განაჩენი

სისხლის სამართლის 02.03.2018
საქმის ნომერი
120100118002269039
დავის ტიპი
187 1
თარიღი
02.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/035-18 წ. 28 თებერვალი, 20-8 წელი ქ. ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - ო------ ს--------;

 

დაცვის მხარე - ბრალდებული - რ----- ა------–-–---–- - საქართველოს მოქალაქე, დაბ.1--1--1--- წელს ქ.ბ---------–-, პ/ნ 1---------- რეგისტრირებული და მცხოვრები ქ.ბ----------- რაიონის სოფ.ტ-------------–-;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა

20-7 წლის 19 დეკემბერს დაახლოებით 20:30 საათზე ბ----------- რაიონის სოფ.ტ-------------–-, სამცხე-ჯავახეთის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს ა-–---- გ------–---- და გ--–- მ---------–-, რომლებიც იმყოფებოდნენ სამსახურეობრივი, ლოგოიანი ავტომანქანა,,მ-–----–---–----“ სახ. N B--------, მივიდა ავტომანქანასთან და დაუწყო ხელთ არსებული ცულით დაზიანება, რომელმაც ავტომანქანას რამოდენიმეჯერ დაარტყა ცული, ჩაუმტვრია უკანა მარცხენა და შუა სამუხრუჭე მაშუქები, გაუტეხა უკანა საქარე მინა, დაუზიანა უკანა ბამპერის მარცხენა კუთხე და საბარგულის კარი, დააგდო ცული ძირს და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, რითაც სამცხე-ჯავახეთის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურს მიაყენა 880 ლარის ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,სამართლებრივი შეფასება

ბრალდებულმა რ----- ა------–-–---–-- აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, მოწმეების: უ-- დ--–--–-–---–--, ა-–---- გ-----–----, გ--–- მ---------–--, ქ------- ლ------- ჩვენებები, რ---- ა------–-–---–-ს აღიარებითი ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. მტკიცებულებათა ჩამონათვალი დამტკიცდა სასამართლოს მიერ წინასასამართლო სხდომის დროს, როგორც უდავო მტკიცებულებანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა რ----- ა------–-–---–-ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები

რ----- ა------–-–---–- პასუხისმგებლობის დამამაძიმებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს ქმედების ჩადენას სახელმწიფოს ქონების მიმართ, რაც აფერხებს ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლების მიერ დაკისრებული უფლებამოვალეობის შესრულების შესაძლებლობას. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- ა------–-–---–- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვლება პირობით გამოსაცდელი ვადით. სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დაზიანებას, იმ მიზნით, რომ გარემოსდაცვითი ზედამხვედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეეწყვიტათ დაკისრებული მოვალეობის შესრულება. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმისათვის, რომ შესრულდეს სასჯელის მიზნები, ძირითად სასჯელთან ერთად უნდა იქნეს გამოყენებული დამატებითი სასჯელი -1000 ლარის ოდენობით. დანიშნული სასჯელი გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების მეტად მაღალი ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ----- ა------–-–---–- (პ/ნ 1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- წლის ვადით.

- საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 6--ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 0- წელი.

1.2. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

2. რ----- ა------–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად 3000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ო----- ა------–-–---–-ს (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე რაიონი ბ----------, დაბა წ--------(თ--–------), ზონა-ბ---------6-, სექტორი-გ------–---------------, კვარტალი 0-, ნაკვეთი 0--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი- საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება-სასოფლო-სამეურნეო(სახნავი) დაზუსტებული ფართობი-7803.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი-6-.0--2--0---

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

4. ჯარიმის გადახდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. ნივთიერი მტკიცებულება კერძოდ:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოცხრილები ჩაწერილი 1 ცალ CD დისკად და ერთვის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- ავტომანქანა,,მ-–----–---–----“ სახ. N B-------- და მაშუქის ნამსხვრევები რომელიც ინახება შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამინისტროს.

- ხისტარიანი ცული რომელიც ინახება შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განაგურდეს კანონით დადგენილი წესით.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი