განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100118002480156
N1/127-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
03.07.2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - ლევანი სამიტაშვილის
ადვოკატ - გია ფარადაშვილის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №029240418002)
ბრალდებული: ლევანი სამიტაშვილი;
მამის სახელი: ვახტანგი;
დაბადებული: 25.10.1987 წელს;
პირადი ნომერი: 45001026924;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;
რეგისტრირებული: ქ. ყვარლი, ჩოლოყაშვილის ქ. N12.
ფაქტობრივად მცხოვრები:ქ. ყვარლი, ჩოლოყაშვილის ქ. N12.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2611-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ბ" ქვეპუნქტი.
კვალიფიკაცია: ლევანი სამიტაშვილმა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცყოფა, რამაც გამოიწვის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლიდან ქალაქ ყვარელში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქ. N12-ში ლევან სამიტაშვილი, ეჭვიანობის ნიადაგზე, სისტემეტურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცყოფას მეუღლის რუსუდან ბადრიშვილის მიმართ, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია, ხოლო 2018 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე,თავისივე საცხოვრებელ სახლში ლევანი სამიტაშვილმა, ასევე ეჭვიანობის ნიადაგზე, რუსუდან ბადრიშვილს, არასრულწლოვანი შვილების - მარიამ, ვერა და გიორგი სამიტაშვილების თანდასწრებით, სახის არეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ლევანი სამიტაშვილს 2018 წლის 25 აპრილს 02:05 საათზე დააკავეს, ხოლო 2018 წლის 26 აპრილს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ"' ქვეპუნქტით, ხოლო დაზუსტებული ბრალი წარედგინა 2018 წლის 18 მაისს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ"' ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლიდან ქალაქ ყვარელში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქ. N12-ში ლევანი სამიტაშვილი, ეჭვიანობის ნიადაგზე, სისტემეტურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცყოფას მეუღლის რუსუდან ბადრიშვილის მიმართ, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია, ხოლო 2018 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე,თავისივე საცხოვრებელ სახლში ლევანი სამიტაშვილმა, ასევე ეჭვიანობის ნიადაგზე, რუსუდან ბადრიშვილს, არასრულწლოვანი შვილების - მარიამ, ვერა და გიორგი სამიტაშვილების თანდასწრებით, სახის არეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სასამართლო სხდომაზე
დაზარალეუბულმა რუსუდან ბადრიშვილმა განმარტა შემდეგი: იგი არის ბრალდებულის რეგისტრირებული მეუღლე უკვე 8 წელია. ბრალდებული ეჭვიანობის ნიადაგზე ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცყოფას. 2018 წლის 24 აპრილს მასთან სტუმრად იყვნენ მისი და ნადეჟდა ფერიაშვილი, ასევე სტუმრად იყვნენ ბრალდებულის მეგობარი ვანო ბოჭორიშვილი და მისი მეუღლე ბელა, ასევე მათი ახლობელი გიორგი, რომლის გვარი არ იცის. როდესაც სტუმრები უნდა წარულიყვნენ, ბელამ სთხოვა დაზარალებულს გაეცილებინა ისინი. რუსუდან ბადრიშვილმა და ბრალდებულმა სტუმრები გააცილა, რის შემდეგაც ბრალდებულმა უმიზეზოდ დაუწყო რუსუდან ბადრიშვილს კამათი და გინება. რუსუდან ბადრიშვილს გადაწყვიტა გარიდებოდა ბრალდებულს და უნდოდა სალიდან გასვლა, მაგრამ ბრალდებულმა არ გაუშვა, უყვიროდა, რომ მათთან სტუმრად მყოფ გიორგისთან უნდოდა შეხვედრა და მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა. ამ დროს მათი არასრულწლოვანი შვილები, მარიამ , ვერა და გიორგი სამიტაშვილები იმყოფებოდნენ იმავე ოთახში სადაც ბრალდებული მას ეჩხუბებოდა და სცემდა, ბავშვები ტიროდნენ. ოთახში იმყოფებოდნენ ბრალდებულის მშობლებიც, მაგრამ მათ ბრალდებული ვერ შეაკავეს. მოწმემ განმარტა, რომ ცემისაგან იმავე წუთში ტკივილი ვერ იგრძენო, მაგრამ მეორე დღეს სტკიოდა დარტყმის ადგილები და ჰქონდა სილურჯეები. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულს პატიობს ჩადენილს, არ სურს მისი მკაცრად დასჯა, მაგრამ ასევე განმარტა, რომ ამ ეტაპზე წასულია ბრალდებულის სახლიდან და მომავალში არ აპირებს მასთან ერთად ცხოვრებას.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების - ვახტანგ ჯინაშვილის, ნადეჟდა ფერიაშვილისა და ქეთევან ჯინაშვილის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ მარიამ სამიტაშვილის გიორგი სამიტაშვილის გამოკითხვის ოქმები, დაკავების ოქმი, მარიამ სამიტაშვილის, ვერა სამიტაშვილის და გიორგი სამიტაშვილის დაბადების მოწმობები, რუსუდან ბადრიშვილის სამედიცინო ეასპერტიზის დასკვნა და საქმის მასალათა ერთობლიობა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ლევანი სამიტაშვილი ეჭვიანობის ნიადაგზე, რუსუდან ბადრიშვილს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცყოფას, ხოლო 2018 წლის 24 აპრილს არასრულწლოვანი შვილების - მარიამ, ვერა და გიორგი სამიტაშვილების თანდასწრებით, სახის არეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
დაზარალებულის განმარტებით ბრალდებულის მიერ სიტყვიერი შეურაცყოფით და ფიზიკური ცემით განიცადა, როგორც სულიერი ტანჯვა ასევე ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს უშუალოდ შეესწრო 18 წელს მიუღწეველი ფიზიკური პირი, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს არასრულწლოვნის ოჯახის წევრის მიმართ.
საქმის მასალებით დადასტურდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულ რუსუდან ბადრიშვილს ჰყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი 2011 წლის 9 სექტემბერს დაბადებული გიორგი სამიტაშვილი, 2016 წლის 31 ივლისს დაბადებული ვერა სამიტაშვილი და 2012 წელის 7 აგვისტოს დაბადებული მარიამი სამიტაშვილი, რომლებიც ესწრებოდნენ ბრალდებულის მიერ დაზარალებულ რუსუდან ბადრიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და ცემას.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლევანი სამიტაშვილმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის ერვრის მიმართ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ლევანი სამიტაშვილის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ლევანი სამიტაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლევანი სამიტაშვილის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ლევანი სამიტაშვილს მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლევანი სამიტაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნწტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი.
2. ლევანი სამიტაშვილის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტყიდან 2018 წლის 25 აპრილის 02:05 საათიდან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით .
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე