განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2018
საქმის ნომერი
120100118002301276
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
05.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №18002301276-1/06--18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

01 მარტი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------------–---–---–-

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – ს--------------------–--------------–-–---–-, დაბადებული 1--- წლის 0- მ-----ს, პირადი #4----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ვ--–-, მ----–-----, წე------–-- ქუჩა N1-;

 

ადვოკატი: ნ------------------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 2------------ ახალციხის რაიონის ქ. ვ--–------------–-----–- წე------–-- ქ.N1- თავის საცხოვრებელ სახლში ს----------------–-–---–-- მეუღლეს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, სტერეოტიპული დამოკიდებულების ,,ქალი არ უნდა მუშაობდეს’’ და ასევე ,,ქალს არ უნდა ქონდეს პირადი მობილური ტელეფონი’’ გამო არასრულწლოვანი მ---------------------------–---------–-–---–---ს თანდასწრებით მათ დედას ლ-------------–---ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ წააქცია იატაკზე და რამდენჯერმე დაარტყა ფეხი წელის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ს----------------–-–---–-- გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ლ-------------–---ს ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 2------------ მეუღლე ს----------------–-–---–- იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, ამ დროს მოუვიდა ტელეფონზე მესიჯი, რაც შეამჩნია ქმარმა, წაართვა ტელეფონი ხელიდან და წაიკითხა, მესიჯების წაშლა ვერ მოასწრო, როდესაც მეუღლემ მოწერილი მესიჯი წაიკითხა, გაბრაზდა წააქცია და დაუწყო ცემა შვილების თანდასწრებით. ცემის შედეგად მან განიცადა ძლიერ ფიზიკური ტკივილი ტანის არეში, გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა მეუღლემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფაც, აღნიშნულ ფაქტს ასევე შეესწრნენ არასრულწლოვანი შვილები. მეუღლის მხრიდან გენდერული დისკრიმინაციის ფაქტს არაერთხელ ჰქონია ადგილი, კერძოდ მას მეუღლე უკრძალავდა ემუშავა, ასევე არ ჰქონდა უფლება ჰქონოდა ტელეფონი, ვინაიდან იყო ქალი და არ ესაჭიროებოდა.

იხ. ს.ფ.3-8;

 

მ--------------–-–---–-ს და ი- გ------–-–---–-ს ჩვენებები, რომლის თანახმად მამა ს----------------–-–---–- დედას ლ-------------–---ს აყენებს შეურაცხყოფას, ყვირილისა და ჩხუბის შემდეგ დედისთვის ფეხიც კი დაურტყავს სახისა და ტანის არეში, რის გამოც ცხვირიდან სისხლი წამოსვლია და უტირია. რაც შეეხება მიმდინარე წლის 2------------ დედას ტელეფონზე მოუვიდა მესიჯი, რაც შეამჩნია მამამ ს----------------–-–---–--, გამოართვა ხელიდან ტელეფონი და წაიკითხა, რის შემდეგაც დედა ლ-------------–--- წააქცია მამამ ს-----------------–-–---–-- და დაუწყო ცემა მათი თანდასწრებით.

 

იხ. ს.ფ.56-60; 68-70;

ს-----------------–-–---–-- სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

2017 წლის 3------------ №7--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა,რომლის თანახმად ლ-------------–---ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება;

 

იხ. ს.ფ. 116-118;

 

ს----------------–-–---–-ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - მ-----–----------------–--–-------------–----------------–-–---–-ს ჩვენებები, ლ-------------–---სთან ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი, ს-----------------–-–---–-ს დაკავების ოქმი, მ--------------–-–---–-ს ნიმუშის აღების ოქმი, ს-----------------–-–---–-ს ნიმუშის აღების ოქმი, ს----------------–-–---–-ს ნიმუშის აღების ოქმი, ი- და ა---------–--------–-–---–-ს დაბადების მოწმობის ასლები, ლ-------------–---ს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ს----------------–-–---–-- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ს----------------–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

ს-----------------–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ს----------------–-–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ს-----------------–-–---–-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ს-----------------–-–---–- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 წელი;

 

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად მსჯავრდებულ ს----------------–-–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

3.სტ------ გო----–-–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 2---------------ნ 2017 წლის 0------------- ჩათვლით;

 

4.ს-----------------–-–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ს-----------------–-–---–-ს კუთვნილ უძრავ ქონებას მდებარე: ახალციხე, ვ--–- წე------–-- ქ.N1-, ს.კ 6-.1-.5-.2--.0----- -10 000 ლარის ფარგლებში;

 

5.სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ორი ცალი მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

-მ--------------–-–---–-ს და ს----------------–-–---–-ს ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი