განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№0-010011700-1277-5(1/644-2017)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 თებერვალი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნა-------–ი აკ-----მ
სხდომის მდივანი - მა----მ თო-----ს
ბრალდების მხარე: პროკურორი-მა----------ს
დაცვის მხარე: ადვოკატი-რო----------------
ბრალდებული-გი-------------------
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდო--ზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: გი-------------------- მიმართ
მამის სახელი: გა------
დაბადებული: 1--------- წელს
პირადი ნომერი: 61---------
საქართველოს მოქალაქე
არასრული უმაღლესი განათლების მქონე
უცოლშვილო
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. ბა--------------------------------------------
რეგისტრირებული: ქ. ბა--------------------------------------------
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
გი------------------მ ჩა-დინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
2017 წლის 08 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე ზუ-------- რა-ონის სოფელ გა---------–- ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გი------------------მ სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი ან–------–--------, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
გი------------------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე გამოკვლეული ეჭვის გამომრიცხავი, უტყუარი და რელევანტური მტკიცებულებებით.
დაზარალებული ან–------–-------- განმარტავს, რომ გი------------------- მამასთან, გა------------სთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა, რომელმაც შეთავაზა ბიზნესის დაწყება გა---------–-, მაგრამ საქმე კარგად არ წაუვიდათ და 2017 წლის 7 აგვისტოს გაემგზავრა თბილისში, სადაც გაარკვია, რომ გა------------ ატყუებდა. 8 აგვისტოს ტაქსით დაბრუნდა გა---------–-, ავტო--ნქანიდან გადმოვიდნენ გა------------, გი------------------, აზ-------------–- პოლიციელი და ოლ---------–--, არ სურდა მათთან საუბარი, მაგრამ ჯიკაობა დაუწყეს და გი-----იმ ერთხელ ჩაარტყა მუშტი მარცხენა ტუჩის კუთხეში და ნიკაპზე, მას სისხლი წამოუვიდა. იქვე ახლოს პოლიციელები იდგნენ და აცნობა მომხდარის შესახებ, განყოფილებაში დააწერინეს განცხადება, ჩაუტარეს სამედიცინო ექსპერტიზა, მაგრამ შემდეგ რეაგირება არ იყო და დახმარების მიზნით მიმართა პო-–-------ს საელჩოს, სა-დანაც დარეკვის შემდეგ გამოძიება და-ნტერესდა ამ საქმით. ,,კურვა“ უარყოფითი ემოციის გამომხატველი სიტყვაა და ,,ძუკნას“ ნიშნავს, მან შეიძლება ეს სიტყვა გამოიყენა, მაგრამ არა გი------------------- მისამართით, ის გა------------ს ესაუბრებოდა ავტო--ნქანის შესახებ, გი-------------------თან ურთიერთობა არ ჰქონია და არ იცის რატომ დაარტყა. მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
მოწმე გა------------ განმარტავს, რომ გი------------------ არის მისი შვილი, ან------------------- ერთად ჰქონდა დაფუძნებული კომპანია, 2017 წლის აგვისტოს თვეში გა---------–-, ჯემფესტის ტერიტორიაზე ერთად გახსნეს კვების ობიექტი, თვითონ გააკეთა შენობა, ხოლო კვების პროდუქტები ა-–--ს უნდა ჩამოეტანა პო-–-------დან, ხარჯები გაწეული იყო, მაგრამ საქონლის ჩამოტანა დაგვიანდა, 0- აგვისტოს ან–------–-------- გადასცა საფინანსო დოკუმენტაცია და ის წავიდა თბილისში, 08 აგვისტოს ღამის 12:00 საათზე ტაქსით დაბრუნდა, ავტოსადგომზე ელოდებოდა გი-----ისთან ერთად. ა-–-- იყო აღელვებული, სახეზე აწითლებული და თმები ჰქონდა აწეწილი. ჰკითხა ხომ არ ჰქონდა პრობლემა, უპასუხა, რომ მასში იყო პრობლემა, დაუწყო ყვირილი, ეუბნებოდა, რომ დაერტყა და აშკარა პროვოკაციაზე მოდიოდა, გი-----ის პოლონურად შეაგინა და ,,კურვა“ უწოდა. ორივე ხელით იმდენად ძლიერ დაარტყა, რომ გი-----ი წაბორძიკდა და ავტო--ნქანა რომ არ მდგარიყო, წა-ქცეოდა და დაზიანებას მიიღებდა, რა დროსაც მას სახეში მოხვდა გი-----ის ხელი. მის შვილს ან–------–--------სთვის შეგნებულად არ დაურტყამს, გამომძიებელმა უთხრა, რომ გი-----ის ბრალდება წაუყენა იმიტომ, რომ პო-–-------ს საელჩოდან დაურეკეს.
მოწმე ის----–----------- განმარტავს, რომ გი------------------ გა-ცნო 2017 წლის აგვისტოს თვეში, ,,ჯ----------- ტერიტორიაზე, იქვე გა-ცნო ან–------–--------, გა------------ს მანამდე იცნობდა, რადგან ბ----–- მუშაობს პოლიციაში და ყოველ ზაფხულს შვებულებას ატარებს საქართველოში. 08 აგვისტოს გი-------------------თან ერთად იჯდა ავტო--ნქანაში, მოვიდა ან–------–--------, სახეზე აღელვება ეტყობოდა, გი-----ის მამა მივიდა მასთან და საუბრობდნენ, ა-–--მ ხმა ა-მაღლა გა----- მ------ მიმართ და რადგან ა-–-- ხმაურობდა, ის და გი-----ი ჩამოვიდნენ ავტო--ნქანიდან, გი-----ი მივიდა ან------------------- დასამშვიდებლად, მან უწმაწური სიტყვა უთხრა გი-----ის, დაუჯიკავა და გი-----იმ უკან და-ხია, უნებლიედ ხელი აეწია და სახეში მოხვდა ა-–--ს, ეს მოხდა წამებში, მან მიმართა პოლიციას, ყველანი წა-ყვანეს პოლიციაში და დაკითხეს. პირველ დაკითხვას თარჯიმანი არ ესწრებოდა, მერე თარჯიმანთან ოჯახში მივიდნენ და იქ დაკითხეს, გამოძიებას ზუსტად ისეთი ჩვენება მისცა, როგორიც სასამართლოს, მაგრამ არ იცის თარჯიმანმა რატომ არ გადათარგმნა სწორად.
მოწმე ნა-------------- განმარტავს, რომ არის რუსული ენის ფილოლოგი, მუშაობს გ------------ საჯარო სკოლაში, 2017 წლის აგვისტოს თვის დასაწყისში, დილით ადრე, სკოლის დირექტორმა დაურეკა და თხოვა მისულიყო ა----–--- პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის თანამშრომლებმა წა-ყვანეს ავტო--ნქანთ, პირველად და-კითხა უ--------–- ქალი, შემდეგ აზ-------------–- მამაკაცი, ის თარგმნიდა გამომძიებლის შეკითხვებს და გაცემულ პასუხებს, ბოლოს მამაკაცს ნაბეჭდი ჩვენება გადაუთარგმნა ქართულიდან რუსულ ენაზე, ჰკითხა იყო თუ არა სწორი, მან დაუდასტურა და ორივემ მოაწერეს ხელი.
მოწმე მა------------–--- განმარტავს, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, შეამოწმა ან–------–--------, ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობდა თარჯიმანი, იგი უჩიოდა ტკივილს ნიკაპის მიდამოში და აღენიშნებოდა წითელი ფერის ნაჭდევი, სხვა მექანიკური ხასიათის დაზიანების კვალი არ ჰქონდა, დაზიანება მიყენებული იყო ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნებოდა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებას ჯანმრთელობის მოუშლელად.
მოწმე ილ--------- განმარტავს, რომ 2017 წლის 8 აგვისტოს ზუ-------- რა-ონული სამმართველოს ა----–--- პოლიციის განყოფილებას მო--რთა პო-–-------ს მოქალაქემ ა-–-- კ--–---------, მას ნიკაპზე ნაჭდევები ეტყობოდა და იყო გასისხლიანებული. გამოკითხა თარჯიმნის თ---–---–---- მონაწილეობით, აღნიშნა, რომ გი------------------- მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას, მან სახეში ჩაარტყა მუშტი. მოწმის სახით გამოკითხა გი------------------- მამა გა------------. ასევე ა----–--- განყოფილებაში გამოკითხა აზეირბა-ჯანის მოქალაქე ის----–----------- და უ--------–- ოლ---------–--, რადგან მოწმეებმა არ იცოდნენ ქართული ენა, საჭირო გახდა თარჯიმნის მოწვევა, მათ გამოკითხვაში მონაწილეობდა რუსული ენის სპეციალისტი ნა--------------. დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. საექსპერტო დაწესებულებას წარუდგინეს ან–------–--------, ექსპერტიზის ჩატარებაშიც მონაწილეობდა თარჯიმანი.
პროკურორის შუამდგომლობით საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვინა-დან ოლ---------–-- არ იმყოფება საქართველოში, ბრალდების მხარის მიერ საჯაროდ წაკითხვის გზით გამოკვლეული იქნა გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენება, სადაც აღნიშნავს, რომ ცხოვრობს უკ------–ი, ქ. კა----–---------–----ში, დროებით იმყოფება საქართველოში, სოფელ გა---------–-. ,,ჯ----------- ტერიტორიაზე მუშაობს გა----- მ------ და ან–------–--------ს საკუთრებაში არსებულ კვების ობიექტში, იცნობს გა----- მ------ შვილს გი-------------------. 2017 წლის 08 აგვისტოს 00:30 საათზე ან–------–-------- თბილისიდან ჩამოვიდა გა---------–-, ,,ჯ----------- შესასვლელთან, ავტო--ნქანების სადგომზე გა------------ მივიდა მასთან, ა-–-- იყო გაღიზიანებული და აგრესიული ტონით ელაპარაკებოდა გა------------ს, ავტო--ნქანიდან გადავიდა გი------------------ და შეეცადა სიტუაციის განმუხტვას, მაგრამ ა-–-- კ--–--------- მას ხელი ჰკრა და მიაძახა შეურაცხმყოფელი სიტყვა ,,კურვა“. გი-----ი წაბორძიკდა, მან ვერ მოითმინა შეურაცხყოფა და საპასუხოდ ან–------–-------- გაარტყა ხელი სახეში, ნიკაპის არეში. გა------------მ დაპირისპირებული მხარეები გააშველა. ან–------–-------- მივიდა იქვე 30 მეტრში მდგომ პოლიციელებთან, რომლებმაც განმუხტეს სიტუაცია. /ტომი I სფ:18-20/
ბრალდებულმა გი------------------მ ისარგებლა დუმილის უფლებით და საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და ითხოვს გამართლებას.
გი------------------- ბრალეულობა ასევე დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 14 აგვისტოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რის შესაბამისად ან–------–-------- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით, განვითარებული მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ.27-29)
მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე და სამართლებრივი შეფასება:
დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ დაზარალებული ან–------–--------ს განცხადება გი------------------- მხრიდან ძალადობის ჩადენის შესახებ შედგენილია პოლონურ ენაზე, ხოლო მის ქართულ ენაზე თარგმნილ ტექსტზე განმცხადებლის ხელმოწერა არ არის და არც იმ ოპერატიული მორიგის სახელი და გვარი არის მითითებული, რომელმაც ზუ-------- რა-ონულ სამმართველოში ეს განცხადება დაარეგისტრირა, რის გამოც უკანონოდ მიიჩნევს გი------------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიების დაწყებას.
სასამართლო ვერ გა-ზიარებს დაცვის მხარეს ამ მოსაზრებას, რადგან არსებობდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი გამოძიების დასაწყებად, დაზარალებულ ან–------–--------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე განცხადების დაწერა და პოლიციის სამმართველოში რეგისტრაცია არ იყო აუცილებელი, ვინა-დან დაზარალებული თვითონ გამოცხადდა ზუ-------- რა-ონულ სამმართველოს ა----–--- პოლიციის განყოფილებაში, მას გარეგნულად ეტყობოდა ძალადობის ნიშნები, რაც გამოძიების დაწყების სავალდებულო საფუძველს წარმოადგენდა.
ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება გამოძიების დროს დაზარალებული ან–------–-------- დაკითხვის და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას საპროცესო კანონის დარღვევის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ არ იყო თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფილი, მაშინ როდესაც საგამოძიებო მოქმედებაში თარჯიმნის მონაწილეობა დადასტურებულია დაზარალებულის დაკითხვის ოქმით და მასზე მონაწილე პირების ხელის მოწერით, ან–------–--------ს, გამომძიებელ ილ---------ს და ექსპერტ მა------------–---ს სასამართლოში მიცემული ჩვენებებით.
დაცვის მხარეს ასევე სადავოდ მიაჩნია მოწმე ის----–-----------ს დაკითხვის დროს თარჯიმან ნა--------------- მონაწილეობა, თუმცა სასამართლო სხდო--ზე მოწმის სახით დაკითხვისას ნა--------------- დაადასტურა ა----–--- პოლიციის განყოფილებაში მოწმის დაკითხვაში მონაწილეობის და ქართულიდან რუსულ ენაზე ჩვენების სწორად გადათარგმნის ფაქტი, შესაბამისად სასამართლო ვერ გა-ზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას გი------------------- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები-დაზარალებულ ა-–------–--------- მოწმე ოლ---------–--ს, ექსპერტ მა------------–---ს ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გი------------------- ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია სხვა პირის ჯანმრთელობა, ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებობა.
გი------------------- ბრალად ედება ან–------–--------ს მიმართ სხვაგვარი ძალადობა, აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს ძალადობის ერთერთ სახეს და ნიშნავს სხვა ადამიანის მიმართ ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებას, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე.
ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში.
სუბიექტური მხრივ გი------------------- მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მართლსაწი- ნააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, გი------------------- შეგნებული ჰქონდა, თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგო--, კერძოდ დაზარალებულისათვის ფიზიკუ-
რი ტკივილის მიყენება და ის მოქმედებდა შურისძიების მოტივით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგო-- გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, თითოეული მათგანის საქმესთან დამოკიდებულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ გი------------------მ ჩა-დინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ამდენად, ბრალდებულ გი------------------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირე
ბული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
გი------------------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინაამდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზო--ს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება და-ნიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
გი------------------- ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში, ადრე არ არის ნასამართლევი და სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას, აღნიშნული მიდგო-- სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“
გი------------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხულ ბრალდებასთან დაკავშირებით, პროპორციულ სასჯელად სასამართლო მიიჩნევს ჯარიმის გამოყენებას, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 27--ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ცნობილი იქნას დამნაშავედ გი------------------ (პირადი ნომერი 61---------) საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზო--დ განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2.გი------------------- სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2017 წლის 23 თებერვლის 15:00 საათიდან.
3. გი------------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი გი------------------- (პ/ნ 61---------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მ–------------------------–-–------------- (საკადასტრო კოდი 7-.0-.0-.0--) გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთა-სის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთა-სი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუ-------- რა-ონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)
მოსამართლე: ნა-------–ი აკ-----