განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2018
საქმის ნომერი
340100118002469100
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
27.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002469100

N1/122-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

27.06.2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - გვანცა სოლოღაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - ალ- ალ--ვი

ადვოკატ - ნო----- სა---–--ლ-ს

თარჯიმნის - ხა---- ჯაფ-----ვის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

ბრალდებული: ალ- ალ--ვი

მამის სახელი: არ-------–

დაბადებული: 25.10.1----–--–-

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი სოფელი კ----–-----

ფაქტობრივად მცხოვრები:ქ. ყვარელი.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2611-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: ალ- ალ--ვს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ყვარელში, ე.წ. ,, წაბლების" ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ალ- ალ--ვმა სხეულის სხვადასხვა არეში ჯოხი დაარტყა მეუღლეს, კა---- ჯაფ-----ვას, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ალ- ალ--ვი 2018 წლის 19 აპრილს 04:00 საათზე დააკავეს, ხოლო 2018 წლის 19 აპრილს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ყვარელში, ე.წ. ,, წაბლების" ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ალ- ალ--ვმა სხეულის სხვადასხვა არეში ჯოხი დაარტყა მეუღლეს, კა---- ჯაფ-----ვას, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების - იბ------ ალ--ვის, ალ- ალ--ვის და აფ--- კას-----ვას გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ კა---- ჯაფ-----ვას გამოკითხვის ოქმი, დაკავების ოქმი და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ალ- ალ--ვმა სხეულის სხვადასხვა ადგილას ჯოხის დარტყმით ტკივილი მიაყენე მეუღლეს კა---- ჯაფ-----ვას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

დაზარალებულის განმარტებით ბრალდებულის მიერ ჯოხის დარტყმით მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სამართლებრივი შეფასება

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ალ- ალ--ვმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ალ- ალ--ვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

ალ- ალ--ვის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ალ- ალ--ვის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით.

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

ალ- ალ--ვის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ალ- ალ--ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვე.

 

2. ალ- ალ--ვის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტყიდან 2018 წლის 19 აპრილის 04:00 საათიდან.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით .

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე