განაჩენი

სისხლის სამართლის 09.03.2018
საქმის ნომერი
340100116001283141
დავის ტიპი
125 1
თარიღი
09.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100116001283141

N1/74-16

განაჩენი

საქართველოს სახელით

09.03.2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ოთარ სამუნაშვილი

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

გი------ ჭა----–---–ი- დაბადებული 1--- წლის 25 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ლ---------- რაიონი, სოფელი ჩ----------; ფაქტობრივად მცხოვრები:ლ---------- რაიონის სოფელი ც------------).

ადვოკატი - გი- ფა------–---–ი

კვალიფიკაცია:

გი------ ჭა----–---–ს- ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია)

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ბრალდების დადგენილების მიხედვით, 2016 წლის 14 იანვარს , შუადღის საათებში, ქ. ლაგოდეხში, კოსტავას ქუჩაზე გი------ ჭა----–---–მა ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა ივ--- ხა---ეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ბრალდებულ გი------ ჭა----–---–ის ბრალდება მასში, რომ 2016 წლის 14 იანვარს, შუადღის საათებში, ქ. ლაგოდეხში, კოსტავას ქუჩაზე გი------ ჭა----–---–მა ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა ივ--- ხა---ეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ივ--- ხა---ის ჩვენებით დადგენილია, რომ ივ--- ხა---ე მუშაობს ლ---------- რაიონის ახალგაზრდობის სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორად. 2016 წლის 14 იანვრის იციდენტამდე ერთი კვირით ადრე მასთან მივიდა გი------ ჭა----–---–ი და სთხოვა თავის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურში დასაქმება. ივ--- ხა---ე შეპირდა თუ რაიმე ადგილი გამოჩნდებოდა დაასაქმებდა. 2016 წლის 14 იანვარს, როდესაც ივ--- ხა---ე თავისი სამსახურის ადგილიდან, ავტომობილით მიემართებოდა ლ---------- რაიონის გამგეობისაკენ, გზაზე დახვდა გი------ ჭა----–---–ი, რომელმაც ანიშნა რომ გაჩერებულიყო. გი------ ჭა----–---–მა დაუწყო ლაპარაკი, თუ რატომ არ ასაქმებდა მას და მოულოდნელად მუშტი დაარტყა სახეში ავტომობილის ჩამოწეული ფანჯრიდან. ივ--- ხა---ე გადმოვიდა მანქანიდან და ცდილობდა გაერკვია რატომ დაარტყა გი------ ჭა----–---–მა. გი------ ჭა----–---–ი აგრძელებდა მის მიმართ ყვირილს და ქვაც აიღო დასარტყმელად, იგი იქვე მყოფმა მოქალაქეებმა გაარიდეს დაზარალებულს. ივ--- ხა---ე მაშინვე წავიდა პოლიციაში და განაცხადა მომხდარის შესახებ. როდესაც დაბრუნდა სამსახურში, იქ კვლავ დახვდა გი------ ჭა----–---–ი და ისე, რომ არ დააცადა ავტომობილიდან გადმოსვლა, დაუშინა ხელები და ფეხები ივ--- ხა---ეს. გი------ ჭა----–---–ი გაარიდა იქვე მყოფმა ივ--- ხა---ის თანამშრომელმა და---- ჭა--–---–მა. ივ--- ხა---ე კვლავ წავიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ გი------ ჭა----–---–ი მეორედ დაესხა თავს. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ წავიდა ლ---------- გამგეობაში, სადაც კვლავ დახვდა გი------ ჭა----–---–ი, როდესაც მანქანიდან დააპირა გადმოსვლა, მიიჭრა მასთან და ხელებით და ფეხებით დაუწყო ცემა. ხმაურზე, გამგეობის შენობიდან გამოვიდა დაცვის თანამშრომელი და გი------ ჭა----–---–ი მოაცილა მას, ხოლო დაცვის მეორე თანამშრომელმა ივ--- ხა---ე შეიყვანა გამგეობის შენობაში. ივ--- ხა---ე მესამედაც მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ გი------ ჭა----–---–ი კვლავ დაესხა თავს.

დაზარალებულმა განაცხადა, რომ პირველი დარტყმისას განიცადა იმდენად ძლიერი ტკივილი, რომ კინაღამ გონება დაკარგა. ასევე ტკივილი განიცადა მეორე და მესამე ცემისას. დაზარალებულმა განაცხად, რომ მას ამ შემთხვევების შემდეგ ტელეფონზე მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლითაც ვიღაც ემუქრებოდა, რომ თუ სამსახურს არ მისცემდა მის კაბინეტში მოიკლავდა თავს. ამის შესახებ შეატყობინა პოლიციას, ფიქრობს, რომ ამ ტექსტის ავტორი შეიძლება გი------ ჭა----–---–ი იყო.

დაზარალებულმა განაცხადა, რომ არ არის შურისმაძიებელი ადამიანი და გი------ ჭა----–---–ის მიმართ არ ითხოვს მკაცრ სასჯელს, სურს, რომ მას აღარ შეეხოს.

 

3.2. მოწმე მე---- კო-–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს ლ---------- რაიონულ სამმართველოში გამომძიებლად და ასევე შეთავსებით ძებნის ინსპექტორად. გამომძიებელს მისცა ჩვენება, იმის შესახებ, რომ სადაც მოხდა ივ--- ხა---ის ცემა გარე კამერები არ არის. ახლომდებარე შენობების გარე კამერები ამ ტერიტორიას არ ფარავს.

 

3.3. . მოწმე და---- ჭა--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ლ---------- რაიონის ახალგაზრდობის სპორტის განვითარების ცენტრში მასმედიასთან ურთიერთობის სპეციალისტად. 2016 წლის 14 იანვარს, იგი იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც გარეთ შენიშნა გი------ ჭა----–---–ი, რომელიც შენობის ახლოს იდგა. იგი გავიდა, გარეთ, სიგარეტის მოსაწევად და გაესაუბრა გი------ ჭა----–---–ს. ამ დროს ავტომობილით მოვიდა მისი უფროსი ივ--- ხა---ე, რომლისკენაც გაემართა გი------ ჭა----–---–ი და ავტომობილის ღია კარიდან გადმომავალ ივ--- ხა---ეს დაუწყო ყვირილი და არ აცლიდა მანქანიდან გადმოსვლას. დაინახა, რომ გი------ ჭა----–---–ი ივ--- ხა---ის მიმართულებით იქნევდა ფეხს, მაგრამ ავტომობილის კარები ეფარებოდა და ვერ დაინახა ფეხი მოარტყა თუ არა. მოწმემ გაარიდა გი------ ჭა----–---–ი და ცდილობდა მის დაწყნარება. რაიმე დაზიანება გი------ ჭა----–---–ის სახეზე არ შეუმჩნევია. დაზარალებულ ივ--- ხა---ეს არ დაურტყამს და არც შეუგინებია გი------ ჭა----–---–ისათვის.

 

3.4. მოწმე ალ------ ნი---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობა ლ---------- რაიონის გამგეობაში, დაცვის სამსახურში, იხდის სავალდებული სამხედრო სამსახურს. 2016 წლის 14 იანვარს, როდესაც იმყოფებოდა სამსახურში, დაინახა, რომ შენობასთან ავტომობილით მოვიდა ივ--- ხა---ე. შემდეგ გაიგონა თავის მეწყვილის გა-- პა--–---–ის ყვირილი, რომ იყო ჩხუბი და მიშველებოდა. დაინახა, რომ ივ--- ხა---ეს ხელებს და ფეხებს ურტყამდა გი------ ჭა----–---–ს და აგინებდა. გი------ ჭა----–---–ი მისმა მეწყვილემ გა-- პა--–---–მა გაარიდა ჩხუბის ადგილს, თვითონ კი ივ--- ხა---ე შეაცილა გამგეობის შენობაში. მას არ დაუნახავს რაიმე დაზიანება გი------ ჭა----–---–ის სახეზე. ივ--- ხა---ე მხოლოდ იგერიებდა გი------ ჭა----–---–ს, არ იგინებოდა.

 

3.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გა-- პა--–---–მა განმარტა, იგი მუშაობს ლ---------- რაიონის გამგეობაში, დაცვის სამსახურში, იხდის სავალდებული სამხედრო სამსახურს. 2016 წლის 14 იანვარს, როდესაც იმყოფებოდა სამსახურში, დაინახა, რომ შენობასთან ავტომობილით მოვიდა ივ--- ხა---ე. დაინახა, რომ როდესაც ივ--- ხა---ემ დააპირა გადმოსვლა ავტომობილიდან მასთან მივიდა გი------ ჭა----–---–ი და არ აცდიდა გადმოსვლას, დაუწყო ხელების და ფეხების რტყმა. მოწმემ დაუძახა თავის მეწყვილეს ალ------ ნი---–---–ს, რომ ჩხუბი იყო და მოშევებოდა მოჩხუბართა გაშველებაში. დაინახა, რომ ივ--- ხა---ეს ხელებს და ფეხებს ურტყამდა გი------ ჭა----–---–ი და აგინებდა. გი------ ჭა----–---–ი მოწმე გა-- პა--–---–მა გაარიდა ჩხუბის ადგილს, ხოლო ალ------ ნი---–---–მა ივ--- ხა---ე შეაცილა გამგეობის შენობაში. მას არ დაუნახავს რაიმე დაზიანება გი------ ჭა----–---–ის სახეზე. ივ--- ხა---ე მხოლოდ იგერიებდა გი------ ჭა----–---–ს, არ იგინებოდა.

 

3.6. მოწმე გუ---- კა-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 18 იანვარს ბრალდებული გი------ ჭა----–---–ი პირადად იყო ექსპერტიზაზე და აღენიშნებოდა ნაჭდევი ზედა ტუჩის მიდამოში 03X01მმ ზომის, რომელიც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნით და მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებას ჯანმრთელობის მოუშლელად. ასევე ჩაუტარდა ექსპერტიზა ივ--- ხა---ეს, რომელსაც გარეგნულად ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა.

 

3.7. მოწმე ტა-----– მა-----–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ იგი არის შსს სამინისტროს ლ---------- რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომელი. იგი დიდი ხანია იცნობს გი------ ჭა----–---–ს, განსაკუთრებით დაამახსოვრდა იმ დროიდან, როდესაც მან სცემა ცნობილ პოლიტიკოსს, რაზედაც ტელევიზიითაც იქნა ინფორმაცია გავრცელებული. ამ საქმეში, როგორც გამომძიებელმა დაკითხა მოწმე მე---- კო-–--–---–ი და რამდენჯერმე დაურეკა ბრალდებულ გი------ ჭა----–---–ს, რათა იგი გამოცხადებულიყო პოლიციაში და მოეხდინა ოქმით დაფიქსირება გამოცხადების, რადგან მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. გი------ ჭა----–---–მა პოლიციაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ მხოლოდ სასამართლოზე გამოცხადდებოდა. რაც შეეხება დაზარალებულ ივ--- ხა---ის ცემის ფაქტს, მისთვის ამ ფაქტის შესახებ არაფერია ცნობილი.

 

3.8.სასამართლოზე გამოკვლეული 2016 წლის 15 იანვრის N0----------ამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ პირადი შემოწმების დროს ივ--- ხა---ეს სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხოლო 2016 წლის 18 იანვრის N0-------- სამედიცინო ეასპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ გი------ ჭა----–---–ს პირადი შემოწმების დროს ზედა ტუჩზე მარცხენა ნესტოს ქვეს აღენიშნებოდა ნაჭდევი, რაც მიყენებულია მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ:

 

3.12. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გი------ ჭა----–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას ივ--- ხა---ე არ უცემია, სამსახურის დაწყება უნდოდა და ამისათვის მიაკითხა. 2018 წლის 14 იანვარს, როდესაც იგი ივ--- ხა---ეს ესაუბრებოდა, ივ--- ხა---ე იჯდა ავტომობილში, რა დროსაც მხოლოდ ხელი მიადო მას სახეზე, მაგრამ არ დაურტამს.. ივ--- ხა---ე გადმოვიდა ავტომობილიდან და მას სცემა. ბრალდებული წავიდა პოლიციაში, მაგრამ პოლიციამ მისი განცხადება არ მიიღო. ბრალდებულმა განმარტა, რომ იგი ნამდვილად სამჯერ შეხვდა ივ--- ხა---ეს 2018 წლის 14 იანვარს, მაგრამ მას არ უცემია იგი, არამედ პირიქით ივ--- ხა---ემ სცემა მას.

ასევე ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას სდევნიან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, კერძოდ სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლები.

 

3.17. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ გი------ ჭა----–---–ის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში მოითხოვა ბრალდებულ გი------ ჭა----–---–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება იმ საფუძვლით, რომ სახეზე არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო გათვალისწინებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლები - მტკიცებულების მინიმალური ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. ბრალდებულ გი------ ჭა----–---–ის ადვოკატის პოზიციით, დაზარალებულმა ივ--- ხა---ემ თვითონ მიაყენა გი------ ჭა----–---–ს ფიზიკური შეურაცყოფა და ამ შემთხვევაში იგი დაზარალებულია და არა ბრალდებული. მოწმეებმა ალ------ ნი---–---–მა და გა-- პაპიაშვილმა მისცეს მიკერძოებული ჩვენება, რადგან ისინი დაზარალებულ ივ--- ხა---ის თანამშრომლები არიან, ხოლო და---- ჭა--–---–ს საერთოდ არ დაუნახავს, რომ ბრალდებულმა დაარტყა ივ--- ხა---ეს. ივ--- ხა---ემ დაასწრო და პოლიციაში შეიტანა ცემის ფაქტზე განცხადება გი------ ჭა----–---–ის წინააღმდეგ, ხოლო გი------ ჭა----–---–ის განცხადება, ივ--- ხა---ის მიერ მისი ცემის ფაქტზე, პოლიციამ არ მიიღო.

ასევე ადვოკატმა გი- ფა------–---–მა, მოითხოვა, რა ბრალდებულის გამართლება, იქვე განმარტა, რომ თუ სასასმართლო მიიჩნევს, რომ გი------ ჭა----–---–ის მიერ ჩადენილია დანაშაული, ამ შემთხვევაში იმსჯელოს მისი შერაცხადობის თაობაზე და შესაბამისად გადაწყვიტოს საკითხი, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გი------ ჭა----–---–ი დაავადებულია ფსიქიკურად, დადგენილია, რომ იგი შეურაცხადია და ამ ეტაპზეც აგრძელებს მკურნალობას.

 

3.18. სასამართლომ მისცა რა შეფასება როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დაადასტურა გი------ ჭა----–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.

 

3.18.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის განმარტებიდან გამომდინარე, ცემა გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, რა დროსაც ერთი პირი სხვა პირს აყენებს ფიზიკურ შეურაცყოფას, რათა მას ტკივილი მიაყენოს. ცემა მაშინ არსებობს, როდესაც ხორციელდება სხეულზე რამდენიმე დარტყმა და აუცილებელია, რომ ამ ქმედებამ დაზარალებულის მიმართ ტკივილის განცდა გამოიწვიოს. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------ ჭა----–---–მა, დაზარალებულ ივ--- ხა---ეს ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ გი------ ჭა----–---–ს ცემა არ ჩაუდენია, და რომ მოწმეები ალ------ ნი---–---–ი და გა-- პა---–---–ი იძლევიან მიკერძოებულ ჩვენებებს, როგორც დაზარალებულ ივ--- ხა---ის თანამშრომლები, რადგან აღნიშნული მოწმეები, ჯერ ერთი არ არიან ლ---------- გამგეობის თანამშრომლები, არამედ არიან არასაუწყებო დაცვის თანამშრომლები, მეორეც მათ დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს ნანახი და მათი ჩვენების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია ბრალდებულ გი------ ჭა----–---–ის სხეულზე დაზიანებები, ხოლო დაზარალებულ ივ--- ხა---ეს დაზიანებებია არ აღენიშნება, რაც არასტურებს, რომ ივ--- ხა---ემ სცემა გი------ ჭა----–---–ს და არა პირიქით, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან დადასტურებულია და არც ბრალდებული არ უარყოფს, რომ იგი სამჯერ მივიდა დაზარალებულთან პრეტენზიით, თუ რატომ არ აწყებინებდა მუშაობას. მოწმეების და---- ჭა--–---–ის, ალ------ ნი---–---–ის და გა-- პა---–---–ის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ გი------ ჭა----–---–ი აგინებდა და ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებდა ივ--- ხა---ეს.

რაც შეეხება დაზარალებულ ივ--- ხა---ის სხეულზე დაზიანებათა კვალის არ არსებობას, ცემის დროს არ არის სავალდებულო დაზარალებულს რაიმე კვალი ემჩნეოდეს სხეულზე, არამედ ქმედების კვალიფიკაციას იძლევა დაზარალებულის სხეულზე დარტყმის შედეგად ტკივილის განცდა, რაც დაადასტურა დაზარალებულმა და დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით.

 

3.19. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ საქმეზე გამოკვლეული ბრალდების მტკიცებულებები სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან, არის საკმარისი და უტყუარად ადასტურებენ გი------ ჭა----–---–ის მიერ დაზარალებულ ივ--- ხა---ის მიმართ დანაშაულებრივი ქმედების -ცემის ჩადენის ფაქტს.

 

3.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, განაჩენის დადგენისას სასამართლოს აქვს ვალდებულება თანამიმდევრობით გადაწყვიტოს შემდეგი საკითხები: ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება; არის თუ არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო; შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება.

 

3.20.1. კონკრეტულ საქმეში სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გი------ ჭა----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგოა.

 

3.20.2. სასამართლო უტყუარად დადასტურებულად ვერ მიიჩნევს იმ ფაქტს - უნდა შეერაცხოს თუ არა გი------ ჭა----–---–ს ბრალად ჩადენილი ქმედება, რადგან კონკრეტულ საქმეში, დაცვის მხარემ წარმოადგინა 2016 წლის 10 აგვისტოს ექსპერტის დასკვნა N0--------, რომლის მიხედვით 2016 წლის 01 ივნისს გი------ ჭა----–---–მა წინააღმდეგობა გაუწია შსს ლ---------- რაიონულ სამმართველოსთან პოლიციის თანამშრომლებს და მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ექსპერტიზის დასკვნით დადსტურებულია, რომ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს გი------ ჭა----–---–ი დაავადებული იყო ხანგრძლივი ბოდვითი აშლილობით და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეურაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გი------ ჭა----–---–ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას. მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გი------ ჭა----–---–ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავის და სხვა პირისათვის ზიანის, მუქარის და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. გი------ ჭა----–---–ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით და ქცევით, რისკის ხარისხის მიხედვით გი------ ჭა----–---–ი წარმოდგენს სოციალურ საშიშროებას და იგი საჭიროებს იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას, რომელიც რეკომენდირებულია ჩატარდეს აკდ. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი). მართალია აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარებულია 2016 წლის 1 ივნისს ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით, მაგრამ გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ 2016 წლის 14 იანვარს ჩადენილი ქმედების დროს იყო თუ არა გი------ ჭა----–---–ი ფსიქიკურად ჯანმრთელი, ან იყო თუ არა დაავადებული, ცნობილი არ არის, მაგრამ უტყუარად დადასტურებულია, რომ 2016 წლის 01 ივნისის ქმედების დროს, ანუ 2016 წლის 14 იანვრის შემდეგ, იგი ფსიქიკურად არ იყო ჯანმრთელი. იგი მოთავსებული იყო შესაბამის დაწესებულებაში ერთი წლით და ამჟამად თავისუფალია და როგორც დაცვის მხარემ აღნიშნა ამბულატორიულ მკურნალობას ექვემდებარება.

 

3.20.4. ვარაუდს, რომ ბრალდებულ გი------ ჭა----–---–ს შესაძლოა დანაშაულებრივი ქმედების დროსაც ჰქონოდა ფსიქიკური პრობლემები ამყარებს ზემოთ მითითებული ექსპერტიზის დასკვნა, მისი ქცევა სასამართლო პროცესზე და მითითება დევნის შესახებ საფუძვლის მიუთითებლად.

 

3.20.5. ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის მიმართ საეჭვო გარემოების მიუხედავად, ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გადასაწყვეტად ბრალდების მხარის მიერ არ იქნა დანიშნული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

 

3.20.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. ამდენად, ქმედების დანაშაულად მიჩნევისთვის სავალდებულოა გარკვეულ იქნას ქმედების ბრალეულობა. ბრალის პრინციპს აქვს კონსტიტუციური რანგი, რადგან სამართლიანობა და ადამიანის ღირსების დაცვა მოითხოვს, რომ პირი მხოლოდ მაშინ უნდა დაისაჯოს, როცა არსებობს მისთვის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ინდივიდუალური შერაცხვის სამართლებრივი საფუძველი, რაც მხოლოდ მოსამართლის შესაფასებელია.

 

3.20.7. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება პირს დაუდასტუროს დანაშაულის ჩადენა. დანაშაულის დადგენის მიზნით სასამართლოს აქვს ვალდებულება წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინოს პირის მიერ ჩადენილი ქმედება არის თუ არა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული. ბრალუნარიანობას განსაზღვრავს პირის შერაცხადობა, ხოლო ბრალის გამომრიცხავი გარემოებაა შეურაცხადობა ფსიქიკური დაავადების გამო, რაც აუცილებლად დადასტურებული უნდა იქნას სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. კონკრეტულ საქმეში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად გაჩნდა ვარაუდი გი------ ჭა----–---–ის ფსიქიკური შერაცხაობის თაობაზე, რაც სახელმწიფოს ავალდებულებდა ჩაეტარებინა ექსპერტიზა და წარმოედგინა მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა პირის ფსიქიკურ მდგომარეობას, როგორც დანაშაულის ჩადენისას, ისე დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რაც არ გაკეთებულა.

 

3.20.8. ევროსასამართლომ საქმეში ტ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (განაცხადი N24724/94) აღნიშნა: ბრალდებული არ ითვლება ქმედუნარიანად სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობების მიზეზით - როგორიცაა, ფსიქიკური დაავადება, არა აქვს საკმარისი ინტელექტი, რომ მითითებები მისცეს თავის სოლისიტორებსა თუ იურდიულ მრჩევლებს, უპასუხოს ბრალდებებს, ეჭვის ქვეშ დააყენოს ნაფიცი მსაჯულები ან თავად წარმოადგინოს მტკიცებულებები. (R.W. Robertson 52. სისხლის სამართლის საქმის აპელაციის ანგარიში 690). ის გარემოებები, რომ სამართლწარმოების პროცესში გი------ ჭა----–---–ის მიმართ გაცემულია ექსპერტიზის დასკვნა მისი შეურაცხადობის შესახებ სასამართლოს საფუძვლიანად უქმნის ეჭვებს ბრალდებულის ფსიქიკურ შერაცხაობაზე, როგორც დანაშაულის ჩადენის დროს, ასევე დანაშაულის ჩადენის შემდეგ.

3.20.9. იმის გათვალისწინებით, რომ გი------ ჭა----–---–ს ჩადენილი ქმედებისათვის სასამართლომ სასჯელი უნდა მიუსაჯოს და ადგილი რომ არ ჰქონდეს პირის ღირსების შემლახავ და უხეშად არაპროპორციულ სასჯელს, სასამართლოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად ბრალდებულის შერაცხადობის უტყუარად დაუდგენლად გი------ ჭა----–---–ის ქმედება მიიჩნიოს გასაკიცხ ქმედებად და მსჯავრი დასდოს წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლოს პოზიცია ემყარება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ სასჯელის არაპროპორციულობასთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ,,სამართლიანი სასჯელის ხანგრძლივობა და ტიპი უნდა შეესაბამებოდეს დანაშაულს და დამნაშავის მახასიათებლებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, პროპორციულობის პრინციპი, როგორც ადამიანის ღირსების მნიშვნელოვანი ნაწილი, აღიარა საქმეებზე: Harkins and Edwards v. the United Kingdom და Rrapo v. Albania და განაცხადა, რომ ,,უხეშად არაპროპორციულმა’’ სასჯელმა შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) დარღვევა გამოიწვიოს.’’

 

3.20.10. სსსკ-ის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით გაჩნდა ვარაუდი ბრალდებულ გი------ ჭა----–---–ის ფსიქიკური მდგომარეობის თაობაზე, რაც ბრალდების მხარის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვარაუდი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.21. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ პირის ფსიქიკური შერაცხადობის უტყუარად დაუდასტურებლობის გამო, გი------ ჭა----–---–ი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.2. სსსკ-ის 270-ე მუხლის თანახმად, გამამართლებელი განაჩენი ნიშნავს ბრალდებულისთვის წაყენებული ბრალის დაუდასტურებლობას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო ასკვნის, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო ვერ დადასტურდა გი------ ჭა----–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, რაც სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს საფუძველს გი------ ჭა----–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის და გამართლების თაობაზე.

 

5. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

5.1. საქმეს ნითმტკიცებები არ ერთვის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი------ ჭა----–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

2. გი------ ჭა----–---–ის მომართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

 

3. გი------ ჭა----–---–ს აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე.