განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2018
საქმის ნომერი
060100117002324024
დავის ტიპი
273
თარიღი
26.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/209-17წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2018 წელი ქ. სამტრედია.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან მეშველიანი

სხდომის მდივანი - ლევან ლეჟავა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ--- გო–--ე.

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი-----–- ბ----–--–---–ი. (დაუსწრებლად)

მამის სახელი: ზ----.

დაბადებული: 2-.0-.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 3----------

მცხოვრები: ქ----------------------–-----–-----------–--

 

ადვოკატი - მე---- წუ-–-ია.

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დამნაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლები პირის მიერ.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2017 წლის 30 ნოემბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/13/732 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი კანონი, რომელსაც ემყარება ი-----–- ბ----–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აქედან გამომდინარე სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განჩინებით ბრალდებულ ი-----–- ბ----–--–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებული სისხლისამართლებრივი დევნა შეწყდა, საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენით, ი-----–- ბ----–--–---–ს, მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოო სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, აღნიშნულის შემდეგ, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ნასამართლევმა ი-----–- ბ----–--–---–მა, კვლავ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, რაც ექსპერტიზით დაუდგინდა 2017 წლის 10 აგვისტოს სამტრედიაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

2. წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებული ი-----–- ბ----–--–---–ი დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრუ-–-დ ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–- ბ----–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

5. ანტონ დოლიძის გამოკითხვის ოქმი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენი, ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნა, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2- ოქტომბრის დადგენილება, ნასამართლობის ცნობა და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.

 

6. მითითებული არასადავო მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადასტურებუ-–-დ მიიჩნევს, რომ ი-----–- ბ----–--–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დამნაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

7. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“.

 

8. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებუ-–-დ მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება :

 

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებუ-–-დ მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----–- ბ----–--–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

11. ი-----–- ბ----–--–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

12. ი-----–- ბ----–--–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა გამოძიებასთან თანამშრომლობა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

14. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

15. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

16. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

17. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

19. ი. ბ----–--–---–ის მიმართ კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, სასამართლო ითვალისწინებს როგორც დანაშაულის მოტივისა და მიზნას, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, ასევე მხედველობაში იღებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებას (საქმე №602აპ-5), რომელშიც მიუთითა, რომ „...პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ჩამდენს უქმნის საფრთხეს, მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ, უმიზნო და შესაბამისად, გაუმართლებელია.“

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვლისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–- ბ----–--–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი-----–- ბ----–--–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა ’ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ი-----–- ბ----–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ი-----–- ბ----–--–---–ს “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - ხოლო ათი წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

ი-----–- ბ----–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეტა პალატაში, ხოლო მსჯავრდებულს ი-----–- ბ----–--–---–ს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუვნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა მის დაუსწრებლად უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან თუ იგი მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე. დამატებით მიუთითებთ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მისამართია ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით მის,.ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1.

 

მოსამართლე ლევან მეშველიანი