გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.03.2018
საქმის ნომერი
050210117002219209
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
01.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

050210117002219209

საქმე №2-999-17 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12.02.2018 წელი ქ.ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

მოსარჩელე: - შპს ,,სა-----ი“;

წარმომადგენელი: - გი-ი ნი–-----ე;

მოპასუხე: - ი/მ ,,ზა--ა ჭა--------ა“;

წარმომადგენელი: - ეკ--------ე მა-------–---–ი;

დავის საგანი: თანხის დაკისრება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ი/მ ,,ზა--ა ჭა--------ას“ შპს ,,სა-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2460 (ორი ათას ოთხას სამოცი) ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შპს ,,სა-----ი“ არის ფქვილის მწარმოებელი საწარმო, რომელიც შემოტანილი ხორბლის დაფრქვევისა და ტომრებში დაფასოების შემდეგ მოპასუხეს ი/მ ,,ზა--ა ჭა--------ას“ სხვადასხვა დროს მიაწოდა საქონელი/ფქვილი, რომელსაც დღეის მდგომარეობით დარჩენილი აქვს დავალიანება 2460 (ორი ათას ოთხას სამოცი) ლარის ოდენობით

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. კერძოდ, განმარტა, რომ მას მიღებული აქვს მხოლოდ 29645 ლარის ღირებულების პროდუქცია, რომლის ღირებულებაც ანა--ღაურებული აქვს სრულად, ამ დროისთვის კი შპს ,,სა-----ის“ მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს ,,სა-----ი“ არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. საიდენტიფიკაციო ნომერი: 4--------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურდიული პირების რეესტრიდან (იხ.ს/ფ 15-16);

 

3.2.2. ზა--ა ჭა--------ა არის ინდი-იდუალური მეწარმე. საიდენტიფიკაციო ნომერი: 2----------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურდიული პირების რეესტრიდან (იხ.ს/ფ 17-18);

 

3.2.3. შპს ,,სა-----მა“ მოპასუხეს ი/მ ,,ზა--ა ჭა--------ას 2017 წლის 14 მაისიდან დღემდე მიაწოდა სულ 32 105 (ოცდათორემეტი ათას ასხუთი) ლარის პროდუქცია/ ფქვილი, ხოლო მოპასუხის მიერ გადახდილია მხოლოდ 29 645 (ოცდაცხრა ათას ექვსასორმოცდახუთი) ლარი. მოპასუხეს დარჩენილი აქვს საქონლის ღირებულების დავალიანება 2460 (ორი ათას ოთხას სამოცი) ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები (იხ.ს/ფ 19-38;108-138);

- ანგარიშის ბარათი (იხ.ს/ფ 39-41;101-104);

 

3.2.4. შპს ,,სა-----ის'' 2017 წლის 29 ოქტომბრის №01/21-ად შეტყობინებით ი/მ ,,ზა--ა ჭა--------ას'' ეცნობა, რომ შპს ,,სა-----ის'' მიმართ საქონლის ღირებულების დავალიანება შეადგენს 2460 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,სა-----ის'' 2017 წლის 29 ოქტომბრის №01/21-ად შეტყობინება (იხ.ს/ფ 42);

 

3.2.5. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრი-ი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. სასამართლო ორი-ე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსა--რებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსა--ღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრი-ი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორი-ე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

ამდენად, სასამართლო სამოქალაქო პროცესში შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნი-თიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრი-ი და სამართლებრი-ი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრი-ი შეფასების შედეგად სასამართლო მი-იდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე მუხლები;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3, 316-ე, 319-ე, 317-ე, 477-ე, 361-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორი-ე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსა--ღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრი-ი, ისე საპროცესო-სამართლებრი-ი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრი- დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრი-ი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსა--ღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოებს ნასყიდობის ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო ხასიათის სამართლებრი-ი დავა. ორი-ე მხარემ გამოავლინა ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც გახდა ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსა--ღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონება--ე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსა--ღვრის საშუალებებზე.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეების სადაოდ არ ხდიან, რომ შპს ,,სა-----ი’’ სასაქონლო ზედნადების საფუძველზე მოპასუხე ი/მ ზა--ა ჭა--------ას აწვდიდა სასურსათო საქონელს (ფქვილი/ქატო).

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით განსა--ღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანა--ღაურება მოსარჩელე შპს ,,სა-----ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე ი/მ ,,ზა--ა ჭა--------ას“.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამა--ე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოპასუხემ დაარღვია ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, წარმოდგენილი ელექტრონული ზედნადებების საფუძველზე, მოსარჩელე შპს ,,სა-----ის’’ სასარგებლოდ ი/მ ზა--ა ჭა--------ას უნდა დაეკისროს 2460 ლარის დავალიანება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსა--ღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრი-, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონი-რულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში ი/მ ,,ზა--ა ჭა--------ას“ შპს ,,სა-----ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის, სარჩელზე გადახდილი ბაჟის თანხის 100 (ასი) ლარის გადახდა.

მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს გარეშე ხარჯების 31 ლარისა და 50 თეთრის გადახდის თაობა--ე არ დაკმაყოფილდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შპს ,,სა-----ის'' შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრი-. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ი/მ ,,ზა--ა ჭა--------ას’’ (ს/კ 2----------) სახელზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას (მარკა ,,ოპელ ვექტრა B კარავანი'', სახელმწიფო ნომერი VX588XV, გამოშვების წელი - 2000, ტექ.პასპორტი CV0400768, ვინ კოდი - WOLOJBF3511063811).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღება--ე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილება--ე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩი-რდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩი-რებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე 257-258-ე, 2591-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,სა-----ის“ სარჩელი ი/მ ,,ზა--ა ჭა--------ას“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს;

 

2. ი/მ ,,ზა--ა ჭა--------ას“ მოსარჩელე შპს ,,სა-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიწოდებული საქონლის ღირებულების, დებიტორული დავალიანების 2460 (ორი ათას ოთხას სამოცი) ლარის გადახდა;

3. ი/მ ,,ზა--ა ჭა--------ას“ მოსარჩელე შპს ,,სა-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს შპს ,,სა-----ის“ მიერ წინასწარ, უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 100 (ასი) ლარის გადახდა.

4. შპს ,,სა-----ის'' სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს გარეშე ხარჯების 31 ლარისა და 50 თეთრის გადახდის თაობა--ე არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილების გასაჩი-რების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩი-რების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩი-რდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;

 

მოსამართლე: ნანა ჯოხაძე