განაჩენი

სისხლის სამართლის 09.03.2018
საქმის ნომერი
080100118002277586
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
09.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/73-18 (№041181217006)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

14.02.2018 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი გ------- ესაძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი დ------- ვ------------

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული გ------- ქ---------–--ე

მამის სახელი: ი-----

დაბადების თარიღი: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 6---------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, შ-------------–-ს ქ. N162/3

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ა---–-----------ის გამზირი N40/3

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ------- ქ---------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ------- ქ---------–--ე მეუღლეს გ---–----- გ---------ეს 2017 წლის ოქტომბრის თვიდან 2017 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, კვირაში თითქმის სამჯერ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაზარალებული აღნიშნულ ქმედების შედეგად განიცდიდა ტანჯვას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2018 წლის 02 თებერვლის წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ------- ქ---------–--ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს გ------- ქ---------–--ემ თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მან მართლაც მიაყენა მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა ამას ჰქონდა თავისი მიზეზი და ასეთ ფაქტებს სისტემატური ხასიათი არ ჰქონდა როგორც ეს მითითებულია ბრალდებაში. ამასთან, დაადასტურა, რომ წინასასამართლო სხდომაზე უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხოლო დასკვნით სიტყვასა და საბოლოო სიტყვაში თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ გ------- ქ---------–--ემ წინასასამართლო სხდომაზე უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათი ერთობლიობით: მოწმე გ---–----- გ---------ის, არასრულწლოვან ნ---- ქ---------–--ის და ნ---- ქ---------–--ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულ გ------- ქ---------–--ის ჩვენებით, სასამართლო ფსიქოლოგი----- ექსპერტიზის დასკვნით; ალკოჰოლური ექსპერტიზის დასკვნით და შემაკავებელი ორდერით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ გ------- ქ---------–--ე თავის მეუღლეს გ---–----- გ---------ეს 2017 წლის ოქტომბრის თვიდან 2017 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

 

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა გ------- ქ---------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი. მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გ------- ქ---------–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: გ------- ქ---------–--ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; ის პირველადაა სამართალში, შესაბამისად, ბრალდებულის წარსული ცხოვრება მის კანონმორჩილ ცხოვრების წესზე მიუთითებს. ოჯახური კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი იყო დაზარალებულის არასათანადო ქცევა, რაც იმაში გამოიხატა, რომ მიუხედავად ბრალდებულის მხრიდან გაფრთხილებისა - მნიშვნელოვან ზარს ელოდებოდა მობილურ ტელეფონზე, რის გამოც ტანსაცმლის გაუხდელად დაწვა დივანზე, მეუღლემ ყურად არ იღო ეს გარემოება და გამოურთო ტელეფონი.

 

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან(ინკრიმინირებული ქმედება არ შეიცავს ფიზიკური ძალადობის ნიშნებს) და ბრალდებულის პიროვნებიდან(პირველადაა სამართალში) გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სამართლიანი ზომით დანიშვნით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ------- ქ---------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.

გ------- ქ---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

მსჯავრდებულ გ------- ქ---------–--ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე