განაჩენი

სისხლის სამართლის 07.03.2018
საქმის ნომერი
010100118002282997
დავის ტიპი
276 1
თარიღი
07.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002282997

საქმე N1-107/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07.03.2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ბუ-–----–---–-----ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: რე-–------------–ია

მამის სახელი: თა--------

დაბადებული: 1--03.1941 წელი

პირადი ნომერი: 1---------2

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ქ.ზუ--------------–-----–-------------

 

ადვოკატი - ირ---–---------–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება); (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N075160817003

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 16 აგვისტოს, ქ.ქობულეთში, ცი--------ს უღელტეხილზე, რე-–------------–ია, მოძრაობდა რა ,,მე---------ს’’ მარკის ავტომანქანით - სახელმწიფო №N------, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 1-ის, მუხლი 33 პუნქტი 2-ის მოთხოვნები და შეეჯახა ,,დ----ს’’ მარკის სახ. ნომრით B------ სატვირთო ავტომანქანას, რომელსაც მართავდა მძღოლი ზვ---------------ე. მომხდარი სატრნსპორტო შემთხვევის შედეგად ნი----------მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა

იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს,რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება

 

2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 27 თებერვლის წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. თავად ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, რის გამოც, შეეჯახა ,,დ----ს’’ მარკის სახ. ნომრით B------ სატვირთო ავტომანქანას და მომხდარი სატრნსპორტო შემთხვევის შედეგად ნი----------მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 07.03.2018წ)

 

2.4. ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №-260/ა, 22.11.2017წ დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ რე-–------------–იას მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 1-ის და მუხლი 33 პუნქტი 2-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ზვ---------------ეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო, ვინაიდან მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება. (იხ დასკვნა ს.ფ.41-44)

 

2.5. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0--------, 06.11.2017წ დადგენილია, რომ თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებისა, ნი----------ი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონალურ მკურნალობას გადიოდა შპს უნიმედი აჭარა ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში 2017 წლის 16 აგვისტოს. დიაგნოზი: გულმკერდის უკანა კედლის ნეკნების მოტეხილობა მხრის დაჟეჟილობით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (იხ დასკვნა ს.ფ.38-40)

 

2.6. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმე ზვ---------------ის და დაზარალებულის ჩვენებები, ასევე საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რე-–------------–იამ ჩაიდინა ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რე-–------------–იამ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2017 წლის 16 აგვისტოს, ავტომობილის მართვისას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით, რა დროსაც, ნი----------მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

 

რე-–------------–იას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით), ვინაიდან

 

განხორციელებული ცვლილების თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 276-ე მუხლში ცვლილება შევიდა სასჯელის ნაწილში, კერძოდ 276-ე მუხლის პირველი ნაწილი 2018 წლის 01 იანვრამდე სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე ან უამისოდ,ხოლო 2018 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქციით - ქმედება ისჯება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. სასჯელის სახე - შინაპატიმრობა - იმ დროს მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული არ არის;

 

რე-–------------–იას დანაშაული ჩადენილი აქვს 2017 წლის 16 აგვისტოს;

 

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. შესაბამისად რე-–------------–იას სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით - არა ამჟამინდელი, არამედ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი - (2018 წლის 01 იანვრამდე) რედაქციით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

ბრალდებულ რე-–------------–ია არის 77 წლის, წარსულში ნასამართლობა არა აქვს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილს; მან დაზარალებულს გაუწია დახმარება, სრულად გაიღო მკურნალობის ხარჯები; დაზარალებული საქმეში არსებული გამოკითხვის ოქმით განმარტავს, რომ მას ბრალდებულის მიმართ არა აქვს პრეტენზია; ცხოვრობს მარტო, მეუღლე და ერთი შვილი გარდაცვლილი ყავს, იღებს საპენსიო თანხას ნაწილობრივ, რადგან აქვს საკრედიტო ვადებულება ბანკის მიმართ; აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა; ავტომანქანა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა და გამოყენებისათვის უვარგისი გახდა;

 

გარდა ზემოთაღნიშნული გარემოებებისა, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ბრალდებულის მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე დაცვის მხარის განმარტებით, მის მიმართ სასჯელის სახედ ჯარიმის თუნდაც მინიმალური ოდენობით დანიშვნა, კიდევ უფრო დაამძიმებს მის მდგომარეობას; ბრალდებულის განმარტებით მას აქვს საკრედიტო ვალდებულება, როგორც ბანკის, ისე ფიზიკური პირის მიმართ და ის ვერ შეძლებს ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულებას;

 

ზემოთაღნიშნული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რე-–------------–იას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩათვლილი უნდა იქნეს პირობითად, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს:

 

ავტომანქანა ,,მე---------’’ სახელმწიფო №N------, რომლიც განთავსებულია შპს „ბ-------------“-ის სპეციალურ ავტოსადგომზე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისი განკარგვა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული რე-–------------–ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

პირობითი მსჯავრდებულ რე-–------------–იას ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა ,,მე---------’’ სახელმწიფო №N------, რომლიც განთავსებულია შპს „ბ-------------“-ის სპეციალურ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს და შპს ,,ბ------------- ის’’ ადმინისტრაციას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე