განაჩენი

სისხლის სამართლის 01.03.2018
საქმის ნომერი
080100118002287640
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
01.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/9--18 (№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 თებერვალი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი

სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - და------ ვა----------ა

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - და---- კა-–----------ს ძე ფუ--–------ე - დაბადებული 1--- წლის 2- ს--------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, მე---- N-- ბინა N--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

და---- ფუ--–------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 05 იანვარს დაახლოებით 17:30 საათზე, ქუთაისში, კო--- მე---- ქუჩის N--/2--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში და---- ფუ--–------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნ---- პა-----, კერძოდ ხელი დაარტყა რამოდენიმეჯერ სახისა და თავის არეში, რის შედეგადაც ნ---- პა----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. და---- ფუ--–------ე 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის 5 იანვრის პერიოდში, ახორციელებდა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას ნ---- პა----- მიმართ, კერძოდ აგინებდა და ამცირებდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

 

2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის 5 იანვრის დროის პერიოდში, და---- ფუ--–------ე ქუთაისში, კო--- მე---- ქუჩის N--/2--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში და---- ფუ--–------ემ სიტყვიერ შეურაცხყოფას შვილის თა----- ფუ--–------ის მიმართ, კერძოდ აგინებდა და ამცირებდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შედეგადაც თა----- ფუ--–------ე განიცდიდა ტანჯვას.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულ ნ---- პა----- გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ თა----- ფუ--–------ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: ს------- ფუ--–------ის, შ----- ია------ის, ო----- გე-----ს, გამოკითხვის ოქმები, და---- ფუ–------ისა და ნ---- პა----- ქორწინების აქტის ჩანაწერი; ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0------- დასკვნა; ბრალდებულ და---- ფუ--–------ის გამოკითხვის ოქმი და სხვ.) ერთობლიობა და---- ფუ--–------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, რომ და---- ფუ--–------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ და---- ფუ--–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულის ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბრალდებულის ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, და---- ფუ--–------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ და---- ფუ--–------ის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 100 (ასი) საათის ოდენობით განსაზღვრა, საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

და---- ფუ--–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი) და მიესაჯოს:

სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით (2018 წლის 05 იანვრის ნ---- პა----- ეპიზოდი)

სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით (2018 წლის 05 იანვრის თა----- ფუ--–------ის ეპიზოდი)

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და საბოლოოდ და---- ფუ--–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.

და---- ფუ--–------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 05 იანვრიდან 2018 წლის 08 იანვრის ჩათვლით და საბოლოოდ და---- ფუ--–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ოდენობით.

გაუქმდეს და---- ფუ--–------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც დაევალოს აღნიშნული სასჯელის ღონისძიების აღსრულება და მასზე კონტროლი.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი