განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2018
საქმის ნომერი
120100118002302284
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
06.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №18002302284-1/064-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

01 მარტი 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–-----------–---------

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – გ--------------------------–---, დაბადებული 19---–-–------------,პირადი #-----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, უმაღლესი განათლების მქონე, მცხოვრები: დაბა ა-------, ვ-–----–----–-- ქუჩა, ბინა N-;

 

ადვოკატი - ნ------------------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 07 ოქტომბერს შუადღის საათებში დაბა ა-------, ვ-–----–----–-- ქ.N--ში მდებარე საერთო საცხოვრებელში ყოფნისას გ------------–---- არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ი-------–-–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილის ლ---------–---–-- თანდასწრებით ჯოხის დარტყმით ფეხის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ი--------–-–---–-ა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

პრეიუდიციად მიჩნეულმტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გ------------–---- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით.

 

ი-------–-–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის 07 ოქტომბერს გი------------–---- მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 12 წლის შვილის ლ---------–---–-- თანდასწრებით. გ------------–---- აიღო ჯოხი რომელსაც წვერზე გაკეთებული ჰქონდა ლურსმანი და ამ ჯოხით ცდილობდა მის დაზიანებას, მას ჯოხი დაარტყა ფეხის არეში რა დროსაც ი--------–-–---–-ა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

იხ. ს.ფ.7-14;

 

ლ--------–---–-ს ჩვენება, რომლის თანახმად ცხოვრობს დაბა ა------–ი დედა ი-------–-–---–თან და მის მეგობარ რ-------------–-------- ერთად, ამავე საცხოვრებელ სახლის პირველ სართულზე ცხოვრობს დედამისის ყოფილი მეუღლე გ------------–---. ი--------–-–---–- და გ------------–--- წაკამთდნენ, გ------------–---ს ეჭირა ხის ჯოხი, რომელსაც ერთ მხარეს ჰქონდა ლურსმანი, ერთმანეთს ეჯიკავებოდნენ და ლანძღავდნენ, რა დროსაც გ------------–---- ი-------–-–---–ს ჯოხი ფეხში მოარტყა, ამასთან თავში და სახეში დაარტყა მუჭი.

 

იხ. ს.ფ.52-57;

 

გ------------–---- სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

2017 წლის 17 ოქტომბრის №---------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ი-------–-–---–ის სხეულზე არსებული ხაზოვანი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

იხ. ს.ფ. 46-48;

 

გ------------–---ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - ა---------–-----------, ც---–--------------, ხ------------–--–-ს, ჯ--------------------, რ--------------–---- დაკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ი-------–-–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გ------------–---- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ-------------–---- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

გ------------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ------------–---ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ------------–---ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გ------------–--- (პ/ნ 6----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათის ოდენობით;

 

2.ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ------------–---ს აღკვეთის ღონისძიება არ აქვს შერჩეული;

 

3.სისხლის სამართლის N------------ საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი ხის ჯოხი, რომელსაც წვერზე აქვს ლურსმანი, რომელიც ინახება შსს ა-------ს რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე