გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 071310017001981231
საქმე №3/7-17წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02.03.2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი
მოსარჩელე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილება;
წარმომადგენელი: თ------ ტ--------
მოპასუხე: ტ------- კ--–-----–- (არ გამოცხადდა);
დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) უკან დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ტ------- კ--–-----–- დაეკისროს ზედმეტად მიღებული სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) – 59.90 ლარის უკან დაბრუნება.
სარჩელის საფუძვლები:
ტ------- კ--–-----–-ს ოჯახი 2014 წლის იღებდა საარსებო შემწეობას ოჯახის 1 წევრზე. 2017 წლის 22 თებერვალს სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონულ განყოფილებაში შემოვიდა წერილი, რომლის მიხედვითაც ტ------- კ--–-----–- უფიქსირდება გარკვეული შემოსავალი, რაც მას არ უცნობებია სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი ორგანოსთვის. ვინაიდან მოპასუხე დღეის მდგომარეობით არ არის სოციალური დახმარების მიმღები, ვალდებულია დააბრუნოს ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხა - 59.90 ლარის ოდენობით (2017 წლის იანვრის თვის).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ტ------- კ--–-----–- წერილობით შესაგებლი არ წარმოუდგებია. მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ტ------- კ--–-----–-ს ოჯახი 2014 წლიდან ყოველთვიურად იღებდა სოციალური დახმარების თანხას ოჯახის ერთ წევრზე 60 (სამოცი) ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გადაწყვეტილება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ;
3.1.2. ტ------- კ--–-----–- უფიქსირდება გარკვეული შემოსავალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 თებერვლის N--/1----–-----–-;
3.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების 31.03.2017 წლის წერილით ტ------- კ--–-----–- ეცნობა საარსებო შემწეობის არასწორად გაცემისა და მიღებული თანხის (2017 წლის იანვრის თვის) - 59.90 ლარის დაბრუნების თაობაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების 31.03.2017 წლის N---1--0-/5-- წერილი;
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების 11.05.2017 წლის N---1--0-/9-- წერილი;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ" №279 დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა.
ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ბენეფიციარი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს სოციალური პაკეტის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა.
დადგენილია, რომ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ტ------- კ--–-----–-ს მხრიდან არ მომხდარა, რის გამოც მან ზედმეტად მიიღო 2017 წლის იანვრის თვის საარსებო შემწეობა - 59.90 ლარის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 აგვისტოს №210”, ,,საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279’’ დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 394-ემუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოპასუხე ტ------- კ--–-----–-- უკანონოდ მიიღო სოციალური დახმარების თანხა 59.90 ლარი, რადგან ტ------- კ--–-----–- უფიქსირდება გარკვეული შემოსავალი, რაც არ იქნა შეტყობინებული სოციალური სამსახურისთვის.
6.2. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 "სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ" დადგენილების მე-4 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ბენეფიციარი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს სოციალური პაკეტის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 "სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ" დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა.
6. 3. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, საჯარო სამსახურში შესვლისა და საქმიანობის შესახებ, რაც მოპასუხეს არ უცნობებია. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დადგენილია, რომ თანხა, რომელიც მიიღო მოპასუხემ ექვემდებარება დაბრუნებას, როგორც არასწორად მიღებული.
6.1.4. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ბენეფიციარის ტ------- კ--–-----–-ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხოვოს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.
6.6. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები. სახელდობრ, განსახილველ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო ,,საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279” დადგენილების შესაბამისად მოეხდინა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. ტ------- კ--–-----–-ს გარკვეული შემოსავალის გამო მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. ამდენად, სავსებით შესაძლებელია სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 394-ე მუხლებით. მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 200 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
ამასთან მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საწინააღმდეგო მტკიცებულება რაც გააბათილებდა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებსა და მტკიცებულებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ტ------- კ--–-----–- უნდა დაეკისროს 59.90 (ორმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
7.1.1. შესაბამისად, ტ------- კ--–-----–- უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელის - სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ტ------- კ--–-----–- (პირადი №-----------) დაეკისროს უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების - 59.90 (ორმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაათი) ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სასამართლო ხარჯებისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: საგარეჯო, ჯაფარიძის ქ. №4) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე პაატა ნოზაძე