გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2018
საქმის ნომერი
200210016001403228
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/414-16

N200210016001403228

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2018 წელი თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელე - თ---------–---–ი

წარმომადგენელი - ლ--–----------–---–ი

მოპასუხეები: კ-------------------–-----------ო, სს,, ფ---- ბანკი საქართველო“, დ----- მ------–---–ი, ჯ-------–- ბ------–---–ი, ი-----–--ა მ------–---–ი

წარმომადგენელი - ს-----------------ე, მ------------–---–ი

დავის საგანი - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

2.

1.1. მოსარჩელე ითხოვს განთავისუფლდეს ყადაღისაგან მის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონება:

1. ტელევიზორი ”ს-------ი” დიდი ზომის შავი ფერის;

2. მაცივარი ფირმა ”ს-------ი” დიდი ზომის;

3.კომპიუტერის მონიტორი ფირმა” ფ--–---ი” თეთრი ფერის;

4. მტვერსასრუტი ფირმა ”ბ--–-” წითელი ფერის;

5. სარეცხი მანქანა ფირმა ”ს-------ი”;

6. ძირს დასაფენი ხალიჩა ყავისფერი;

7.იატაკზე დასაფენი ხალიჩა სამი ცალი ყავისფერები;

8. დივანი და ორი კრესლო ყავისფერი.

 

სარჩელის თანახმად, 2016 წლის 20 მაისს კ-------------------–-----------ოს უ--------------------–--ლის მ-----– ფ------–---–ის მიერ დაყადაღებული იქნა მის საკუთრებაში არსებული ქონება. (ეს აქტი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ ჩაიბარა 2016 წლის 10 ივნისს) აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენდა კ-------------------–-----------ოს წარმოებაში არსებული საქმე №1-------, სადაც მოვალეები არიან დ----- მ------–---–ი და ჯ-------–- ბ------–---–ი, აღსანიშნავია რომ დაყადაღებული ქონება არ წარმოადგენს მოვალეების დ----- მ------–---–ის და ჯ-------– ბ------–---–ის საკუთრებას, რადგან ისინი მოსარჩელეს ეკუთვნის. მართალია ის, რომ დ----- მ------–---–ი არის მისი შვილების მამა, მაგრამ 2013 წლის 15 თებერვლიდან არიან განქორწინებულები, ის ეხმარება შვილების აღზრდაში, თვითონ კი ფაქტობრივად მეზობელ სახლში ცხოვრობს. აქედან გამომდინარე მის სახლში განთავსებული ქონებიდან არაფერი არ წარმოადგენს მის საკუთრებას. აქვე განუმარტავს სასამართლოს, რომ თავისი ყოფილი მეუღლე თავდებად დაუდგა ჯ-------–- ბ------–---–ს და დღეს თვითონ რატომ უნდა აგოს ამაზე პასუხი. კერძოდ: ტელევიზორი, მაცივარი, კომპიუტერის მონიტორი, მტვერსასრუტი და სარეცხი მანქანა არის თავისი შეძენილი ბანკის განვადების მეშვეობით, ხოლო რაც შეეხება ხალიჩებს, დივანს და ორ კრესლოს გათხოვების შემდგომ თავისმა მშობლებმა გადასცეს მზითევის სახით. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ნათელია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ქონება არ არის მოვალეების დ----- მ------–---–ის და ჯ-------–- ბ------–---–ი და ისინი თავისი საკუთრებაა. ეს ქონება საბედნიეროდ ჯერ არ არის აუქციონზე გატანილი ამიტომ სასამართლოს სთხოვს გაათავისუფლოს ყადაღისაგან თავისი ქონება და აღუდგინოს უსაფუძვლოდ დარღვეული საკუთრების უფლება მათზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე სსიპ ა--------–---------------–--------ოს წარმომადგენელმა ს-------- ს------ემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სსიპ ა--------–---------------–--------ოს წარმოებაშია, ა--------–---------------–--------ოს მიერ 29.12.2015 წელს გაცემული №151113312/135636 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება №1-------). აღნიშნულო აქტისა და კრედიტორის განცხადებით ჯ-------–- ბ------–---–ს (0----------) დ----- მ------–---–სა (0----------) და ი-----–--ა მ------–---–ს (0----------) სოლიდარულად დაეკისრათ 13273.35 აშშ დოლარისა და 200 ლარის გადახდა სს ”ფ---- ბანკი საქართველო”-ს (2--------) სასარგებლოდ. აღნიშნული აქტის აღსრულების მიზნით აღმასრულებელმა მოვალეებს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად გაუგზავნა წინადადება, ნებაყოფლობით შეტყობინების მიღებიდან 7(შვიდი) დღის ვადაში, გადაეხადათ დაკისრებული თანხა. ასევე განემარტათ რომ თანხის ნებაყოფლობით გადახდის შემთხვევაში გადასახდელი იქნება მხოლოდ მათთვის დაკისრებული თანხმა და კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასური-მოთხოვნის 2% (არანაკლებ 50 ლარისა). აღნიშნული გაფრთხილება მოვალეებს ჩაბარდათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ვინაიდან მოვალეებმა არ გადაიხადეს მათზე დაკისრებული თანხმა აღმასრულებელი გამოცხადდა მოვალის იურიდიულ მისამართზე და მოახდინა ქონების აღწერა-დაყადაღება. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად, 1. ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღმასრულებელმა აღნიშნული მოქმედება განახორციელა კანონის სრული დაცვით.

2.2. მოპასუხე დ----- მ------–---–მა სარჩელი სცნო და განმარტა, რომ ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ მოსარჩელისათვის, რომელიც არის მისი ყოფილი მეუღლე, მას არ უთქვამს არაფერი. როცა თვითონ შეიტყო აღნიშნული, იგი ეჩხუბა, რომ სხვისი ვალების გამო დაუყადაღეს ქონება. დრო არ იცის ზუსტად და არც საწინააღმდეგო ინფორმაციას ფლობს აქტის ჩაბარებასთან დაკავშირებით. მოსარჩელეს ეს ნივთები შეძენილი აქვს თავისი ინიციატივით, მათი განქორწინების შემდეგ. მას განვადების ფულის დაფარვაში ეხმარებოდა თავისი ძმა. მოსარჩელეს მშობლებმა აჩუქეს მზითვის სახით დივანი და ორი კრესლო, ასევე რამოდენიმე ხალიჩა. მოსარჩელე არის მისი ყოფილი მეუღლე. მასთან განქორწინებულია 2013 წლიდან. იგი ქორწინების პერიოდში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა მშობლების სახლში დუისში. განქორწინების შემდეგ მოსარჩელე კვლავ ცხოვრობს მისი მშობლების სახლში, რადგან ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები და მათ გაზრდაში ეხმარებიან. იგი რეგისტრირებულია აღნიშნულ მისამართზე, მაგრამ განქორწინების შემდეგ ფაქტობრივად ცხოვრობს ახლობლის სახლში, ამავე სოფელში. მშობლების სახლში მისი შეძენილი საოჯახო ნივთები არ არის. სკამები, მაგიდა და საწოლები არის მისი მშობლების შეძენილი და ეტყობათ სიძველეც. რაც შეეხება ელექტროტექნიკას, ისინი შეძენილია მოსარჩელის მიერ მათი განქორწინების შემდეგ და ისინი მისი პირადი ნივთებია. მას ამის არც ფინანსური საშუალება აქვს და არც სურვილი არ გამოუთქვამს. მას პირად საკუთრებაში ჰქონდა მხოლოდ ერთი ავტომობილი, რომლის რეალიზაციაც უკვე მოხდა თავდებობის გამო ვალის გასასტუმრებლად. სარჩელს ცნობს და თანახმაა ყადაღა მოეხსნას აღმასრულებლის მიერ აღწერილ ნივთებს, რადგან ისინი არის მოსარჩელის საკუთრება.

2.3. მოპასუხე სს ,,ფ---- ბანკი საქართველოს“ წარმომადგენელმა მ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და ითხოვა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

2.4.მოპასუხეები ჯ-------–- ბ------–---–ი და ი-----–--ა მ------–---–ი სასამართლო სხდომაზე რა გამოცხადდნენ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 20 მაისს კ-------------------–-----------ოს უ--------------------–--ლის მ-----– ფ------–---–ის მიერ დაყადაღებული იქნა მის საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც აუქციონზე არ არის გატანილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი N97847 (ს.ფ. 18-19).

 

3.1.2. ტელევიზორი და მტვერსასრუტი შეიძინა ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიაში განვადებით, ხოლო მაცივარი და სარეცხი მანქანა შეიძინა მაღაზიაში განვადებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–ამონაწერი მომხმარებლის გადახდის თაობაზე(ს.ფ.

 

3.1.3. სამი ხალიჩა, დივანი და ორი სავარძელი გათხოვების შემდგომ მისი მშობლებისგან გადაეცა მზითევის სახით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– მოწმე ც-–--ო მ----–---–---–ის ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2013 წლის 15 თებერვლიდან მოსარჩელე თ---------–---–ი არის განქორწინებული დ----- მ------–---–თან, თუმცა ერთ სახლში განაგრძობენ ცხოვრებას, ამავე სახლში ცხოვრობს მოპასუხე ი-----–--ა მ------–---–იც და ეწევიან ერთ საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– განქორწინების მოწმობა (ს.ფ. 15)

- მოწმე ც-–--ო მ----–---–---–ის ჩვენება(ოქმი)

3.2.2. ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში N97847 მითითებული ნივთების 1) დიდი ზომის მაცივარი, ფირმა ,,სამსუგნი“, 2) კომპიუტერი, მონიტორი ფირმა ,,ფ--–---ი“ თეთრი ფერის; 3) სარეცხი მანქანის, ფირმა ,,ს-------ის“; 4) ძირს დასაფენი ყავისფერი ხალიჩა არ ეკუთვნის მოსარჩელეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ხოლო ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოპასუხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, ასეთი მტკიცებულებები კი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში N97847 მითითებული ნივთების 1) დიდი ზომის მაცივარის, ფირმა ,,სამსუგნი“, 2) კომპიუტერის, მონიტორი ფირმა ,,ფ--–---ი“ თეთრი ფერის; 3) სარეცხი მანქანის, ფირმა ,,ს-------ის“; 4) ძირს დასაფენი ყავისფერი ხალიჩის საკუთრების შესახებ მოსარჩელე მხარეს არ წარმუდგენია სასამართლოსათვის.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ---------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე , 158-ე, 170-ე მუხლები;

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40, 44-ე მუხლი.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.

6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/ და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე მუხლის მე-4. პუნქტის თანახმად, აღმასრულებელს ყადაღადადებული ფული დაუყოვნებლივ შეაქვს ა--------–---------------–--------ოს სადეპოზიტო ანგარიშზე (კერძო აღმასრულებელს – საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე), ხოლო ყადაღადადებულ ფასიან ქაღალდებსა და ძვირფასეულობას იგი იღებს და ინახავს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ, დაცულ სათავსში. ეს ეხება სხვა ყადაღადადებულ ნივთებსაც, თუ არსებობს ამ ნივთების ხელყოფის საშიშროება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისა და მოწმე ც-–--ო მ----–---–---–ის განმარტების თანახმად დადგენილია რომ მოპასუხეები დ----- მ------–---–ი, ი-----–--ა მ------–---–ი და მოსარჩელე თ---------–---–ი ერთ სახლში განაგრძობენ ცხოვრებას და ერთ მეურნეობას ეწევიან. ასევე დადგენილია რომ აქტში მითითებული სადავო ყადაღადადებული ნივთები შესანახად ჩაბარდა დ----- მ------–---–ს.

 

6.3. საქართველოს საოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით).

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ მესაკუთრედ ყოფნის უფლება დამყარებულია ვარაუდზე, რადგან შესაძლებელია ნივთის მფლობელი არც იყოს ნივთის მესაკუთრე, შესაბამისად, მხოლოდ ნივთის მფლობელობა არ წარმოშობს საკუთრების უფლებას ამ ნივთზე, თუ დამტკიცდება, რომ საკუთრების უფლება ნივთზე მოპოვებულია სხვა ურთიერთობიდან გამომდინარე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქონების აღწერისა და ყადაღის აქტით დაყადაღებულ ნივთებზე: კ-------------------–-----------ოს აღმასრულებელ ვ------ მოსემღვდლისშვილის მიერ 20.05.2016 წლის აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღებული ნივთებზე: 1) ტელევიზორი ”ს-------ის”, 2) მტვერსასრუტზე ფირმა ,,ბ--–-ს” წითელი ფერის; 3) იატაკზე დასაფენი ხალიჩაზე, სამი ცალი ყავისფერი; 4) დივანზე და ორი სავაერძელზე, ყავისფერი არ დასტურდება დ----- მ------–---–ის საკუთრების უფლება, აღნიშნული ნივთები ეკუთვნის მოსარჩელეს, შესაბამისად, იგი პასუხს არ აგებს კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულებებისათვის, ამიტომ ამ ნივთების ყადაღის აქტიდან ამორიცხვის და მათი დაბრუნების შესახებ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში N97847 მითითებული ნივთების 1) დიდი ზომის მაცივარის, ფირმა ,,სამსუგნი“, 2) კომპიუტერის, მონიტორი ფირმა ,,ფ--–---ი“ თეთრი ფერის; 3) სარეცხი მანქანის, ფირმა ,,ს-------ის“; 4) ძირს დასაფენი ყავისფერი ხალიჩის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მართალია განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოსარჩელეს არც სარჩელით და არც სასამართლო განხილვის დროს პროცესის ხარჯების ანაზღაურება არ მოუთხოვია .

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებული 2016 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით.

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თ---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული აღწერილი და დაყადაღებული ნივთები: 1) ტელევიზორი ”ს-------ი”, 2) მტვერსასრუტი ფირმა ,,ბ--–-” წითელი ფერის; 3) იატაკზე დასაფენი ხალიჩა, სამი ცალი ყავისფერი; 4) დივანი და ორი სავაერძელი, ყავისფერი.

2. თ---------–---–ს, აღწერილი და დაყადაღებული ნივთების აქტებიდან: - 1) დიდი ზომის მაცივარის, ფირმა ,,სამსუგნი“, 2) კომპიუტერის, მონიტორი ფირმა ,,ფ--–---ი“ თეთრი ფერის; 3) სარეცხი მანქანის, ფირმა ,,ს-------ის“; 4) ძირს დასაფენი ყავისფერი ხალიჩის, ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.

4. სახელმწიფო ბაჟის მოსარჩელეს ჩაეთვალოს გადახდილად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე მარინე ცერცვაძე