განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2018
საქმის ნომერი
120100118002311568
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
12.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №18002311568-1/068-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

06 მარტი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - ვარლამ თა--გარი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–-

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – ა--------------------------------, და--დებული 19-- წლის 3--------ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: და-- ა-----------, რ---------–----------;

 

ადვოკატი - გ---–----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ა-------ს რაიონის და-- ა----------–- რ---------–-------------------ში მცხოვრები ა------------------ 2017 წლის დ--------- თვეში მეუღლეს ნ----------------ს მათ საცხოვრებელ ბინაში ყოფნის დროს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატიურად აყენებდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფას, ასევე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით კერძოდ, გენდერული სტერეოტიპის გავლენით: ქალმა არ უნდა იმუშაოს, არ უნდა გამოთქვას თავისი აზრი და შეხედულება და უნდა იყოს სახლში, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფას. 2018 წლის 0---------ს კი ღამის საათებში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა-------------------მ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს მეუღლეს ნ----------------ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ერთხელ სახის არეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაზარალებულმა ნ-----------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესა--მისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

პრეიუდიციადმიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ა------------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული მოტივით.

 

ნ----------------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის ს----------- თვეში მას დაუკავშირდა მეუღლე ა------------------ და თხოვა შერიგებულიყვნენ, გამოყვა და-- ა----------–- და დაიწყეს ერთად ცხოვრება, თუმცა მისი მეუღლე ხშირად იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რომელიც ხდებოდა აგრესიული და სრულიად უმიზეზოდ აგინებდა, ლანძღავდა და რამდენჯერმე ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენა მას, სახეში ხელის გარტყმისა და ყელში ხელის წაჭერის სახით, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 0---------ს მეუღლემ მას ისევ უმიზეზოდ დაუწყო ლანძღვა-გინება არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით და თხოვდა მისი სახლიდან წასულიყო, მიუახლოვდა და მარჯვენა ლოყის არეში ძლიერად გაარტყა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა ნ----------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

იხ. ს.ფ. 5-8;

 

ა------------ს ჩვენება, რომლის თანახმად ცხოვრობს ა-------ს რაიონ, და-- ა----------–-, დედასთან ნ-----------------თან და მამა ა------------------სთან ერთად, ბოლო პერიოდში მამა ა------------------- მიდიოდა მთვრალ მდგომარეობაში და დედა ნ----------------ს აყენებდა შეურაცხყოფას, მისი და მისი ძმის თანდასწრებით წაუჭირა ყელში ხელი. 2018 წლის 0---------ს მამა ა------------------ს დედა ნ----------------ს ეუბნებოდა წასულიყო მისი სახლიდან და თან აგინებდა, სწორდ ამ დროს მამამ ა------------------მ ხელი გაარტყა დედას ნ-----------------ს ძლიერად.

იხ. ს.ფ. 42-44;

 

ა------------------ს ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის დ--------- თვის შუა რიცხვებში სახლში მისვლისას მეუღლემ უთხრა, რომ დედ-მამას ესაუბრა და ვითომდა მათი მითითებით უნდა ეცხოვრათ, რაზეც იგი გაბრაზდა მეუღლეს შეაგინა, შვილების თანდასწრებით, შემდეგ კი ყელში ხელი წაუჭირა. 2018 წლის 0---------ს ისევ მოუვიდა მეუღლესთან უთანხმოება, რის შემდეგაც მეუღლეს შეაგინა და სახის არეში გაარტყა ხელი. სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

იხ. ს.ფ. 59-63;

 

2018 წლის 0---------ს №0-------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ნ----------------ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება;

 

იხ. ს.ფ. 38-39;

 

ა------------------ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - მ----------------ის, დ--------------–---–-ს, გ-------------ის გამოკითხვის ოქმებით, ა------------------ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით, ა-------------სა და ბ---------------ის და--დების მოწმობების ქსეროასლებით, ნ-----------------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ა-------------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

ა------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა------------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესა--მისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა------------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ა------------------- (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 წელი;

 

2.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ა------------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3.ა------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობისა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 0-------------ნ 2018 წლის 0---------- ჩათვლით;

 

4.ა------------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი თანხა 5 000 ლარი დაუბრუნდეს მ----------------ეს;

 

5. სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - ა------------------ის პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება შსს ა----------- პოლიციის განყოფილებაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს;

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი