გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020310417002037632 (3/169-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2--- წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - ვე-–--------------ია
წარმომადგენელი - ბა------------–---–ი
მოპასუხეები: ს------------------------------------–---------------------------------------------------–-----------------------–---------------–--------ი
მესამე პირი - ს---------–-–-------------------------–------------
წარმომადგენელი - ლე-–------------ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჯ----------------------------–-----------------------–--------------ლი ოფისის 05.06.2--- წლის №88--------92-05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.2.საჯ----------------------------–-----------------------–--------------ლი ოფისის 06.07.2--- წლის №88--------92-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.3.საჯ----------------------------–------ენტოს 2--- წლის 07 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (დაზუსტებული მ---------------------------–-–-------------------------------------
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.საქართველოს ეროვნული არქივის სამეგრელოს რეგიონული არქივის მიერ 24.05.2--- წელს გაცემული №AA2--------1-03 საარქივო ცნობის საფუძველზე ვე-–--------------იას კომლის შესახებ მოპოვებულია შემდეგი ინფორმაცია:
სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცული ზუგდიდი------------------ლ ე-------ს საკრებულოს 1---------–-–---- საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ველ--------------------------ია.
კომლს 1---------–-–---- მონაცემებით ერიცხება მიწის ფართი 1,25 ჰა, ხოლო 2001-2004 წლების საკომლო წიგნში 2001-2004 წლებში კომლს ერიცხება მიწის ფართი 0,75 ჰა.
ზუგდიდი------------------ლ ყუ-–-–-----ს საკრებულოს 1-------- წლების (ცვლილებები ნაწარმოებია 1995 წლის ჩათვლით) საკომლო წიგნში 1-------- წლებში კომლს ერიცხება მიწის ფართობი 0,25 ჰა.
ზუგდიდი------------------ლ ერ-----ს საკრებულოს მიწის ნაკვეთის განაწილების სიები, შერჩევისა და მიზომვის დამადასტურებელი დოკუმენტები, მიწის ნაკვეთის მიზომვის აქტები და სოფელ ერ-----სა და ან---–--ს ადმინისტრაციული საზღვრების ამსახველი რუქა სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცვაზე შესული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-საარქივო ცნობა (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 66);
-23.02.2--- წელს სამეგრელოს რეგიონული არქივიდან მიღებული ინფორმაცია (იხ. მე-2 ტომი, ს.ფ. 212);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 27.02.2--- წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.2--- წლის 29 მაისს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს განცხადებით მიმართა ვე-–--------------იამ, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ზუ--------------–----–------ის სოფელ ე-------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. განცხადებას დაერთო ზუგდიდის არქივის მიერ 24.05.2--- წელს გაცემული №AA2--------1-03 საარქივო ცნობა საკომლო ჩანაწერების ასლებთან ერთად და 29.05.2--- წლის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2--- წლის 05 ივნისს №88--------92-05 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ ვე-–--------------იას კომლი განეკუთვნებოდა სოფელი ე-------ს საკრებულოს, ხოლო წარდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზზე დაფიქსირებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №43.28.4-.2--) მდებარეობდა სოფელ ან---–--ს ტერიტორიაზე. მოსარჩელეს ეცნობა, რომ მიწის რეფორმის პერიოდში, მიწის ნაკვეთი გაიცემოდა იმავე საკრებულოს ტერიტორიის საზღვრებში და არა სხვა საკრებულოს ტერიტორიაზე.
მოსარჩელეს დაევალა საარქივო ცნობაში მითითებულ საკრებულოს ტერიტორიაზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომოვითი ნახაზის წარდგენა. ვე-–--------------იას მიერ ნახაზის წარუდგენლობის გამო 2--- წლის 06 ივლისს №88--------92-06 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი;
-სარეგისტრაციო წარმოების მასალები (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 61-79);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 27.02.2--- წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2.2.მოსარჩელე ვე-–--------------იამ 2--- წლის 09 ივნისს №2-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 05.06.2--- წლის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების როგორც შეჩერების, ისე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებაზე.
ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ვე-–--------------იას კომლს ზუ--------------–----–------ის სოფელ ე-------ს ტერიტორიაზე გამოეყო 7 000 კვ.მ., საიდანაც მის კომლს 4500 კ.მ. უკვე რეგისტრირებული აქვს და №88--------92 განცხადებით ითხოვს დარჩენილი 3000 კვ.მ. რეგისტრაციას, თუმცა აღნიშნულ განცხადებას დართული საკადასტრო აზომვით ნახაზზე წარდგენილი უძრავი ნივთის მისამართი გრაფაში მითითებულია ზუ--------------–----–------ი სოფელი ე-------, მაშინ, როდესაც აღნიშნულ ნახაზზე წარმოდგენილი უძრავი ნივთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს მისამართად მითითებული აქვთ ზუ--------------–----–------ი, სოფელი ა----–-ა. შესაბამისად, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ვე-–--------------იას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ნახაზზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს (მდებარეობდა) სოფელ ა----–-აში, მაშინ, როდესაც უფლების დამდგენ დოკუმენტში ვე-–--------------იას კომლს მიწის ნაკვეთი გამოეყო ზუ--------------–----–------ში, სოფელ ე-------ში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯ----------------------------–------ენტოს 2--- წლის 07 ივლისი--------- გადაწყვეტილებით, ვე-–--------------იას უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი;
-სარეგისტრაციო წარმოების მასალები (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 17, 61-79);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 27.02.2--- წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2.3.დადგენილია, რომ 1982 წლიდან 2--- წლის 14 ნოემბრამდე ზუ--------------–----–------ის ერ-----სა და ან---–--ს საზღვრები არ შეცვლილა. ამასთან, 1996 წლიდან 2006 წლამდე მოსარჩელისათვის სოფელ ე-------ში მიწის ნაკვეთის გამოყოფის პერიოდში ვე-–--------------იას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზზე დაფიქსირებული სადავო მიწის ნაკვეთი არ შედიოდა სოფელ ე-------ს ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიეკუთვნებოდა სოფელ ა----–-ას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სარჩელის სათანადო გარემოებებითა და მტკიცებულებებით დასაბუთება. აღსანიშნავია, რომ ვე-–--------------იას მიერ ვერ იქნა დადასტურებული, თუ რატომ ეწინააღმდეგება კანონს გასაჩივრებული გადაწყვეტილებები და ისინი რა ზიანს აყენებს მას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-სარეგისტრაციო წარმოების მასალები (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 61-79);
-სადავო უძრავი ქონების მომიჯნავე მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მასალები (იხ. მე-2 ტომი);
-ზედდების სიტუაციური ნახაზი (იხ. პირველი ტომი, ს.ფ. 23);
-რუკები (იხ. მეორე ტომი, ს.ფ. 197-198, 225-229);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 27.02.2--- წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი; 2010 წლის 15 იანვარს საქართველოს იუსტიციის მინისტრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია’’.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-3 მუხლების პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნული ნორმატიული აქტი ყოველი პირისათვის უზრუნველყოფს უფლების სასამართლო წესით დაცვას. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ კანონმდებლობა იცნობს შეცილებითი სარჩელის, მავალდებულებელი სარჩელის და აღიარებითი სარჩელის სახეებს, რაც კანონმდებლის მიერ რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებში. ნებისმიერი სარჩელი (სასარჩელო მოთხოვნა) უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ ნორმებში განსაზღვრულ წესებს. აქვე ყურადსაღებია, რომ იმავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა, ხოლო მე-3 ნაწილით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ ვითარებაში, მოსარჩელემ აღძრა შეცილებითი სარჩელი და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომლითაც სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2.სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერი პირობა რეგლამენტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, ესენია: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს და ბ) ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავდნენ მის უფლებას. ერთ-ერთი ამ პირობის არარსებობისას წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება გამოირიცხება.
აღნიშნული პირობების კონკრეტული გამოვლინებაა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, რომლითაც აღძრული სარჩელის საფუძველზე მოსარჩელეს შეუძლია მიაღწიოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას და შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა სადავო აქტით. სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დარღვევის არსებობა-არარსებობის საკითხის დადგენის მნიშვნელობაზე. კერძოდ, კანონიერი უფლების ან ინტერესის არსებობა გულისხმობს როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე აქტით დაცულ უფლებებს და ინტერესებს, ანუ მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ უფლებასა თუ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ საკითხებს. ასევე სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად მნიშვნელოვანია სწორედ 22-ე მუხლით რეგლამენტირებულ წინაპირობათა დადგენა, ასევე, რამდენად შეესაბამება გასაჩივრებული აქტები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
6.3.2010 წლის 15 იანვარს საქართველოს იუსტიციის მინისტრის №4 ბრძანებით დამტკიცდა ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია’’, რომელიც განსაზღვრავს საჯ----------------------------–------ენტოს (შემდგომში – სააგენტოს) მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული ინსტრუქციის მე-14 მუხლის 31-ე პუნქტით განსაზღვრულია, რომ ნივთზე (ანუ ზოგადად) კომლის საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში (ამონაწერში მაგალითად) თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და კეთდება აღნიშვნა კომლის წევრთა საერთო საკუთრების შესახებ. თუ კომლის ერთ-ერთი წევრი გარდაცვლილია ან გასულია კომლიდან, კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ასევე უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, წარმოებს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით.
მითითებული ნორმების საფუძველზე, ვე-–--------------იამ 24.05.2--- წელს გაცემულ №AA2--------1-03 საარქივო ცნობით, რაც ასახავს მისი ოჯახის კომლის ჩანაწერებს ზუგდიდი------------------ლ ე-------ში ქონებრივი უფლებების შესახებ, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ცნობაში მითითებული ქონებიდან 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია.
ვინაიდან საარქივო ცნობა გარდა ზოგადი ინფორმაციისა, კონკრეტულად არ შეიცავს მონაცემებს უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის თაობაზე, ხოლო სამეგრელოს რეგიონულ არქივში არ მოიპოვება ზუგდიდი------------------ლ ერ-----ს საკრებულოს მიწის ნაკვეთის განაწილების სიები, შერჩევისა და მიზომვის დამადასტურებელი დოკუმენტები, მიწის ნაკვეთის მიზომვის აქტები, სასამართლო თვლის, რომ რამდენადაც ცნობა მიიჩნევა უფლების დამდგენ დოკუმენტად, მასში მითითებული ქონებისა და მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი აზომვითი ნახაზის იდენტურობა უნდა დადგინდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
საჯარო რეესტრის ინსტრუქციის 30-ე მუხლის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც წესი მიწის ნაკვეთის მართლზომიერმა მფლობელმა უნდა იცოდეს თუ როგორ და სად გადაეცა მას მიწის ნაკვეთი და ეს ფაქტი უნდა დაადასტუროს სათანადო მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვე-–--------------ია მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნა ზუგდიდი------------------ლ ე-------ში მდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე მოპასუხის მხრიდან არასწორად იქნა უარყოფილი, რამდენადაც აზომვით ნახაზზე არსებული ქონება მდებარეობს სწორედ სოფელ ე-------ში.
მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელს გამომდინარე იქედან, რომ აზომვით ნახაზზე წარმოდგენილი სადავო ქონება 24.05.2--- წელს გაცემულ №AA2--------1-03 საარქივო ცნობაში მითითებულ პერიოდში, 1996 წლიდან 2006 წლის ჩათვლით, მოქცეული იყო სოფელ ან---–--ს ადმინისტრაციულ საზღვრებში და შესაბამისად, დროის აღნიშნულ მონაკვეთში მიწის ნაკვეთი, როგორც სოფელ ერ-----ს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება მოსარჩელეს ვერ გადაეცემოდა. სადავო ქონება სოფელ ერ-----ს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცა მოგვიანებით.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის აღნიშნულ არგუმენტს, რამდენადაც იგი დასტურდება საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით. კერძოდ, მოსარჩელის მიერ 29.05.2--- წელს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის არასწორად შედგენის ფაქტის დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა ზუგდიდი------------------ლ ერ-----ს 1982-86 წლების რუკა (იხ. მეორე ტომი, ს.ფ. 197-198), ასევე სასამართლოს მიერ ზუ--------------–----–------ის საკრებულოდან გამოთხოვილია 2--- წლის 14 ნოემბრის №4 დადგენილება თვითმმართველი თემის ზუ--------------–----–------ის ადმინისტრაციული ერთეულების და სქემატური რუქის დამტკიცების შესახებ, აღნიშნული დოკუმენტებით კი უდავოდ დადგენილია, რომ 1982 წლიდან 2--- წლის 14 ნოემბრამდე მოსარჩელის მიერ აზომვით ნახაზში მითითებული ქონება არ შედიოდა სოფელ ერ-----ს ადმინისტრაციულ საზღვრებში და იგი ერ-----ს საზღვრებში მოექცა მხოლოდ №4 დადგენილებით (იხ. მეორე ტომი, სფ. 225-229).
აღნიშნულის გარდა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია საკადასტრო აზომვით ნახაზზე დაფიქსირებული სადავო მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №43.28.4-.2--) მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების მფლობელების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომლითაც ირკვევა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ვე-–--------------იასათვის მიწის გამოყოფის პერიოდში მდებარეობდა არა სოფელ ე-------ს, არამედ სოფელ ან---–--ს ადმინისტრაციულ საზღვრებში, რამდენადაც სადავო მიწის ნაკვეთის მეზობელი სუბიექტების მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოთხოვნილი იქნა სწორედ ა----–-აში მდებარე მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია.
6.4.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიუთითებია, თუ სადავო აქტების მიღების დროს კანონით დადგენილი რომელი მოთხოვნა დაირღვა მოპასუხის მხრიდან.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.
7.საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-24--ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ვე-–--------------იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).
მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა