გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2018
საქმის ნომერი
150210018002315497
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
05.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

150210018002315497

# 2/35-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

0-.3.2018 წ. ქ. ა---–---–--ი

შესავალი ნაწილი

ა---–---–--ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე _ ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი _ ეთერ მაღრაძე

მოსარჩელეები _ ან--–--------ნ, აზ-------------ან

წარმომადგენელი - მი----–---------ი

მოპასუხე _ ვა----–-------------ნი

თარჯიმანი - სუ---------–---ძე

დავის საგანი _ დანაშაულით მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ვა----–-------------ნს ან--–--------ნისა და აზ-------------ანის სასარგებლოდ დაეკისროს გზის ხარჯი 500 ლარის ოდენობით და დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური, ფიზიკური და სულიერი ზიანის ანაზღაურება თითო ადამიანზე 1000-1000 ლარის გადახდა, ჯამში 2 500 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელეების განმარტებით ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს 201- წლის 29 სექტემბრის განაჩენით ვა----–-------------ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით მას დაეკისრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედებით ან--–--------ნმა და აზ-------------ანმა მიიღეს სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. 201- წლის 0- აპრილს მოსარჩელეებმა მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას შ-- „უ------ი“ ს--–--“ ა---–---–--ის სამედიცინო ცენტრს. სამედიცინო ცენტრის მიმართვის დროს ან--–--------ნს სხეულზე აღენიშნებოდა ჭრილობა მარცხენა მხარის სარტყლის არეში წინა ზედაპირზე, ხოლო აზ-------------ანს სამედიცინო ცენტრში მიმართვის დროს აღენიშნებოდა ჭრილობა მარცხენა მხარის არეში სარტყლის უკანა ზედაპირზე, რომელიც მიყენებული იყო ვა----–-------------ნის მიერ დანით. სამედიცინო ცენტრის ექიმების მიერ დიაგნოსტიკური გამკვლევის და ქირურგის კონსულტაციის შემდეგ ჩაუტარდა ადგილობრივი ანესთეზია, ჭრილობები დამუშავდა, დაედო კვანძოვანი ნაკერები და მოახდინეს ჭრილობების დრენირება. მოსარჩელეების განმარტებით დამნაშავემ მათ მიაყენა მორალური, ფიზიკური და სულიერი ზიანი. მოსარჩელეების განმარტებით დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მათ სხეულზე დარჩა ისეთი დაზიანებები, რომ მოკლემკლავიანი ტანსაცმლის ჩაცმას ვეღარ შეძლებენ, ასევე დამამცირებელი იყო როდესაც ვიღაცა პიროვნებამ, თანასოფლელების წინაშე ყოველგვარი მიზეზების გარეშე გაუსწორდა ფიზიკურად და საკმაოდ უსიამოვნო მდგომარეობაში დაზიანებით, წაქცეული და განადგურებული აღმოჩნდნენ ხალხის წინაშე რამაც მორალურად გაანადგურა მოსარჩელეები. ამიტომაც ითხოვენ, რომ სასამართლომ ვა----–-------------ნს დააკისროს ან--–--------ნის და აზ-------------ანის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 1000- 1000 ლარის გადახდა.

ვა----–-------------ნმა ასევე მიაყენა მატერიალური ზიანიც, ა---–---–--ის რაიონის სოფელ აგანიდან ჩამოსვლა ქ.ა---–---–--ში 201- წლის აპრილის თვიდან დაწყებული 201- წლის სექტემბრის თვემდე დამთავრებული მონაწილეობას იღებდნენ საგამოძიებო მოქმედებებში და სასამართლო პროცესზე ჩამოსვლა და ამ მიზნით ყოველი მათგანის ჩამოსვლა და სოფელში ასვლა უჯდებოდათ 50 ლარის გადახდა, ხოლო ჯამში გზის ხარჯმა შეადგინა მოსარჩელეების გამოთვლით 500 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა, არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, მისი ქმედებით ან--–--------ნის და აზ-------------ანის არანაირი მატერიალური და მორალური ზიანი არ მისდგომია. უფრო მეტიც, მას დანაშაული არ ჩაუდენია. მის მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონოა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 201- წლის 0- აპრილს, ა---–---–--ის რაიონის სოფელ ა----ში მომხდარი ჩხუბისას მოპასუხემ ვა----–-------------ნმა დანის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მოსარჩელეებს ან--–--------ნს - ჭრილობა მარცხენა მხრის სარტყლის არეში წინა ზედაპირზე, რაც დასტურდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ხოლო აზ-------------ანს - ნაკვეთ ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა მხარის სახსრის უკანა ზედაპირზე, რაც დასტურდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით - რომლებმაც მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი);

- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები #1-8/0-/9-4, 1-9/0-/9-4

 

3.1.2. 201- წლის 29 სექტემბერს, ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს მიერ, მოპასუხის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს 201- წლის 29 სექტემბრის განაჩენი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელეებს ან--–--------ნს და ა----------------ს მოპასუხის მიერ მიყენებული სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებების ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო მატერიალური ზიანი არ მისდგომია. მკურნალობა მათ ჩაუტარდათ შ-- „უ------ი“ ს--–--“ ა---–---–--ის სამედიცინო ცენტრში - უფასოდ. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მხოლოდ ზეპირ განმარტებას გზის ხარჯებთან დაკავშირებით აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებაც კი არ წარმოუდგენია მოსარჩელე მხარეს სასამართლოსათვის.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2.3. მოსარჩელეებმა ან--–--------ნმა და აზ-------------ანმა მიიღეს მორალური ტრავმა;

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი);

 

მორალური ზიანის კომპენსაცია ხდება ფულადი სახით. არც სამოქალაქო კოდექსი, არც სხვა კანონები არ ითვალისწინებს მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის ზუსტ წესს. საერთო პრაქტიკის გათვალისწინებით სასამართლო, პირველ რიგში, მხედველობაში ღებულობს ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხს. ბრალი სამოქალაქო სამართალში არის პასუხისმგებლობის პირობა და არა ზომა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაშვებულია გამონაკლისი, ამიტომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ზიანის მიმყენებლის დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. ფიზიკური ტანჯვა ივარაუდება მხოლოდ სიცოცხლის, სხეულის დაზიანებისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობის დასასაბუთებლად უნდა დამტკიცდეს ფიზიკური ტანჯვის ხარისხი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის, სასამართლომ უნდა დაადგინოს პირის ინდივიდუალურ თავისებურებებთან დაკავშირებული ფიზიკური და სულიერი ტკივილის ხარისხი, ზიანის მიმყენებლის ბრალი (იმ შემთხვევებში, როცა ეს პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა) და სხვა ყურადსაღები გარემოებები. თავისი არსით არაქონებრივი ანუ მორალური ზიანი არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად კი არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფის გამო. ვსაუბრობთ რა არაქონებრივ ზიანზე, მხედველობაშია მისაღები კონკრეტული საზოგადოების მორალური სტანდარტები. სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიულ საფუძვლებს.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანია მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელეების სხეულის მსუბუქი დაზიანება დაკავშირებულია ფიზიკურ და სულიერი ტკივილის ხარისხთან, შესაბამისად დადგენილია, რომ აღნიშნული გამოწვეულია მოპასუხის განზრახი მოქმედებით, რომელსაც კანონი სჯის და იგი დანაშაულადაა აღიარებული. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამჟამად მხარეებს აქვთ გართულებული ურთიერთობა, რაც ასევე მორალურად მტკივნეული არის მოსარჩელისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ ან--–--------ნის და აზ-------------ანის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 31--ე, 4-8-ე, 4-9-ე, 992-ე, მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 3091--ე და 30920-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 31--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები მოითხოვენ დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობისათვის საჭიროა შემდეგი პირობების არსებობა: ა) სახეზე უნდა იყოს ზიანი; ბ) ზიანი მიყენებული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით; გ) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი და დ) მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ზიანი მოსარჩელის ფიზიკური (ჯანმრთელობის დაზიანება) რაც უდავოდ დასტურდება სასამართლო-სამედიცინო დასკვნითა და გამამტყუნებელი განაჩენით. ზიანი მიყენებულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით რაც ასევე დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. მოპასუხეს მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფიზიკურ ზიანთან ერთად ასევე მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელეებმა განიცადეს მორალური ზიანიც, რაც ასევე უნდა ანაზღაურდეს ფიზიკურ ზიანთან ერთად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 4-8-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 4-9-ე მუხლის თანახმად კი თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, ან ამისთვის საჭიროა არა-თანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს, თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე საპროცესო კოდექსის 3091--ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი, კერძოდ, 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელეებმა მიუთითეს და წარმოადგინეს ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს 201- წლის 29 სექტემბრის #1/4--1- განაჩენის ასლი;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091--ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გადაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსაზრებითა და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, დადასტურებული იქნა მოპასუხის - ვა----–-------------ნის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელეებზე მორალური და ფიზიკური ზიანის მიყენების ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ვა----–-------------ნის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად, მოსარჩელეებმა ან--–--------ნმა და აზ-------------ანმა მიიღეს სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო, რაც დაკავშირებულია ფიზიკურ და სულიერ ტკივილთან. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 4-8-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 4-9-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

ამასთან საქმის მასალებში მოსარჩელეების მიერ არ აქვს წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების დროს დახარჯული თანხის დამადასტურებელი ქვითრები. შესაბამისად სასამართლოს დაუსაბუთებულად მიაჩნია მოსარჩელეების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ტაქსით გადაადგილება განპირობებული იყო მოპასუხის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენით და ემსახურებოდა ამ ქმედებით მიღებული დაზიანებების მიღებამდე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენას. ამიტომ სასამართლო მიიჩნევს, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელეების მიერ დაყენებული მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელეების ან--–--------ნის და აზ-------------ანის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე ვა----–-------------ნის მორალური (ფიზიკური) ზიანის ანაზღაურების სახით 1000-1000 ლარის გადახდის დაკისრებას.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის დანაწესს და აღნიშნავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვისაც.

 

ქონებრივი ზიანისაგან განსხვავებით, არაქონებრივი ზიანის დროს მისი შეფასების მასშტაბები თვით დაზარალებულის სუბიექტშია, რის გამოც სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს როგორც დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, მხედველობაშია მისაღები ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხი. დადგენილია, რომ მოპასუხემ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოსარჩელეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული გარემოება ამძიმებს მოპასუხის მოქმედების გასაკიცხაობის ხარისხს. ფიზიკური ტანჯვა უკავშირდება სხეულის დაზიანებას და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას განცდილ ტკივილს, ამ შემთხვევაშიც მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობის დასასაბუთებლად უნდა დამტკიცდეს ფიზიკური ტანჯვის ხარისხი.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა შემდეგი: მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს ფულადი თანხა, მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: პირველი - დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე - ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე - თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის ანაზაღაურების უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, კომპენსაციის მიზანია მოსარჩელეების გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. ამასთან, კომპენსაციის ოდენობა უსაშველოდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა, რის გამოც კომპენსაციის განსაზღვრის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობაც.

 

ამდენად, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა განიცადეს მორალური ზიანი, რაც გამოიხატება მიღებული დაზიანებებით გამოწვეული ფიზიკურ ტანჯვაში. ასევე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ანალოგიურ შემთხვევაში მოსარჩელეების მიმართ მიყენებული სხეულის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანი უნდა შეფასდეს, როგორც მიყენებული ფიზიკური ზიანის მასშტაბით, ასევე იმ მორალური ტანჯვით, რაც ანალოგიური სამართლებრივი და სოციალური მდგომარეობის სტატუსის მქონე პიროვნებას შეიძლება განეცადა. ამასთან, სასამართლოს გადაჭარბებულად მიაჩნია სარჩელით მოთხოვნილი 1000-1000 ლარი მორალური ზიანისთვის და თვლის, რომ 250-250 ლარი უნდა ჩაითვალოს იმ ობიექტურ და სამართლიან ანაზღაურებად, რაც მოახდენს ან--–--------ნისა და აზ-------------ანის ჯანმრთელობის დაზიანების გამო განცდილ მორალური ტანჯვის კომპენსაციას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ვა----–-------------ნს მოსარჩელეების ან--–--------ნისა და აზ-------------ანის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 250- 250 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები განთავისუფლებულები სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებული იქნა, იმ მოთხოვნის ნაწილში კი, რომლის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი მოპასუხის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე,364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელეების ან--–--------ნის და აზ-------------ანის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2. მოპასუხე - ვა----–-------------ნს (პ/ნ 0----------) მოსარჩელეების ან--–--------ნის (პ/ნ 0----------) და აზ-------------ანის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

3. სარჩელი მოპასუხის ვა----–-------------ნის მიმართ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. მოპასუხე - ვა----–-------------ნს დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ა---–---–--ი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა---–---–--ის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან