გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2018
საქმის ნომერი
200210818002282573
კატეგორია
დავის ტიპი
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200210818002282573

საქმე №2/95-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

 

27 თებერვალი, 2018 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნინო ჩახნაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ბერძენაშვილი

 

განმცხადებელი: მ----------------ძე

წარმომადგენელი: ნ--------------–---–ი

 

შვილად ასაყვანი: ნ-----–--------------ძე

 

დავის საგანი - სრულწლოვანი შვილად აყვანა;

 

სასამართლომ, სასამართლოს მთავარ დახურულ სხდომაზე, უდავო წარმოების წესით განიხილა სამოქალაქო საქმე, მ----------------ძის განცხადება, შვილად აყვანის თაობაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1250-ე, 1254-ე, 1258-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 349-351-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. განცხადება დაკმაყოფილდეს:

 

1. ნება დაერთოს მ----------------ძეს (დაბადებული - 21.10.1---წ., პირადი №2----------) სრულწლოვანი ნ-----–----------------ის (დაბადებული 10.08.1--- წელი, პ/ნ 20---------) შვილად აყვანაზე.

 

2. შვილად ასაყვანი ნ-----–----------------ის დაბადების სააქტო ჩანაწერში მიეთითოს: სახელი - ნ-----–-----; გვარი - მ--------ძე; დაბადების თარიღი - 10 აგვისტო 1--- წელი; დაბადების ადგილი თელავი, საქართველო; მოქალაქეობა - საქართველოს; დედის გრაფაში მიეთითოს - მ----------------ძე (21.10.1---წ., პირადი №2----------), მამის გრაფაში მიეთითოს - გრიგოლ მ--------ძე (27.02.1---წ., პირადი №2----------).

 

2. შვილად აყვანა ნამდვილია სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

5. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების შედეგებით დაინტერესებულ სხვა პირებს შეუძლიათ მისი გასაჩივრება თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების შესახებ შეტყობიდან ერთი თვის განმავლობაში.

 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი