განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2018
საქმის ნომერი
010100117002218696
დავის ტიპი
182 2 გ , 182 2 ბ
თარიღი
05.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010100117002218696

საქმე N1-1093/17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

05 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - ა-–---------- ძ-------ე

ადვოკატი - ლაშა რომანაძე

 

ბრალდებული: პ----- მ–------ე

მამის სახელი: ა-–----------

პირადი ნომერი: 6----------

დაბადების თარიღი: 0-.---1--- წელი

მოქალაქეობა: ს----------–-----------–---

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-

საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ქ------–-----------–----–-------------------------------------–-----–---------

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

 

[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ პ----- მ–------ემ ჩაიდინა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 28 ოქტომბერ,ს შპს „მ------“ და რ----–-- მ--–------–ს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „მ------“ რ----–-- მ--–------–ისათვის შეიძინა ლიზინგის საგანი - B------ის მარკის ავტომანქანა 6 765 ლარად. 2015 წლის 25 დეკემბერს, შ. პ.ს. „მ------“, რ----–-- მ--–------–სა და პ----- მ–------ეს შორის გაფორმდა ვალის გადაკისრების სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 2015 წლის 28 ოქტომბრის ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით წარმოშობილ სალიზინგო სამართლებრივ ურთიერთობაში რ----–-- მ--–------–ის ადგილი დაიკავა პ----- მ–------ემ და მას გადაეცა ლიზინგის მიმღების ყველა უფლება და ვალდებულება. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის დაფარვის ვადად განისაზღვრა 2021 წლის 28 ოქტომბერი, ხოლო ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური 279,14 ლარის გადახდით ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ლიზინგის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული თანხის გადახდამდე შეძენილი ავტომანქანა გადავიდა შპს „მ------“ საკუთრებაში, ხოლო სარგებლობის, ფლობისა და შემდგომში გამოსყიდვის უფლებით გადაეცა პ----- მ–------ეს. ამ უკანასკნელმა ნაცვლად იმისა, რომ დაეფარა ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, მის კანონიერ სარგებლობაში არსებული ავტომანქანა გაფლანგა - 2016 წლის მაისის თვეში გაასხვისა გამოძიებით დაუდგენელ პირზე შპს „მ------“ უფლებამოსილ პირებთან შეუთანხმებლად, რითაც შპს „მ------“ მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა პ----- მ–------ემ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

პ----- მ–------ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: მოწმეების - ლ---–- მ----–----–--ის, რ----–-- მ--–------–ის, თ----- ბ---------ს და ი---- ჭ----------ს გამოკითხვის ოქმები, 2015 წლის 28 ოქტომბრის სალიზინგო ხელშეკრულება - შ.პ.ს ,,მ------ა'' და რ----–-- მ--–------–ს შორის, 2015 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულება შ. პ. ს ,,მ------,'' რ----–-- მ--–------–ს და პ----- მ–------ეს შორის, ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის მაისის განჩინება N---------, აღმასრულებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----- მ–------ეს დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით თანახმად, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (პ----- მ–------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია), ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ჰყავს ოჯახი და თვლის, რომ ბრალდებულის პიროვნების და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, პ----- მ–------ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის არასაპატიმრო სახე - ჯარიმა.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებულ დამატებით სასჯელს - თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებული სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულია პირია, მას არ უკავია რაიმე თანამდებობა და არ ახორციელებს იმგვარ პროფესიულ საქმიანობას, რომ შესაძლებელი იყოს შეირჩეს საქმიანობის ისეთი სფერო, რომელშიც დასაქმების უფლების ჩამორთმევა ადეკვატური ზომა იქნება წარდგენილი ბრალდებიდან და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. პ----- მ–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. პ----- მ–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი