განაჩენი

სისხლის სამართლის 09.03.2018
საქმის ნომერი
010100116001305833
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 2 ბ , 125 1
თარიღი
09.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100116001305833

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - პაატა ცეცხლაძე

 

ბრალდებული - თე-----------ძე

ადვოკატი - რამაზ ჯო------ძე

 

ბრალდებული - ციალა ზო---

ადვოკატი - რამაზ ჯო------ძე

 

ბრალდებული - ჟუჟუნა ზო---

ადვოკატი - რამაზ ჯო------ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,1. ბრალდებული: თე-----------ძე

მამის სახელი: იოსები

დაბადების თარიღი: 12.04.1971 წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 6---------2

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. ქობულეთი, ხულოს ქუჩა N11.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქ/პუნქტი.

 

2. ბრალდებული: ციალა ზო---

მამის სახელი: იოსები

დაბადების თარიღი: 20.09.1976 წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 61-------38

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. ქობულეთი, ხულოს ქუჩა N11.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

125-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (02 ეპიზოდი).

 

3. ბრალდებული: ჟუჟუნა ზო---

მამის სახელი: თევრათი

დაბადების თარიღი: 02.03.1951 წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 610-------2

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. ქობულეთი, ხულოს ქუჩა N11.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

125-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (03 ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

თე-----------ძის ნაწილში:

 

1. 2015 წლის 10 იანვარს, ქ. ქობულეთში, დაახლოებით 18:00 საათზე, თე-----------ძემ არასრულწლოვანი შვილის გო-----------ძის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ თმის მოქაჩვით სცემა მისი ოჯახის წევრი, ყოფილი მეუღლე და------------ძე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. 2015 წლის 26 მაისს, ქ. ქობულეთში, დაახლოებით 18:00 საათზე, თე-----------ძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ ხელის არაერთჯერადი დარტყმით და თმის მოქაჩვით სცემა მისი ოჯახის წევრი, ყოფილი მეუღლე და------------ძე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ციალა ზოიძის ნაწილში:

 

3. 2014 წლის 16 აპრილს, ქ. ქობულეთში, დაახლოებით 18:30 საათზე, ციალა ზო---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ ხელის არაეთჯერადი დარტყმით და თმის მოქაჩვით სცემა და------------ძე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკვილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4. 2015 წლის 10 იანვარს, ქ. ქობულეთში, დაახლოებით 18:00 საათზე, ციალა ზო---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სხვაგვარი ძალადობა განახორციელა და------------ძის მიმართ, კერძოდ თმის მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებუი შედეგი.

 

ჟუჟუნა ზოიძის ნაწილში:

 

5. 2014 წლის 16 აპრილს, ქ. ქობულეთში დაახლოებით 18:30 საათზე, ჟუჟუნა ზო---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ ხელის არაეთჯერადი დარტყმითა და თმის მოქაჩვით სცემა და------------ძე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკვილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

6. 2015 წლის 10 იანვარს ქ. ქობულეთში, დაახლოებით 18:00 საათზე, ჟუჟუნა ზო---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სხვაგვარი ძალადობა განახორციელა და------------ძის მიმართ, კერძოდ თმის მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

7. 2015 წლის 26 მაისს, ქ. ქობულეთში, დაახლოებით 18:00 საათზე, ჟუჟუნა ზო---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ ხელის არაერთჯერადი დარტყმითა და თმის მოქაჩვით სცემა და------------ძე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თე-----------ძის ნაწილში:

 

8. 2015 წლის 10 იანვარს და 2015 წლის 26 მაისს, თე-----------ძეს ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის - და------------ძის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

 

ციალა ზოიძის ნაწილში:

 

9. 2015 წლის 10 იანვარს, ციალა ზო---ს და------------ძის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა ან სხვაგვარი ძალადობა არ განუხორციელებია.

 

10. 2014 წლის 16 აპრილს, ქ. ქობულეთში, დაახლოებით 18:30 საათზე, ციალა ზო---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ ხელის არაეთჯერადი დარტყმით და თმის მოქაჩვით სცემა და------------ძე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკვილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჟუჟუნა ზოიძის ნაწილში:

 

11. 2015 წლის 10 იანვარს და 2015 წლის 26 მაისს, ჟუჟუნა ზო---ს დარიკო ბერიძეზე ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მის მიმართ არც სხვაგვარი ძალადობა არ განუხორციელებია.

 

12. 2014 წლის 16 აპრილს, ქ. ქობულეთში დაახლოებით 18:30 საათზე, ჟუჟუნა ზო---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ ხელის არაეთჯერადი დარტყმითა და თმის მოქაჩვით სცემა და------------ძე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკვილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

(2014 წლის 16 აპრილის ეპიზოდი)

 

13. დაზარალებულ და------------ძის სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, 2014 წლის 16 აპრილს ჟუჟუნა ზო---მ და ციალა ზო---მ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადა ფიზკური ტკივილი.

 

14. მოწმე სო----------ემ სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა და------------ძის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები მასზედ, რომ ბრალდებულებმა - ციალა და ჟუჟუნა ზო---ებმა დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სო----------ის ჩვენების თანახმად ასევე დადგენილია, რომ კონფლიქტი გამოწვეული იყო და------------ძის მხრიდან ძროხის დაკვლის გადაწყვეტილების მიღების გამო.

 

15. სო----------ის ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ამ უკანასკნელის თანამშრომელ - რო----------------–იას ჩვენებით.

 

16. 2014 წლის 27 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N002631914 დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების მიხედვით და------------ძეს სხეულზე აღენიშნება ფიზიკური დაზიანების კვალი, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, რომლის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება 2014 წლის 16 აპრილს.

 

17. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ციალა და ჟუჟუნა ზო---ებმა ცემეს ოჯახის წევრი რძალი - და------------ძე.

სამართლებრივი შეფასება:

 

(2014 წლის 16 აპრილის ეპიზოდი)

18. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ცემის ან სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ამასთან, სავალდებულოა მიზეზობრივი კავშირის დადგენა ძალადობრივ მოქმედებასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ ტკივილს შორის.

 

19. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბრალდებულებმა ციალა და ჟუჟუნა ზო---ებმა ცემეს და------------ძე, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

20. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ცემის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი - არაერთი დარტყმა და დარტყმების შედეგად დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

 

21. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ჟუჟუნა და ციალა ზო---ებმა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცემა, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რისთვისაც ისინი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

სამართლებრივი შეფასება ბრალდებულებისთვის ბრალად წარდგენილ სხვა ეპიზოდებში.

 

22. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ოჯახში ძალადობისთვის რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ძალადობრივი ქმედებაა, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე დარტყმ(ებ)ას აყენებს. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ამასთან, სავალდებულოა მიზეზობრივი კავშირის დადგენა ძალადობრივ მოქმედებასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ ტკივილს შორის.

 

23. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე და აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია.

 

24. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს გააჩნია ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - დაზარალებულ და------------ძის და მისი შვილის - გო-----------ძის ჩვენებები, რომელთა გაზიარების შემთხვევაში ძალადობის ფაქტი დასტურდება, ხოლო დაცვის მხარეს ასევე პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები გააჩნია - ბრალდებულების თემურ, ჟუჟუნა და ციალა ზოიძის ჩვენებები, რომელთა გაზიარების შემთხვევაში ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

25. ხსენებული თანაბარი ძალის ურთიერთგამომირცხავი მტკიცებულებების არსებობისას საკვანძო მნიშვნელობისაა გარეშე დაუინტერესებელი პირის ჩვენება. სწორედ ესეთი პირები იყვნენ სო----------ე და რო----------------–ია, რომელთა ჩვენებით სასამართლომ დანაშაულებრივ ქმედებად შეაფასა 2014 წლის 16 აპრილის ეპიზოდი. ბრალდების სხვა ნაწილში კი ასეთი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ გააჩნია.

 

26. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

27. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.[1]

 

28. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.[2]

 

29. საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული ზემოაღნიშნული სტანდარტები განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც. კერძოდ: სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა პირის ბრალეულობის შესახებ.

 

30. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

31. დასკვნის სახით სასამართლო განმარტავს, რომ პროკურორის დასკვნა იმის შესახებ, რომ თემურ, ჟუჟუნა და ციალა ზო---ებმა ძალადობა განახორციელეს და------------ძეზე (გარდა 2014 წლის 26 აპრილის ეპიზოდისა) არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

32. ჟუჟუნა და ციალა ზო---ების მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან/და დამამძიმებელი გარემოებები არ დადგენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

33. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულების მიმართ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას

 

34. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულებს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.

 

ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და ბრალდებულების პიროვნების გათვალისწინებით მითითებული სასჯელი სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე,268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული თე-----------ძე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

თე-----------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

განემარტოს გამართლებულ თე-----------ძეს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

2. ბრალდებული ციალა ზო--- ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ბრალდებული ციალა ზო--- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 16 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ციალა ზოიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

 

3. ბრალდებული ჟუჟუნა ზო--- ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) და 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 26 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ბრალდებული ჟუჟუნა ზო--- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 16 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ჟუჟუნა ზოიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

 

4. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი