გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2018
საქმის ნომერი
200210016001513318
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
06.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/601-16

N200210016001513318

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 მარტი, 2018 წელი თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელეები - ე-–--ო ნ--------ი, ნ---- ხ-------–---–ი, თ----- ხ-------–---–ი

წარმომადგენელი - თ----- მ---------–ი

მოპასუხეები: თ---------- ხ-------–---–ი, გ--- ხ-------–---–ი

წარმომადგენელი - მ-----–ი ღ---–--ე

დავის საგანი - თანამესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1.სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ე-–--ო ნ--------ი, თ----- ხ-------–---–ი და ნ---- ხ-------–---–ი თ---------- და გ--- ხ-------–---–ებთან ერთად ცნობილ იქნენ 1/5-1/5-1/5 წილის და ასევე თ----- ხ-------–---–ი და ნ---- ხ-------–---–ი რ-------- ა-–-----ის წილის 1/4-1/4-ის ბინის თანამესაკუთრეებად მდებარე ქ. თ--–--ი, ე-----–ე მ-----ის გ---------ში.

1.2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი და ადვოკატის მომსახურეობისათვის გადახდილი თანხა 600 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

1988 წლის 24 მაისს თ--–--ის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო საექსპლოატაციო კანტორისა და რ-------- ი----ს ძე ა-–-----ს შორის გაფორმდა მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს სახლში საცხოვრებელი ბინის გაქირავების ხელშეკრულება ქ. თ--–------–----------------ში მდებარე №---ე ბინაზე, რაც შედგებოდა 2 ოთახისაგან. 1988 წლის 04 ივნისს ამავე ბინაზე თ--–--ის სახალხო დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ გაცემულ იქნა ორდერი №1---. ორდერში შეყვანილ იქნენ თავად რ--------ი ვ----–ას ძე ა-–-----ი, მ-----–ა გ------ის ასული ა-–-----ი, თ---------- რ--------ის ძე ხ-------–---–ი, გ--- რ--------ის ძე ხ-------–---–ი და მისი მარწმუნებელი ე-–--ო არჩილის ასული ნ--------ი და ნ---- თ----------ის ასული ხ-------–---–ი. აქვე განმარტავს, რომ ე-–--ო ნ--------ი დღემდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თ---------- ხ-------–---–თან. რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში თ---------- ხ-------–---–ს სარჩელი აქბს აღძრული ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნით. მოსარჩელეები ნ---- და თ----- ხ-------–---–ები კი არიან მათი შვილები. ორდერში შეყვანილ პირთაგან გარდაცვლილია მ-----–ა გ------ის ასული ა-–-----ი. 1996 წლის 21 მაისს რ-------- ა-–-----მა თ----- და ნ---- ხ-------–---–ების სასარგებლოდ შეადგინა ნოტარიალური წესით დადასტურებული ანდერძი, რომლის თანახმად მთელი თავისი ქონება, რაც აღმოჩნდებოდა გარდაცვალების შემდეგ, უანდერძა შვილიშვილებს. რ-------- ა-–-----ი გარდაიცვალა 2012 წლის 21 თებერვალს. ანდერძი გახდა სადავო. თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით საქმე №2/362-12-ზე დაკმაყოფილდა თ----- და ნ---- ხ-------–---–ების სარჩელი თ---------- ხ-------–---–ის და გ--- ხ-------–---–ის წინააღმდეგ და ანდერძი ნამდვილად იქნა აღიარებული. თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, 2016 წლის 07 მარტს, №160212605 სანოტარო აქტით ინდივიდუალური №05852461524716) ნოტარიუსს ც---–ა კ-–--–---–ის მიერ თ----- და ნ---- ხ-------–---–ების სასარგებლოდ გაცემულ იქნა ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც როგორც რ-------- ა-–-----ის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა მიიღეს მამკვიდრებლის სახელზე რიცხული სამკვიდრო ქონების წილი. მამის გარდაცვალების შემდეგ კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში მამის- რ-------- ა-–-----ის დანაშთი სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუს ც---–ა კ-–--–---–ს ასევე განცხადებით მიმართეს მოპასუხეებმა- თ---------- და გ--- ხ-------–---–ებმა, თუმცა მოსარჩელეების აზრით შეგნებულად არიდებენ თავს საკვიდრო მოწმობის აღებას. 2016 წლის 15 აპრილს მოსარჩელე მხარემ საფოსტო გზავნილით მიმართა თ---------- და გ--- ხ-------–---–ებს და აცნობათ, რომ სურდათ პრივატიზაციის განხორციელება ჯერ კიდევ სახელმწიფო ფონდის ბინაზე, მათთვის დაერთოთ ნება შიდა აზომვითი ნახაზის შესადგენად და 10 დღის ვადაში წარმოედგინათ ნოტარიალური წესით დადასტურებული თანხმობები პრივატიზაციის განსახორციელებლად, მაგრამ უშედეგოდ, რის გამოც თვითმმართველი ქალაქი თ--–--ის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 13 მაისის ბრძანება №3---ით განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. წერილობით წარმოდგენილი შესაგებელით მოპასუხეებმა თ---------- ხ-------–---–მა და გ--- ხ-------–---–მა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ რ. ა-–-----ის სახელზე 24.05.1988 წ. ხელშეკრულება მშრ.დეპ. ადგილობრივი საბჭოს სახლში საბინაო ბინის გაქირავებაზე ლენინის ქ. 8 ბინა 10 არ ინახება უფლების დამდგენი დოკუმენტი. ნ---- და თ----- ხ-------–---–ებზე გაცემულია ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა, რაც ადასტურებს რომ რ. ა-–-----ს კონკრეტული ქონება არ გააჩნდა და არ ერიცხებოდა. გაუგებარია სასარჩელო მოთხოვნით რას თხოულობს მოსარჩელე, რის თანამესაკუთრედ უნდა იქნენ ცნობილი, შესაბამისად არ ეთანხმება არც მეორე სასარჩელო მოთხოვნას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1.ე-–--ო ნ--------ი და გ--- ხ-------–---–ი 1985 წლის 3 იანვრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და მათ შეეძინათ ორი შვილი: 1----–-–-----------------ს დაბადებული ნ---- ხ-------–---–ი და 1----–-–------------------ს დაბადებული თ----- ხ-------–---–ი.1991 წლიდან მოსარჩელეები და მოპასუხე აღარ ცხოვრობენ ერთად.მხარეთა შორის განქორწინება მოხდა 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-დაბადების მოწმობები (ს.ფ.37-39)

-მოპასუხის განმარტება(ოქმი2017 წლის 24.08.12:03:00 -12:07:46; 2018წ. 16.02. 16:06:36-16:08:22)

-მოწმეების მ----- უ-----–--ის და დ-------ნ დ------–---–ის ჩვენებები(ოქმი 24.08. 2017წ.12:14:21-12:23:31; 12:25:08-12:32;18.)

-მხარეთა განმარტება ნ---- ხ-------–---–ის დაბადების მოწმობის ასლი, თ----- ხ-------–---–ის დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 36-39)

 

3.2.2. 1988 წლის 24 მაისს თ--–--ის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო საექსპლოატაციო კანტორასა და რ-------- ი----ს ძე ა-–-----ს შორის გაფორმდა მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს სახლში საცხოვრებელი ბინის გაქირავების ხელშეკრულება ქ. თ--–--ი , ლ----------------ში მდებარე №---ე ბინაზე, რაც შედგებოდა 2 ოთახისაგან.1988 წლის 04 ივნისს ამავე ბინაზე თ--–--ის სახალხო დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ გაცემულ იქნა ორდერი №1---.ორდერში შეყვანილნი არიან რ-------- ვ----–ას ძე ა-–-----ი, მ-----–ა გ------ის ასული ა-–-----ი, თ---------- რ--------ის ძე ხ-------–---–ი, გ--- რ--------ის ძე ხ-------–---–ი, ე-–--ო არჩილის ასული ნ--------ი და ნ---- თ----------ის ასული ხ-------–---–ი. ორდერში შეყვანილ პირთაგან გარდაცვლილია მ-----–ა გ------ის ასული ა-–-----ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება საცხოვრებელი ბინის გაქირავებაზე, ორდერი, მ-----–ა ა-–-----ის გარდაცვალების მოწმობის ასლი ( ს.ფ. 26-29, ს.ფ. 30, ს.ფ. 40)

3.2.3. 1996 წლის 21 მაისს რ-------- ა-–-----მა თ----- და ნ---- ხ-------–---–ების სასარგებლოდ შეადგინა ნოტარიალური წესით დადასტურებული ანდერძი, რომლის თანახმად მთელი თავისი ქონება, რაც აღმოჩნდებოდა გარდაცვალების შემდეგ, უანდერძა შვილიშვილებს. რ-------- ა-–-----ი გარდაიცვალა 2012 წლის 21 თებერვალს. 2016 წლის 07 მარტს, (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №160212605) ნოტარიუსს ც---–ა კ-–--–---–ის მიერ თ----- და ნ---- ხ-------–---–ების სასარგებლოდ გაცემულ იქნა ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სამკვიდრო მოწმობა(ს.ფ.49-51)

3.2.4. მოსარჩელეებმა 2016 წლის 16 აპრილს განცხადებით მიმართეს თვითმმართველი ქალაქი თ--–--ის მუნიციპალიტეტის მერიას, კერძოდ, ქალაქის მერს და მოითხოვეს პრივატიზაციის განხორციელება სადავო უძრავ ნივთზე. თვითმმართველი ქალაქი თ--–--ი მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 13 მაისის ბრძანება №3---ით განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-განცხადების ასლი, თვითმმართველი ქალაქი თ--–--ის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 13 მაისის ბრძანება (ს.ფ. 56-59, ს.ფ. 61-62)

 

3.2.5.რ-------- ა-–-----ი 1989 წლიდან აღარ ცხოვრობდა ქ.თ--–--ი, ე-----–ე მ-----ეს გ-------------ში, იგი ცხოვრობდა ა-–-------------------------, გ--- ხ-------–---–ი 1988 წლიდან ცხოვრობს ქ.თბილისში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მოპასუხის განმარტება(ოქმი2017 წლის 24.08.12:03:00 -12:07:46; 2018წ. 16.02. 16:06:36-16:08:22)

-მოწმეების მ----- უ-----–--ის და დ-------ნ დ------–---–ის ჩვენებები(ოქმი 24.08. 2017წ.12:14:21-12:23:31; 12:25:08-12:32;18.)

-ცნობები(ს.ფ.132-134)

 

3.2.6. მოსარჩელეები: ე-–--ო ნ--------ი, თ----- და ნ---- ხ-------–---–ები რეგისტრირებულნი არიან ა---------ში ქ.გ----ა, ს.ბ-----ი, მ.კ--–----------- და ცხოვრობენ ქ. თ---–--–----------–---–---–-----------------; ქ.თ---–-----------------------------–----------------–--------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მოპასუხის განმარტება(ოქმი2017 წლის 24.08.12:03:00 -12:07:46; 2018წ. 16.02. 16:06:36-16:08:22)

-წარმომადგენლობები(ს.ფ.67-75)

 

3.2.4.1997 წელს თელავის რაიონის სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელეთა შესახელებაზე, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის მიქცეული აღსასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მოპასუხის განმარტება(ოქმი 2018წ. 16.02. 16:06:36-16:08:22)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა, შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე 102-ე მუხლით, რომლის თანახმადაც მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

მოსარჩელე ვალდებული იყო დაემტკიცებინა ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებდა თავის სარჩელს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის პირველი თებერვლის №107-ე დადგენილება.

”კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვარი N 73 ბრძანებულება; ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 20 თებერვლის საქართველოს მთავრობის №189 დადგენილება; სამოქალაქო კოდექსის 142-ე, 1507-ე მუხლები;საბინაო კოდექსის (მიღებული 1983 წლის 4 ივნისს)62-ე,69-ე მუხლები.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის პირველი თებერვლის №107-ე დადგენილების მე-5 პუნქტით დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.

სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად მოცემული დავის გადაწყვეტისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ძველი საბინაო კოდექსი (მიღებული 1983 წლის 4 ივნისს) და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულება, ასევე 2014 წლის 20 თებერვლის საქართველოს მთავრობის №189 დადგენილება;

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებითა და 2014 წლის 20 თებერვლის საქართველოს მთავრობის №189 დადგენილებით განსაზღვრულია „კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული ბინების მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის“ წესი. ამ ბრძანებულებისა და დადგენილების მეორე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „მოსარგებლე არის პირი ვინც რეალურად ფლობს საპრივატიზაციო ფართს და კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი ფართით“.

ამავე აქტების მე-4 მუხლის თანახმად, „პრივატიზაციის მოთხოვნის უფლება აქვს პირს, რომელსაც აქვს კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი“, ხოლო მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში და მე-5 მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულია, რომ კანონიერი მოსარგებლეობა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით.

საბინაო კოდექსის მე-60-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში 1988 წლის 24 მაისს თ--–--ის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო საექსპლოატაციო კანტორასა და რ-------- ი----ს ძე ა-–-----ს შორის გაფორმდა მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს სახლში საცხოვრებელი ბინის გაქირავების ხელშეკრულება ქ. თ--–--ი , ლ----------------ში მდებარე №---ე ბინაზე, რაც შედგებოდა 2 ოთახისაგან. 1988 წლის 04 ივნისს ამავე ბინაზე თ--–--ის სახალხო დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ გაცემულ იქნა ორდერი №1---.ორდერში შეყვანილნი იქნენ რ-------- ვ----–ას ძე ა-–-----ი, მ-----–ა გ------ის ასული ა-–-----ი, თ---------- რ--------ის ძე ხ-------–---–ი, გ--- რ--------ის ძე ხ-------–---–ი, ე-–--ო არჩილის ასული ნ--------ი და ნ---- თ----------ის ასული ხ-------–---–ი.

საბინაო კოდექსის 62-ე მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა უფლება-მოვალეობებიც, რომლებიც დამქირავებელთან ერთად ცხოვრობენ. ისინი სარგებლობენ ყველა უფლებითა და მოვალეობით, რაც დამქირავებელს ეკისრება.

საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სადგომი, დროებით სხვაგან მყოფ დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრს უნარჩუნდება 6 თვის განმავლობაში, ხოლო ხანგრძლივი ვადით ყოფნის დროს, სამხედრო სამსახურში ყოფნისას 5 წლის მანძილზე.

,,სამოქალაქო კოდექსის 20-ე მუხლის თანახმად, მოქალაქის საცხოვრებელ ადგილად აირჩევა ადგილი, რომელსაც მოქალაქე ირჩევს. საცხოვრებელი ადგილის არჩევა არის პირის ნება, რომელიც ნებისმიერ აქტზე მაღლა დგას. ე.ი. ბინის პრივატიზაციის უფლების არსებობის დასადგენად საჭიროა იმის დადგენა, მიატოვა თუ არა მოსარჩელემ სადავო საცხოვრებელი ფართი, დადებით შემთხვევაში – რა პერიოდიდან, საცხოვრებლად სხვა ადგილას გადასვლას ჰქონდა მუდმივი თუ დროებითი ხასიათი, შეწყვიტა თუ არა მოდავე მხარემ სადავო ბინასთან საყოფაცხოვრებო კავშირი, რა ინტენსივობით იყენებდა სადავო საცხოვრებელს. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება სხვაგან გადასვლის შემთხვევაში მოშლილად უნდა ჩაითვალოს და ასეთ შემთხვევაში პირი ავტომატურად კარგავს გადასვლის დღიდან საცხოვრებელი სადგომით სარგებლობასა და, შესაბამისად, ფართის პრივატიზაციის უფლებას“.(საქმეNას-473-447-2012)

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე ე-–--ო ნ--------მა, თ----- ხ-------–---–თან და ნ---- ხ-------–---–თან ერთად1991 წლიდან შეწყვიტა სადავო ბინასთან საყოფაცხოვრებო კავშირი, ხოლო რ-------- ა-–-----მა უფრო ადრე -1989 წლიდან შეწყვიტა კავშირი სადავო ბინასთან, ასევე სადავო ბინასთან საყოფაცხოვრებო კავშირი 1988 წლიდან შეწყვეტილი აქვს გ--- ხ-------–---–საც.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე ე-–--ო ნ-------ის სარჩელი სადავო ბინაში შესახლების თაობაზე დაკმაყოფილებული იქნა 1997 წე-–-- 05 ნოემბერს თ--–--ის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილება ე-–--ო ნ--------ს არ მიუქცევია აღსასრულებლად.

საქართველო სამოქალაქო კოდექსის 142 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ მას სადავო სახლის ფართზე უფლება მოპოვებული აქვს ასევე 1997 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად სადავო სახლში შესახელბის მოთხოვნის დაკმაყოფილებით, ვინაიდან მხარეს ნაცვლად 2007 წლის 05 ნოემბრისა, სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი აქვს 2016 წლის 21 სექტემებერს,რითაც გაშვებული აქვს გადაწყვეტილების აღსრულების ათ წლიანი ვადა.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, ფართზე უფლებადაკარგულები არიან როგორც მოსარჩელეები, ასევე რ-------- ა-–-----იც, ვინაიდან მათ ფართი მიატოვეს ნებით, ათეული წლების მანძილზე ისინი სადავო ფართში არ გამოჩენილან. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია.შესაბამიასად სასამართლოს მიაჩნია რომ მოსარჩელეების ე-–--ო ნ--------ის, თ----- ხ-------–---–ის და ნ---- ხ-------–---–ის სარჩელი თ---------- და გ--- ხ-------–---–ებთან ერთად ცნობილ იქნენ სადავო ბინის 1/5-1/5-1/5 წილის და ასევე თ----- ხ-------–---–ი და ნ---- ხ-------–---–ი რ-------- ა-–-----ის წილის 1/4-1/4-ი თანამესაკუთრეებად, მდებარე ქ. თ--–--ი, ე-----–ე მ-----ის გ---------ში, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

1. მოსარჩელეების ე-–--ო ნ--------ის, თ----- ხ-------–---–ის და ნ---- ხ-------–---–ის სარჩელი თ---------- და გ--- ხ-------–---–ებთან ერთად ცნობილ იქნენ ბინის 1/5-1/5-1/5 წილის და ასევე თ----- ხ-------–---–ი და ნ---- ხ-------–---–ი რ-------- ა-–-----ის წილის 1/4-1/4-ის თანამესაკუთრეებად, მდებარე ქ. თ--–--ი, ე-----–ე მ-----ის გ---------ში, არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე