განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/308-17w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
05 მარტი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – ო------------------ი
დაცვის მხარე: ბრალდებული – თ------ი კ----ე, დაბ.15.09.1--- წელს ხ---–--ში, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები ასპინძის რაიონი სოფ.რ-------ი.
ადვოკატი - პ------------–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ------ი კ----ეს ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით.
დადგენილების თანახმად, თ------ი კ----ე თავის საცხოვრებელ სახლში ყოფით საკითხებთან დაკავშირებით სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა შვილს მ--- კ----ეს. 2017 წლის დილის საათებში თ------ი კ----ემ კვლავ ყოფით საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვნების - ს----–-–--–--ის (დაბ.06.04.2---წელს) და რ-----–-–--–--ის (დაბ.20.04.2--- წელს) თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს მ--- კ----ეს, კერძოდ, ხელით დაითრია მიაგდო საწოლის კუთხეში და ორჯერ დაარტყა ხელი ზურგის არეში, შემდეგ გაითრია იგი ოთახის გასასვლელი კარისკენ და კედელზე მიარტყმევინა თავი, რა დროსაც მ--- კ----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დანაშაულის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტი
2. სასამართლომ დაადგინა
2.1. ბრალდებული თ------ი კ----ე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები დამტკიცდა როგორც უდავო სახის მტკიცებულებები გარდა დაზარალებულის მ--- კ----ის ჩვენებისა და მოწმე მ-----–- კ----ის ჩვენებისა. ორივე მხარე სრულად ეთანხმება უდავო სახის მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: მოწმეების-ჯემალი იაკობაძის, ა------ კ----ის, ქ------–-----ს ჩვენებებს. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომელიც შედგენილ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტის ა-------------ის, გამომძიებლების-ლ---------–-–---–ის, ზ------------ის, გ--------------ის, მ--–-----–------–---–ის, ვ-–------------------–---–ის მიერ. ასევე მხარეებმა სადავოდ არ მიიჩნიეს ექსპერტის დ-------------–---–ის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
რაც შეეხება დაზარალებულის მ--- კ----ის ჩვენებას მან გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ვინაიდან, მისი ჩვენება დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს - მამას თ------ი კ----ეს. ასევე ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლოსათვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა მოწმე მ-----–- კ----ემ, ვინაიდან მისი ჩვენება დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მეუღლეს - თ------ი კ----ეს.
2.2. ბრალდება ემყარებოდა მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოწმე ჯ----–---------ის, ა------ კ----ის, ქ------–-----ს ჩვენებებით დადგენილია, რომ არიან ბრალდებულის თ------ი კ----ის მეზობლები, იცნობენ როგორც შრომისმოყვარე ადამიანს. თ------ი კ----ეს ჰყავს ქალიშვილი მ--- კ----ე, რომელიც განქორწინებულია მეუღლესთან და ცხოვრობს თ------ი კ----ის ოჯახში. ზოგადად სმენიათ, რომ თ------ი კ----ე ხშირად შენიშვნებს აძლევს მ--- კ----ეს, რათა მან იზრუნოს თავის შვილებზე, ოჯახზე, შეასრულოს თავისი წილი საქმიანობა სახლში და მუდმივად უსაქმოთ არ დადიოდეს მეზობლებში. 2017 წლის 18 ნოემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ. არ შესწრებიან მ--- კ----ის ცემის ან მისი ტირილის ფაქტს. შესაბამისად, დასახალებული მოწმეთა ჩვენებები არ არის პირდაპირი მტკიცებულება თ------ი კ----ის ბრალდების დასადასტურებლად, ვინაიდან არ შეიცავს ინფორმაციას, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული რაიმე უკანონო ქმედების შესახებ.
2.3. 2017 წლის 20 ნოემბრის N6--/05/9-3 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემოწმებული იქნა მ--- კ----ე, რომელსაც აღენიშნება შემდეგი დაზიანებები: შუბლის არეში არსებული ნაჭდევი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ შესამოწმებელმა პირმა მ--- კ----ემ ექსპერტს განუმარტა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 2017 წლის 18 ნოემბერს, ხოლო 2017 წლის 16 ნოემბერს შუბლის არეში მოხვდა შეშის ნაპობი. ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში ექსპერტის მიერ მითითებულია, რომ ობიექტურად დადგენილი დაზიანება, რომელიც აღენიშნებოდა გამოსაკვლევ პირს (მ--- კ----ეს) ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შესამოწმებლის გადმოცემით მითითებულ თარიღს 2017 წლის 16 ნოემბერს.
როგორც აღინიშნა დასკვნით დადგენილია, რომ გარდა შუბლის არეში არსებული დაზიანებისა დაზარალებულს სხეულზე დაზიანების სხვა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. ამ კონკრეტული დაზიანების შესახებ დაზარალებულმა ექსპერტს განუმარტა, რომ მიიღო შეშის ნაპობის მოხვედრის შედეგად 16 ნოემბერს. ექსპერტიზ დასკვნის თანახმად, ობიექტურად დადგენილი დაზიანება, რომელიც აღენიშნებოდა გამოსაკვლევ პირს (მ--- კ----ეს) ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შესამოწმებლის გადმოცემით მითითებულ თარიღს 2017 წლის 16 ნოემბერს. ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას 2017 წლის 18 ნოემბერს თ------ი კ----ის მიერ მ--- კ----ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ.
2.4. დაცვის მხარემ ასევე უდავო გახადა 2017 წლის 19 ნოემბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც ჩატარდა მ--- კ----ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. მ--- კ----ემ მიუთითა ადგილები, სადაც მამასთან თ------ი კ----ესთან მოუხდა შელაპარაკება და მანვე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-130-ე მუხლები ადგენენ საგამოძიებო ექსპერიმენტის მნიშვნელობას და მისი ჩატარების წესს. ნორმების თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი.
საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც ეხება ჩვენების ადგილზე შემოწმებას ვერ განიხილება მოწმის მიერ ჩვენების მიცემად. ამასთან, ვერ შეცვლის და ვერც გაუტოლდება სასამართლოში მიცემულ ჩვენებას. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტი არის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მოწმის მანამდე მიცემული ჩვენების ირგვლივ გარემოებების აღდგენას ითვალისწინებდა მიზნად. დაზარალებულმა, რომლის გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, სასამართლოში უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე - ანუ არ დაადასტურა მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაცია. შესაბამისად, სასამართლოში მ--- კ----ის ჩვენება, როგორც მტკიცებულება არ წარმოდგენილა. ასეთ ვითარებაში სასამართლო ვერ განიხილავს მისი ჩვენების ადგილზე შემოწმებას, როგორც ცალკე აღებულ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას, რომელიც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელ განაჩენს.
2.5. უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული 2017 წლის 24 ნოემბერს შსს ასპინძის რაიონული სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მიღებული დადგენილება მ--- კ----ის მიმართ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რათა დადგენილიყო მ--- კ----ე მამის თ------ი კ----ის მხრიდან სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირების გამო განიცდიდა თუ არა ტანჯვას. ამავე დადგენილებაზე არსებული ჩანაწერის თანახმად, მ--- კ----ე უარს აცხადებს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.
ბრალდებულს ბრალი ედება დაზარალებულისათვის სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც მას მიაყენა ტანჯვა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დგინდება, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც დაადგენდა მ--- კ----ე თ------ი კ----ის ქმედებით განიცდიდა თუ არა ტანჯვას, არ ჩატარებულა დაზარალებულის წინააღმდეგობის გამო. ამდენად, ბრალდების ამ ნაწილშიც არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შეთანხმების თანახმად, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების უმეტესობა მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია, ეს მტკიცემულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში.
5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.
კონკრეტულ შემთხვევაში თ------ი კ----ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთ შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ თ------ი კ----ემ მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში შვილის მ--- კ----ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მოწმეებმა, დაზარალებულმა ბრალდებულის შვილმა მ--- კ----ემ და ბრალდებულის მეუღლემ მ-----–- კ----ემ რომელთა ჩვენებებიც დაცვის მხრის მიერ სადაოდ იყო გამხდარი, სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. ამდენად, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ძირითადი მტკიცებულებები, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა თ------ი კ----ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების შესაძლო ჩადენას. ხოლო სასამართლოს ბრალდებულის მსჯავრდებისათვის არასაკმარისად მიაჩნია გამოკვლეული უდავო მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ამავე კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, თ------ი კ----ის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ------ი კ----ე (პირადი №0----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. თ------ი კ----ის (პირადი №0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაო შემტანს თენგიზ მიქელაძეს განაჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში დაუბრუნდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, მიმღების ანგარიშის ნომერი - GE27BG00000000999999999, მიმღები ბანკი - სს,,ლიბერთი ბანკი“ ბანკის კოდი LBRTGE22; 2017 წლის 20 ნოემბერს გირაოს სახით შეტანილი თანხა 2000 ლარის ოდენობით. ასევე გაუქმდეს დამატებითი ღონისძიება რომლითაც თ------ი კ----ეს აეკრძალა დაზარალებულ მ--- კ----ესთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც დაზარალებული მ--- კ----ე იმყოფება.
3. განემარტოს თ------ი კ----ეს რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი