გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.03.2018
საქმის ნომერი
140310918002319594
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
02.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310918002319594

საქმე № 3/34-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე

02 მარტი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

განმცხადებელი: მ----- მ---------ი

წარმოამდგენელი: თ-- თ----–--–---–ი

მოპასუხე: ტ------– დ--–-----–ი

დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

2018 წლის 22 თებერვალს გორის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა მ----- მ---------მა, ტ------– დ--–-----–ის მიმართ, დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.

განცხადების თანახმად, ისინი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ ხუთი არასრულწლოვანი შვილი.

შსს ბოლნისის რაიონული სასამართლოს, დაბა კაზრეთის განყოფილების 2018 წლის 0- თებერვლის გადაწყვეტილებით დამტკიცდა ტ------– დ--–-----–ის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერი, რის საფუძველზეც მ----- მ---------ი არასრულწლოვან შვილებთან ერთად გადაყვანილ იქნა გ------ ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების ცენტრში, სადაც ცხოვრობს დღეის მდგომარეობითაც.

მ----- მ---------ის განმარტებით თავშესაფარში ცხოვრების პერიოდშიც სატელეფონო საუბრებში ტ------– დ--–-----–ი კვლავ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას მ----- მ---------ს.

განმცხადებელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ტ------– დ--–-----–ი სისტემატიურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რის შემდეგადაც ხდებოდა აგრესიული, ეჭვიანობდა მ----- მ---------ზე, უკრძალავდა მას ახლობლებთან ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ მ----- მ---------ი მუშაობდა ფიზიკურად ოჯახური საქმეების გასაკეთებლად, მას მაინც არ აძლევდა ტ------– დ--–-----–ი ბავშვების გამოსაკვებად თანხას, რის გამოც განიცდიდა ეკონომიურ ძალადობა, ამასთან მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და იყო ფსიქოლოგიურ ზეწოლის ქვეშ.

განმცხადებლის წარმომადგენლის განმარტებით, როდესაც მ----- მ---------ი და მისი ხუთი არასრულწლოვანი შვილი გ------ ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების ცენტრში მიიყვანეს, მათ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდათ, მათთან მუშაობენ ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, დღეის მდგომარეობით შედარებით გამოსწორებულია სიტუაცია, მაგრამ მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვებთან არის ხანგრძლივი სამუშაო ღონისძიებები გასატარებელი და მსხვერპლის დაბრუნება ოჯახში არის სახიფათო, ბავშვები არიან ჩარიცხულები გ----ში, შესაბამის სასწავლო დაწესებულებაში,განმცხადებელმა ითხოვა, ტ------– დ--–-----–ს აეკრძალოს მეუღლესთან - მ----- მ---------თან მიახლოება, ნებისმიერი კონტაქტი და კომუნიკაცია, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

ტ------– დ--–-----–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა განცხადების სამართალწარმოებისათვის გათვალისწინებული უფლებამოსილებათა ფარგლები, გააანალიზა განცხადების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, გამოიკვლია მტკიცებულებები, მოისმინა მხარისა და მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები, მიაჩნია რომ განმცხადებლის მოთხოვნა დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; იძულება არის ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ისინი ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

შსს ბოლნისის რაიონული სასამართლოს დაბა კაზრეთის განყოფილების 2018 წლის 0- თებერვლის გადაწყვეტილებით დამტკიცდა ტ------– დ--–-----–ის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერი, რის საფუძველზეც მ----- მ---------ი არასრულწლოვან შვილებთან ერთად გადაყვანილ იქნა გ------ ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების ცენტრში, აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით მათ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდათ,ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ტ------– დ--–-----–ის მხრიდან რეგისტრირებული მეუღლის - მ----- მ---------ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის, მუქარის და იძულების ფაქტი.

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ” და ,,თ” ქვეპუნქტების თანახმად, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა), ხოლო მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ;

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ----- მ---------ი წარმოადგენს მოძალადე ტ------– დ--–-----–ის მსხვერპლს, რომელიც ახორციელებს მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელყოფას ფსიქოლოგიური ძალადობით, მუქარით, რაც ქმნის დამცავი ორდერის გაცემის საკმარის საფუძველს. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მსხვერპლს უნდა მიეცეს საშუალება, იცხოვროს ზეწოლისა და რაიმე იძულების გარეშე, ცხოვრების ნორმალური პირობების გათვალისწინებით, ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მ----- მ---------ი არასრულწლოვან შვილებთან ერთად იმყოფება თავშესაფარში, რომლებიც სწავლობენ გ----ში, სკოლაში და მათთვის წინა გარემოში დაბრულება არ იქნება მიზანშეწონილი.

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 (ექვსი) თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს დამცავი ორდერის გამოცემის სათანადო საფუძვლები, რომლის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს 6 თვით, რამდენადაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით ძალადობას აქვს მრავალჯერადი ხასიათი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2113, 2115, 22-34-ე მუხლებით, ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-10, მე-11, 12-ე, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

2. დაუყოვნებლივ გაიცეს დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით:

 

ტ------– დ--–-----–ს აეკრძალოს მეუღლესთან - მ----- მ---------თან მიახლოება, ნებისმიერი კონტაქტი და კომუნიკაცია, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

3. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 6 (ექვსი) თვით, რაც აითვალოს დამცავი ორდერის გამოცემის (გადაწყვეტილების გამოტანის) დღიდან.

 

4. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

5. განემარტოთ მხარეებს, რომ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას (ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ან გამასწორებელი სამუშაოები სამ თვემდე ვადით).

 

6. გადაწყვეტილების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს საჩივრით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან 3 (სამი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეაჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას.

 

მოსამართლე: ნინო გერგაული