გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210017002174968
N2/1110-17
ნაწილობრივი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 თებერვალი, 2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - კა------------ე
მოპასუხე - ჯე-----------------ი
წარმომადგენელი - მუ-----------–---ი
მოპასუხე - რა--------------–ი
წარმომადგენელი - ამ------------–---–ი
თარჯიმანი - სუ-------------–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების რა--------------–ისა და ჯე-----------------ისათვის სახელმწიფოს სასარგებლოდ სოლიდარულად 21000 ლარის გადახდის დაკისრება (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-23);
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის NAA2-----------3 საარქივო ცნობისა და თანდართული მიწის განაწილების ზონარგაყრილი წიგნების თანახმად, რა--------------–ს საკუთრებაში ერიცხებოდა 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. მა-------–---------------ს ქუჩა. 2014 წლის 02 აპრილს, რა--------------–იმ წინასწარი შეთანხმებით ჯე-----------------თან ერთად, საჯარო რეესტრში წარადგინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც თითქოსდა დასტურდებოდა, რომ საკუთრებაში ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. მა-------–--------------------ს ქუჩაზე, არამედ ია---–-----ს ქუჩაზე, რითაც შეცდომაში შეიყვანა სარეგისტრაციო სამსახური და 2014 წლის 08 აპრილს, მოტყუებით დაეუფლა ქ. მა-------––--------–-----ს ქუჩაზე მდებარე 21000 ლარის ღირებულების 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს, ს/კ 83.02.16.3--. განაჩენით ასევე დადგინდა, რომ 2014 წლის 16 ივნისს, რა--------------–იმ და ჯე-----------------მა აღნიშნული ქონება გაასხვისეს ას--------------ზე. რა--------------–ისა და ჯე-----------------ის ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 21000 ლარის ქონებრივი ზიანი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით: 83.02.16.3--, 2014 წლამდე რეგისტრირებული იყო რა--------------–ის საკუთრების უფლება, რომლიც გასხვისებული იქნა და დღეის მდგომარეობით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია ას--------------ის საკუთრების უფლება.
მოსარჩელე მხარის მითითებით, ყველა უძრავი ნივთი გასხვისებულია და შესაბამისად შეუძლებელია უძრავი ქონების უკან დაბრუნება სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს იმ პირების მიერ, რომელთა ქმედებითაც სახელმწიფოს მიადგა ქონებრივი ზიანი (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-23).
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე რა--------------–ის პოზიცია
მოპასუხე რა--------------–იმ წარმოდგენილი შესაგებლით ცნო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი (იხ. შესაგებელი ს.ფ. 248-255).
მოსამზადებელ სხდომაზე რა--------------–იმ სრულად ცნო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი (იხ. 05.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 15:15:44).
2.2. მოპასუხე ჯე-----------------ის პოზიცია
მოპასუხე ჯე-----------------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
მოსამზადებელ სხდომაზე ჯე-----------------მა სრულად ცნო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი (იხ. 05.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 15:15:50).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ, 2015 წლის 02 ივლისის განაჩენით დამნაშავედ ცნო ჯე-----------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; ამავე განაჩენით სასამართლომ დამნაშავედ ცნო რა--------------–იც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ჯე-----------------ის და სხვათა სააპელაციო საჩივარი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ჯე-----------------ისა და რა--------------–ის მიმართ დარჩა უცვლელი. აღნიშნული განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენი (ს.ფ. 27-45).
3.1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენის მიხედვით, რა--------------–ისა და ჯე-----------------ს მსჯავრი დაედოთ მასზედ, რომ მათ ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
სსსიპ საქართველოს ეროვნული არქივის NAA2-----------3 საარქივო ცნობისა და თანდართული მიწის განაწილების ზონარგაყრილი წიგნების თანახმად, რა--------------–ს საკუთრებაში ერიცხებოდა 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. მა-------–---------------ს ქუჩა.
2014 წლის 02 აპრილს, რა--------------–იმ წინასწარი შეთანხმებით ჯე-----------------თან ერთად, საჯარო რეესტრში წარადგინა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც თითქოსდა დასტურდებოდა, რომ საკუთრებაში ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. მა-------–--------------------ს ქუჩაზე, არამედ ია---–-----ს ქუჩაზე, რითაც შეცდომაში შეიყვანა სარეგისტრაციო სამსახური და 2014 წლის 08 აპრილს, მოტყუებით დაეუფლა ქ. მა-------––--------–-----ს ქუჩაზე მდებარე 21000 ლარის ღირებულების 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს, ს/კ 83.02.16.3--.
2014 წლის 16 ივნისს, რა--------------–იმ და ჯე-----------------მა აღნიშნული ქონება გაასხვისეს ას--------------ზე. რა--------------–ისა და ჯე-----------------ის ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 21000 ლარის ქონებრივი ზიანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენი (ს.ფ. 27-45).
3.1.3. უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით: 83.02.16.3--, 2014 წლამდე რეგისტრირებული იყო რა--------------–ის საკუთრების უფლება, რომლიც გასხვისებული იქნა და დღეის მდგომარეობით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია ას--------------ის საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი (ს.ფ. 52-54);
3.1.4. რა--------------–ისა და ჯე-----------------ის მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის წერილი (ს.ფ. 50);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
5. კანონი, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა რა--------------–იმ და ჯე-----------------მა სარჩელი ცნეს სრულად. ამდენად, მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან, მოპასუხეებმა რა--------------–იმ და ჯე-----------------მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნეს სარჩელი, რის გამოც, ორივე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 208-ე, 243-244-ე, 245-ე, 247-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. გამოტანილი იქნას ნაწილობრივი გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, მოპასუხეების რა--------------–ისა და ჯე-----------------ის მიმართ, სოლიდარულად 21000 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს რა--------------–ისა და ჯე-----------------ს სახელმწიფოს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურების სახით 21000 (ოცდაერთი ათასი) ლარის გადახდა.
3. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო.
მოსამართლე ია ლაბაძე