გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1818814- 3/040-17წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 მარტი, 2018 წელი ქ.ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე – ს----–--------–-----------------
წარმომადგენელი - ლ-–---------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,ქ--------–--–---–ი+’’
მოპასუხე - შპს ,,ს-–--–--–---–------’’
მოპასუხე - შპს ,, G---------------------y’’
მოპასუხე - შპს ,,ფლ-----’
მოპასუხე - შპს ,,ქ--------–-----------’’
მოპასუხე - შპს ,,------------------- - 1’’
მოპასუხე - შპს ,,ა---––-------------–--–--ი’’
მოპასუხე - მ------------–-–--–ი
მოპასუხე - ი-----------–-–---–ი
მოპასუხე - ი-----------–-–---–ი
მოპასუხე - ი-----–----------ე
მოპასუხე - ს---------------ე
მოპასუხე - ა-------------
წარმომადგენელი - ზ------------–-ა
წარმომადგენელი - ლ-–--–------ე
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. შპს ,,ქ--------–--–---–ი+ს’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,ს-–--–--–---–------ს’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,G---------------------y-ის’’ (ს/ნ 4--------), შპს ,,ფ-–----ს’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,ქ--------–------------ს’’ (ს/ნ 4--------), შპს ,,------------------- -1’’ -ის (ს/ნ 2--------), შპს ,,ა---––------------–--–---ს’’ (ს/ნ 2--------), მ------------–-–---–-ს (პ/ნ 4-----------, ი-----------–-–---–ის (პ/ნ 4----------), ი-----------–-–---–ის (პ/ნ 0----------), ი-----–----------ის (პ/ნ 0----------), ს---------------ს (პ/ნ 0----------), ა-------------ს (პ/ნ 0----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს „ქ--------–--–---–ი +“ (ს/ნ 2--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2009 წლის 29 დეკემბრიდან, საწარმოს იურიდიული მისამართია ქ------––--------------––----–--------, მისი საქმიანობის სახეს წარმოადგენდა „მინერალური წყლების და სხვა უალკოჰოლო სასმელების წარმოება. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 2- თებერვლის მდგომარეობით შპს „ქ--------–--–---–ი +“ის (ს/ნ 2--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 35 592,86 ლარს. შპს „ქ--------–--–---–ი +“ის მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2---–201- წლებში წარმოდგენილი დეკლარაციებით და 2012 წლის 2- ნოემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის N------------------------------------ ოქმებით დარიცხული თანხების გადაუხდელობით. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „ქ--------–--–---–ი+“–ის ქონებაზე 2--- წლის 20 მაისიდან N-------- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241–ე მუხლის საფუძველზე 2015 წლის 28 მაისს შპს „ქ--------–--–---–ი +“–ის მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0------- ბრძანება, რომელიც შპს „ქ--------–--–---–ი +“–ის დირექტორს მ-----------–-–---–ს ჩაბარდა 2015 წლის 0- ივნისს. 2015 წლის 18 ივნისს შპს „ქ--------–--–---–ი +–“-ის საკუთრებაში არსებული ქონება დაყადაღებული და შეფასებულია შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ 1970 ლარად. 200- წლის 18 მაისს მ-----------–-–---–ის მიერ დაფუძნებული იქნა შპს „ს-–--–--–---–------“ (ს/ნ 2--------), რომლის იურიდიული მისამართი არის ა-------------------------------------, ხოლო საქმიანობის სახეს წარმოადგენდა „მინერალური წყლების და სხვა უალკოჰოლო სასმელების წარმოება“. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 2- თებერვლის მდგომარეობით შპს „ს-–--–--–---–------“–ს აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 1-8998,13 ლარს.
შპს ,,G---------------------y’’-ს(ს/ნ 4--------) დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელია მ-----------–-–---–ი (პ/ნ 4-----------. საწარმო რეგისტრირებულია 201- წლის 25 ივლისს იურიდიული მისამართია ქ. თ---–--- გ. ბ--–------–-ს ქ. N--------2-, საქმიანობის სახეა მინერალური წყლების და სხვა უალკოჰოლო სასმელების წარმოება. შპს–ს დამფუძნებლები არიან მ-----------–-–---–ის სიდედრი იზ---–---------ე (პ/ნ 0----------) 45%-იანი წილით და ძმისშვილი ი-----------–-–---–ი (პ/ნ 0----------) 50%-იანი წილით. შპს „ქ--------–--–---–ი +“-ს (ს/ნ2--------) შპს „G---------------------y’’-ზე (ს/ნ 4--------) მიწოდებული აქვს ეა–53 N------- ანგარიშფაქტურით (მთლიანი თანხით 5400 ლარი მინერალური წყალი ფ-–---- და ე------------- ანგარიშფაქტურით (მთლიანი თანხით 5400 ლარი) მინერალური წყალი ფ-–---- და ე------------- ანგარიშფაქტურით (მთლიანი თანხით 9906.6 ლარი) მილი კვადრატი. აღნიშნული თანხა მიღებული აქვს ნაღდი ფულის სახით და გატარებულია შპს ,,ქ--------–--–---–ი+’’-ის შემოსავლის ორდერით, ხოლო სალაროში თანხის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგინა.
შპს „G---------------------y’’-ის ი/მ მ-----------–-–---–ისათვის N--------------------------------------------------- ზედნადებებით (მთლიანი თანხით 389.37 ლარი) მიწოდებული აქვს მინერალური წყალი ფ-–----. ი/"მ მ-----------–-–---–ს №--------------------------------------------------------------------------- ზედნადებებით შპს G---------------------y-სთვის (ს/ნ 4--------) მთლიანი თანხით 150 ლარი მიწოდებული აქვს ანდეზიტიდიციტის ქვის ნარჩენი. შპს "ე------------------–1"ის (ს/ნ 2--------) რეგისტრირებულია 200- წლის 09 ივნისს რომლის დირექტორი და დამფუძნებელი 100%-იანი წილით არის მ-----------–-–---–ი, იურიდიული მისამართია ქ. თ---–--- ს------------ ქ---- ხოლო საწარმოს მიერ გამოწერილი ზედნადებებით, რომლითაც მხოლოდ შპს G---------------------y-ს (ს/ნ 4--------) აწვდის მინერალური წყალს ირკვევა, რომ მისი საქმიანობა არის მინერალური წყლების წარმოება. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 2- თებერვლის მდგომარეობით შპს ,,-------------------–1’’-ის (ს/ნ2--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 5876,62 ლარს.
ი-----------–-–---–ზე ფ-–----ს მინერალური წყლის მოპოვებაზე 25 წლის ვადით გაცემულია ლიცენზია, 2--- წიაღის 3 ივნისს მთლიანად გადაეცა შპს“ ე------------------–1“-ს ლიცენზია N1------ მ-----------–-–---–ს, პ---–-------–-–---–- და მ------------–-–---–ის სიმამრს ა-------------ს დაფუძნებელი აქვს შპს "ფ-–----“ (ს/ნ 2--------) 1996 წლის 10 ივნისს და ორგანიზაციის დირექტორი არის მ-----------–-–---–ი. საწარმოს იურიდიული მისამართი არის ა------------------------–-–-, ხოლო საქმიანობას წარმოადგენდა „მინერალური წყლის’’ ჩამოსხმა და რეალიზაცია. შპს „ფ-–----“–ს ერიცხებოდა დავალიანება 86592,25 ლარი აღნიშნული დავალიანება ჩამოეწერა 309-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით 201- წლის 29 ივნისს.
მ-----------–-–---–ს, მის ძმას ი-----------–-–---–ს და მ-----------–-–---–ის ცოლის ძმას ს---------------ს დაფუძნებული აქვთ შპს „ა---––------------–--–---“ (ს/ნ 2--------), 2000 წლის 2- მარტს. შპს „ა---––------------–--–---“–ს დირექტორი არის ი-----------–-–---–ი. საწარმოს 201- წლის 0- ივნისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება 504351.4 ლარი, აღნიშნული დავალიანება ჩამოეწერა 309-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით 201- წლის 10 ივნისს. მ-----------–-–---–ს და ი-----------–-–---–ს დაფუძნებული აქვთ 2--- წლის 10 მაისს შპს „ქ--------–-----------“ (ს/ნ 4--------). საწარმოს დირექტორი არის ი-----------–-–---–ი. იურიდიული მისამართია ქ. ტ------–-----------------ი. შპს „G---------------------y’’-ის ი-----------–-–---–ისათვის 2015-201- წლებში ზედნადებებით (მთლიანი თანხით 1395.72 ლარი) მიწოდებული აქვს მინერალური წყალი ფ-–----. 200--2009 წლებში მ------------–-–---–ს, იზ---–---------ეს, ს---------------ს და ა-------------ს ხელფასის სახით მიღებული აქვთ შემოსავლები შპს „ს-–--–--–---–------“-დან. 2----201- წელს მ------------–-–---–ს, იზ---–---------ეს, ს---------------- და ა-------------ს ხელფასის სახით მიღებული აქვთ შემოსავალი შპს „ქ--------–--–---–ი +“– დან. მ------------–-–---–-ს, იზ---–---------ეს,ს---------------ს და ა-------------ს 2013-201- წელს ხელფასის სახით მიღებული აქვთ შემოსავალი შპს „G---------------------y’’-დან .
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1.მოპასუხეებმა ი-----------–-–---–მა, ი-----------–-–---–მა, შპს ,,--------------------1’’, შპს ,,ახ--––------------–---–-–---ა’’ და ი-----–----------ემ წარმოადგინეს შესაგებელი და განმარტეს, რომ არ ეთანხმებიან მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნას, მიაჩნიათ რომ სარჩელი ეფუძნება არარეალურ ვარაუდებს და არ არსებობს სასამართლოს მხრიდან მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
2.2.მოპასუხე მ------------–-–---–მა, შპს ,,ქ--------–--–---–ი+’’ (დირექტორი მ------------–-–---–ი), შპს ,,ს-–--–--–---–------’’ (დირექტორი მ-----------–-–---–ი) წარმოადგინეს შესაგებელი და განმარტეს, რომ შპს "ქ--------–--–---–ის +"-ის პროგრამული საგადასახადო ძირითადი დავალიანება განსაზღვრულია 13,000 ლარით, საიდანაც დღგ-6,300, საშემოსავლო 879 ლარი და მოგების გადასახადი 6,095 ლარი. ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმულია და ექვემდებარება ჩამოწერას. მითითებული დავალიანებების წარმოშობის თარიღია 2---–201- წელი, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში კომპანიამ განიცადა ზარალი 20,000 ლარის ფარგლებში და უსახსრობის გამო შეწყვიტა ფუნქციონირება. ვინაიდან კომპანიამ ფაქტობრივად საქმიანობა ძალაუნებურად შეწყვიტა 2--- წლიდან, საგადასახადომ კომპანიის არსებულ სრულ აქტივზე გაავრცელა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. კომპანიამ 2--- წლიდან ფაქტობრივად შეწყვიტა საქმიანობა, ძველი დავალიანების გამო საგადასახადომ დააყადაღა მისი აქტივები/ქონება და საგადასახადოს მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, კომპანიის აქტივების/ქონებების ღირებულებამ შეადგინა 1970 ლარი.
შპს „ ს-–--–--–---–------“ დაფუძნებულ იქნა 200- წელს, მაშინ როდესაც შპს "ქ--------–--–---–ი+’’ ჯერ დაფუძნებულიც არ იყო. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მინერალური წყლის ჩამოსხმა და რეალიზაცია. რაც შეეხება დავალიანებას, იგი ხანდაზმულია. ამასთან საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ შპს „ს-–--–--–---–------ს“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მინერალური წყლის ჩამოსხმა და რეალიზაცია. 3 წლიანი მცდელობის მიუხედავად ძალზე ძნელი გახდა მინერალური წყლის ბაზარზე შესვლა და პროდუქციის რეალიზაცია. ხშირ შემთხვევაში კი მაღაზიები იკეტებოდნენ ან ქრებოდნენ და პროდუქციის ღირებულება ამოუღებული რჩებოდა. 3 წლის შემდეგ 2--- წელს ფირმა იძულებული გახდა შეეწყვიტა ფუნქციონირება, ამას ისიც ართულებდა, რომ საგადასახადო ინკასო და გირავნობა–ყადაღა საშუალებას არ აძლევდა ბანკებთან გამოენახა ნდობის ფაქტორი და მიეღოთ სესხი ფირმის საქმიანობის გასაგრძელებლად.
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ს--------------------------- სრულიად უსაფუძვლოდ, 2--- წელს კომპანიას დაარიცხა სოლიდური გადასახადი ჯარიმის სახით. თავისთავად კომერციული საქმიანობა ემყარებოდა შემოსავლებსა და მოგებას, და ამ სახსრების საფუძველზე საქმიანობის განხორციელების გაგრძელებას, რაც კომპანიამ ვერ შეძლო. 2--- წელს ს--------------------------- კვლავ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, დააყადაღა ამ უკანასკნელი კომპანიის (შპს „ს-–--–--–---–------“ ჩამომსხმელი ქარხანა) მთლიანი ქონება და აუქციონის წესით მოახდინა მათი რეალიზაცია. შემოსული თანხები კი მთლიანად მიქცეულ იქნა ბიუჯეტის შესავსებად. მ-----------–-–---–ი შპს „G---------------------y’’-ში წარმოადგენს მინიმალური, 5%-ის წილის მფლობელ პირს. მოსარცელეები ეთანხმებიან ფაქტს, რომლითაც დგინდება ორ დამოუკიდებელ სუბიექტს შორის ანგარიშფაქტურის საფუძველზე პროდუქციის მიწოდება. რაც შეეხება სალაროში თანხის მოძრაობის შესახებ ინფორმაცის საგადასახადოში წარუდგენლობა მხოლოდ ტექნიკური საკითხია. ნებისმიერ კომპანიას აქვს უფლება ნებისმიერ მესამე პირს ზედნადებებით მიაწოდოს ნაწარმოები პროდუქცია. ი/მ მ-----------–-–---–ს კანონის სრული დაცვით, ზედნადებების საფუძველზე მიწოდებული აქვს ანდეზიტიდიციტის ქვის ანარჩენები. შპს "ე------------------–1" დაფუძნებულ იქნა 200- წელს, რაც შეეხება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას იგი გადახდილია და დავალიანება არ ერიცხებათ. დამოუკიდებელმა ფიზიკურ პირის, ი-----------–-–---–ს გააჩნდა წყლის მოპოვების ლიცენზია, რომელიც ნასყიდობით გადასცა შპს "ე------------------–1"–ს. შპს "ფ-–----" დაფუძნებულ იქნა 1996 წელს სამი პირის მიერ. კომპანიის საქმიანობა წარმოადგენდა ხე-ტყის გადამუშავება. რაც შეეხება დავალიანებას, იგი ჩამოწერილია.
შპს "ა---––------------–---–-–---" დაფუძნებულ იქნა 2000 წელს და მისი საქმიანობის სფეროს განეკუთვნებოდა ბუნებრივი აირის შესყიდვა რეალიზაცია. შპს "ქ--------–-----------"–ს საქმიანობის სფეროს განეკუთვნებოდა გრანიტის მოპოვება, მაგრამ იმ მიზეზით, რომ ლიცენზიით განკუთვნილ ტერიტორიაზე გრანიტის მოპოვება ვერ ხერხდებოდა, კომპანიამ ვერ შეძლო საქმიანობის განხორციელება. კანონიერად მიწოდების ფაქტით სხვა ალტერნატიულ გარემოებებზე აპელირება გაუმართლებელია და სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული. შპს "ს-–--–--–---–------ს" დირექტორს წარმოდგენდა მ-----------–-–---–ი რომელიც ვალდებული იყო მიეღო ხელფასი კომპანიიდან, ხოლო სხვა პირები საწარმოში იკავებდნენ მუშების პოზიციას და შესაბამისად იღებდნენ ხელფასს, რომელიც არ აღემატებოდა გამომუშავებული ხელფასის ოდენობას. 2----201- წლებში მხარეები იკავებდნენ კომპანიაში თანამშრომლის პოზიციას და ბუნებრივია ფიქსირდება ხელფასების მიღების ფაქტიც. 2013–დან 201- წლამდე მხარეები მუშაობდნენ მითითებულ კომპანიაში.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ქ--------–--–---–ი+-ს(ს/ნ 2--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2009 წლის 29 დეკემბრიდან, საწარმოს იურიდიული მისამართია ქ.-----––--------------––----–--------, მისი საქმიანობის სახეს წარმოადგენდა ,,მინერალური წყლების და სხვა უალკოჰოლო სასმელების წარმოება.’’
დირექტორია მ-----------–-–---–ი, მესაკუთრეა მ-----------–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- -სარჩელი (სფ.1- 23);
- ამონაწერები მეწარმეთა რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ.31-33);
3.1.2. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 2- თებერვლის მდგომარეობით შპს ,,ქ--------–---–---–-+’’-ს (ს/ნ 2--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 35 592.86 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (სფ.1-23);
- შედარების აქტი(ტომი1, ს.ფ.34);
3.1.3. შპს ,,ქ--------–---–---–-+’’-ს მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2----201- წლებში წარმოდგენილი დეკლარაციებით და 2012 წლის 2- ნოემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის N------------------------------------- ოქმებით დარიცხული თანხების გადაუხდელობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შპს ,,ქ--------–--–---–ი+’’-ს დამატებითი ღირებულების გადასახადის 15.0-.2---წ, 1-.0-.2---წ, 15.09.2---წ და 06.1--2---–------–----–-------------------
-31.03.2---–ლის მოგების გადასახადის დეკლარაცია (ს.ფ. 47-48);
-გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის 15.0-.2---წ; 15.1--2---წ; 15.1-.2---წ; 17.01.2---–; 15.04.2---–; 15.06.2---–; 15.0-.2---–; 15.09.2---–------–----–------------------
-2-.1-.2012 წლის N------------------------------------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები (ტომი 1, ს.ფ. 81-84);
3.1.4.საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს ,,ქ--------–--–---–ი+’’-ის ქონებაზე 2--- წლის 20 მაისიდან N--------შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ტომი 1, სფ.1-23);
-საგადასახადო გირავნობა/ყადაღასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია(ტომი 1, სფ.85);
.
3.1.5.2015 წლის 28 მაისს შპს ,,ქ--------–--–---–ი+’’-ის მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0------ ბრძანება, რომელიც შპს ,,ქ--------–---–---–-+’’-ის დირექტორს მ------------–-–---–ს (პ/ნ 4----------- ჩაბარდა 2015 წლის 0- ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 მაისისN0------ ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (ტომი1, ს.ფ 86);
3.1.6.2015 წლის 18 ივნისის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N1 აქტის თანახმად, შპს ,,ქ--------–--–---–ი+’’-ის საკუთრებაში არსებული ქონება დაყადაღებული იქნა, ხოლო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნის თანახმად, ქონება შეფასებულია 1970 ლარად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 18 ივნისის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი N1 (ტომი1, ს.ფ. 87);
-შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნა (ტომი1, ს.ფ. 91-93);
3.1.7.200- წლის 18 მაისს მ-----------–-–---–ის მიერ დაფუძნებული იქნა შპს ,,ს-–--–--–---–------’’ (ს/ნ 2--------), რომლის იურიდიული მისამართი არის ა------------------- სო----–--------------ი, ხოლო საქმიანობის სახეს წარმოადგენდა ,,მინერალური წყლების და სხვა უალკოჰოლო სასმელების წარმოება’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან (ს.ფ. 94-95);
3.1.8.შპს ,,G---------------------y’’-ს (ს/ნ 4--------) დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელია მ-----------–-–---–ი (პ/ნ 4-----------. საწარმო რეგისტრირებულია 201- წლის 25 ივლისს, იურიდიული მისამართია ქ.თ---–--- გ.ბ--–------–-ს ქ-------------- საქმიანობის სახეა მინერალური წყლების და სხვა უალკოჰოლო სასმელების წარმოება. შპს-ს დამფუძნებლები არიან მ-----------–-–---–ი 5% წილი, მ-----------–-–---–ი სიდედრი ი-----–----------ე (პ/ნ 0----------) 45%-იანი წილით და მ-----------–-–---–ი ძმის შვილი ი-----------–-–---–ი (პ/ნ 0----------) 50%-იანი წილი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან (ს.ფ. 98-99);
- მონაცემები საქმიანობის სახესთან დაკავშირებით (ს.ფ. 100);
-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 0----------------------------------------------–ერილები (ტომი 1, ს.ფ.101-104);
3.1.9. შპს ,,ქ--------–--–---–ი +’’-ს (ს/ნ 2--------) შპს ,,G---------------------y’’-ს (ს/ნ 4--------) მიწოდებული აქვს ე------------- ანგარიშფაქტურით (მთლიანი თანხით 5400 ლარი) მინერალური წყალი ფ-–---- და ე------------- ანგარიშფაქტურით მთლიანი თანხით 9906.6 ლარი მილი კვადრატი. აღნიშნული თანხა მიღებული აქვს ნაღდი ფულის სახით და გატარებულია შპს ,,ქ--------–--–---–ი+’’-ის შემოსავლის ორდერით, ხოლო სალაროში თანხის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია არ წარადგინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, ტომი 1, სფ.1-23);
3.1.1-- შპს ,,G---------------------y’’-ს-ის მ-----------–-–---–ისათვის N0---------------------------------------------------- ზედნადებებით (მთლიანი თანხით 389.37 ლარი) მიწოდებული აქვს მინერალური წყალი ფ-–----, ხოლო ი/მ მ-----------–-–---–ს N--------------------------------------------------------------------------- ზედნადებებით შპს ,,G---------------------y’’ისათვის (ს/ნ 4--------) მთლიანი თანხით 150 ლარი) მიწოდებული აქვს ანდეზიტიდიციტის ქვის ანარჩენი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ტომი 1, სფ.1-23);
-N0------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ზედნადებები (ტომი 1, ს.ფ 105-1--);
3.1.1-.შპს ,,-------------------’’ (ს/ნ 2--------) რეგისტრირებულია 200- წლის 09 ივნისს რომლის დირექტორი და დამფუძნებელია 100%-იანი წილით მ-----------–-–---–ი, იურიდიული (მის: ქ.თ---–--- სა-----------------), ხოლო საწარმოს მიერ გამოწერილი ზედნადებებით, რომლითაც მხოლოდ შპს ,, G---------------------y’’-ს-ის (ს/ნ 4--------) აწვდის მინერალური წყალს, ირკვევა რომ მისი საქმიანობა არის მინერალური წყლების წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან (ს.ფ. 1-7-1-8);
-შპს ,,------------------- - 1’’ -ის მიერ 2012-201- წლებში გამოწერილი ზედნადებები (ს.ფ. 1-9-180);
3.1.12. მ------------–-–---–ს, მის ძმას ი------------–-–---–ს და მ------------–-–---–ს ცოლის ძმას ს----------------ეს დაფუძნებული აქვთ შპს ,,ა---––-------------–--–--ი’’ (ს/ნ 2--------), 2 000 წლის 2- მარტს. შპს ,,ა---––-------------–--–--’’-ს დირექტორია ი------------–-–---–ი, საწარმოს 201- წლის 0- ივნისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება 50 4351.4 ლარი, აღნიშნული დავალიანება ჩამოწერა 201- წლის 10 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ტომი 1, სფ.1-23);
- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან (ტ. 1.ს.ფ 190)
-ID------------–-------------------------- განცხადებაზე პასუხი (ს.ფ.192-193);
-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 0-------- წერილი (ს.ფ 194);
-შედარების აქტი (ტომი 1, ს.ფ. 195);
3.1.13. მ------------–-–---–ს და ი-----------–-–---–ს დაფუძნებული აქვთ 2--- წლის 10 მაისს შპს ,,ქ--------–-----------’’ (ს/ნ 4--------), საწარმოს დირექტორი არის ი-----------–-–---–ი, საწარმოს იურიდიული მისამართია ქ---------–---------–------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ 196);
3.1.14. შპს ,,G---------------------y’’-ს ი-----------–-–---–ისათვის 2015-201- წლებში ზედნადებებით მთლიანი თანხით 1395.72 ლარი მიწოდებული აქვს მინერალური წყალი ფ-–----;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ტომი 1, სფ.1-23);
-შპს ,,G---------------------y’’-ს მიერ 2015-201- წლებში გამოწერილი ზედნადებები (ტომი 1; ს.ფ. 189-206);
3.1.15. 200--2009 წლებში მ------------–-–---–ს, ი-----–----------ეს, ს---------------ეს და ა-------------ს ხელფასის სახით მიღებული აქვთ შემოსავალი შპს ,,ს-–--–--–---–------დან’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ტომი 1, სფ.1-23);
-მონაცემები შ-------–--–--–----–-------’-დან გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ (ტომი1; ს.ფ. 2-1-2-4);
3.1.1-. 2----201- წელს მ------------–-–---–ს, იზ---–---------ეს, ს---------------ს და ა--------------- ხელფასის სახით მიღებული აქვთ შემოსავალი შპს ,,ქ--------–--–---–ი+-დან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ტომი 1, სფ.1-23);
-მონაცემები შპს ,,ქ--------–--–---–ი+’’ დან გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ (ტომი 1; ს.ფ. 2-5-2-9);
3.1.17. მ------------–-–---–ს, ი-----–----------ეს, ს---------------ეს და ა-------------ს 2013-201- ხელფასის სახით მიღებული აქვთ შემოსავალი შპს ,,G---------------------y’’-იდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ტომი 1, სფ.1-23);
-მონაცემები შპს ,,G---------------------y’’-იდან გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ (ს.ფ. 2-0-2-7);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 1--ე მუხლის თანახმად ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 30 -ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად
შრომა თავისუფალია. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.
საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი და გადასახადებისაგან განთავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გადასახადის სახეებია საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების მოვალეობაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის ,,ბ ქვეპუნქტის თანახმად აღრიცხვაზე უნდა დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში ან დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის უმთავრეს ფუნქციას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-1- კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, თუ არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენებას, რათა აღსრულდეს კანონით დადგენილი ვალდებულება. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური სარჩელით ითხოვს, შპს ,,ქ--------–--–---–ი+ს’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,ს-–--–--–---–------ს’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,G---------------------y-ის’’ (ს/ნ 4--------), შპს ,,ფ-–----ს’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,ქ--------–------------ს’’ (ს/ნ 4--------), შპს ,,------------------- -1’’ -ის (ს/ნ 2--------), შპს ,,ა---––------------–--–---ს’’ (ს/ნ 2--------), მ------------–-–---–-ს (პ/ნ 4-----------, ი-----------–-–---–ის (პ/ნ 4----------), ი-----------–-–---–ის (პ/ნ 0----------), ი-----–----------ის (პ/ნ 0----------), ს---------------ს (პ/ნ 0----------), ა-------------ს (პ/ნ 0----------)ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობას.
შემოსავლების სამსახურის სარჩელის საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
საქართველოს კანონით „მეწარმეთა შესახებ“ პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
ამავე კანონის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მეწარმე სუბიექტს წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს).
ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება შეიძლება დააფუძნოს ერთმა პირმა.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ სამეწარმეო საზოგადოებას ერთადერთი პარტნიორი ჰყავს, საერთო კრების უფლებამოსილებას ის ახორციელებს.
ამავე კანონის 9-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვს დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით.
მოსარჩელე შემოსავლების სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად ითხოვს, რომ შპს ,,ქ--------–--–---–ი+ს’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,ს-–--–--–---–------ს’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,G---------------------y-ის’’ (ს/ნ 4--------), შპს ,,ფ-–----ს’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,ქ--------–------------ს’’ (ს/ნ 4--------), შპს ,,------------------- -1’’ -ის (ს/ნ 2--------), შპს ,,ა---––------------–--–---ს’’ (ს/ნ 2--------), მ------------–-–---–-ს (პ/ნ 4-----------, ი-----------–-–---–ის (პ/ნ 4----------), ი-----------–-–---–ის (პ/ნ 0----------), ი-----–----------ის (პ/ნ 0----------), ს---------------ს (პ/ნ 0----------), ა-------------ს (პ/ნ 0----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობაა, ამდენად შპს ,,ქ--------–--–---–ი+ს’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,ს-–--–--–---–------ს’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,G---------------------y-ის’’ (ს/ნ 4--------), შპს ,,ფ-–----ს’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,ქ--------–------------ს’’ (ს/ნ 4--------), შპს ,,------------------- -1’’ -ის (ს/ნ 2--------), შპს ,,ა---––------------–--–---ს’’ (ს/ნ 2--------), მ------------–-–---–-ს (პ/ნ 4-----------, ი-----------–-–---–ის (პ/ნ 4----------), ი-----------–-–---–ის (პ/ნ 0----------), ი-----–----------ის (პ/ნ 0----------), ს---------------ს (პ/ნ 0----------), ა-------------ს (პ/ნ 0----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე უნდა იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ, რათა თავი აერიდებინათ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:
ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს;
დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს;
ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს;
ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;
ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;
თ) პირები ნათესავები არიან;
ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.
ამავე მუხლის 3-ე ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს;
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 2- თებერვლის მდგომარეობით შპს ,,ქ--------–---–---–-+’’-ს (ს/ნ 2--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 35 592.86 ლარს. შპს ,,ქ--------–--–---–ი+’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,ს-–--–--–---–------’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,G---------------------y-’’ (ს/ნ 4--------), შპს ,,ფლ-----’ (ს/ნ 2--------), შპს ,,ქ--------–------------’’ (ს/ნ 4--------), შპს ,,------------------- -1’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,ა---––------------–--–---’’ (ს/ნ 2--------), მ------------–-–---–- (პ/ნ 4-----------, ი-----------–-–---–ი (პ/ნ 4----------), ი-----------–-–---–ი (პ/ნ 0----------), ი-----–----------ე (პ/ნ 0----------), ს--------------- (პ/ნ 0----------), ა------------- (პ/ნ 0----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2-9-ე მუხლის თანახმად წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებული პირებს, მაგრამ მხოლოდ ურთიერთ დამოკიდებულ პირად არსებობა, ავტომატურად არ იწვევს ცრუმაგიერ პირად ცნობას, რადგან შემოსავლების სამსახურის სარჩელით დავის გადაწყვეტის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
სასამართლო მითითებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება, რაც უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით, რადგან პირთა ცრუმაგიერად ცნობისათვის სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ ურთიერთ დამოკიდებული პირები, არამედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები კერძოდ: პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებული უნდა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, რაც ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შპს ,,ს-–--–--–---–------ს’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,G---------------------y-ის’’ (ს/ნ 4--------), შპს ,,ფ-–----ს’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,ქ--------–------------ს’’ (ს/ნ 4--------), შპს ,,------------------- -1’’ -ის (ს/ნ 2--------), შპს ,,ა---––------------–--–---ს’’ (ს/ნ 2--------), მ------------–-–---–-ს (პ/ნ 4-----------, ი-----------–-–---–ის (პ/ნ 4----------), ი-----------–-–---–ის (პ/ნ 0----------), ი-----–----------ის (პ/ნ 0----------), ს---------------ს (პ/ნ 0----------), ა-------------ს (პ/ნ 0----------) მიერ შპს ,,ქ--------–--–---–ი+ს’’ (ს/ნ 2--------), მოძრავი/ან უძრავი ქონების შეძენა, რომლის მიზანიც შეიძლება ყოფილიყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდება შპს ,,ქ--------–--–---–ი+ს’’ (ს/ნ 2--------), -ს მიერ, ხოლო ის გარემოება, რომ 2----201- წელს მ------------–-–---–ს, იზ---–---------ეს, ს---------------ს და ა--------------- ხელფასის სახით მიღებული აქვთ შემოსავალი შპს ,,ქ--------–--–---–ი+-დან, ასევე მ------------–-–---–ს, ი-----–----------ეს, ს---------------ეს და ა-------------ს 2013-201- ხელფასის სახით მიღებული აქვთ შემოსავალი შპს ,,G---------------------y’’-იდან არ წარმოადგენს მათი ცრუმაგიერად ცნობის საფუძველს, რადგან მხოლოდ აღნიშნული საფუძვლით პირთა ცნობა ცრუმაგიერ პირად ავტომატურად გამოიწვევს სხვა პირთა ცრუმაგიერ პირად ცნობას, რომლებიც შეიძლება დასაქმებული იყო ორგანიზაციაში და მიღებული აქვს ხელფასი, ასევე ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძველი ვერ გახდება პროდუქციის მიწოდება შესაბამისი ზედნადებების საფუძველზე, რომელიც მხარის მიერ განხორციელებულია ოფიციალურად, რადგან ორივე შემთხვევაში პირთა ცრუმაგირად ცნობისათვის სახეზე უნდა იყოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული ცრუმაგიერად აღიარების ორივე კრიტერიუმი და დადასტურებული უნდა იქნეს მოსარჩელის მიერ, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ, რათა თავი აერიდებინათ შპს ,,ქ--------–---–---–-+’’-ს (ს/ნ 2--------) გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, რადგან აღნიშნული გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.
ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ცრუმაგიერ პირების ავტომატურად ურთიერთდამოკიდებულ პირებთან გაიგივება არ არის სწორი, ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება: თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, რადგან „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-1-7-1-5(კ-17).
სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს, ამდენად აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს---–--------–----------------- მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხეების შპს ,,ქ--------–--–---–ი+ს’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,ს-–--–--–---–------ს’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,G---------------------y-ის’’ (ს/ნ 4--------), შპს ,,ფ-–----ს’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,ქ--------–------------ს’’ (ს/ნ 4--------), შპს ,,------------------- -1’’ -ის (ს/ნ 2--------), შპს ,,ა---––------------–--–---ს’’ (ს/ნ 2--------), მ------------–-–---–-ს (პ/ნ 4-----------, ი-----------–-–---–ის (პ/ნ 4----------), ი-----------–-–---–ის (პ/ნ 0----------), ი-----–----------ის (პ/ნ 0----------), ს---------------ს (პ/ნ 0----------), ა-------------ს (პ/ნ 0----------) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების და შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, რადგან სახეზე არ არის გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რის გამოც შემოსავლების სარჩელი შპს ,,ქ--------–--–---–ი+ს’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,ს-–--–--–---–------ს’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,G---------------------y-ის’’ (ს/ნ 4--------), შპს ,,ფ-–----ს’’ (ს/ნ 2--------), შპს ,,ქ--------–------------ს’’ (ს/ნ 4--------), შპს ,,------------------- -1’’ -ის (ს/ნ 2--------), შპს ,,ა---––------------–--–---ს’’ (ს/ნ 2--------), მ------------–-–---–-ს (პ/ნ 4-----------, ი-----------–-–---–ის (პ/ნ 4----------), ი-----------–-–---–ის (პ/ნ 0----------), ი-----–----------ის (პ/ნ 0----------), ს---------------ს (პ/ნ 0----------), ა-------------ს (პ/ნ 0----------) ცრუმაგირად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახური საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ მე-5 მუხლის ,,უ’’ პუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონსძიება უნდა გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ი-----------–-–---–ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს/კ 6-.1-.2-----);
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს---–--------–----------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ახალციხის რაიონული სასამართლო 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა ი------------–-–---–ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს/კ 6-.1-.2-----);
3. სს---–--------–----------------- სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლებულია;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.თ---–--- რობაქიძის ქ.N7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ახალციხე მებაღიშვილის ქ.N62) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე გია ბერაია