განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2018
საქმის ნომერი
340100118002294412
დავის ტიპი
126
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002294412

№1/44-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 თებერვალი 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ

ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - გო-- მჭ----–-–---–-ს

ადვოკატ-გი- ფა------–---–-ს

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: გო-- მჭ----–-–---–-

მამის სახელი: ირ---–-

დაბადებული: 0-.1-.1--- წელს

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო ტექნიკური

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ქ.რ--------, მ----–---–-------------–--–-, ბ------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ლ---------, ვ-–-–-------------N1--

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2611-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

კვალიფიკაცია: გო-- მჭ----–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიეროჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ქ. ლა-------–-, მცხოვრები გო-- მჭ----–-–---–- ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გო-- მჭ----–-–---–- ხშირად მიდიოდა ქალაქ ლა-------–-, ვ-–-–------------- N1---ში არსებული თავისი დის ცი---- ნა----- საცხოვრებელ სახლში, სადაც სრულიად უმიზეზოდ, ანუ უმნიშვნელო მიზეზის გამო სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას აღნიშნულ სახლში მცხოვრებ დედას-ჟუ–---- მჭ----–-–---–ს და მამას-ირ---–- მჭ----–-–---–ს, რომელთაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ლახავდა მათ პატივს და ღირსებას, გო-- მჭ----–-–---–-ს მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა დაზარალებულების ტანჯვას.

 

გო-- მჭ----–-–---–- 2017 წლის 30 დეკემბერს 22:05 საათზე დააკავეს, ხოლო 2017 წლის 31 დეკემბერს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ქ. ლა-------–-, მცხოვრები გო-- მჭ----–-–---–- ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გო-- მჭ----–-–---–- ხშირად მიდიოდა ქალაქ ლა-------–-, ვ-–-–------------- N1---ში არსებული თავისი დის ცი---- ნა----- საცხოვრებელ სახლში, სადაც სრულიად უმიზეზოდ, ანუ უმნიშვნელო მიზეზის გამო სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას აღნიშნულ სახლში მცხოვრებ დედას-ჟუ–---- მჭ----–-–---–ს და მამას-ირ---–- მჭ----–-–---–ს, რომელთაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ლახავდა მათ პატივს და ღირსებას, გო-- მჭ----–-–---–-ს მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა დაზარალებულების ტანჯვას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა ძალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - გო-- ბე---–---–-ს, ვა–- ალ-----–---–-ს, თი------ მე---–---–-ს, ან--- ბა---------–---–-ს, ჯა---- ალ------------ს, ცი---- ნა----- ჩვენებები, დაზარალებულების ირ---–- მჭ----–-–---–-ს და ჟუ–---- მჭ----–-–---–-ს ჩვენებები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გო-- მჭ----–-–---–-, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, დედას- ჟუ–---- მჭ----–-–---–ს და მამას ირ---–- მჭ----–-–---–ს, მიმართავდა მათ უცენზურო სიტყვებით, ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. გო-- მჭ----–-–---–-ს მხრიდან ჟუ–---- მჭ----–-–---–სა და ირ---–- მჭ----–-–---–-ს მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, კერძოდ გო-- მჭ----–-–---–- ხშირად იღებდა ალკოჰოლს და მთვრალ მდგომარეობაში მყოფი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით, ლახავდა მათ პატივსა და ღირსებას, რაც იწვევდა დაზარალებულების ტანჯვას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

გარდა ფიზიკური ძალადობისა, ოჯახში ძალადობა მოიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობასაც, კერძოდ, შეურაცხყოფას, შანტაჟსა და დამცირებას. აღნიშნულ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და იწვევდეს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით მოწმეების გო-- ბე---–---–-ს, ვა–- ალ-----–---–-ს, თი------ მე---–---–-ს, ან--- ბა---------–---–-ს, ჯა---- ალ------------ს, ცი---- ნა----- ჩვენებები, დაზარალებულების ირ---–- მჭ----–-–---–-ს და ჟუ–---- მჭ----–-–---–-ს ჩვენებები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გო-- მჭ----–-–---–- სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა დედას-ჟუ–---- მჭ----–-–---–ს და მამას- ირ---–- მჭ----–-–---–ს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია ორი ან მეტი პირის მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც ფსიქოლოგიურ ძალადობრივ ქმედებას უშუალოდ მოჰყვა ორი ან ორზე მეტი პირის მიერ განცდილი ტანჯვა, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს ოჯახის წევრების მიმართ.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გო-- მჭ----–-–---–მა ოჯახის ორი წევრის მიმართ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გო-- მჭ----–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

გო-- მჭ----–-–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გო-- მჭ----–-–---–-ს მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი- ისეთი ღონისძიებით, როგორიცაა პირობითი მსჯავრი.

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. გო-- მჭ----–-–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა

2. გო-- მჭ----–-–---–-ს პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან-2017 წლის 30 დეკემბრის 22:05 საათიდან

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვალის საოქმო განჩინებით, გო-- მჭ----–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით-გირაო 1000(ათასი) ლარი და გო-- მჭ----–-–---–- გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გო-- მჭ----–-–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად შეეცვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. გო-- მჭ----–-–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება-გირაო გაუქმდეს.

 

3. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს.

4. გო-- მჭ----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 30 დეკემბრის 22:05 საათიდან 2018 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე