში, ანალოგიური ქმედებისას, მ------ ე-------–---–ს გაცნობიერებული ჰქონდა სქესობრივი კავშირის არსი და მისი მნიშვნელობა.

186. ექსპერტმა დ--------------ემ ასევე განმარტა, რომ შეიძლება მ------ ე-------–---–ს ჰქონდეს აღქმის ადეკვატურობა დაქვეითებული, მაგრამ შეუძლია სრულად აღიქვას და სწორად გადმოცეს ფაქტები და გარემოებები. შეუძლია მისცეს ჩვენება სასამართლოში. მ------ ე-------–---–ი იყო ინტოქსიკაციის მდგომარეობაში და არ შეეძლო გაეცნობიერებინა რა მოხდა, მას არ ახსოვდა და არ შეეძლო გაეხსენებინა. მ------ს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევამდე და მერე რა მოხდა ის აღიდგინოს და გადმოსცეს, მაგრამ ის კონკრეტული ფაქტი, ვერ გააცნობერა და შესაბამისად, ვერ გადმოსცემს ამ ფაქტს. 2014 წლის შემთხვევა, სიმთვრალის გამო მაშინ არ ახსოვდა. ვერც იმას გამორიცხავს, რომ მ------ს შესაძლოა მათთან არ ეთქვა 2014 წელს, რაც მოხდა და უბრალოდ ეთქვა, რომ არ ახსოვს.

187. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება. ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს ან თუ დადგინდება, რომ ფსიქიკური ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო მას არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები.

188. ვინაიდან, სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N000071316 დასკვნით, დადგენილია, რომ მ------ ე-------–---–ს 2014 წლის აგვისტოს თვეში მის მიმართ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს არ შეეძლო გაეცნობიერებინა სქესობრივი კავშირის არსი და მისი შედეგები, ჩვენების ეს ნაწილი ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეორე და 75-ე მუხლი პირველი ნაწილის შესაბამისად არ შეიძლება მიჩნეული იქნას უტყუარ მტკიცებულებად.

189. რაც შეეხება დაზარალებულის ჩვენების მეორე, ეპიზოდს. ამ ეპიზოდშიც არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, არის მხოლოდ თვითონ დაზარალებულის ჩვენება, რომელშიც ის მიუთითებს, რომ ნ------- თ-------თან მეორედაც ქონდა სქესობრივი კავშირი. მეორე სქესობრივი კავშირი მოხდა ა---------–--------------------–ში, ღამით, როდესაც ბავშვებმა დაიძინეს. მას ფანჯარაზე მიუკაკუნა ნ. თ-------მა, ის გავიდა ოთახიდან და სხვა ოთახში ნ.თ-------მა მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. როგორც თვითონ დაზარალებული მიუთითება ამ დროს სხვა ბავშვებს ეძინათ.

190. საქმეზე დაკითხული იყო ახმეტის მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულების ყველა აღსაზრდელი და პერსონალი. ვერც ერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა ეს ფაქტი.

191. რაც შეეხება ახმეტის მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულების ჩვენებებს, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ნ------- თ-------ი და მ------ ე-------–---–ი დღისით ცალკე იკეტებოდნენ ოთახში, იმ მოტივით, რომ ნ.თ-------ი ამეცადინებდა მ.ე-------–---–ს, ეს არ შეიძლება ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნეული იყოს, ვინაიდან თვითონ დაზარალებული მიუთითებს, რომ მეორე სქესობრივი კავშირი მოხდა ღამით, როდესაც ყველას ეძინა. ამ გარემოებებს წარდგენილ ბრალდებასთან კავშირი არ აქვს. ასევე არ შეიძლება ბრალის დამადასტურებელ ჩვენებად იქნეს მიღებული აღსაზრდელების ჩვენება, რომ ნ------- თ-------ს ქონდა „პრეზერვატივი“ და ფანჯრებთან ასევე ნახეს პრეზერვატივი. სისხლის სამართლის საქმეში არ ამოღებულა ის ნივთი, რაზეც მიუთითებენ ს------ მ----–---–---–ი და ს----- მ----–---–---–ი შესაბამისად გაურკვეველია მათ მიერ მითითებული საგანი ნამდვილად იყო თუ არა „პრეზერვატივი.“

192. დაცვის მხარის სასარგებლოდ მეტყველებს ასევე ის გარეომიება, რომ მ.ე-------–---–მა, ისარგებლა ნ.თ-------ის „facebook“ გვერდით და თავის თავს გაუგზავნა ისეთი სასიყვარულო შინაარსის შეტყობინება, რაც დაადასტურებდა მათ ურთიერთობას. (იხ. ტომი 5. ს.ფ 96) აღნიშნული გარემოება დაზარალებულმა ახსნა იმით, რომ მას მომხდარის თაობაზე არ უჯერებდნენ და ამ გზით უნდოდა დაერწმუნებინა ხალხი, რომ სიმართლეს ამბობდა. ყურადღებამისაქცევია, რომ მ------ ე-------–---–ს მართლაც სურდა ამ გზით დაერწმუნებინა ის პერსონალი, ვისაც მასზე ზრუნვა ევალებოდა, თუმცა მან ეს გარემოება დაადასტურა გამომძიებელთანაც, ანუ მას შემდეგ, რაც დაუჯერეს და დაიწყო გამოძიება. ამ გზით შეიქმნა მამხილებელი, ბრალის დამადასტურებელი კიდევ ერთი მტკიცებულება, რაც შემდგომ უარყოფილი იქნა. ეს მტკიცებულება, რომ სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და შექმნა თვითონ დაზარალებულმა, გამოააშკარავა დაცვის მხარემ. ასევე, ამ კუთხით, ყურადღებამისაქცევია, მოწმე მ------------–---–ის ჩვენება, რომელიც ადასტურებს შემდეგს. მას ერთხელ მ------მა უთხრა, რომ მესიჯი მოუვიდა ნ-------ი ძიასგან, მაგრამ როდესაც ბავშვებმა უთხრეს, რომ ნ-------ი ძია მასე არ საუბრობდა, მერე განაცხადა, რომ მოიტყუა და თვითონ დაწერა.

193. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

194. მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენსა და პირის დამნაშავედ ცნობას, უნდა შეფასდეს ორი მთავარი კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, მათი უტყუარობის თვალსაზრისით, პირველ რიგში, ხოლო შემდეგ – მათი საკმარისობის თვალსაზრისით, თუკი ისინი უტყუარად იქნება მიჩნეული, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე დროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილი კიდევ უფრო აზუსტებს აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებას კონკრეტულად მტკიცებულებებთან მიმართებით, რომლის მიხედვით, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. გარდა ამისა, იმავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. თუ რას გულისხმობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, ამას განმარტავს საქართველოს სსსკ–ის მე–3 მუხლის მე–13 პუნქტი, რომელიც უთითებს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობაზე, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს აგრეთვე საქართველოს სსსკ–ის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დებულება, რომლის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

195. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ნ------- თ-------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სრულად უნდა გამართლდეს, ვინაიდან, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

196. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ახმეტის მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულების თანამშრომლების, პერსონალის დამოკიდებულებას მ.ე-------–---–ის განცხადებებთან. კერძოდ, მან რამდენჯერმე განაცხადა და შემდგომ უარყო, საეჭვო გარემოებების თაობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, მისი განცხადება სერიოზულად არ იყო აღქმული. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიქცეოდა მის განცხადებას, ის რომ შემდეგ უარყო საეჭვო გარემოებები, არ შეიძლება მისი განცხადების იგნორირების საფუძველი ყოფილიყო. მითუმეტეს, რომ ამ ფონზე ბავშვი იყენებდა თვითდაზიანებას. გასაოცარია ის, რომ მხოლოდ თვითდაზიანებას აქცევდნენ ყურადღებას, ამ კუთხით ფსიქიატრიულ სტაციონალურ მკურნალობასაც კი გადიოდა და მისი შეტყობინება შესაძლო ძალადობის თაობაზე არავის სამართალდამცავ ორგანოებში დროულად არ განუცხადებია. დროული განცხადება სამართალდამცავ ორგანოებს საშუალებას მისცემდა შეეგროვებინა უფრო მეტი მტკიცებულება მ.ე-------–---–ის განცხადების, ან ნ.თ-------ის ბრალეულობის დასადასტურებლად ან უარსაყოფად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 85-ე, 258-ე, 260-ე, 270-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

197. ბრალდებული ნ------- თ-------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2014 წლის ეპიზოდში) გამართლდეს.

198. ბრალდებული ნ------- თ-------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2015 წლის ეპიზოდში) გამართლდეს.

199. ნ------- თ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადარა მოეხსნას, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს განჩინებით დაყადაღებულ ნ------- თ-------ის (პირადი №2----------) უძრავ ქონებას, რომლის საკადასტრო კოდია №5-----------.

200. ნივთიერი მტკიცებულება _ მ.ე-------–---–ის ნაცხის ნიმუში და ნ.თ-------ის სისხლის ნიმუში, რაც ინახება შსს ა------------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

201. შპს „მობიტელიდან“ მომართვით გადმოგზავნილი ერთი ცალი CD დისკი, რაც ერთვის საქმეს (ტ. N5) და მ------ ე-------–---–ის გამოკითხვის ვიდეოჩანაწერები, ერთი ცალი CD დისკი, რაც ერთვის საქმეს (ტ. N5), შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

202. ნ------- თ-------ს უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

203. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

204. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური