გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.02.2018
საქმის ნომერი
130210017002136546
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-710-17

(130210017002136546)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 თებერვალი, 2018 წელი ქ. ხ-–----ი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - თეიმურაზ ფარეიშვილი

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

მოსარჩელე - მ--------–---–-ძე, თ-------------ძე, მ-------–---–-ძე და მ----–---–-ძე;

წარმომადგენელი - ქ--------------–-ძე;

მოპასუხე - შპს ''ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი''

წარმომადგენლები - ოლეგი გრძელიძე.

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე შპს ”ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" დაეკისროს მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძის და მ----–---–-ძის სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის თანხა 13 565 ლარის და 22 თეთრი.

1.2. მოპასუხე შპს ”ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძის და მ----–---–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯი - 200 ლარი, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 300 ლარი.

1.3. მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს” მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძის და მ----–---–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს 407 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.

მოსარჩელეთა განმარტებით: - ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–--თში (ჭ--–-------ში) საკუთრებაში გააჩნიათ უძრავი ქონება - ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ფართი და საკარმიდამო ეზო. შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი" აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. გვირაბში გამუდმებულ აფეთქებებს აქვს ინტენსიური ხასიათი, რაც საფრთხის შემცველია. გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებულმა აფეთქებითმა სამუშაოებმა გამოიწვია მათი (მოსარჩელეების) საცხოვრებელი სახლის მნიშვნელოვანი დაზიანება, კერძოდ, კედლებზე გაჩნდა ბზარები, მრავალჯერადმა აფეთქებებმა გრუნტებში განავითარა დეფორმაციები

მდგომარეობის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ მიმართა სსიპ "ლ----------------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს”, რომელთა მიერ შემოწმებული იქნა მათი (მოსარჩელეების) საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა და მისი დაზიანების გამომწვევი მიზეზები, რაზედაც გაიცა სათანადო დასკვნა.

სსიპ "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს გაცემული №0-------- დასკვნის მიხედვით "ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–--თში მდებარე მ--------–---–-ძის (და თანამესაკუთრეების) საკუთრებაში არსებული ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. სისტემატიურმა აფეთქებებმა სუსტ გრუნტებში გამოიწვია ჯდენითი პროცესები, რასაც მოჰყვა სახლის დაზიანება. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები II-III ხარისხისაა. შენობაში განვითარებული ახალი ბზარები გაჩენილია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში აფეთქებითი სამუშაოების შედეგად გამოწვეული დეფორმაციებით. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობა შემდგომი ექსპლოატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროებს დაკვირვებას. ამ მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიგა სივრცეში გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები).

ინდივიდუალური მეწარმე ზ-------------–-ძის მიერ მომზადებული გამაგრება-შეკეთების სამუშაოების რესურსული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მიხედვით, მოქალაქე მ--------–---–-ძის სახლის დაზიანებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 13 565 ლარი და 22 თეთრი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვენ მოსარჩელეები.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის" წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომპანიას მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის. მათი კომპანია სოფელ ქ--–--თის ტერიტორიაზე აწარმოებს სარკინიგზო გვირაბების მშენებლობას, მაგრამ ასაფეთქებელი მასალა გამოიყენებოდა ნორმის ფარგლებში და მას არ შეეძლო ზიანი მიეყენებინა მოსარჩელის ქონებისათვის. "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს გაცემული დასკვნა არ არის კატეგორიული, იგი სავარაუდოა და მისი კვლევითი ნაწილი ეფუძნება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებს და მოსარჩელეთა განმარტებას. იგი არის დაუსაბუთებელი და აგებულია ვარაუდზე. არ გამომდინარეობს რაიმე კონკრეტული გამოკვლევებისა და ოფიციალური ჩანაწერებიდან. დასკვნის კვლევითი და დასკვნითი ნაწილი წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, ვინაიდან დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტი მიუთითებს, რომ გაჩენილია ახალი ბზარები, რომლებიც "დიდი ალბათობით" გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული აფეთქებების შედეგად, ხოლო დასკვნით ნაწილში კი ცალსახად აცხადებს, რომ ეს ბზარები აფეთქებების შედეგადააა წარმოქმნილი, თუმცა დასკვნის გაცემის საფუძვლად იგი მიუთითებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია აფეთქებების შედეგად დაზიანებების გამოწვევის შესახებ მიიღო მობინადრისგან ე.ი. მოსარჩელისგან. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა გაცემულია მოსარჩელის ინფორმაციაზე დაყრდნობით და რაიმე მეცნიერული გამოკვლევა დასკვნის გასაცემად ნაწარმოები არ არის. მაშინ როცა ექსპერტის დასკვნა დამყარებულია მხოლოდ მოსარჩელე მხარის განმარტებაზე და სხვა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მათი განმარტება დადასტურდებოდა არ არსებობს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააკეთა განმარტება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ექსპერტს ისიც კი არ დაუდგენია, თუ სად და რა მანძილზე მდებარეობს აფეთქების ადგილიდან მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი, რომ არაფერი ვთქვათ აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგების სიმძლავრეზე, რაც ასევე მიახლოებითაც კი არ დაუდგენია. სასამართლომ არ შეიძლება გაიზიაროს და ამ დასკვნის საფუძველზე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" დააკისროს რაიმე თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. სამუშაოების გავლენის შეფასება სოფელ ქ--–--თზე, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის დაკვეთით აწარმოა კომპანია "ექსორექსმა" იმ მიზნით, რომ განხორციელებულიყო აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგი და გაუმჯობესებულიყო აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური მაჩვენებლები, ასევე აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგები ყოფილიყო დასაშვებ ნორმებში. აღნიშნული კვლევის შედეგები საერთოდ არ გამოუყენებია ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, ხოლო სხვა რაიმე ალტერნატიული მონაცემები აფეთქების ირგვლივ მას არ გააჩნდა. ექსპერტიზა ჩაატარა აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელმა საერთაშორისო კომპანია "ე---------მა", რომლის 2017 წლის 20 ივლისის დასკვნით დადგენილია, რომ ს----------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ზემოხსენებული დასკვნა არასწორია და ჩვენი კომპანიის მიერ განხორციელებულ აფეთქებით სამუშაოებს ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების წარმოქმნაში. მით უმეტეს, კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენს მიერ წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულება ექსპერტის დასკვნის სახით, რომელიც გამორიცხავს ჩვენი კომპანიის ბრალს მოსარჩელის ქონების დაზიანებაში. ასევე ექსპერტიზა ჩაატარა აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელმა საერთაშორისო კომპანია "ე---------მა", რომლის 2017 წლის 02 ნოემბრის დასკვნით დადგენილია, რომ მ--------–---–-ძის საცხოვრებელი სახლი, საკადასტრო კოდით 69.06.52.173 მდებარეობს სოფელ ქ--–--თში მშენებარე N9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოესი წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 496 მეტრი, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი არის 575 მეტრი ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე. საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ზემოქმედების ზონის გარეთ, მის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ადაპტირებული სპეციფიკაციისა და სტანდარტების გათვალისწინებით მ--------–---–-ძის სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად. მოპასუხე ასევე არ ეთანხმება მეორე სასარჩელო მოთხოვნასაც. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შენობა ექსპლოატაციისათვის ვარგისია, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი ზიანის მიდგომის საფრთხე არ არსებობს. მოპასუხე კომპანია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ახორციელებს მშენებლობას, რომელიც გარკვეულ პერიოდს მოიცავს და იგი კიდევ რამდენიმე წელზეა გათვლილი. აქედან გამომდინარე მოსარჩელისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი არცერთ შემთხვევაში არ შეეშლება. მოპასუხე ასევე უთითებს, რომ ირღვევა მათი უფლებები, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში აზრი ეკარგება ზემდგომ ინსტანციებში გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ვინაიდან დაუყოვნებლივ აღსრულებით მიღებულ თანხას მოსარჩელე მაშინვე დახარჯავს და შეუძლია ქონება გაასხვისოს, რის შემდგომაც გადახდილი თანხების უკან დაბრუნება ვერ გახდება შესაძლებელი იმ შემთხვევაში მითუმეტეს თუ მოპასუხის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი. მოპასუხე ასევე არ ეთანხმება მესამე სასარჩელო მოთხოვნასაც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი" ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–--თში აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, მშენებლობის პროცესში გამოიყენება, მიწისქვეშა აფეთქებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.2. დადგენილია, რომ მოსარჩელეების თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–--თში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მხარეთა ახსნა-განმარტებები..

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–--თში მდებარე მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძის და მ----–---–-ძის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის" მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელებული სისტემატიურად- გარკვეული სიხშირით წარმოებული მიწიქვეშა აფეთქებების შედეგად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, სსიპ ”ლ----------------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2017 წლის 14 აგვისტოს № 0-------- დასკვნა (ს.ფ. 19-32).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად გარდა თავიაანთი ახსნა-განმარტებებისა წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც სასამართლოს დადგენილად მიაჩნია საცხოვრებელი სახლის დაზიანების შესახებ სარჩელში მითითებული გარემოებები. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარეს, როგორც სამართალწარმოების მხარეს, არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია ან რაიმე მტკიცებულება, რომლითაც გააქარწყლებდა ან უარყოფდა მოსარჩელეთა მიერ მითითებული გარემოებებს.

3.2.2. დადგენილია, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–--თში მდებარე მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძის და მ----–---–-ძის საცხოვრებელი სახლი საჭიროებს აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, ინდივიდუალური მეწარმე ზ-------------–-ძის მიერ მომზადებული გამაგრება-შეკეთების სამუშაოების რესურსული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია (ს.ფ. 33-44).

 

3.2.3. დადგენილია, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–--თში მდებარე მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძის და მ----–---–-ძის საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერების ხარჯები მთლიანობაში შეადგენს 13 565 ლარს და 22 თეთრს.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ ”ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით და ინდ. მეწარმე ზ-------------–-ძის მიერ მომზადებული აღდგენა-გაძიერების სამუშაოების სახარჯთაღრიხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ--–--თში მიმდინარე საკრინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი სისტემატიური აფეთქებების გამო, მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძის და მ----–---–-ძის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 13 565 ლარი და 22 თეთრი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძის და მ----–---–-ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

კა კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 411-ე, 992-ე, მუხლებით.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა განხილულ უნდა იქნეს ზიანის მიყენებიდან (დელიქტიდან) გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობად, რამდენადაც მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფმა" მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, რაც გამოიხატა მის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების სახით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის აუცილებელია ერთდროულად შემდეგი წინაპირობების არსებობა: მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა მოპასუხის მხრიდან, ამ ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის არსებობა (ე.ი. ზიანი და მიზეზობრივი კავშირი) და ბრალეულობის არსებობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

 

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის არსებობის ფაქტი;

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ბრალი დამდგარ შედეგის მიმართ. ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

4. მოპასუხე უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–--თში. ამავე სოფლის ტერიტორიაზე მოპასუხე აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოებს, რა დროსაც იყენებენ მიწისქვეშა აფეთქებებს. მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა სისტემატიურმა აფეთქებებმა გამოიწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირება და მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანებები, რაც დადასტურებულია ს----------–ის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით.

 

ინდ. მეწარმე ზ-------------–-ძის მიერ მომზადებული აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების შედეგად მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძის და მ----–---–-ძის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 13 565 ლარი და 22 თეთრი.

 

მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელის სახლს გვირაბში წარმოებული აფეთქებები ზიანს ვერ მიაყენებდა მის საცხოვრებელ სახლს, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით უდაოდ დადგენილია, რომ მოსარჩელეთა ბინაზე მიყენებული დაზიანებები გამოწვეულია გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად. (იხ. დასკვნა)

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–--თში მდებარე მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძისა და მ----–---–-ძის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის" მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში. დადგენილია, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–--თში მდებარე მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძისა და მ----–---–-ძის საცხოვრებელი სახლი საჭიროებს აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებს და ასევე დადგენილია, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–--თში მდებარე მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძისა და მ----–---–-ძის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 13 565 ლარი და 22 თეთრი.

 

სსიპ "ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ გაცემული დასკვნით დადგენილია მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლზე არსებულ დაზიანებებს შორის. სხვა რაიმე მიზეზი დაზიანებისა დადგენილი არ არის. ის გარემოება, რომ კომპანია "ე---------ის" დასკვნით აფეთქებები წარმოებდა დაშვებული ნორმების ფარგლებში, რასაც არ შეეძლო გამოეწვია სახლების დაზიანება - ვერ იქნება გაზიარებული. ვინაიდან ეს აფეთქებები იყო მრავალჯერადი სიხშირის და არა ერთჯერადი, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირებას შესაბამისად დაზიანებების წარმოშობას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში მ--------–---–-ძე, თ-------------ძე, მ-------–---–-ძე და მ----–---–-ძე უფლებამოსილები არიან შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" მოსთხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რამდენადაც ადგილი აქვს ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოპასუხე მხარისთვის დაკისრების კანონით გათვალისწინებულ აუცილებელი წინაპირობებს და 992-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელ სამართლებრივ საფუძველს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხ-–----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–--თში მდებარე მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძისა და მ----–---–-ძის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის" მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების შედეგად.

სასამართლომ მოახდინა, რა ადგილობრივი დათვალიერება დარწმუნდა, რომ მოსარჩელე მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძისა და მ----–---–-ძის სახლის გარეთა კედლებზე ნამდვილად აღინიშნება ვერტიკალური ბზარები, მისაღებ ოთახში ასევე აღინიშნება ვერტიკალური ბზარები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის რომ ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის მოპასუხეს, რომლის მიერ წარმოებულმა ხშირმა, სისტემატიურ აფეთქებებით გამოწვეულმა ვიბრაციამ გამოიწვია სახლის დაზიანება.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ კომპანია "ე---------ის" დასკვნის მიხედვით აფეთქებები წარმოებდა - რა დასაშვები ლიმიტის ფარგლებში, ამასთან მოსარჩელეთა სახლი არ მდებარეობდა ზემოქმედების ზონაში - მას არ შეეძლო გამოეწვია მოსარჩელეთა სახლის დაზიანება, რადგან, როგორც დადასტურდა აფეთქებებს ჰქონდა არა ერთჯერადი, არამედ სისტემატიური - მრვალჯერადი ხასიათი, რამაც, როგორც ს----------–ის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება გამოიწვია მოსარჩელეთა სახლის დაზიანება. სხვა, რაიმე მიზეზი მოსარჩელეთა სახლის დაზიანებისა დადასტურებულ ვერ იქნა, რის გამოც სასამართლო უდაოდ დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელის ბრალეულობას ზიანის წარმოშობაში.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კომპანია "ე---------ის" დასკვნა, რომ მ--------–---–-ძის სახლი მდებარეობს სოფელ ქ--–--თში მშენებარე N9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 496 მეტრი, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი არის 575 მეტრი ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე, რაც თითქოსდა გამორიცხავს მოპასუხის ბრალეულობას მიყენებულ ზიანში, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მოპასუხის ბრალეულობა დადგენილია ს----------–ის ექსპერტიზის დასკვნით, რაც სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა დაადასტურეს ზიანის ფაქტი. შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის" ბრალი მიყენებულ ზიანში. მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფმა" ვერ დაადასტურა დამდგარი ზიანის მიმართ მისი ბრალეულობის გამომრიცხავი გარემოებები, კერძოდ სასამართლო იზიარებს ს----------–ის სახელობის ექსპერტიზის დასკვნას ზიანის წარმოშობაში მოპასუხის ბრალეულობის შესახე, შესაძლებელია, რომ აფეთქებები მართლაც წარმოებდა დასაშვები ნორმების ფარგლებში, მაგრამ აფეთქებათა სისტემეტიურობა და სიხშირე იწვევდა ვიბრაციულ, დინამიურ დატვირთვებს და, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელეთა სახლის დაზიანება, რაც დასტურდება ს----------–ის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით.

ამდენად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს'' უნდა დაეკისროს მოსარჩელეების მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძისა და მ----–---–-ძის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის თანხა 13 565 ლარი და 22 თეთრი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა შესაბამისად, მოპასუხე შპს ”ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" მოსარჩელეების მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძისა და მ----–---–-ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯი - 200 ლარი, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 300 ლარი, ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 300 ლარი.

მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს” მოსარჩელეების მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძისა და მ----–---–-ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 407 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე,268, 269, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძის და მ----–---–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შპს ”ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძის და მ----–---–-ძის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მიყენებული ზიანის თანხა 13 565 ლარი და 22 თეთრი.

3. მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს" მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძის და მ----–---–-ძის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯი - 200 ლარი, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 300 ლარი, ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 300 ლარი.

3. მოპასუხე შპს "ჩ-----ის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს” მოსარჩელეების მ--------–---–-ძის, თ-------------ძის, მ-------–---–-ძისა და მ----–---–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს 407 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–----ის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი