გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N--67371-3/093-17წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2018 წელი ქ.ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
მოსარჩელე - სსიპ შ--------–---------------ი
მოსარჩელის წარმომადგენელი - ბ-----------–-–---–-
მოპასუხე - 1. ი/მ ,,ზ---------------–---–-“
2. ი/მ ,,ლ-------------“
3. თ----------------–---–-
მოპასუხის წარმომადგენელი - ი---------------–---–-
დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი/მ ,,ზ---------------–---–-ს“, ი/მ ,,ლ------------ის“ და თ----------------–---–-ს ცრუმაგიერ პირებად ცნობა.
შ--------–---------------ის სასარჩელო განცხადების მიხედვით, ი/მ ,,ზ---------------–---–-“ რეგისტრირებულია 2007 წლის 23 იანვრიდან, მისი იურიდიული მისამართია ქ.ა---––---, კ--------ს ქ.N--, ხოლო ფაქტიური მისამართია ქ.ა---––---, კ--------ს ქ.N--/1-, საქმიანობის სახე სასურსათო და შერეული საქონლით ვაჭრობა.
შ--------–---------------ის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 28 აპრილის მდგომარეობით ი/მ ,,,ზ---------------–---–-ს“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება შედგენს 33 121,42 ლარს. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, ი/მ ,,ზ---------------–---–-ს“ ქონებაზე 2015 წლის 17 ივნისს N0------ შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2015 წლის 1- ივნისს. აგრეთვე საქართველოს საგადასახდო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2015 წლის 16 ივლისს ი/მ ,,ზ---------------–---–-ს“ მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0------ ბრძანება, რომელიც ი/მ ,,ზ---------------–---–ს“ ჩაბარდა 2015 წლის 16 ივლისს, რის საფუძველზეც წარმოადგინა საკუთრებაში არსებული ქონების ნუსხა. 2015 წლის 21 ივლისს ქ.ა---––---ში, კ--------ს ქ.N--/1-- ში შედგა აქტი ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“, აღნიშნული ქონებები 2015 წლის 03 აგვისტოს შეფასებული იქნა შ--------–---------------ის მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ 1620 ლარად, რამაც ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა.
გადამხდელს დავალიანება ერიცხება 2015 წლის 1-------- ი/მ ზ---------------–---–-ს საგადასახდო დავალიანების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, რომელიც ჩატარდა საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 1--------–-- N----- ბრძანების საფუძველზე და ასევე 2015 წლის ივლისის დეკლარირების (დღგ-ს გადასახადში) საფუძველზე, რომელიც გახდა საფუძველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების. ზ---------------–---–მა საინვენტარიზაციო კომისიის ერთ-ერთ წევრად წარმოადგინა თ----------------–---–-.
გადასახადის გადამხდელს ი/მ ,,ზ---------------–---–ს“ 2015 წლის 15 აპრილს ჩაბარდა შემოსვლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 1--------–-- N---- ბრძანება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ, ხოლო 2015 წლის 1-------- ჩაბარდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები N--6--- და N--6---, რომელშიც ასახული იყო ზემოაღნიშნული ბრძანების განხორცილების შედეგი. 2015 წლის 02 ივლისს ი/მ ,,ზ---------------–---–მა“ გააკეთა განაცხადი საქმიანობის შეჩერების შესახებ, რის შემდგომაც საქმიანობის შეწყვეტიდან 30 სამუშაო დღეში წარმოადგინა დეკლარაცია ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითების შესახებ.
2015 წლის 29 ივნისიდან ი/მ ,,ზ---------------–---–მა“ ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით 7922.48 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა (ტრანსპორტირების გარეშე) მიაწოდა ი/მ ,,ლ-------------ს“.
მოსარჩელეს მიაჩნია რომ ი/მ ,,ზ---------------–---–ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ძმაზე გადაცემა, ასევე ზედნადებით მარაგების ი/მ ,,ლ-------------ზე“ გადაწერა და სამეწარმეო საქმიანობის შეჩერება მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდება.
2.მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ-------------მ თავისი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შ--------–---------------ის ის არგუმენტი, რომ სასურსათო მაღაზიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის მიწოდებით მოხდა ქონების განრიდება, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. მატერიალური ფასეულობის გასხვისება ი/მ "ზ---------------–---–-ს" მხრიდან მასზე განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით. არანაირი ქონების განრიდების და დამალვის მიზანი არ არსებულა. ეს განზრახვა რომ არსებულიყო ამ მატერიალური ფასეულობის გადამალვის სხვა უამრავი საშუალება არსებობდა, რაც არ იქნა გამოყენებული. ყველაფერი განხორციელდა გამჭვირვალედ და ღიად, კანონდებლობასთან სრულ შესაბამისობაში. მას შემდეგ რაც ზ---------------–---–მა გამოთქვა სურვილი გაესხვისებინა სასურსათო მაღაზია, რადგან აღარ აპირებდა სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებას, იგი შეიძინა ლ-------------მ. აღნიშნული ფაქტი დასტურდება შესაბამისი ელექტრონული ზედნადებით. მათ შორის რაიმე კანონსაწინააღმდეგო და ფარულ გარიგებას ადგილი არ ჰქონია. ყველაფერი განხორციელდა ღიად და გამჭვირვალედ, კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში. ის ფაქტი, რომ შესყიდვის შემდეგ ლ-------------მ არ მოახდინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ტრანსპორტირება, არ წარმოადგენს მის დაყადაღების საფუძველს. ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სასურსათო მაღაზიისთვის მისამართი არ შეუცვლია და იმ ადგილზევე დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა. ზ---------------–---–-ს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებასთან ლ------------ის, როგორც ინდივიდუალურ მეწარმის საქმიანობას კავშირი არა აქვს. მან გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ღიად და გამჭვირვალედ, კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა სასურსათო მაღაზია და ფაქტის მიმართ არის კეთილსინდისიერი.
ს.ს.ი.პ შ--------–---------------მა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე
მუხლის მე–3 ნაწილისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად ვერ უზრუნველყო სასამართლოში მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ გარემოების დადასტურება, რომ ი/მ „ზ---------------–---–-ს" მხრიდან ი/მ „ლ-------------" და თ-----------------–---–- გამოყენებულია გადასახადის გადახდისგან თავის არიდების მიზნით. ს.ს.ი.პ შ--------–---------------ის მხრიდან მითითებული პირობის არსებობის დადასტურების მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე–1- მუხლზე მითითება სრულიად არალოგიკური და უსაფუძვლოა, რამდენადაც ამ მუხლის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე და შედეგებზე, ხოლო სხვა ურთიერთდამოკიდებულების არსებობა არ ქმნის ამ პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ბს-103-96
(კ13), 03.10.2013წ.).
ზ---------------–---–-ს, რომელიც უკვე აღარ არის ინდ. მეწარმე, ი/მ „ლ------------ის" და თ----------------–---–-ს საქმიანობის სფეროები და საქმიანობის რეჟიმები განსხვავებულია, შესაბამისად, სახეზე არ არის მათ შორის ისეთი ურთიერთკავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენდეს ლ------------ის ან სხვისი, როგორც გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას.
სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე და საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის განმარტებით ურთიერთცრუმაგიერ პირებად შესაძლებელია სასამართლომ ცნოს ის პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით ქმნიან ისეთ ურთიერთკავშირს, რის შედეგადაც საგადასახადო ორგანო პრაქტიკულად ვერ ახერხებს გადასახადის გადამხდელის იდენტიფიცირებას. ამ შემთხვევაში მსგავსი რამ არ არსებობს. საგადასახადო ორგანოებისთვის იდენტიფიცირებული და ცნობილია ზ---------------–---–-ს, ი/მ „ლ------------ის" და თ----------------–---–-ს, როგორც ფიზიკური პირების, ინდივიდუალური მეწარმეების, თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირების საქმიანობის შესახებ და არც ამ შემთხვევაშია გადასახადის გადამხდელის იდენტიფიცირების პრობლემა. მარტო ის ფაქტი, რომ შესაძლებელია ეს პირები იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობით, თუ სხვა კუთხით და წარმოადგენდნენ ოჯახის წევრებს, თუ ნათესავებს, არ იძლევა მათ ურთიერთცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს. ქონება, რომელიც გამოყენებულია სარჩელის უზრუნვეყოფისთვის, წარმოადგენს ლ------------ის საკუთრებას და ამ ქონების რეალიზაციით (რაც საბოლოო მიზანია შ--------–---------------ის) არანაირად არ შეიძლება ინდ. მეწარმე „ზ---------------–---–-ს“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება.
შ--------–---------------ი საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაციით და განმარტებით და ი/მ „ზ---------------–---–-ს", ი/მ „ლ------------ის" და თ----------------–---–-ს ცრუმაგიერ პირებად ცნობით ცდილობს დავალიანების გადახდევინებას, იმ ქონების რეალიზაციით, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ინდ. მეწარმე "ზ---------------–---–-ს" საქმიანობასთან და არსებულ, უკვე აღიარებულ საგადასახადო დავალიანებასთან.
შ--------–---------------ის ის არგუმენტი, რომ განრიდების და ასევე გადასახადისგან თავის არიდების მიზნით გასხვისდა მატერიალური ფასეულობები, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ყველაფერი განხორციელდა გამჭვირვალედ და ღიად, კანონდებლობასთან სრულ შესაბამისობაში.
ი/მ „ზ---------------–---–-", ი/მ „ლ-------------" და თ----------------–---–- არ უნდა იქნენ სასამართლოს მიერ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებულნი მათი მხრიდან იმ დაფარული ურთიერთკავშირის არარსებობის გამო, რაც იძლევა ურთიერთცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს და ასევე მსგავსი განზრახვის მათი მხრიდან იმთავითვე არარსებობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს
სასარჩელო მოთხოვნა მისი უსაფუძვლობის გამო და ი/მ "ლ-------------", ი/მ „ზ---------------–---–-" და თ----------------–---–- არ უნდა იქნენ სასამართლოს მიერ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებულნი.
2.2. მოპასუხე თ----------------–---–მა თავისი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა მასა და ი/მ„ზ---------------–---–ს" შორის არ არსებობს გარიგება, რომლითაც ზ---------------–---–მა თითქოს ქონების განრიდების მიზნით თ----------------–---–-ს სახელზე გადააფორმა უძრავი ქონება. თ----------------–---–სა და ზ---------------–---–ს შორის არასდროს შემდგარა მსგავსი შინაარსის გარიგება არც უძრავ და არც მოძრავ ქონებაზე. სარჩელს არც ახლავს რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ზემოაღნიშნულ გარემოებას და არც შეიძლება ახლდეს, რადგან ის ბუნებაში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, გაუგებარია რა შუაშია ინდ. მეწარმე „ზ---------------–---–-ს“ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებასთან თ----------------–---–-ს, როგორც ფიზიკური პირის კერძო საკუთრება. თ---------------–---–- წარმოადგენდა საინვენტარიზაციო კომისიის ერთ-ერთ წევრს. შემდგომ იგი, ასევე როგორც ი/მ "ზ---------------–---–-ს" რწმუნებული და ნდობით აღჭურვილი პირი, ცდილობდა მისივე სახელით მიეღწია შეთანხმებას შ--------–---------------თან, სხვა კუთხით თ---------------–---–ს შემხებლობა არა აქვს ზ---------------–---–-ს სამეწარმეო საქმიანობასთან და არ გაჩნია პირადი, ქონებრივი თუ სხვა ინტერესი. აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენს თ---------------–---–-ს ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძველს და მითუმეტეს ზ---------------–---–-ს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება არ უნდა განხორციელდეს მისი პირადი საკუთრების რეალიზაციით.
სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე და საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის განმარტებით ურთიერთცრუმაგიერ პირებად შესაძლებელია სასამართლომ ცნოს ის პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით ქმნიან ისეთ ურთიერთკავშირს, რის შედეგადაც საგადასახადო ორგანო პრაქტიკულად ვერ ახერხებს გადასახადის გადამხდელის იდენტიფიცირებას. ამ შემთხვევაში მსგავსი რამ არ არსებობს. საგადასახადო ორგანოებისთვის იდენტიფიცირებული და ცნობილია ი/მ "ზ---------------–---–-ს", ი/მ „ლ------------ის" და თ----------------–---–-ს, როგორც ფიზიკური პირების, ინდივიდუალული მეწარმეების, თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირების საქმიანობის შესახებ და არც ამ შემთხვევაშია გადასახადის გადამხდელის იდენტიფიცირების პრობლემა. მარტო ის ფაქტი, რომ ზემოთხსენებული პირები შესაძლებელია იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობით, თუ სხვა კუთხით და წარმოადგენენ ოჯახის წევრებს, თუ ნათესავებს, არ იძლევა მათი ურთიერთცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს.
შ--------–---------------ი საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაციით და განმარტებით და მათი ურთიერთცრუმაგიერ პირებად ცნობით ცდილობს დავალიანების გადახდევინებას იმ ქონების რეალიზაციით, რომელსაც, არანაირი კავშირი არ აქვს ინდ. მეწარმე "ზ---------------–---–-ს" საქმიანობასთან და არსებულ, უკვე აღიარებულ საგადასახადო დავალიანებასთან. თ----------------–---–- არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და შესაბამისად არ წარმოადგენს გადასახადის გადამხდელს. აქედან გამომდინარე მათ შორის არ შექმნილა და ვერც შეიქმნებოდა ისეთი სამეწარმეო კავშირი, რაც შ--------–---------------ისთვის გააძნელებდა ან სულაც შეუძლებელს გახდიდა გადასახადის გადამხდელის იდენტიფიცირებას. ი/მ „ ზ---------------–---–-", ი/მ „ლ-------------" და თ----------------–---–- არ უნდა იქნენ სასამართლოს მიერ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებულნი მათი მხრიდან იმ დაფარული ურთიერთკავშირის არარსებობის გამო, რაზეც ზემოთ იყო საუბარი და რაც იძლევა ურთიერთცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს და ასევე მსგავსი განზრახვის მათი მხრიდან იმთავითვე არარსებობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს
სასარჩელო მოთხოვნა მისი უსაფუძვლობის გამო.
2.3. მოპასუხე ი/მ ზ---------------–---–მა თავისი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტავს, რომ მისი მხრიდან არასოდეს არ ყოფილა მცდელობა თავი აერიდებინა შ--------–---------------ის მიერ დაკისრებული საგადასახადო დავალიანების დაფარვისთვის. 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის მარტამდე ხუთჯერ მიმართა შ--------–---------------ის ადმინისტრირების დეპარტამენტს განცხადებით გადასახადების ან/და სანქციების შემცირების თაობაზე, მაგრამ ამაოდ. საგადასახადო შეთანხმების გაფორმება შ--------–---------------მა ხუთჯერვე მიზანშეუწონლად ჩათვალა.
ს.ს.ი·პ შ--------–---------------მა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე
მუხლის მე–3 ნაწილისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად ვერ უზრუნველყო სასამართლოში მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მისი, როგორც ინდივიდუალური მეწარმის მხრიდან ი/მ „ლ-------------" და თ---------------–---–- გამოყენებულია გადასახადის გადახდისგან თავის არიდების მიზნით. ს.ს.ი·პ შ--------–---------------ის მხრიდან მითითებული პირობის არსებობის დადასტურების მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე–1- მუხლზე მითითება სრულიად არალოგიკური და უსაფუძვლოა, რამდენადაც ამ მუხლის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე და შედეგებზე, ხოლო სხვა ურთიერთდამოკიდებულების არსებობა არ ქმნის ამ პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ბს-103-96 (კ13), 03.10.2013 წ.).
მათი საქმიანობის სფეროები და საქმიანობის რეჟიმები განსხვავებულია, შესაბამისად, სახეზე არ არის მოპასუხეებს შორის ისეთი ურთიერთკავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენდეს მათი ან სხვისი, როგორც გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას.
შ--------–---------------ის ის არგუმენტი, რომ ქონებისა განრიდების და გადასახადისგან თავის არიდების მიზნით გასხვისდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. საკუთრების უფლება აღიარებულია საქართველოს კანონდებლობით და საგადასახადო თუ სხვა ორგანოებთან ურთიერთობა არ უნდა წარმოადგენდეს ამ უფლების განხორციელების დამაბრკოლებელ და შემზღუდავ გარემოებას. მატერიალური ფასეულობების ნასყიდობა განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით და არანაირი ქონების განრიდების და დამალვის მიზანი არ არსებულა, ხოლო რაც შეეხება იმას, რომ თითქოს მასა და თ---------------–---–ს შორის არსებობს რაღაც გარიგება, რომლითაც მან ქონების განრიდების მიზნით მის სახელზე გადააფორმა უძრავი ქონება, სინამდვილეს არ შეესაბამება და არც არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც აღნიშნულ გარემოებას დაადასტურებს. რაც შეეხება სასურსათო მაღაზიაში არსებული სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობებს გასხვისებას, ყველაფერი განხორციელდა გამჭვირვალედ და ღიად, კანომდებლობასთან სრულ შესაბამისობაში, რადგან აღარ ჩათვალა საჭიროდ სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელება. ის, როგორც ინდივიდუალური მეწარმე, ი/მ „ლ-------------" და თ----------------–---–- არ უნდა იქნენ სასამართლოს მიერ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებულნი მათი მხრიდან იმ დაფარული ურთიერთკავშირის არარსებობის გამო, რაც იძლევა ურთიერთცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს და ასევე მსგავსი განზრახვის მათი მხრიდან იმთავითვე არარსებობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს
სასარჩელო მოთხოვნა მისი უსაფუძვლობის გამო, ი/მ „ზ---------------–---–-", ი/მ „ლ--------------" და თ---------------–---–- არ უნდა იქნენ სასამართლოს მიერ ერთმანეთის ცრუმაგიერპირებად აღიარებულნი.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ი/მ ,,ზ---------------–---–-“ რეგისტრირებულია 2007 წლის 23 იანვრიდან, მისი იურიდიული მისამართია ქ.ა---––--- კ--------ს ქ.N--, ხოლო ფაქტიური მისამართია ქ.ა---––--- კ--------ს ქ.N--/1-, საქმიანობის სახე სასურსათო და შერეული საქონლით ვაჭრობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან( ს.ფ.39).
3.2. შ--------–---------------ის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 28 აპრილის მდგომარეობით ი/მ ,,,ზ---------------–---–-ს“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება შედგენს 33 121,42 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შედარების აქტი 2017 წლის 28 აპრილის მდგომარეობით( ს.ფ 22).
3.3. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, ი/მ ,,ზ---------------–---–-ს“ ქონებაზე 2015 წლის 17 ივნისს N0------ შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის ელექტრონულად გაეცნო 2015 წლის 1- ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრიდან( ს.ფ 23-24).
3.4. 2015 წლის 16 ივლისს ი/მ ,,ზ---------------–---–-ს“ მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0------ ბრძანება, რომელიც ი/მ ,,ზ---------------–---–ს“ ჩაბარდა 2015 წლის 16 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შ--------–---------------ის ბრძანება N0------(ს.ფ.25).
3.5. 2015 წლის 21 ივლისს ქ.ა---––---ში კ--------ს ქ.N-- ში შედგა აქტი N- ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“, აღნიშნული ქონებები 2015 წლის 03 აგვისტოს შეფასებული იქნა შ--------–---------------ის მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ 1620 ლარად,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შ--------–---------------ის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნა 3---------- დანართით(ს.ფ.29-32).
3.6. ი/მ ზ---------------–---–-ს საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, რომელიც ჩატარდა საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 1--------–-- N----- ბრძანების საფუძველზე და ასევე 2015 წლის ივლისის დეკლარირების (დღგ-ს გადასახადში) საფუძველზე, რომელიც გახდა საფუძველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 1--------–-- N----- ბრძანება(ს.ფ.40)
-2015 წლის 1--------–-- მიმართვა შ--------–---------------ის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს.(ს.ფ.38)
-სანოტარო აქტი-(ს.ფ.34)
-დღს დეკლარაციები(ს.ფ.35-37)
3.7. გადასახადის გადამხდელს ი/მ ,,ზ---------------–---–ს“ 2015 წლის 15 აპრილს ჩაბარდა შემოსვლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 1--------–-- N----- ბრძანება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ, ხოლო 2015 წლის 1-------- ჩაბარდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები N--6--- და N--6---, რომელშიც ასახული იყო ზემოაღნიშნული ბრძანების განხორცილების შედეგი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 1--------–-- N----- ბრძანება(ს.ფ.40)
-საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები N--6--- და N--6---(ს.ფ. 41-42.)
3.8. 2015 წლის 02 ივლისს ი/მ ,,ზ---------------–---–მა“ გააკეთა განაცხადი საქმიანობის შეჩერების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ზ---------------–---–-ს 2017 წლის 02 ივლისის განაცხადი საქმიანობის შეჩერების შესახებ(ს.ფ. 43).
3.9. 2015 წლის 29 ივნისიდან ი/მ ,,ზ---------------–---–მა“ ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით 7922.48 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა (ტრანსპორტირების გარეშე) მიაწოდა ი/მ ,,ლ-------------ს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ელექტრონული სასაქონლო ზედნადები(ს.ფ.44).
3.10. ი/მ ,,ლ-------------“ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2015 წლის 22 ივნისიდან, მისი იურიდიული და ფაქტიური მისამართია ქ.ა---––--- კ--------ს ქ.N--/1-, საქმიანობის სახე სასურსათო და შერეული საქონლით ვაჭრობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან( ს.ფ.58).
-2017 წლის 1- აპრილის მისამართზე გამოცხადების აქტი(ს.ფ.57).
3.11. 2015 წლის 25 აგვისტოს გამოიცა შ--------–---------------ის ქონებაზე ყადაღის დადების ბრძანება N3---- ი/მ ,,ლ------------ის“ საკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღების თაობაზე, ი/მ ზ---------------–---–-ს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, რომელიც ლ-------------ს ჩაბარდა 2015 წლის 27 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შ--------–---------------ის 2015 წლის 25 აგვისტოს N3---- ბრძანება და აქტი N-(ს.ფ 45-49).
3.12. 2015 წლის 27 აგვისტოს ქ.ა---––---ში კ--------ს ქ.N--/1- ში შედგა შ--------–---------------ის აქტი N- ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“, აღნიშნული ქონებები 2015 წლის 08 სექტემბერს შეფასებული იქნა შ--------–---------------ის მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ 1227,20 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შ--------–---------------ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N3---- ბრძანება და ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტი N-(ს.ფ 45-49).
-შ--------–---------------ის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2015 წლის 08 სექტემბრის დასკვნა N3---------- დანართით(ს.ფ.50-55).
3.13. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით ზ---------------–---–- და თ----------------–---–- არიან და-ძმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 1--------–ის წერილი N-------2( ს.ფ 59).
3.14. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით თ----------------–---–- და ლ------------- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 1--------–ის წერილი N0------- ( ს.ფ 60).
3.15. დასაქმებული პირის საძიებო ბაზაში თ----------------–---–- 2008 წლიდან იღებს სახელფასო შემოსავალს(დამსაქმებელნი არიან ზ---------------–---–- და ლ-------------), საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები, სადაც პირი, ვისგანაც განხორციელდა შესყიდვა, არის თ----------------–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საკონტროლო შესყიდვის ოქმები N-------------------------ს.ფ.64-66).
- ამონაწერი დასაქმებული პირის საძიებო ბაზიდან(ს.ფ.62-63).
3.17. თ----------------–---–მა 2001 წლის 07 მაისს შეიძინა ავტომანქანა V-------- სახ. ნომრით N-----., ხოლო 2015 წლის 15 მაისს Z--------------------ხ.ნომრით C-----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ელექტრონული ამონაწერი(ს.ფ 68).
3.18. თ----------------–---–მა 2004 წლის 07 მაისს შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ.ა---––--- ო-----–----ს ქN5-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ს.ფ. 67).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. შემოსავლების სამსახური სარჩელით მოითხოვს, რომ ი/მ ,,ზ---------------–---–-“, ი/მ ,,ლ-------------“ და თ----------------–---–- სასამართლომ აღიაროს ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.
შემოსავლების სამსახურის სარჩელის საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
შ--------–---------------ის სარჩელით დავის გადაწყვეტის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
სასამართლო მითითებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება, რაც უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით.
ამდენად, ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირად დადგენა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ უნდა დაადგინოს ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, ვინაიდან მისი გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელი ამ სხვა პირის მიერ გამოყენებულია გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს, პირველი, რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს, მეორე, ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით, რაშიც იგულისხმება საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალიანების წარდგენა და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შემოსავლების სამსახური ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ ი/მ ,,ზ---------------–---–-“, ი/მ ,,ლ-------------“ და თ----------------–---–- წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.
ამდენად, ი/მ ,,ზ---------------–---–-ს“, ი/მ ,,ლ------------ის“ და თ----------------–---–-ს მიმართ, ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე უნდა იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ, რათა თავი აერიდებინათ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას, საბოლოოდ საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-1- მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები.
დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსი საგადასახადო მიზნებისათვის გვთავაზობს ურთიერთდამოკიდებული პირების ცნებას. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სახელმწიფოს შემოსავლები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადასახადები არ უნდა იყოს გადასახადის გადამხდელთა ერთმანეთს შორის ურთიერთობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პირებს კოდექსი განიხილავს ურთიერთდამოკიდებულ პირებად.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ზ---------------–---–- და თ----------------–---–- არიან და ძმა, ხოლო ლ------------- და თ----------------–---–- მაუღლეები.
სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ შ--------–---------------ის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 28 აპრილის მდგომარეობით ი/მ ,,,ზ---------------–---–-ს“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება შედგენს 33 121,42 ლარს. გადამხდელს დავალიანება ერიცხება 2015 წლის 1-------- ი/მ ზ---------------–---–-ს საგადასახდო დავალიანების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად. 2015 წლის 29 ივნისიდან ი/მ ,,ზ---------------–---–მა“ ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით 7922.48 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა (ტრანსპორტირების გარეშე) მიაწოდა ი/მ ,,ლ-------------ს“.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.
სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ცრუმაგიერ პირების ავტომატურად ურთიერთდამოკიდებულ პირებთან გაიგივება არ არის სწორი, ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება: თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.
სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს, ამდენად აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს(ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შ--------–---------------ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან მოპასუხეების ი/მ ,,ზ---------------–---–-ს“ და ი/მ ,,ლ------------ის“ ცრუმაგიერ პირებად აღიარების და შესაბამისად სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
რაც შეეხება მოპასუხე თ----------------–---–ს, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ და მიუთითებს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-1- მუხლზე, რომლის საფუძველზე განისაზღვრა ურთირთდამოკიდეული პირების ცნება და არსი, კერძოდ, ამავე ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან. მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას, ხოლო მე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
დადგენილია, რომ თ----------------–---–- და ლ------------- არიან მეუღლეები, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი, მათი ახლო ნათესაური კავშირი, ვერ გახდება ურთიერთდამოკიდებულ პირებად მათი ცნობის საფუძველი, ვინაიდან არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის, რომლის მიზანიც გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდება წარმოადგენდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ თ----------------–---–- მუშაობს ლ------------ის სასურსათო მაღაზიაში და იღებს ხელფასს ვერ გახდება ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძველი, რადგან საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ სხვა პირს აკრძალული ქონდა აღნიშნული საქმიანობა ან აღნიშნული გამოიწვევდა მის ავტომატურ ცრუმაგიერ პირად აღიარებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად (ცრუმაგიერი მფლობელობა), თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები; გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
სასამართლო განმარტავს, რომ ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება და მხოლოდ ნათესაური კავშირი ვერ გახდება პირთა ცრუმაგიერად აღიარების საფუძველი, რადგან არ შეიძლება უკანონოდ, შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველის გარეშე შეიზღუდებოდეს იმ პირთა კანონისმიერი, მათ შორის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლებიც რაიმე ნათესაურ კავშირში არიან გადასახადის გადამხდელთან. სასამართლოს მიაჩნია, რომ ცრუმაგიერ პირად აღიარებისათვის უნდა დადგინდეს, რომ ი.მ. თ----------------–---–-, ზ---------------–---–- და ლ------------- ერთად ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არც ერთი სახის მტკიცებულება უტყუარად ვერ მიუთითებს თ----------------–---–-ს განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე, შესაბამისად სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები.
სასამართლოს აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ მფლობელად შეიძლება, მიჩნეულ იქნას ის პირი, რომლის სახელზეც ირიცხება ქონება, თუმცა იგი არ არის სარგებლის რეალური მიმღები, სარგებლის მიმღებად რჩება გადასახადის გადამხდელი, რომელიც ცრუმაგიერ პირზე ქონების გადაცემით თავს არიდებს საგადასახადო პასუხისმგებლობას. ამისათვის კი ერთ-ერთ, თუ არა განმსაზღვრელ პირობას წარმოადგენს იმ გარემოების დადასტურება, რომ სუბიექტთა შორის ადგილი აქვს ქონების/მატერიალური ღირებულების გადაცემას რაიმე ტიპის შემხვედრი დაკმაყოფილების გარეშე.
წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ თ----------------–---–მა უძრავი ქონება შეიძინა ნასყიდობის ხელშეკრულებით 2004 წლის 07 მაისს, ანუ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ზ---------------–---–- დარეგისტრირდებოდა ინდმეწარმედ, მითუმეტეს სანამ დავალიანება წარმოეშობოდა, შესაბამისად თ----------------–---–-ს საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ მისმა დამ აღნიშნული ქონება გადასახადისაგან გადახდევინების თავის არიდების მიზნით გაასხვისა მასზე და არც საქმეში არაა აღნიშნულის საწინააღმდეგო წარმოდგენილი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ მოსარჩელე მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის, მიუხედავად მათი ახლო ნათესაური კავშირისა, ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება (ამ პუნქტის მოქმედება შეჩერებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე / საკონსტიტუციო სასამართლოს 2.11.2015 N-/6/675 საოქმო ჩანაწერი).
იმავე მუხლის 11-ე ნაწილის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში, რომელთა დადგომამ შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადოს ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანი მიაყენოს.
ნორმის იმპერატიული ხასიათი გათვალისწინებულია, მხოლოდ 11-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი და დასახელებული შემთხვევის გამოყენება, კანონმდებელმა დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას და არ შეზღუდა მისი იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების ავტომატურ რეჟიმში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა დაუშვებელია და სასამართლოს ამ უფლებამოსილების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში, როცა მის აუცილებლობას შუამდგომლობის ავტორი დასაბუთებულად წარმოაჩენას შეძლებს იმგვარი გარემოებების დადასტურებით, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მართებულობას და აუცილებლობას უპირობოდ წარმოაჩენს. მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს და ადასტურებდეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგის მოცემულ ეტაპზე მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას. ამაზე მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის ნორმატიული დანაწესიც, რომლის მიხედვით, შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ის გარემოება, რომ კანონი დასაშვებად მიიჩნევს გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და მისი გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც სასამართლო მხარის მიერ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მივა დასკვნამდე, რომ გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ სხვაგვარი მსჯელობის დაშვება, ნორმის სხვაგვარი განმარტება და მხარის მიერ მხოლოდ პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლზე მითითება, ავტომატურად რეჟიმში გამოიწვევს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას, რომელიც შეავიწროვებს სასამართლოს ,,უფლებამოსილების - შესაძლებლობის'' ფარგლებს და დაადგენს ნორმის იმპერატიულ ხასიათს. ამგვარი მიდგომა, გარკვეულწილად, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მოსპობს პირის ინსტანციური (აპელაცია/კასაცია) დავის ინტერესს და უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობის პირობებში არ არის წარმოჩენილი სასამართლო გადაწყვეტილების შედეგის მოცემულ ეტაპზე მოსარჩელისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი/მ ,,ზ---------------–---–ს“ და ი/მ ,,ლ-------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-91-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის 3-----17წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს თ----------------–---–-ს მიმართ და ყადაღა მოეხსნას თ----------------–---–-ს(პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ და მოძრავ ქონებას:
ა. უძრავი ქონება, ს/კ 6-.0-.3-.0--;
ბ. ავტომანქანა ,,Z----------------”, სახ. ნომრით C-----;
გ. ავტომანქანა ,,V-------”, სახ. ნომრით N-----;
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1-91-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ შ--------–---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ი/მ ,,ზ---------------–---–-“ (ს/ნ 4--------0-) და ი/მ ,,,ლ-------------“(ს/ნ 4----------) აღიარებული იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.
3.სსიპ შ--------–---------------ის სარჩელი თ----------------–---–-ს ცრუმაგიერ პირად აღიარების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის 3-----17წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ყადაღა მოეხსნას თ----------------–---–-ს(პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ და მოძრავ ქონებას:
ა. უძრავი ქონება, ს/კ 6-.0-.3-.0--;
ბ. ავტომანქანა ,,Z----------------”, სახ. ნომრით C-----;
გ. ავტომანქანა ,,V-------”, სახ. ნომრით N-----;
5. ი/მ ,,ზ---------------–---–ს“ (ს/ნ 4--------0-) და ი/მ ,,,ლ-------------ს“(ს/ნ 4----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.თბილისი რობაქიძის ქ.N7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ახალციხე მებაღიშვილის ქ.N62) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი