განაჩენი

სისხლის სამართლის 22.02.2018
საქმის ნომერი
080100117002158313
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
22.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1/837-17.წ

გამოძიების ნომერი N041270917009

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი------ გო--------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - თა----- გი-----------ი

მამის სახელი: ჯე-----ი

პირადი ნომერი: N6----------

დაბადების თარიღი: 14.11.1977 წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ეროვნება: ქართველი

ნასამართლობა: მქონე

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, აღ--–-----–ის გამზ. #52/13

 

ადვოკატი: ილ-- ჯა---–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2017 წლის 27 სექტემბერს, საღამოს, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე, ქ. ქუთაისი, აღ--–-----–ის გამზირი #52/13-ში ოჯახური ძალადობის გამო ნასამართლევმა თა---- გი-----------მა, არასრულწლოვანი შვილის - თე--–- გი-----------ის თანდასწრებით, იძალადა მეუღლეზე - მა-- გრ---–--ეზე. (სახეში და ყელში რამოდენიმეჯერ გაარტყა ხელი, მოქაჩა თმებში). ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომელიც, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა თა----- გი-----------მა ჩაიდინა, სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული--ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.

 

აღნიშნული დასკვნის საფუძველია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მა-- გრ---–--ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ შემთხვევის დღეს 2017 წლის 27 სექტემბერს საღამოს საათებში თავის არასრულწლოვან შვილთან თე--–- გი-----------თან ერთად იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. რა დროსაც, სახლში დაბრუნდა მისი მეუღლე თა---- გი-----------ი, რომელიც იყო მთვრალი და ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაწყო მას სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, ხოლო, შემდეგ კი გადავიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე და ხელი დაარტყა სახისა და კისრის არეში, ასევე, მოქაჩა თმებში. მათ შორის გაშველების მიზნით ჩადგა სახლში მყოფი მათი არასრულწლოვანი შვილი თე--–- გი-----------ი, რომელსაც თა---- გი-----------მა ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაზარალებულის განმარტებით, მისი მეუღლის თა----- გი-----------ის მხრიდან ადრეც ჰქონდა ადგილი ძალადობის ფაქტს მის მიმართ. იგი ხშირად სვამს და აყენებს მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამ ფაქტთან დაკავშირებით თე--–- გი-----------მა დარეკა პოლიციაში, მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც თა---- გი-----------ი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. განმარტავს, რომ შემთხვევის დღეს, მისი შვილი თე--–- გი-----------ი იყო 17 წლის.

 

მოწმე თე--–- გი-----------მა, ასევე დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს, 2017 წლის 27 სექტემბერს დედასთან მა-- გრ---–--ესთან ერთად საღამოს საათებში იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც, სახლში დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მისი მამა თა---- გი-----------ი, რომელიც ყოველგვარი მიზეზის გარეშე პირდაპირ გადავიდა დედამისის მა-- გრ---–--ის შეურაცხყოფაზე. რომელსაც სახის არეში გაარტყა ხელი. იგი მათ ორივეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. განმარტავს, რომ მის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილია არ ჰქონია. ადასტურებს, რომ მის მამას თა---- გი-----------ს წარსულში ხშირად მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა მისი დედისათვის - მა-- გრ---–--ისთვის. კონფლიქტის მიზეზი ყოველთვის იყო მამამისის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა, ხოლო, ფხიზელ მდგომარეობაში ასეთი რამ არ გაუკეთებია. ამ ფაქტთან დაკავშირებით მან აცნობა პოლიციას, საიდანაც მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და მისი მამა თა---- გი-----------ი წაიყვანეს, ასევე, გამოკითხეს ისინი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა, პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ- გამომძიებელმა გი------ ნა------მ აჩვენა, რომ განყოფილებაში შესული შეტყობინების თანახმად, მოქალაქე მა-- გრ---–--ე ითხოვდა დახმარებას, რადგანაც მეუღლე აყენებდა შეურაცხყოფას, პოლიციის თანამშრომელ გი--------–--ესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. სადაც ნახა, რომ ბრალდებული თა---- გი-----------ი ოჯახში იქცეოდა აგრესიულად. უცენზურო სიტყვებით მიმართავდა მის მეუღლეს მა-- გრ---–--ეს. ეუბნებოდა მას, რომ ,,პატრულის თანამშრომლები რომ წავლენ გიჩვენებ რასაც გიზამო“. იქვე იმყოფებოდა მათი შვილი, რომელიც იყო შეშინებული და იჯდა კუთხეში. იმის გამო, რომ თა---- გი-----------ი მათი მისვლის მიუხედავად აგრძელებდა მის მეუღლეზე შეურაცხყოფის მიყენებას და ასევე არსებობდა საფრთხე, რომ იგი გააგრძელებდა მისი მეუღლის მიმართ შეურაცხყოფის მიყენებას, იგი დაკავებული იქნა შემთხვევის ადგილზე მათ მიერ და გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს, მათი ძირითადი ყურადღება მიმართული იყო მა-- გრ---–--ისაკენ, რომელიც იყო ძალიან აღელვებული, რის გამოც, ზუსტად არ იცის იქვე მყოფ არასრულწლოვანს აღენიშნებოდა თუ არა რაიმე სახის დაზიანება.

 

ანალოგიურად განმარტა, პოლიციის თანამშრომელმა, მოწმის სახით დაკითხულმა გი--------–--ემ და დაადასტურა, რომ შემთხვევი ადგილზე მყოფი თა---- გი-----------ი მათი მისვლის შემდგომაც მის მეუღლეს მა-- გრ---–--ეს და მათ არასრულწლოვან შვილს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, მათ მიერ იქნა დაკავებული და გადაყვანილი პოლიციის განყოფილებაში. თა---- გი-----------მა გაურკვეველი მიზეზით დაკავების ოქმს ხელი არ მოაწერა.

 

მოწმე ლე--- შა-–--------ე განმარტა, რომ მის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე თა---- გი-----------ის მიმართ, საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო პოლიციის განყოფილებაში 2017 წლის 27 სექტემბერს შესული შეტყობინება განხორციელებული თე--–- გი-----------ის მიერ, ოჯახურ ძალადობაზე, მის მიერ გამოკითხული იქნა არასრულწლოვანი თე--–- გი-----------ი მისი კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით. გამოკითხა დაზარალებული, დანიშნა ექსპერტიზები და ასევე, მის მიერ იქნა გამოკითხული შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლები, ბრალი წარუდგინა თა---- გი-----------ს, რომელმაც ხელმოწერებზე განცხადა უარი იმ მიზეზით, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობდა. მოწმის განმარტებით, იგი შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა.

 

ანალოგიურად განმარტა, მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გი------ გი-------ემ და დაადასტურა, რომ პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც იღებდა მონაწილეობას. მის მიერ დაზარალებულ მა-- გრ---–--ისაგან ამოღებული იქნა ამ უკანასკნელის კუთვნილი ტანსაცმელი (სარაფანი), რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამ ტანსაცმლის ამოღება მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ მასზე არსებობდა დაზიანებები, რომელიც გამოწვეული იყო დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების აღწერა:

 

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა თა----- გი-----------მა, საქმის სასამართლო განხილვის დროს, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, დაურეკა მის მეუღლეს მა-- გრ---–--ეს რათა ,,ჭავჭავაძის ბაზრობაზე“ წასულიყვნენ საკვები პროდუქტების საყიდლად და შემდგომ ეს პროდუქტები მიეტანათ სახლში. მა-- გრ---–--ემ არ იცოდა, რომ მას გარდაცვლილი ყავდა ახლო ნათესავი და ამის გამო მა-- გრ---–--ე სამგზავრო მარშუტით გაუშვა სახლში და თვითონ წავიდა ახლობლის პანაშვიდზე, სადაც მიიღო 3-4 ჭიქა ალკოჰოლური სასმელი და შემდეგ დაახლოებით ხუთი საათისთვის წამოვიდა სახლში. განმარტავს, რომ სახლში მისვლამდე ცოტა ხნით გაჩერდა საერთო საცხოვრებლის ეზოში, სადაც მისი შვილის მიმართ ისეთი რამ გაიგო რაც არ მოეწონა და ამის გამო შინ მისულმა უსაყვედურა მის შვილს. ბრალდებულის განმარტებით, იმის ნაცვლად, რომ მის მეუღლეს მა-- გრ---–--ეს ამ ამბავში მისი მხარი დაეჭირა მან ბავშვი დაიცვა და ამის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. ამის შემდგომ დაჯდა მდივანზე და დაიწყო ტელევიზორის ყურება, რა დროსაც, დაახლოებით 15 წუთში მისი მეუღლე და შვილი პატრულის თანამშრომელთან ერთად შევიდნენ ოთახში და მის კითხვაზე, თუ რაში იყო საქმე, პატრულის თანამშრომელმა აუხსნა, რომ მის მეუღლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის გამო იმყოფებოდა მათთან. ბრალდებული არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას, თავს არ ცნობს დამნაშავედ და უარყოფს მისი მხრიდან მის მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს.

 

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება რელევანტურია, იგი შესაძლებელია სასამართლოს მიერ არ იქნეს გაზიარებული თუ იგი არსებითად ეწინააღმდეგება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყევტილების მისაღებად მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს მათ შეფასებას ცალ-ცალკე და საბოლოოდ ერთობლივად სხვა მტკიცებულებათა მიმართებით.

 

მტკიცებულებები რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას:

 

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა, ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება. არსებობს მტკიცებულება, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგება და უტყუარობის უმაღლესი ხარისხით ადასტურებს მას. ძირითადად ასეთი მტკიცებულებებს ექსპერტიზის დასკვნებიწარმოადგენს.

 

საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ექსპერტიზის დასკვნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც, ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით. რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წამოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მის შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N005725117 დასკვნის თანახმად ,,27.09.17წ. 21:39-21;50 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მა-- გრ---–--ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და I ხარისხის დამწვრობითი უბნების სახით. დაზიანებები I ხარისხის დამწვრობითი უბნების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები I ხარისხის დამწვრობითი უბნების სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.“

 

საქმეში არსებული 2017 წლის 27 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ,,მა-- გრ---–--ისაგან ამოღებული იქნა მუქი ფერის კაბა ღია ფერის წვრილი ,,კოპლებით“, რომელსაც დაზიანება აღენიშნება უკანა მხარეს, მარცხენა მხარის მიდამოში. ასევე, დაზიანება აღენიშნება წინა მხარეს ქვედა ნაწილზე და ასევე, დაზიანებები აღენიშნება კაბას სხვადასხვა ადგილებზე.“ ამოღების ოქმი შედგენილ-- ქუთაისის სქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის გი------ გი-------ის მიერ. ამოსაღები ნივთი ნებაყოფლობით წარადგინა მა-- გრ---–--ემ ამოღების ოქმი ხელმოწერილია ამოღებაში მონაწილე პირების მიერ.

 

საქმეში არსებული ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების #005651517 დასკვნით, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, თა---- გი-----------ს დაუდგინდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა, დასკვნა შედგენილია 27.09.2017 წელს.( სს საქმე ს/ფ 19.)

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის:

 

საქმეში არსებული შეტყობინების (რეგისტრაციის N2329882) თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შევიდა შეტყობინება.

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათში მითითებულია, რომ განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, 2017 წლის 27 სექტემბერს, ქ. ქუთაისში, აღ--–-----–ის გამზირი N52/13-ში მცხოვრებ მა-- გრ---–--ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ თა---- გი-----------მა.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებებს და უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებები რომლებიც, უშუალოდ აღწერენ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს და ადასტურებენ მათ.

 

განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შინაარსობრივად შეფასდეს საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხული მოწმის თე--–- გი-----------ის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც, ეს უკანასკნელი უშუალოდ შეესწრო მის მშობლებს შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას. მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ მოწმემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს სრულყოფილად აღწერა და დაადასტურა, მისი მამის - ბრალდებულ თა---- გი-----------ის მხრიდან შემთხვევის ადგილზე განხორციელებული ძალადობრივი მოქმედების ფაქტი, კერძოდ, მიუთითა, რომ შემთხვევის დღეს 2017 წლის 27 სექტემბერს დედასთან მა-- გრ---–--ესთან ერთად საღამოს საათებში იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც სახლში დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მისი მამა თა---- გი-----------ი, რომელიც ყოველგვარი მიზეზის გარეშე პირდაპირ გადავიდა დედამისის მა-- გრ---–--ის შეურაცხყოფაზე. რომელსაც სახის არეში გაარტყა ხელი. იგი მათ ორივეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. განმარტავს, რომ მის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილია არ ჰქონია. ადასტურებს, რომ მის მამას თა---- გი-----------ს წარსულში ხშირად მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა მისი დედისათვის - მა-- გრ---–--ისათვის. ამასთან საქმის სასამართლო განხილვის დროს მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა, რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ეჭვს შეიტანდა ფაქტის შემსწრე მოწმის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებების სისწორეში.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოწმის ჩვენებაში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა თა----- გი-----------მა, 2017 წლის 27 სექტემბერს, მის მეუღლის მა-- გრ---–--ის მიმართ განახორციელა ძალადობრივი მოქმედება, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოწმე თე--–- გი-----------ის ჩვენება, ასევე, დადასტურებულ-- დაზარალებულ მა-- გრ---–--ის მიმართ, ჩატარებულ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N005725117 დასკვნით, სადაც მითითებულ--, რომ ,,27.09.17წ. 21:39-21;50 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მა-- გრ---–--ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის.....სახით. ... დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.....დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს“. საქმის სასამართლო განხილვის დროს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისაგან ამოღებული ამ უკანასკნელის კუთვნილი დაზიანებული კაბა, რომელსაც დათვალიერებით სხვადასხვა ადგილას აღენიშნებოდა დაზიანებები. საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული აღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებები ეწინააღმდეგებიან საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ თა----- გი-----------ის ჩვენებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მას დაზარალებულისთვის რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია, რაც, ბრალდებულის ჩვენების გარდა დადასტურებული არ არის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული სხვა მტკიცებულებებით და არსებითად ეწინააღმდეგება მათ. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს და შეიცავენ საკმარის საფუძველს ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც მათ გააჩნიათ უფრო მეტი მტკიცებულებითი ღირებულება, ვიდრე ბრალდებულის მიერ მითითბულ გარემოებებს, რის გამოც, სასამრთლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ თა----- გი-----------ის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სრულად შეიცავს მის მიმართ წარდგენილი ბრალდების შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს.

 

ამდენად, მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N005725117 დასკვნით, საქმეში არსებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების სასამართლო გამოკვლევით, მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა თა----- გი-----------მა, ჩაიდინა-ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.

 

ქმედების, სამართლებრივი აღწერა:

 

იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ თა----- გი-----------ის მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია, მის მიმართ, წარდგენილი ბრალდებებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სისხლის სამართლისა კოდექსის 1261 მუხლის შემადგენლობისათვის აუცილებელია ძალადობა გამოხატული იყოს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ძალადობა, თავისი შინაარსით გამოიხატება მოქმედებაში და მიზეზობრივ კავშირშია ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამ შემთხვევაში სახეზეა განზრახი დანაშაული, რა დროსაც, მოტივსა და მიზანს არ გააჩნია მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია, რომ უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგი-ფიზიკური ტკივილი, რასაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი არ ექნება ამ კვალიფიკაციისათვის დამახასიათებელ დანაშაულის შემადგენლობას.

 

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერ განზრახ დანაშაულს გააჩნია თავისი მოტივი და მიზანი. პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, ხასიათდება თავისთვის დამახასიათებელი ნებელობითი ხასიათით, რის გამოც, პირველ რიგში დადგენილი უნდა იქნეს, თუ რისი მიღწევა სურდა ქმედების ჩამდენს და რა მიზანი ამოძრავებდა მას, რაც, შესაძლებელს გახდის დადგინდეს ბრალდებულის განზრახვის შინაარსი და ხელს შეუწყობს სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასებას. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ერთობლიობაში შეფასდეს საქმეში არსებული მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდგომ განისაზღვროს, არსებობს თუ არა წარდგენილი ბრალდების შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ყველა არსებითი ნიშანი.

 

წარდგენილ ბრალდებებში, ბრალდებულის განზრახვის შინაარსის საკითხის გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოების ერთობლიობა, მათ შორის ბრალდებულის ქცევა დანაშაულის ჩადენის დროს და ამის შედეგად შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, რაც, იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ბრალდებულმა თა----- გი-----------მა ჩაიდინა ძალადობრივი ქმედება, რომელიც მიმართული იყო მისი მეუღლის მა-- გრ---–--ის მიმართ, რადგანაც, სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით დადგენილია, რომ დაზარალებულმა მა-- გრ---–--ემ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნული მიუთითებს, რომ ბრალდებულის ქმედება სრულად შეიცავს ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშნს და გამორიცხავს ბრალდებულის ჩვენებას იმ ნაწილში, სადაც იგი მთლიანად უარყოფს მისი მხრიდან დაზარალებულის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს.

 

შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ თა----- გი-----------ს შემამსუბუქებელი არ გააჩნია. ხოლო და დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა მთვრალ მდგომარეობაში.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

 

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კერძო და ზოგადი პრევენციების მიზნების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, ამასთან სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს და მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების საზოგადოებრივად საშიში ხასიათის გათვალისწინებით, ბრალდებულ თა----- გი-----------ის მიმართ, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბრალდებული, თა----- გი-----------ი, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

2. საქართველოს სისხლის სამართლის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თა----- გი-----------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 წლით, 11 თვით და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, თა----- გი-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

3. გაუქმდეს თა----- გი-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, მსჯავრდებულ თა----- გი-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 27 სექტემბრიდან.

4. სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: მა-- გრ---–--ისგან ამოღებული კაბა, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე