განაჩენი

სისხლის სამართლის 11.03.2018
საქმის ნომერი
120100118002300508
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 (1) 1
თარიღი
11.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

ს----------–--- სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ა---––---- რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/057-18წ. 05 მარტი, 2018 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - კ------- ლ---–---–-;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ბ------- ლ------ - ს----------–--- მოქალაქე, დაბ. 1-.0-.1--- წელს ა---––---- რაიონ სოფ.ს--------–-, პ/ნ 4---------- მცხოვრები ა---––---- რაიონი, სოფ.ს---------;

ადვოკატი - ნ-------- ს--------–---–-;

 

კვალიფიკაცია: ს----------–--- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა" და ,,ბ" ქ/პ-ებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2017 წლის პერიოდში ბ------- ლ------ არასრულწლოვანი შვილიშვილის თ------- კ-------- თანდასწრებით, მის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილს ე-–--- ლ------ს, რომელიც მიის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სრულყოფილად ვერ ასრულებდა მამის დავალებებს, სისტემატიურად ხელისა და სხვადასხვა ნივთების დარტყმიტ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, 2017 წლის 09 დეკემბერს ბ------- ლ------მ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას მის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილს ე-–--- ლ------ს მიცემული დავალების შეუსრულებლობის გამო ღუმელის საჩხრეკი ლითონის საგნის თავის არეში ჩარტყმით მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რითაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით.

 

სამართლებრივი შეფასება

ბრალდებულმა ბ------- ლ------მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ნათია კ--------, ამბროსი მოდებაძის, ნათელა კ--------, ბ------- ლ------ს მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები, არასრულწლოვანი ვალია კ-------- მოწმის სახით გამოზახებისა და გამოკითხვის ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვა და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები. მტკიცებულებათა ჩამონათვალი დამტკიცდა სასამართლოს მიერ წინასასამართლო სხდომის დროს, როგორც უდავო სახის მტკიცებულებანი.

 

ს----------–--- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა ბ------- ლ------ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები

ბ------- ლ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს ს----------–--- სსკ-ის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ბ------- ლ------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოსახდელად სასამართლო დაადგენს გამოსაცდელ ვადას, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბ------- ლ------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ღუმელის საჩხრეკი რკინა რომელიც ინახება შსს ა---––---- რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენული წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა ს----------–--- სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ------- ლ------ (პ/№ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ ს----------–--- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქ/პ-ებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. ს----------–--- სსკ-ის 63-64 მუხლების გამოყენებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს ერთი წელი.

2. ბ------- ლ------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 29 დეკემბრიდან 2018 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” ს----------–--- კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულება - ღუმელის საჩხრეკი რკინა, რომელიც ინახება შსს ა---––---- რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენული წესით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი