1. ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) დიდი ოდენობით;

ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

დ) არაერთგზის;

ე) იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.

4. ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება,  გადაზიდვა ან გადაგზავნა –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) დიდი ოდენობით;

ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

დ) არაერთგზის;

ე) იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

6. ამ მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ცამეტ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №499 - ვებგვერდი, 17.04.2025